სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“ამომრჩევლის ბაზა ნეიტრალურ, ობიექტურ პლატფორმას უნდა გადაეცეს, სადაც თითოეულ ამომრჩეველს შეეძლება გადამოწმება, მიიღო თუ არა არჩევნებში მონაწილეობა და რომელ უბანზე მისცა ხმა“ - გახარია
“ამომრჩევლის ბაზა ნეიტრალურ, ობიექტურ პლატფორმას უნდა გადაეცეს, სადაც თითოეულ ამომრჩეველს შეეძლება გადამოწმება, მიიღო თუ არა არჩევნებში მონაწილეობა და რომელ უბანზე მისცა ხმა“ - გახარია

პარ­ტია “გა­ხა­რია სა­ქარ­თვე­ლოს­თვის“ თავ­მჯდო­მა­რე გი­ორ­გი გა­ხა­რია რამ­დე­ნი­მე მო­თხოვ­ნას აყე­ნებს.

რო­გორც გა­ხა­რი­ამ ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და, ამომ­რჩევ­ლის სრუ­ლი ბაზა ნე­იტ­რა­ლურ, ობი­ექ­ტურ პლატ­ფორ­მას უნდა გა­და­ე­ცეს, სა­დაც თი­თო­ე­ულ ამომ­რჩე­ველს ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­და­მოწ­მე­ბა შე­ეძ­ლე­ბა. კერ­ძოდ, მი­ი­ღო თუ არა არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, რო­მელ უბან­ზე და რო­მელ სა­ათ­ზე მის­ცა ხმა.

ამას­თან, გა­ხა­რია ცეს­კო- სგან არ­ჩევ­ნე­ბის ელექტრო­ნუ­ლად ჩამ­ტა­რე­ბელ კომ­პა­ნია “სმარ­ტმა­ტიკ­თან“ გა­ფორ­მე­ბუ­ლი კონ­ტრაქ­ტის გა­სა­ჯა­რო­ე­ბა­საც ითხოვს.

“ცეს­კო-მ, რო­მე­ლიც იმის ნაც­ვლად, რომ სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ებს ეხ­მა­რე­ბო­დეს და ქვე­ყა­ნა კრი­ზი­სი­დან გა­მოჰ­ყავ­დეს, კი­დევ ერთხელ მო­ა­წყო პრო­ვო­კა­ცია, გა­მო­ვარ­დნენ და პრე­ვენ­ცი­უ­ლად რა­ღაც გან­ცხა­დე­ბა გა­ა­კე­თეს, რო­მე­ლიც სი­მარ­თლეს არა­ნა­ი­რად არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა. დღეს, ჩვენ ცეს­კო- სგან მო­ვი­თხო­ვეთ “სმარ­ტმა­ტიკ­თან“ გა­ფორ­მე­ბუ­ლი კონ­ტრაქ­ტის და ყვე­ლა იმ ცვლი­ლე­ბის გად­მო­ცე­მა, რო­მე­ლიც ამ კონ­ტრაქ­ტშია შე­ტა­ნი­ლი, რომ ეს სა­ჯა­რო გახ­დეს. გარ­და ამი­სა, ჩვენ მო­ვი­თხო­ვეთ, რომ 2024 წლის 26 ოქ­ტომ­ბრის არ­ჩევ­ნებ­ზე მი­სუ­ლი 2 076 791 ამომ­რჩევ­ლის სრუ­ლი ბაზა ნე­იტ­რა­ლურ, ობი­ექ­ტურ პლატ­ფორ­მას გა­და­ე­ცეს, სა­დაც თი­თო­ე­ულ ამომ­რჩე­ველს ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად უნდა შე­ეძ­ლოს გა­და­ა­მოწ­მოს შემ­დე­გი მო­ნა­ცე­მე­ბი - მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღო თუ არა არ­ჩევ­ნებ­ში, რო­მელ უბან­ზე, რო­მელ სა­ათ­ზე მის­ცა ხმა. დღეს ცეს­კო გა­მო­ვარ­და და თქვა, რომ ეს პი­რად მო­ნა­ცე­მებს და კა­ნონს არ­ღვევს. ცეს­კო-ს მინ­და შე­ვახ­სე­ნო, რომ ბა­ზე­ბის გა­სა­ჯა­რო­ე­ბას არა­ვინ ითხოვს, სა­უ­ბა­რია ამომ­რჩევ­ლის მიერ სა­კუ­თა­რი ხმის მი­ცე­მის ფაქ­ტის და­დას­ტუ­რე­ბა­ზე და დაც­ვა­ზე. ცეს­კო-ს სა­იტ­ზე დღე­საც არ­სე­ბობს სა­ინ­ფორ­მა­ციო ბაზა, სა­დაც თი­თო­ე­ულ ჩვენ­განს შე­უძ­ლია შე­ვი­დეს, გა­და­ა­მოწ­მოს თა­ვი­სი თავი და ნა­ხოს, რო­მელ უბან­ზეა მი­წე­რი­ლი. ჩვენ ვი­თხოვთ, ამ ინ­ფორ­მა­ცი­ას და­ე­მა­ტოს ის რეკ­ვი­ზი­ტე­ბი, რო­მე­ლიც ჩა­მოვ­თვა­ლე. მათ ამის გა­კე­თე­ბა 1 სა­ათ­ში შე­უძ­ლი­ათ, არა­ნა­ი­რი პრობ­ლე­მა არ არის.

ახლა რომ გან­ვმარ­ტოთ, რა­ტომ გვინ­და ეს და რა­ტომ მივ­მარ­თეთ ცეს­კო-ს “სმარ­ტმა­ტი­კის“ კონ­ტრაქ­ტის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბით. ჩვენ არ ვი­ცით, “სმარ­ტმა­ტიკ­თან“ კონ­ტრაქ­ტი რო­გორ არის გა­ფორ­მე­ბუ­ლი და ეს ინ­ფორ­მა­ცია რო­დემ­დე შე­ი­ნა­ხე­ბა, შე­იძ­ლე­ბა 10 დღე­ში, ან 1 თვე­ში, ეს ინ­ფორ­მა­ცია ჩვენ­თვის მი­უწ­ვდო­მე­ლი გახ­დეს. მე­ო­რეს მხრივ, ამ­ხე­ლა და­ძა­ბუ­ლო­ბის და პო­ლი­ტი­კუ­რი კრი­ზი­სის პი­რო­ბებ­ში, როცა ამ­ხე­ლა სა­ერ­თა­შო­რი­სო წნე­ხია ქვე­ყა­ნა­ზე, როცა ქვე­ყა­ნას ევ­რო­პუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის გზა ეკე­ტე­ბა, თუ სა­ხელ­მწი­ფო მარ­თლა ამ­ბობს, არ­ჩევ­ნებ­ზე არა­ფე­რი მომ­ხდა­რაო, ამ ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­სა­ჯა­რო­ე­ბა, ერთხელ და სა­მუ­და­მოდ და­ხუ­რავს სა­კითხს იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გე­ბით მა­ნი­პუ­ლი­რე­ბა მოხ­და, თუ - არ მოხ­და. ამ ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­სა­ჯა­რო­ე­ბა ნე­ბის­მი­ე­რი სა­ხით ცეს­კო-ს შე­უძ­ლია, ეს შე­იძ­ლე­ბა იყოს და­ცუ­ლი, ნე­იტ­რა­ლუ­რი პლატ­ფორ­მა. ცეს­კო-ს თუ უნდა, ნდო­ბა აღად­გი­ნოს, ეს ნა­ბი­ჯი უნდა გა­დად­გან, თუ არ აინ­ტე­რე­სებთ და ფე­ხებ­ზე ჰკი­დი­ათ, მა­შინ ეს პა­სუ­ხიც, პა­სუ­ხი იქ­ნე­ბა. ჩვენ ვცდი­ლობთ, ქვე­ყა­ნა კრი­ზი­სი­დან, სა­დაც “ოც­ნე­ბამ“ შე­იყ­ვა­ნა, რო­გორ­მე გა­მო­ვიყ­ვა­ნოთ ისე­თი გზით, რომ ჩვე­ნი ევ­რო­პუ­ლი პერ­სპექ­ტი­ვა და ჩვე­ნი დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის პერ­სპექ­ტი­ვა მი­ნი­მა­ლუ­რად და­ზი­ან­დეს და გა­და­ვარ­ჩი­ნოთ, ის, რაც დარ­ჩა“, - გა­ნა­ცხა­და გა­ხა­რი­ამ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

“ამომრჩევლის ბაზა ნეიტრალურ, ობიექტურ პლატფორმას უნდა გადაეცეს, სადაც თითოეულ ამომრჩეველს შეეძლება გადამოწმება, მიიღო თუ არა არჩევნებში მონაწილეობა და რომელ უბანზე მისცა ხმა“ - გახარია

“ამომრჩევლის ბაზა ნეიტრალურ, ობიექტურ პლატფორმას უნდა გადაეცეს, სადაც თითოეულ ამომრჩეველს შეეძლება გადამოწმება, მიიღო თუ არა არჩევნებში მონაწილეობა და რომელ უბანზე მისცა ხმა“ - გახარია

პარტია “გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარია რამდენიმე მოთხოვნას აყენებს.

როგორც გახარიამ ბრიფინგზე განაცხადა, ამომრჩევლის სრული ბაზა ნეიტრალურ, ობიექტურ პლატფორმას უნდა გადაეცეს, სადაც თითოეულ ამომრჩეველს ინფორმაციის გადამოწმება შეეძლება. კერძოდ, მიიღო თუ არა არჩევნებში მონაწილეობა, რომელ უბანზე და რომელ საათზე მისცა ხმა.

ამასთან, გახარია ცესკო- სგან არჩევნების ელექტრონულად ჩამტარებელ კომპანია “სმარტმატიკთან“ გაფორმებული კონტრაქტის გასაჯაროებასაც ითხოვს.

“ცესკო-მ, რომელიც იმის ნაცვლად, რომ საქართველოს მოქალაქეებს ეხმარებოდეს და ქვეყანა კრიზისიდან გამოჰყავდეს, კიდევ ერთხელ მოაწყო პროვოკაცია, გამოვარდნენ და პრევენციულად რაღაც განცხადება გააკეთეს, რომელიც სიმართლეს არანაირად არ შეესაბამება. დღეს, ჩვენ ცესკო- სგან მოვითხოვეთ “სმარტმატიკთან“ გაფორმებული კონტრაქტის და ყველა იმ ცვლილების გადმოცემა, რომელიც ამ კონტრაქტშია შეტანილი, რომ ეს საჯარო გახდეს. გარდა ამისა, ჩვენ მოვითხოვეთ, რომ 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებზე მისული 2 076 791 ამომრჩევლის სრული ბაზა ნეიტრალურ, ობიექტურ პლატფორმას გადაეცეს, სადაც თითოეულ ამომრჩეველს ინდივიდუალურად უნდა შეეძლოს გადაამოწმოს შემდეგი მონაცემები - მონაწილეობა მიიღო თუ არა არჩევნებში, რომელ უბანზე, რომელ საათზე მისცა ხმა. დღეს ცესკო გამოვარდა და თქვა, რომ ეს პირად მონაცემებს და კანონს არღვევს. ცესკო-ს მინდა შევახსენო, რომ ბაზების გასაჯაროებას არავინ ითხოვს, საუბარია ამომრჩევლის მიერ საკუთარი ხმის მიცემის ფაქტის დადასტურებაზე და დაცვაზე. ცესკო-ს საიტზე დღესაც არსებობს საინფორმაციო ბაზა, სადაც თითოეულ ჩვენგანს შეუძლია შევიდეს, გადაამოწმოს თავისი თავი და ნახოს, რომელ უბანზეა მიწერილი. ჩვენ ვითხოვთ, ამ ინფორმაციას დაემატოს ის რეკვიზიტები, რომელიც ჩამოვთვალე. მათ ამის გაკეთება 1 საათში შეუძლიათ, არანაირი პრობლემა არ არის.

ახლა რომ განვმარტოთ, რატომ გვინდა ეს და რატომ მივმართეთ ცესკო-ს “სმარტმატიკის“ კონტრაქტის გამოქვეყნებით. ჩვენ არ ვიცით, “სმარტმატიკთან“ კონტრაქტი როგორ არის გაფორმებული და ეს ინფორმაცია როდემდე შეინახება, შეიძლება 10 დღეში, ან 1 თვეში, ეს ინფორმაცია ჩვენთვის მიუწვდომელი გახდეს. მეორეს მხრივ, ამხელა დაძაბულობის და პოლიტიკური კრიზისის პირობებში, როცა ამხელა საერთაშორისო წნეხია ქვეყანაზე, როცა ქვეყანას ევროპული განვითარების გზა ეკეტება, თუ სახელმწიფო მართლა ამბობს, არჩევნებზე არაფერი მომხდარაო, ამ ინფორმაციის გასაჯაროება, ერთხელ და სამუდამოდ დახურავს საკითხს იმასთან დაკავშირებით, არჩევნების შედეგებით მანიპულირება მოხდა, თუ - არ მოხდა. ამ ინფორმაციის გასაჯაროება ნებისმიერი სახით ცესკო-ს შეუძლია, ეს შეიძლება იყოს დაცული, ნეიტრალური პლატფორმა. ცესკო-ს თუ უნდა, ნდობა აღადგინოს, ეს ნაბიჯი უნდა გადადგან, თუ არ აინტერესებთ და ფეხებზე ჰკიდიათ, მაშინ ეს პასუხიც, პასუხი იქნება. ჩვენ ვცდილობთ, ქვეყანა კრიზისიდან, სადაც “ოცნებამ“ შეიყვანა, როგორმე გამოვიყვანოთ ისეთი გზით, რომ ჩვენი ევროპული პერსპექტივა და ჩვენი დემოკრატიული განვითარების პერსპექტივა მინიმალურად დაზიანდეს და გადავარჩინოთ, ის, რაც დარჩა“, - განაცხადა გახარიამ.