მსოფლიო
პოლიტიკა

22

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 04:51-ზე, მთვარე მშვილდოსანშია კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ ხორციან კერძებს. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კონორ მაკგრეგორს ქალის გაუპატიურებაში ადანაშაულებენ - "სპორტსმენმა ის საწოლზე მიაჭყლიტა, ქალს დაზიანებები დარჩა" - რა ხდება ცნობილი საქმის მასალებით?
კონორ მაკგრეგორს ქალის გაუპატიურებაში ადანაშაულებენ -  "სპორტსმენმა ის საწოლზე მიაჭყლიტა, ქალს დაზიანებები დარჩა" - რა ხდება ცნობილი საქმის მასალებით?

შე­რე­უ­ლი საბ­რძო­ლო ხე­ლოვ­ნე­ბის ირ­ლან­დი­ე­ლი მებ­რძო­ლი, კო­ნორ მა­კგ­რე­გო­რი ქა­ლის გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბა­ში და­ა­და­ნა­შა­უ­ლეს. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, შემ­თხვე­ვა დუბ­ლი­ნის ერთ-ერთ სას­ტუმ­რო­ში მოხ­და.

  • სა­ვა­რა­უ­დო და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი, ნი­კი­ტა ჰენ­დი მა­კგ­რე­გო­რი­სა და კი­დევ ერთი მა­მა­კა­ცის­გან ზი­ა­ნის ანა­ზღა­უ­რე­ბას ითხოვს და ამ­ტკი­ცებს, რომ მას­ზე სექ­სუ­ა­ლუ­რი ძა­ლა­დო­ბა გან­ხორ­ცი­ელ­და.

მა­კგ­რე­გო­რის ად­ვო­კა­ტებ­მა სა­სა­მარ­თლოს გა­ნუ­ცხა­დეს, რომ ჰენ­დი სპორ­ტსმე­ნის და­შან­ტა­ჟე­ბას ცდი­ლობს.

საქ­მის პრო­კუ­რორ­მა ნა­ფიც მსა­ჯუ­ლებს გა­ნუ­ცხა­და, რომ სა­ვა­რა­უ­დოდ, ჰენ­დი­ზე სექ­სუ­ა­ლუ­რი ძა­ლა­დო­ბა 2018 წლის 9 დე­კემ­ბერს მოხ­და. და­ნა­შა­უ­ლის ჩამ­დე­ნი პი­რე­ბი კი კო­ნორ მა­კგ­რე­გო­რი და ჯე­იმს ლო­უ­რენ­სი არი­ან.

  • ჰენ­დის ად­ვო­კატ­მა ჯონ გორ­დონ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ მისი დაც­ვის ქვეშ მყო­ფი მა­კგ­რე­გორს იც­ნობ­და, რად­გან ისი­ნი ერთი ასა­კობ­რი­ვი ჯგუ­ფი­დან და ერთი რა­ი­ო­ნი­დან იყ­ვნენ და სა­ერ­თო მე­გობ­რე­ბიც ჰყავ­დათ.

2018 წელს ჰენ­დი დრიმ­ნაგ­ში თა­ვის პარტნი­ორ­თან და შვი­დი წლის ქა­ლიშ­ვილ­თან ერ­თად ცხოვ­რობ­და. გორ­დონ­მა თქვა, რომ მა­კგ­რე­გო­რი "უზო­მოდ ცნო­ბი­ლი" იყო და დრიმ­ნაგ­ში "გმი­რად" ით­ვლე­ბო­და.

საქ­მის მა­სა­ლე­ბის მი­ხედ­ვით, მა­კგ­რე­გორ­მა ჰენ­დი­სა და მის მე­გო­ბარს 8 დე­კემ­ბერს, სა­შო­ბაო წვე­უ­ლე­ბის შემ­დეგ გა­უ­ა­რა. ქალს ეგო­ნა, რომ მა­კგ­რე­გო­რი მას და მის მე­გო­ბარს სხვა წვე­უ­ლე­ბა­ზე წა­იყ­ვან­და.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით მათ ლო­უ­რენ­სი შე­უ­ერ­თდა და Beacon Hotel-ში წა­ვიდ­ნენ, სა­დაც ალ­კოჰო­ლი­სა და კო­კა­ი­ნის მი­ღე­ბა და­ი­წყეს. ერთ მო­მენ­ტში, მა­კგ­რე­გორ­მა ჰენ­დის ანიშ­ნა, რომ სა­ძი­ნე­ბელ­ში შე­სუ­ლი­ყო.

რო­გორც საქ­მის მა­სა­ლებ­შია აღ­წე­რი­ლი, მა­კგ­რე­გო­რი ჰენ­დის "მი­უ­ახ­ლოვ­და", მაგ­რამ ქალს სექ­სუ­ა­ლუ­რი კავ­ში­რი არ სურ­და, რად­გან მენსტრუ­ა­ლუ­რი ციკ­ლი ჰქონ­და. ჰენ­დი ამ­ტკი­ცებს, რომ სპორ­ტსმენ­მა ის "სა­წოლ­ზე მი­ა­ჭყლი­ტა". ქალი ცდი­ლობ­და მის მო­შო­რე­ბას, მაგ­რამ ვერ შეძ­ლო მის მო­შო­რე­ბას, მაგ­რამ ვერ შეძ­ლო და მკერ­დზე სი­ლურ­ჯე­ე­ბი, ნა­კაწ­რე­ბი და ჭრი­ლო­ბა დარ­ჩა.

  • სა­სა­მარ­თლომ ასე­ვე მო­ის­მი­ნა გი­ნე­კო­ლო­გის ჩვე­ნე­ბა, რო­მელ­მაც ჰენ­დის რო­ტუნ­დას სა­ა­ვად­მყო­ფოს გა­და­უ­დე­ბე­ლი დახ­მა­რე­ბის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში, 10 დე­კემ­ბერს გა­სინ­ჯა.

ექიმ­მა დე­ნი­ელ კე­ინ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ ქალი მთე­ლი გა­მოკ­ვლე­ვის გან­მავ­ლო­ბა­ში "კან­კა­ლებ­და და ტი­რო­და". კე­ი­ნის თქმით­ვე, ჰენ­დის მრავ­ლო­ბი­თი და­ზი­ა­ნე­ბა აღე­ნიშ­ნე­ბო­და. ამის ამ­სახ­ვე­ლი ფო­ტო­ე­ბი მან სა­სა­მარ­თლოს წა­რუდ­გი­ნა.

ექიმ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ და­ზი­ა­ნე­ბე­ბი სა­შუ­ა­ლო­დან მძი­მე ხა­რის­ხის იყო. სა­ვა­რა­უ­დოდ, მოგ­ვი­ა­ნე­ბით მას სექ­სი ლო­უ­რენსთა­ნაც ჰქონ­და, მაგ­რამ ქა­ლის თქმით "ეს არ ახ­სოვს".

ჰენ­დი შემ­დეგ დე­დას­თან მი­ვი­და, რო­მელ­მაც 999-ზე და­რე­კა. ის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის მან­ქა­ნით გა­და­იყ­ვა­ნეს.არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით მა­კგ­რე­გო­რი და­ზი­ა­ნე­ბებს "უხეშ სექსს" მი­ა­წერს.

მო­სა­ლოდ­ნე­ლია, რომ საქ­მის გან­ხილ­ვა და­ახ­ლო­ე­ბით ორი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში გაგ­რძელ­დე­ბა.

წყა­რო

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ანა
0

რატომ არავინ ეკითხება ამ ქალებს,რატომ მიყვებიან კაცებს სასტუმროებში? გოგოებო,არ წაყვეთ ცნობილ ან ახალგაცნობილ კაცებს სასტუმროში!!! იქ იქნება ბუა და ბნელი ოთახი! დედებს ვურჩევ ,რჩევა მისცენ შვილებს,რომ მერე გინეკოლოგებთან სარბენები არ იყვნენ! 

გოგა
0

ქალის ჩადება ახალი ტრენდია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს
ავტორი:

კონორ მაკგრეგორს ქალის გაუპატიურებაში ადანაშაულებენ - "სპორტსმენმა ის საწოლზე მიაჭყლიტა, ქალს დაზიანებები დარჩა" - რა ხდება ცნობილი საქმის მასალებით?

კონორ მაკგრეგორს ქალის გაუპატიურებაში ადანაშაულებენ -  "სპორტსმენმა ის საწოლზე მიაჭყლიტა, ქალს დაზიანებები დარჩა" - რა ხდება ცნობილი საქმის მასალებით?

შერეული საბრძოლო ხელოვნების ირლანდიელი მებრძოლი, კონორ მაკგრეგორი ქალის გაუპატიურებაში დაადანაშაულეს. არსებული ინფორმაციით, შემთხვევა დუბლინის ერთ-ერთ სასტუმროში მოხდა.

  • სავარაუდო დაზარალებული, ნიკიტა ჰენდი მაკგრეგორისა და კიდევ ერთი მამაკაცისგან ზიანის ანაზღაურებას ითხოვს და ამტკიცებს, რომ მასზე სექსუალური ძალადობა განხორციელდა.

მაკგრეგორის ადვოკატებმა სასამართლოს განუცხადეს, რომ ჰენდი სპორტსმენის დაშანტაჟებას ცდილობს.

საქმის პროკურორმა ნაფიც მსაჯულებს განუცხადა, რომ სავარაუდოდ, ჰენდიზე სექსუალური ძალადობა 2018 წლის 9 დეკემბერს მოხდა. დანაშაულის ჩამდენი პირები კი კონორ მაკგრეგორი და ჯეიმს ლოურენსი არიან.

  • ჰენდის ადვოკატმა ჯონ გორდონმა განაცხადა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი მაკგრეგორს იცნობდა, რადგან ისინი ერთი ასაკობრივი ჯგუფიდან და ერთი რაიონიდან იყვნენ და საერთო მეგობრებიც ჰყავდათ.

2018 წელს ჰენდი დრიმნაგში თავის პარტნიორთან და შვიდი წლის ქალიშვილთან ერთად ცხოვრობდა. გორდონმა თქვა, რომ მაკგრეგორი "უზომოდ ცნობილი" იყო და დრიმნაგში "გმირად" ითვლებოდა.

საქმის მასალების მიხედვით, მაკგრეგორმა ჰენდისა და მის მეგობარს 8 დეკემბერს, საშობაო წვეულების შემდეგ გაუარა. ქალს ეგონა, რომ მაკგრეგორი მას და მის მეგობარს სხვა წვეულებაზე წაიყვანდა.

მოგვიანებით მათ ლოურენსი შეუერთდა და Beacon Hotel-ში წავიდნენ, სადაც ალკოჰოლისა და კოკაინის მიღება დაიწყეს. ერთ მომენტში, მაკგრეგორმა ჰენდის ანიშნა, რომ საძინებელში შესულიყო.

როგორც საქმის მასალებშია აღწერილი, მაკგრეგორი ჰენდის "მიუახლოვდა", მაგრამ ქალს სექსუალური კავშირი არ სურდა, რადგან მენსტრუალური ციკლი ჰქონდა. ჰენდი ამტკიცებს, რომ სპორტსმენმა ის "საწოლზე მიაჭყლიტა". ქალი ცდილობდა მის მოშორებას, მაგრამ ვერ შეძლო მის მოშორებას, მაგრამ ვერ შეძლო და მკერდზე სილურჯეები, ნაკაწრები და ჭრილობა დარჩა.

  • სასამართლომ ასევე მოისმინა გინეკოლოგის ჩვენება, რომელმაც ჰენდის როტუნდას საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში, 10 დეკემბერს გასინჯა.

ექიმმა დენიელ კეინმა აღნიშნა, რომ ქალი მთელი გამოკვლევის განმავლობაში "კანკალებდა და ტიროდა". კეინის თქმითვე, ჰენდის მრავლობითი დაზიანება აღენიშნებოდა. ამის ამსახველი ფოტოები მან სასამართლოს წარუდგინა.

ექიმმა აღნიშნა, რომ დაზიანებები საშუალოდან მძიმე ხარისხის იყო. სავარაუდოდ, მოგვიანებით მას სექსი ლოურენსთანაც ჰქონდა, მაგრამ ქალის თქმით "ეს არ ახსოვს".

ჰენდი შემდეგ დედასთან მივიდა, რომელმაც 999-ზე დარეკა. ის საავადმყოფოში სასწრაფო დახმარების მანქანით გადაიყვანეს.არსებული ინფორმაციით მაკგრეგორი დაზიანებებს "უხეშ სექსს" მიაწერს.

მოსალოდნელია, რომ საქმის განხილვა დაახლოებით ორი კვირის განმავლობაში გაგრძელდება.

წყარო