სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საარჩევნო აპარატურის დაზიანების ფაქტზე, პროკურატურამ ერთ პირს ბრალდება წარუდგინა - რა დეტალები ხდება ცნობილი?
საარჩევნო აპარატურის დაზიანების ფაქტზე, პროკურატურამ ერთ პირს ბრალდება წარუდგინა - რა დეტალები ხდება ცნობილი?

სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რამ ბაღ­და­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ დიდ­ვე­ლა­ში მდე­ბა­რე სა­არ­ჩევ­ნო უბან­ზე, სა­არ­ჩევ­ნო აპა­რა­ტუ­რის და­ზი­ა­ნე­ბის ფაქ­ტზე, ერთ პირს ბრალ­დე­ბა წა­რუდ­გი­ნა.

აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რა ავ­რცე­ლებს.

  • მა­თი­ვე ცნო­ბით, მას ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 187-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით წა­რედ­გი­ნა, რაც სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად ერ­თი­დან ხუთ წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

"სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ 2024 წლის 26 ოქ­ტომ­ბერს, სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის არ­ჩევ­ნე­ბის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას, ბაღ­და­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ დიდ­ვე­ლა­ში მდე­ბა­რე N23 სა­არ­ჩევ­ნო უბან­ზე, ბრალ­დე­ბულ­მა გან­ზრახ და­ა­ზი­ა­ნა ცენ­ტრა­ლუ­რი სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ის კუთ­ვნი­ლი, 5 280 ლა­რად ღი­რე­ბუ­ლი, ორი ერ­თე­უ­ლი ამომ­რჩე­ველ­თა სა­ვე­რი­ფი­კა­ციო აპა­რა­ტი და შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან მი­ი­მა­ლა.

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ბრალ­დე­ბუ­ლი 7 ნო­ემ­ბერს და­ა­კა­ვეს. მას ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 187-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით (სხვი­სი ნივ­თის და­ზი­ა­ნე­ბა ან გა­ნად­გუ­რე­ბა, რა­მაც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ზი­ა­ნი გა­მო­იწ­ვია) წა­რედ­გი­ნა, რაც სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად ერ­თი­დან ხუთ წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

პრო­კუ­რა­ტუ­რა ბრალ­დე­ბუ­ლის მი­მართ აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის შუ­ამ­დგომ­ლო­ბით სა­სა­მარ­თლოს კა­ნო­ნით დად­გე­ნილ ვა­და­ში მი­მარ­თავს“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს - დუშეთში, ერთ-ერთ სასტუმროში სავარაუდოდ, მოწყობილი იყო ე.წ. ქოლცენტრი
ავტორი:

საარჩევნო აპარატურის დაზიანების ფაქტზე, პროკურატურამ ერთ პირს ბრალდება წარუდგინა - რა დეტალები ხდება ცნობილი?

საარჩევნო აპარატურის დაზიანების ფაქტზე, პროკურატურამ ერთ პირს ბრალდება წარუდგინა - რა დეტალები ხდება ცნობილი?

საქართველოს პროკურატურამ ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდველაში მდებარე საარჩევნო უბანზე, საარჩევნო აპარატურის დაზიანების ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

  • მათივე ცნობით, მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ერთიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2024 წლის 26 ოქტომბერს, საქართველოს პარლამენტის არჩევნების მიმდინარეობისას, ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდველაში მდებარე N23 საარჩევნო უბანზე, ბრალდებულმა განზრახ დააზიანა ცენტრალური საარჩევნო კომისიის კუთვნილი, 5 280 ლარად ღირებული, ორი ერთეული ამომრჩეველთა სავერიფიკაციო აპარატი და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული 7 ნოემბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით (სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ერთიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.