სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საგანგებო მზადება და უსაფრთხოების გამკაცრებული ზომები - მოსალოდნელი არეულობის გამო თეთრი სახლს მაღალი ღობე შემოავლეს
საგანგებო მზადება და უსაფრთხოების გამკაცრებული ზომები - მოსალოდნელი არეულობის გამო თეთრი სახლს მაღალი ღობე შემოავლეს

აშშ-ს საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის წინა დღე­ებ­ში ვა­შინგტო­ნის ცენ­ტრში მდე­ბა­რე თეთრ სახ­ლს 10 ფუ­ტის სი­მაღ­ლის ლი­თო­ნის ღობე შე­მო­ავ­ლეს. სა­ი­დუმ­ლო სამ­სა­ხუ­რის ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში დი­დად არ მო­ე­წო­ნათ. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, თეთ­რი სახ­ლი ერთ-ერთი ღირ­სშე­სა­ნიშ­ნა­ო­ბაა, რო­მელ­საც დღე­ში ათა­სო­ბით ტუ­რის­ტი სტუმ­რობს.

რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, მიმ­დი­ნა­რე არ­ჩევ­ნე­ბის გამო, არე­უ­ლო­ბის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად, ქა­ლა­ქის მმარ­თვე­ლო­ბამ გა­და­წყვი­ტა სა­გან­გე­ბო უსაფრ­თხო­ე­ბის ზო­მე­ბი მი­ი­ღოს.

  • ტრამ­პის მხარ­დამ­ჭე­რე­ბის ნა­წი­ლი, მი­იჩ­ნევს, რომ შე­საძ­ლოა არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გე­ბი გა­ყალბ­დეს. მსოფ­ლი­ოს ახ­სოვს, 2021 წელს, საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბი, რო­დე­საც ტრამ­პის მხარ­დამ­ჭე­რე­ბი კა­პი­ტო­ლი­უ­მის შე­ნო­ბა­ში შტურ­მით შე­იჭრ­ნენ. მა­შინ გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებს მსხვერ­პლიც მოჰ­ყვა.

რო­გორც და­სავ­ლუ­რი მე­დია წერს, სწო­რედ ამან გა­ნა­პი­რო­ბა სა­გან­გე­ბოდ მი­ღე­ბუ­ლი ზო­მე­ბი.

არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დგო­მი არე­უ­ლო­ბე­ბის­თვის მხო­ლოდ თეთ­რი სახ­ლი არ ემ­ზა­დე­ბა - რო­გორც ად­გი­ლობ­რი­ვი ახა­ლი ამ­ბე­ბი იტყო­ბი­ნე­ბა, ქა­ლა­ქის ცენ­ტრში და­ხუ­რუ­ლია ზო­გი­ერ­თი ბიზ­ნეს­ცენ­ტრიც.

მა­ღა­ლი ღობე არის აღ­მარ­თუ­ლი სა­ზღვაო ობ­სერ­ვა­ტო­რი­ის გარ­შე­მო, სა­დაც ვიცე-პრე­ზი­დენტ კა­მა­ლა ჰა­რი­სის ოფი­ცი­ა­ლუ­რი რე­ზი­დენ­ცია მდე­ბა­რე­ობს.

”ჩვენს ქა­ლაქ­ში არ იქ­ნე­ბა შემ­წყნა­რებ­ლო­ბა ძა­ლა­დო­ბის მი­მართ. ჩვენ არ შე­ვე­გუ­ე­ბით ნგრე­ვას და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი უსაფრ­თხო­ე­ბის დარ­ღვე­ვას",- გა­ნა­ცხა­და პო­ლი­ცი­ის უფ­როს­მა პა­მე­ლა სმიტ­მა პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე.

წყა­რო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს - დუშეთში, ერთ-ერთ სასტუმროში სავარაუდოდ, მოწყობილი იყო ე.წ. ქოლცენტრი
ავტორი:

საგანგებო მზადება და უსაფრთხოების გამკაცრებული ზომები - მოსალოდნელი არეულობის გამო თეთრი სახლს მაღალი ღობე შემოავლეს

საგანგებო მზადება და უსაფრთხოების გამკაცრებული ზომები - მოსალოდნელი არეულობის გამო თეთრი სახლს მაღალი ღობე შემოავლეს

აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნების წინა დღეებში ვაშინგტონის ცენტრში მდებარე თეთრ სახლს 10 ფუტის სიმაღლის ლითონის ღობე შემოავლეს. საიდუმლო სამსახურის ეს გადაწყვეტილება საზოგადოებაში დიდად არ მოეწონათ. მოგეხსენებათ, თეთრი სახლი ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობაა, რომელსაც დღეში ათასობით ტურისტი სტუმრობს.

როგორც აღმოჩნდა, მიმდინარე არჩევნების გამო, არეულობის თავიდან ასაცილებლად, ქალაქის მმართველობამ გადაწყვიტა საგანგებო უსაფრთხოების ზომები მიიღოს.

  • ტრამპის მხარდამჭერების ნაწილი, მიიჩნევს, რომ შესაძლოა არჩევნების შედეგები გაყალბდეს. მსოფლიოს ახსოვს, 2021 წელს, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ განვითარებული მოვლენები, როდესაც ტრამპის მხარდამჭერები კაპიტოლიუმის შენობაში შტურმით შეიჭრნენ. მაშინ განვითარებულ მოვლენებს მსხვერპლიც მოჰყვა.

როგორც დასავლური მედია წერს, სწორედ ამან განაპირობა საგანგებოდ მიღებული ზომები.

არჩევნების შემდგომი არეულობებისთვის მხოლოდ თეთრი სახლი არ ემზადება - როგორც ადგილობრივი ახალი ამბები იტყობინება, ქალაქის ცენტრში დახურულია ზოგიერთი ბიზნესცენტრიც.

მაღალი ღობე არის აღმართული საზღვაო ობსერვატორიის გარშემო, სადაც ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისის ოფიციალური რეზიდენცია მდებარეობს.

”ჩვენს ქალაქში არ იქნება შემწყნარებლობა ძალადობის მიმართ. ჩვენ არ შევეგუებით ნგრევას და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დარღვევას",- განაცხადა პოლიციის უფროსმა პამელა სმიტმა პრესკონფერენციაზე.

წყარო