"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" ინფორმაციით, თბილისის სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა საია-ს მოთხოვნა, 1293 საარჩევნო უბნის შედეგების ბათილად ცნობასთან დაკავშირებით.
"თბილისის სააპელაციო სასამართლომ თითქმის 24-საათიანი განხილვის შედეგად, არ დააკმაყოფილა საიას მოთხოვნა, ხმის ფარულობის მასობრივად დარღვევის ფაქტის გამო, ბათილად ეცნო აღმოსავლეთ საქართველოს ყველა, 1293 ტექნოლოგიური უბანი.
ჩვენ მიერ წარდგენილი მტკიცებულებების მიუხედავად, სასამართლომ არ დაიცვა ამომრჩევლების კონსტიტუციური უფლება.
შეგახსენებთ, ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ იგივე გადაწყვეტილება მიიღო დასავლეთ საქართველოს ტექნოლოგიურ უბნებთან დაკავშირებით“, - ნათქვამია საია-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
"მეგრანტეების" რეიტინგი მატულობს. კიდევ ერთი-ორი მსგავსი "ბრძნული" სარჩელი... და მათი პოპულარობა "მაქსიმუმზე" გავა!!!
ვუყურებ დღეს სიტუაციას არჩევნებთან დაკავშირებით.მომწონს ეს ხელისუფლება?? არა და არა მაგრამ არჩევნები მცირე დარღვევებით ჩატარდა,ვიმეორებ მცირე.ყველა უბანზე იყო ყველა პარტიიდან წარმომადგენელი და ისინი უყურებდნენ არჩევნების მიმდინარეობას,დარღვევების შემთხვევაში ეგრევე ხდებოდა გაპროტესტება და ოქმის დაწერა.არჩევნების დასრულების შემდეგ კი ყველა უბანზე შეივსო შემაჯამებელი ოქმი,რაზეც ხელი მოაწერა ყველა პარტიის წარმომადგენელმა.თუ შემაჯამებელი ოქმები არასწორი იყო მაშინ რატომ მოაწერეს ხელი ამა თუ იმ პარტიის წარმომადგენლებმა????