სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
მსოფლიო
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კიდევ ერთი ქვეყანა, რომელიც კლიმატის ცვლილების გამო, "უფრო ცხელი და საშიში ხდება" - რა პროგნოზებს აკეთებენ სპეციალისტები
კიდევ ერთი ქვეყანა, რომელიც კლიმატის ცვლილების გამო, "უფრო ცხელი და საშიში ხდება" - რა პროგნოზებს აკეთებენ სპეციალისტები

BoM-ისა და CSIRO-ს მოხ­სე­ნე­ბის თა­ნახ­მად, უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში ავ­სტრა­ლი­ის ტემ­პე­რა­ტუ­რის ცვლი­ლე­ბა მხო­ლოდ უა­რე­სო­ბის­კენ წავა. ”ეს სა­ში­ში პრობ­ლე­მაა”, - ამ­ბობს დოქ­ტო­რი კარლ ბრა­გან­ზა, ავ­სტრა­ლი­ის კლი­მა­ტის მდგო­მა­რე­ო­ბის უახ­ლე­სი ან­გა­რი­შის გაც­ნო­ბის შემ­დეგ.

  • ან­გა­რი­ში, რო­მე­ლიც ხუთ­შა­ბათს გა­მოქ­ვეყ­ნდა ბი­უ­რო­სა და CSIRO-ს მიერ, ამოწ­მებს მო­ნა­ცე­მებს ტემ­პე­რა­ტუ­რის, ექ­სტრე­მა­ლუ­რი სი­ცხის, ოკე­ა­ნის მჟა­ვი­ა­ნო­ბი­სა და ნა­ლე­ქის შე­სა­ხებ.

ეს ნიშ­ნე­ბი მი­უ­თი­თებს იმა­ზე, რომ ქვე­ყა­ნა უფრო ცხე­ლი და სა­ში­ში ხდე­ბა და ტემ­პე­რა­ტუ­რის ტენ­დენ­ცი­ე­ბი მო­მა­ვალ­ში მხო­ლოდ გა­უ­ა­რეს­დე­ბა.

  • ბი­უ­როს მე­ტე­ო­რო­ლო­გი­უ­რი სად­გუ­რე­ბის ქსე­ლი­დან მი­ღე­ბუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბი აჩ­ვე­ნებს, რომ კონ­ტი­ნენ­ტი 1910 წლის შემ­დეგ 1,51 გრა­დუ­სით გა­ხურ­და.

"ცვლი­ლე­ბე­ბის ტემ­პი მი­უ­თი­თებს იმა­ზე, თუ რამ­დე­ნად სწრა­ფად იც­ვლე­ბა ჩვე­ნი კლი­მა­ტუ­რი სის­ტე­მა. 1980-იანი და 1990-იანი წლე­ბის კლი­მა­ტი ძა­ლი­ან გან­სხვავ­დე­ბა იმის­გან, რა­საც დღეს გან­ვიც­დით".

ბოლო ოთხი ათწლე­უ­ლის გან­მავ­ლო­ბა­ში ოკე­ა­ნის დათ­ბო­ბის ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი დო­ნეა მარ­ჯნის ზღვა­ში, ტას­მა­ნი­ის აღ­მო­სავ­ლე­თით და ქვეყ­ნის სამ­ხრეთ-აღ­მო­სავ­ლე­თით.

რის­კის გა­მო­სათ­ვლე­ლად შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლია ტყის ხან­ძრის სა­შიშ­რო­ე­ბის ინ­დექ­სი, რო­მე­ლიც აერ­თი­ა­ნებს ტემ­პე­რა­ტუ­რას, ქა­რის სიჩ­ქა­რეს, ტე­ნი­ა­ნო­ბას, ნა­ლექს და ად­გილ­ზე საწ­ვა­ვის აა­ლე­ბა­დო­ბას.

პრო­ფე­სორ­მა დე­ვიდ ბო­უ­მან­მა, ტას­მა­ნი­ის უნი­ვერ­სი­ტე­ტის ხან­ძარ­სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ცენ­ტრის დი­რექ­ტორ­მა, გა­ნა­ცხა­და, რომ ხან­ძა­რი გაგ­რძელ­დე­ბა კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბის პი­რო­ბებ­ში: მო­ი­მა­ტებს ხან­ძრის ხან­გრძლი­ვო­ბა, იქ­ნე­ბა უფრო დიდი დამ­წვა­რი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი, დეგ­რა­დი­რე­ბუ­ლი ტყე­ე­ბი, უძ­ვე­ლე­სი ეკო­სის­ტე­მე­ბის და­კარ­გვა.

წყა­რო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

კიდევ ერთი ქვეყანა, რომელიც კლიმატის ცვლილების გამო, "უფრო ცხელი და საშიში ხდება" - რა პროგნოზებს აკეთებენ სპეციალისტები

კიდევ ერთი ქვეყანა, რომელიც კლიმატის ცვლილების გამო, "უფრო ცხელი და საშიში ხდება" - რა პროგნოზებს აკეთებენ სპეციალისტები

BoM-ისა და CSIRO-ს მოხსენების თანახმად, უახლოეს მომავალში ავსტრალიის ტემპერატურის ცვლილება მხოლოდ უარესობისკენ წავა. ”ეს საშიში პრობლემაა”, - ამბობს დოქტორი კარლ ბრაგანზა, ავსტრალიის კლიმატის მდგომარეობის უახლესი ანგარიშის გაცნობის შემდეგ.

  • ანგარიში, რომელიც ხუთშაბათს გამოქვეყნდა ბიუროსა და CSIRO-ს მიერ, ამოწმებს მონაცემებს ტემპერატურის, ექსტრემალური სიცხის, ოკეანის მჟავიანობისა და ნალექის შესახებ.

ეს ნიშნები მიუთითებს იმაზე, რომ ქვეყანა უფრო ცხელი და საშიში ხდება და ტემპერატურის ტენდენციები მომავალში მხოლოდ გაუარესდება.

  • ბიუროს მეტეოროლოგიური სადგურების ქსელიდან მიღებული მონაცემები აჩვენებს, რომ კონტინენტი 1910 წლის შემდეგ 1,51 გრადუსით გახურდა.

"ცვლილებების ტემპი მიუთითებს იმაზე, თუ რამდენად სწრაფად იცვლება ჩვენი კლიმატური სისტემა. 1980-იანი და 1990-იანი წლების კლიმატი ძალიან განსხვავდება იმისგან, რასაც დღეს განვიცდით".

ბოლო ოთხი ათწლეულის განმავლობაში ოკეანის დათბობის ყველაზე მაღალი დონეა მარჯნის ზღვაში, ტასმანიის აღმოსავლეთით და ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთით.

რისკის გამოსათვლელად შემუშავებულია ტყის ხანძრის საშიშროების ინდექსი, რომელიც აერთიანებს ტემპერატურას, ქარის სიჩქარეს, ტენიანობას, ნალექს და ადგილზე საწვავის აალებადობას.

პროფესორმა დევიდ ბოუმანმა, ტასმანიის უნივერსიტეტის ხანძარსაწინააღმდეგო ცენტრის დირექტორმა, განაცხადა, რომ ხანძარი გაგრძელდება კლიმატის ცვლილების პირობებში: მოიმატებს ხანძრის ხანგრძლივობა, იქნება უფრო დიდი დამწვარი ტერიტორიები, დეგრადირებული ტყეები, უძველესი ეკოსისტემების დაკარგვა.

წყარო