ქუთაისის პარლამენტის ყოფილი შენობის რეაბილიტაციაზე გამოცხადებული ტენდერი დასრულდა. შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, ტენდერში გამარჯვებულია შპს "თბილი სახლი“.
შეგახსენებთ, რომ აქტივების მართვისა და განვითარების კომპანიამ ქუთაისის პარლამენტის ყოფილი შენობის რეაბილიტაციაზე 20 980 777 ლარის ღირებულების ტენდერი 12 ოქტომბერს გამოაცხადა. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, უნდა ჩატარდეს სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები, ამასთან, რეაბილიტაცია უნდა ჩაუტარდეს შენობის ელექტროგაყვანილობის სისტემას, გათბობა, გაგრილება კონდიცირების და სხვა შიდა კომუნიკაციების. გააგრძელეთ კითხვა