სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
მსოფლიო
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თბილისში საპროტესტო მსვლელობა მიმდინარეობს - რა ხდება ამ დროისთვის დედაქალაქის ქუჩებში
თბილისში საპროტესტო მსვლელობა მიმდინარეობს - რა ხდება ამ დროისთვის დედაქალაქის ქუჩებში

თბი­ლის­ში, სად­გუ­რის მო­ედ­ნი­დან რუს­თა­ვე­ლის გამ­ზი­რის მი­მარ­თუ­ლე­ბით სამი პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ის მსვლე­ლო­ბა და­ი­წყო.

  • პარ­ტი­ის ლი­დე­რე­ბი “ძლი­ე­რი სა­ქარ­თვე­ლოს” ცენ­ტრა­ლუ­რი ოფი­სი­დან ჯერ მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის მო­ე­დან­ზე მივ­ლენ, შემ­დეგ კი პარ­ლა­მენ­ტის შე­ნო­ბის­კენ გა­აგ­რძე­ლე­ბენ მსვლე­ლო­ბას.

რო­გორც კო­ა­ლი­ცია "ცვლი­ლე­ბე­ბის­თვის" ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა, ნიკა მე­ლი­ამ მსვლე­ლო­ბი­სას გა­ნა­ცხა­და, პრო­ტეს­ტი გაგ­რძელ­დე­ბა იქამ­დე, ვიდ­რე ახა­ლი არ­ჩევ­ნე­ბი არ ჩა­ტარ­დე­ბა.

“და­წყე­ბუ­ლია უწყვე­ტი, პერ­მა­ნენ­ტუ­ლი პრო­ტეს­ტი. ეს გაგ­რძელ­დე­ბა, ვიდ­რე ქვე­ყა­ნა­ში ახა­ლი არ­ჩევ­ნე­ბი არ ჩა­ტარ­დე­ბა. შე­უძ­ლე­ბე­ლია სხვაგ­ვა­რად გან­ვი­თარ­დეს პრო­ცე­სე­ბი. დი­ა­ხაც, მძლავ­რი საპ­რო­ტეს­ტო მოძ­რა­ო­ბა გაგ­რძელ­დე­ბა, ვიდ­რე არ აღ­დგე­ბა სა­მარ­თლი­ა­ნო­ბა, სა­ნამ ქარ­თვე­ლი ხალ­ხი არ ჩათ­ვლის, რომ მისი არ­ჩე­ვა­ნი არის და­ცუ­ლი. არა­ვინ არა­ვის არ აპა­ტი­ებს არ­ჩევ­ნე­ბის მო­პარ­ვას, ევ­რო­პუ­ლი მო­მავ­ლის მო­პარ­ვას. ეროვ­ნუ­ლი სუ­ლის­კვე­თე­ბის ჩახ­შო­ბა არის გა­მო­რი­ცხუ­ლი.

სა­ზო­გა­დო­ე­ბის უდი­დეს­მა ნა­წილ­მა ქარ­თუ­ლი და­მო­უ­კი­დე­ბე­ლო ოპო­ზი­ცი­უ­რი ძა­ლე­ბის მი­მართ ნდო­ბის ხა­რის­ხი გა­მო­ავ­ლი­ნა და უკე­თესს მო­მავ­ლის მის­ცა ხმა. ქარ­თველ ხალ­ხთან ერ­თად გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლე­ბი ვართ ამ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მიზ­ნის გარ­შე­მო. თბი­ლი­სი ამ პრო­ცეს­ში გა­დამ­წყვეტ სი­ტყვას იტყვის. ახა­ლი არ­ჩევ­ნე­ბი და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს­თვის აუ­ცი­ლებ­ლად იქ­ნე­ბა ჩა­ტა­რე­ბუ­ლი”, - გა­ნა­ცხა­და მე­ლი­ამ.

მსვლე­ლო­ბის მო­ნა­წი­ლე­ებს მი­ტა­ნი­ლი აქვთ ევ­რო­კავ­ში­რი­სა და სა­ქარ­თვე­ლოს დრო­შე­ბი. მათ გაშ­ლი­ლი აქვთ ბა­ნე­რი წარ­წე­რით “გა­იღ­ვი­ძე სა­ქარ­თვე­ლო”.

სამი პო­ლი­ტი­კუ­რი გა­ერ­თი­ა­ნე­ბა: “ერ­თი­ა­ნო­ბა-ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა”, “კო­ა­ლი­ცია ცვლი­ლე­ბის­თვის” და “ძლი­ე­რი სა­ქარ­თვე­ლო” რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე შეკ­რე­ბი­ლებს შე­უ­ერ­თდე­ბი­ან.

სწო­რედ დღე­ვან­დელ აქ­ცი­ა­ზე გახ­დე­ბა ცნო­ბი­ლი თუ რო­გო­რი იქ­ნე­ბა ოპო­ზი­ცი­ის პრო­ტეს­ტის ფორ­მე­ბი და სა­მოქ­მე­დო გეგ­მა.

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

თბილისში საპროტესტო მსვლელობა მიმდინარეობს - რა ხდება ამ დროისთვის დედაქალაქის ქუჩებში

თბილისში საპროტესტო მსვლელობა მიმდინარეობს - რა ხდება ამ დროისთვის დედაქალაქის ქუჩებში

თბილისში, სადგურის მოედნიდან რუსთაველის გამზირის მიმართულებით სამი პოლიტიკური პარტიის მსვლელობა დაიწყო.

  • პარტიის ლიდერები “ძლიერი საქართველოს” ცენტრალური ოფისიდან ჯერ მარჯანიშვილის მოედანზე მივლენ, შემდეგ კი პარლამენტის შენობისკენ გააგრძელებენ მსვლელობას.

როგორც კოალიცია "ცვლილებებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ მსვლელობისას განაცხადა, პროტესტი გაგრძელდება იქამდე, ვიდრე ახალი არჩევნები არ ჩატარდება.

“დაწყებულია უწყვეტი, პერმანენტული პროტესტი. ეს გაგრძელდება, ვიდრე ქვეყანაში ახალი არჩევნები არ ჩატარდება. შეუძლებელია სხვაგვარად განვითარდეს პროცესები. დიახაც, მძლავრი საპროტესტო მოძრაობა გაგრძელდება, ვიდრე არ აღდგება სამართლიანობა, სანამ ქართველი ხალხი არ ჩათვლის, რომ მისი არჩევანი არის დაცული. არავინ არავის არ აპატიებს არჩევნების მოპარვას, ევროპული მომავლის მოპარვას. ეროვნული სულისკვეთების ჩახშობა არის გამორიცხული.

საზოგადოების უდიდესმა ნაწილმა ქართული დამოუკიდებელო ოპოზიციური ძალების მიმართ ნდობის ხარისხი გამოავლინა და უკეთესს მომავლის მისცა ხმა. ქართველ ხალხთან ერთად გაერთიანებულები ვართ ამ მნიშვნელოვანი მიზნის გარშემო. თბილისი ამ პროცესში გადამწყვეტ სიტყვას იტყვის. ახალი არჩევნები დამოუკიდებელი საქართველოსთვის აუცილებლად იქნება ჩატარებული”, - განაცხადა მელიამ.

მსვლელობის მონაწილეებს მიტანილი აქვთ ევროკავშირისა და საქართველოს დროშები. მათ გაშლილი აქვთ ბანერი წარწერით “გაიღვიძე საქართველო”.

სამი პოლიტიკური გაერთიანება: “ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა”, “კოალიცია ცვლილებისთვის” და “ძლიერი საქართველო” რუსთაველის გამზირზე შეკრებილებს შეუერთდებიან.

სწორედ დღევანდელ აქციაზე გახდება ცნობილი თუ როგორი იქნება ოპოზიციის პროტესტის ფორმები და სამოქმედო გეგმა.