სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
მსოფლიო
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აჰო დარიაეის თავგანწირული პროტესტი: რა ხდება ცნობილი ირანელ ქალზე, რომელიც წინააღმდეგობის სიმბოლოდ იქცა - რეჟიმი, სავარაუდოდ, მის შეურაცხადად გამოცხადებას ცდილობს
აჰო დარიაეის თავგანწირული პროტესტი: რა ხდება ცნობილი ირანელ ქალზე, რომელიც წინააღმდეგობის სიმბოლოდ იქცა - რეჟიმი, სავარაუდოდ, მის შეურაცხადად გამოცხადებას ცდილობს

უკვე მე­ო­რე დღეა მთე­ლი მსოფ­ლიო ირა­ნელ სტუ­დენტ გო­გო­ნა­ზე - აჰო და­რი­ა­ე­ი­ზე სა­უბ­რობს, რო­მელ­მაც წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი სი­მა­მა­ცი­სა და გამ­ბე­და­ო­ბის მა­გა­ლი­თი აჩ­ვე­ნა.

რო­გორც ცნო­ბი­ლია, აზა­დის ის­ლა­მუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის სტუ­დენ­ტმა პრო­ტეს­ტის ნიშ­ნად ნა­წი­ლობ­რივ გა­ი­ხა­და სა­მო­სი მას შემ­დეგ, რაც მას ჰი­ჯა­ბის არას­წო­რად ტა­რე­ბის მი­ზე­ზით, ირა­ნის უშიშ­რო­ე­ბის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა ფი­ზი­კუ­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნეს.

მისი და­კა­ვე­ბა და­ა­დას­ტუ­რა აზა­დის უნი­ვერ­სი­ტეტ­მა.

“მეც­ნი­ე­რე­ბი­სა და კვლე­ვის ფა­კულ­ტე­ტის სტუ­დენ­ტი ქა­ლის უხამ­სი საქ­ცი­ე­ლის შემ­დეგ, კამ­პუ­სის დაც­ვამ ის სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებს გა­დას­ცა. სტუ­დენ­ტის მოქ­მე­დე­ბის მო­ტი­ვე­ბი­სა და გა­მომ­წვე­ვი მი­ზე­ზე­ბის გა­მო­ძი­ე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს“, - წერს X-ზე უნი­ვერ­სი­ტე­ტის სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი ამირ მაჰჯუ­ბი.

Iran International-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, აჰო და­რი­ა­ე­ის და­კა­ვე­ბის დროს ფი­ზი­კუ­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნეს, რა დრო­საც ახალ­გა­ზარ­და და­შავ­და.

  • “მან­ქა­ნის სა­ბუ­რა­ვებ­ზე მოს­წავ­ლის სის­ხლის ლა­ქე­ბი ჩან­და“ - წე­რია “ამირ კა­ბი­რის“ სტუ­დენ­ტუ­რი ჯგუ­ფის სა­ინ­ფორ­მა­ციო ბი­უ­ლე­ტენ­ში. არის ვა­რა­უ­დი, რომ იმ დროს, რო­დე­საც გო­გო­ნას მან­ქა­ნა­ში ძა­ლით ჩას­მას ცდი­ლობ­დნენ, მას თავ­ში მან­ქა­ნის კარი მოხ­ვდა, რა­მაც სის­ხლდე­ნა გა­მო­იწ­ვია.

Amnesty International-ის ირა­ნის ქვე­და­ნა­ყოფ­მა ირა­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას მო­უ­წო­და “და­უ­ყოვ­ნებ­ლივ და უპი­რო­ბოდ“ გა­ა­თა­ვი­სუფ­ლოს ძა­ლის გა­მო­ყე­ნე­ბით და­კა­ვე­ბუ­ლი სტუ­დენ­ტი.

  • “ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ უნდა და­იც­ვას იგი წა­მე­ბი­სა და სხვა არა­სა­თა­ნა­დო მო­პყრო­ბის­გან და უზ­რუნ­ველ­ყოს, რომ ჰქონ­დეს წვდო­მა ოჯახ­თან და ად­ვო­კატ­თან“,- წერს Amnesty Iran X-ზე.

გავ­რცე­ლე­ბულ კად­რებ­ში ჩანს, რომ მას მერე, რაც გო­გო­ნა კამ­პუსს ტო­ვებს და ქუ­ჩა­ში აგ­რძე­ლებს მოძ­რა­ო­ბას, მას ავ­ტო­მო­ბი­ლი უახ­ლოვ­დე­ბა და რამ­დე­ნი­მე მა­მა­კა­ცი ძა­ლის გა­მო­ყე­ნე­ბით ტე­ნის მას მან­ქა­ნა­ში.

  • ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა სა­კი­თხებ­ში, გა­ე­როს სპე­ცი­ა­ლუ­რი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ირან­ში, მაიო სატო აცხა­დებს, რომ ის აკ­ვირ­დე­ბა ახალ­გაზ­რდა ირა­ნე­ლი ქა­ლის საქ­მეს.

რე­ზო­ნან­სულ ფაქტს გა­მო­ეხ­მა­უ­რა ამ­ჟა­მად პა­ტიმ­რო­ბა­ში მყო­ფი უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლი და ნო­ბე­ლის მშვი­დო­ბის პრე­მი­ის ლა­უ­რე­ა­ტი ნარ­გეს მო­ჰა­მა­დი. მან ცი­ხი­დან გან­ცხა­დე­ბა გა­ავ­რცე­ლა: ქა­ლე­ბი მზად არი­ან გა­და­ი­ხა­დონ სა­ფა­სუ­რი და­უ­მორ­ჩი­ლებ­ლო­ბის­თვის, თუმ­ცა არ აპი­რე­ბენ და­ე­მორ­ჩი­ლონ ჩაგ­ვრას“.

  • მან სტუ­დენ­ტის სხე­ულს “აჯან­ყე­ბის, ბრა­ზი­სა და წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის სიმ­ბო­ლო“ უწო­და. მო­უ­წო­და ხე­ლი­სუფ­ლე­ბას გა­ა­თა­ვი­სუფ­ლონ და­კა­ვე­ბუ­ლი და შე­წყვი­ტონ ქა­ლე­ბის შე­ვიწ­რო­ე­ბა.

ანო­ნი­მუ­რი წყა­რო­ე­ბის თა­ნახ­მად, სტუ­დენ­ტი IRGC დაზ­ვერ­ვის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ბრძა­ნე­ბით, ფსი­ქი­ატ­რი­ულ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს. ინ­ფორ­მა­ცია და­ა­დას­ტუ­რა აზა­დის უნი­ვერ­სი­ტეტ­თან და­კავ­ში­რე­ბულ­მა გა­ზეთ­მა Farhikhtegan- აც.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით სა­ხელ­მწი­ფოს­თან და­კავ­ში­რე­ბულ­მა მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბებ­მა გა­ავ­რცე­ლეს ვი­დეო, რო­მელ­შიც მა­მა­კა­ცი ამ­ტკი­ცებს, რომ და­კა­ვე­ბუ­ლი ქა­ლის ქმა­რია. მათ 2 შვი­ლი ჰყავთ და რომ აჰო და­რი­ა­ე­ის თით­ქოს ფსი­ქი­კუ­რი ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბი აქვს.

ინ­ტერ­ნეტ­ში გა­მოჩ­ნდა სო­ლი­და­რო­ბის “ჰეშ­თე­გი“- Science and Research Girl. სა­ზო­გა­დო­ე­ბა მი­იჩ­ნევს, რომ ქალს არა­ნა­ი­რი ფსი­ქი­კუ­რი პრობ­ლე­მე­ბი არ აქვს და მის სი­ცო­ცხლეს საფრ­თხე ემუქ­რე­ბა.

  • ახალ­გაზ­რდა ქა­ლის პრო­ტესტს მხარ­და­ჭე­რა გა­მო­უ­ცხა­დეს ცნო­ბილ­მა ირა­ნელ­მა მოღ­ვა­წე­ებ­მაც. მათ შო­რის მსა­ხი­ობ­მა კა­ტა­ი­უნ რი­ა­ჰიმ, რო­მე­ლიც მოძ­რა­ო­ბის “ქალი, სი­ცო­ცხლე, თა­ვი­სუფ­ლე­ბა“ მხარ­დამ­ჭე­რია.

”ამ გო­გო­ნას გამ­ბე­და­ო­ბა, რო­მელ­საც თავს და­ესხნენ ჰი­ჯა­ბის გამო… არის ცე­ცხლი, რო­მე­ლიც დაწ­ვავს ჩაგ­ვრის ფეს­ვებს!” - და­წე­რა სა­მო­ქა­ლა­ქო აქ­ტი­ვის­ტმა ჰო­სე­ინ რო­ნა­გიმ დას­ძი­ნა X-ზე.

“შე­იძ­ლე­ბა შენი სი­ა­მა­ყე და და­უ­მორ­ჩი­ლებ­ლო­ბა გახ­დეს ცე­ცხლო­ვა­ნი ჩი­რაღ­და­ნი ბნელ უფსკრულ­ში, ჩემო ძვირ­ფა­სო დაო“, - და­წე­რა სტა­ტუ­სი კი­დევ ერ­თმა აქ­ტი­ვის­ტმა, როია ჰეშ­მა­ტიმ, რო­მელ­საც ადრე ჰი­ჯა­ბის არ ტა­რე­ბის გამო შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნეს.

წყა­რო

იხი­ლეთ ასე­ვე:

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

აჰო დარიაეის თავგანწირული პროტესტი: რა ხდება ცნობილი ირანელ ქალზე, რომელიც წინააღმდეგობის სიმბოლოდ იქცა - რეჟიმი, სავარაუდოდ, მის შეურაცხადად გამოცხადებას ცდილობს

აჰო დარიაეის თავგანწირული პროტესტი: რა ხდება ცნობილი ირანელ ქალზე, რომელიც წინააღმდეგობის სიმბოლოდ იქცა - რეჟიმი, სავარაუდოდ, მის შეურაცხადად გამოცხადებას ცდილობს

უკვე მეორე დღეა მთელი მსოფლიო ირანელ სტუდენტ გოგონაზე - აჰო დარიაეიზე საუბრობს, რომელმაც წარმოუდგენელი სიმამაცისა და გამბედაობის მაგალითი აჩვენა.

როგორც ცნობილია, აზადის ისლამური უნივერსიტეტის სტუდენტმა პროტესტის ნიშნად ნაწილობრივ გაიხადა სამოსი მას შემდეგ, რაც მას ჰიჯაბის არასწორად ტარების მიზეზით, ირანის უშიშროების თანამშრომლებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

მისი დაკავება დაადასტურა აზადის უნივერსიტეტმა.

“მეცნიერებისა და კვლევის ფაკულტეტის სტუდენტი ქალის უხამსი საქციელის შემდეგ, კამპუსის დაცვამ ის სამართალდამცავებს გადასცა. სტუდენტის მოქმედების მოტივებისა და გამომწვევი მიზეზების გამოძიება მიმდინარეობს“, - წერს X-ზე უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის გენერალური დირექტორი ამირ მაჰჯუბი.

Iran International-ის ინფორმაციით, აჰო დარიაეის დაკავების დროს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, რა დროსაც ახალგაზარდა დაშავდა.

  • “მანქანის საბურავებზე მოსწავლის სისხლის ლაქები ჩანდა“ - წერია “ამირ კაბირის“ სტუდენტური ჯგუფის საინფორმაციო ბიულეტენში. არის ვარაუდი, რომ იმ დროს, როდესაც გოგონას მანქანაში ძალით ჩასმას ცდილობდნენ, მას თავში მანქანის კარი მოხვდა, რამაც სისხლდენა გამოიწვია.

Amnesty International-ის ირანის ქვედანაყოფმა ირანის ხელისუფლებას მოუწოდა “დაუყოვნებლივ და უპირობოდ“ გაათავისუფლოს ძალის გამოყენებით დაკავებული სტუდენტი.

  • “ხელისუფლებამ უნდა დაიცვას იგი წამებისა და სხვა არასათანადო მოპყრობისგან და უზრუნველყოს, რომ ჰქონდეს წვდომა ოჯახთან და ადვოკატთან“,- წერს Amnesty Iran X-ზე.

გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ მას მერე, რაც გოგონა კამპუსს ტოვებს და ქუჩაში აგრძელებს მოძრაობას, მას ავტომობილი უახლოვდება და რამდენიმე მამაკაცი ძალის გამოყენებით ტენის მას მანქანაში.

  • ადამიანის უფლებათა საკითხებში, გაეროს სპეციალური წარმომადგენელი ირანში, მაიო სატო აცხადებს, რომ ის აკვირდება ახალგაზრდა ირანელი ქალის საქმეს.

რეზონანსულ ფაქტს გამოეხმაურა ამჟამად პატიმრობაში მყოფი უფლებადამცველი და ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატი ნარგეს მოჰამადი. მან ციხიდან განცხადება გაავრცელა: ქალები მზად არიან გადაიხადონ საფასური დაუმორჩილებლობისთვის, თუმცა არ აპირებენ დაემორჩილონ ჩაგვრას“.

  • მან სტუდენტის სხეულს “აჯანყების, ბრაზისა და წინააღმდეგობის სიმბოლო“ უწოდა. მოუწოდა ხელისუფლებას გაათავისუფლონ დაკავებული და შეწყვიტონ ქალების შევიწროება.

ანონიმური წყაროების თანახმად, სტუდენტი IRGC დაზვერვის ორგანიზაციის ბრძანებით, ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ინფორმაცია დაადასტურა აზადის უნივერსიტეტთან დაკავშირებულმა გაზეთმა Farhikhtegan- აც.

მოგვიანებით სახელმწიფოსთან დაკავშირებულმა მედიასაშუალებებმა გაავრცელეს ვიდეო, რომელშიც მამაკაცი ამტკიცებს, რომ დაკავებული ქალის ქმარია. მათ 2 შვილი ჰყავთ და რომ აჰო დარიაეის თითქოს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები აქვს.

ინტერნეტში გამოჩნდა სოლიდარობის “ჰეშთეგი“- Science and Research Girl. საზოგადოება მიიჩნევს, რომ ქალს არანაირი ფსიქიკური პრობლემები არ აქვს და მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება.

  • ახალგაზრდა ქალის პროტესტს მხარდაჭერა გამოუცხადეს ცნობილმა ირანელმა მოღვაწეებმაც. მათ შორის მსახიობმა კატაიუნ რიაჰიმ, რომელიც მოძრაობის “ქალი, სიცოცხლე, თავისუფლება“ მხარდამჭერია.

”ამ გოგონას გამბედაობა, რომელსაც თავს დაესხნენ ჰიჯაბის გამო… არის ცეცხლი, რომელიც დაწვავს ჩაგვრის ფესვებს!” - დაწერა სამოქალაქო აქტივისტმა ჰოსეინ რონაგიმ დასძინა X-ზე.

“შეიძლება შენი სიამაყე და დაუმორჩილებლობა გახდეს ცეცხლოვანი ჩირაღდანი ბნელ უფსკრულში, ჩემო ძვირფასო დაო“, - დაწერა სტატუსი კიდევ ერთმა აქტივისტმა, როია ჰეშმატიმ, რომელსაც ადრე ჰიჯაბის არ ტარების გამო შეურაცხყოფა მიაყენეს.

წყარო

იხილეთ ასევე: