პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ზოგჯერ არ მიწვევდნენ მსოფლიოს საუკეთესო ორკესტრები, თუმცა ვამბობდი: "არა უშავს, მარტო დავუკრავ" - რას ჰყვება ხატია ბუნიათიშვილი ვარსკვლავურ კარიერაზე
"ზოგჯერ არ მიწვევდნენ მსოფლიოს საუკეთესო ორკესტრები, თუმცა ვამბობდი: "არა უშავს, მარტო დავუკრავ" - რას ჰყვება ხატია ბუნიათიშვილი ვარსკვლავურ კარიერაზე

უკვე ათ წელ­ზე მე­ტია, რაც ხა­ტია ბუ­ნი­ა­თიშ­ვი­ლი ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლი პი­ა­ნის­ტია. მის შე­სა­ხებ ამ­ჯე­რად Apnews.com წერს.

  • "სწო­რედ მისი სას­ცე­ნო ხა­სი­ა­თი, ემო­ცი­უ­რო­ბა, ენერ­გია და შარ­მი ქმნის ბუ­ნი­ა­თიშ­ვილს კლა­სი­კუ­რი მუ­სი­კის ვარ­სკვლა­ვად", - წერს გა­მო­ცე­მა.

ბუ­ნი­ა­თიშ­ვი­ლის შე­სა­ხებ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ სტა­ტი­ა­ში ასე­ვე აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში და­ბა­დე­ბუ­ლი ხა­ტი­ას შე­მოქ­მე­დე­ბა კლა­სი­კურ მუ­სი­კას მიმ­ზიდ­ველს ხდის მი­ლე­ნი­ა­ლე­ბი­სა და Gen Z-ის თა­ო­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებს.

  • 37 წლის ქარ­თველ პი­ა­ნისტს, ჰქო­ნია კო­ლა­ბო­რა­ცია ისეთ ცნო­ბილ შემ­სრუ­ლებ­ლებ­თან, რო­გო­რე­ბი­ცაა Coldplay და A$AP Rocky,

"ვფიქ­რობ, რომ ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია მა­გა­ლი­თის მი­ცე­მა ახალ­გაზ­რდე­ბის­თვის - სარ­კე და სელ­ფე­ბი კარ­გია, მაგ­რამ ამ დროს ცხოვ­რე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მო­მენ­ტე­ბი არ უნდა გა­მოგრჩეს", - ამ­ბობს ბუ­ნი­ა­თიშ­ვი­ლი. ის ასე­ვე სა­უბ­რობს "ფორ­ტე­პი­ა­ნოს­თან უდი­დეს კავ­შირ­ზე".

"ის (ფორ­ტე­პი­ა­ნო) თა­ვი­დან­ვე აქ იყო. ისე­ვე, რო­გორც ჩემი მშობ­ლე­ბი და ჩემი და იყ­ვნენ როცა და­ვი­ბა­დე, ასე­ვე იყო ფორ­ტე­პი­ა­ნოც... მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სხვა რა­მე­ე­ბიც შე­მეძ­ლო მე­კე­თე­ბი­ნა ცხოვ­რე­ბა­ში, ეს ჩემ­თვის ოჯა­ხი­ვით იყო და მყა­რად მაგ­რძნო­ბი­ნებ­და თავს", - ამ­ბობს პი­ა­ნის­ტი.

  • ხა­ტია ბუ­ნი­ა­თიშ­ვილ­მა თა­ვის ახალ ალ­ბომ­ზეც ისა­უბ­რა, რო­მელ­ზეც დი­რი­ჟო­რის გა­რე­შე იმუ­შა­ვა.

მინ­დო­და გა­მე­კე­თე­ბი­ნა ისე, რო­გორც ვგრძნობ­დი. ზოგ­ჯერ დი­რი­ჟო­რე­ბი გეხ­მა­რე­ბი­ან ამა­ში, ზოგ­ჯერ კი სხვა რა­მეს სთა­ვა­ზო­ბენ, რაც შე­იძ­ლე­ბა მო­გე­წო­ნოს ან არა... ძა­ლი­ან მინ­დო­და ეს ჩემი გზა ყო­ფი­ლი­ყო.

ამა­ყი ვარ იმით, რომ მი­ვაღ­წიე წარ­მა­ტე­ბას და­მო­უ­კი­დებ­ლად, დი­რი­ჟო­რე­ბი­სა და გავ­ლე­ნი­ა­ნი ადა­მი­ა­ნე­ბის გა­რე­შე. ასე­ვე, ზოგ­ჯერ არ მიწ­ვევ­დნენ მსოფ­ლი­ოს სა­უ­კე­თე­სო ორ­კესტრე­ბი. თუმ­ცა ვამ­ბობ­დი: "არა უშავს, მარ­ტო და­ვუკ­რავ.“...

რე­ა­ლუ­რად, ჩემი კა­რი­ე­რა ჩემ­მა სოლო კონ­ცერ­ტებ­მა შექ­მნა, რად­გან ხში­რად არ ვი­ყა­ვი ამ დიდი ძა­ლი­სა და სის­ტე­მის ნა­წი­ლი. უნდა ვი­მუ­შა­ოთ თა­ნას­წო­რო­ბის სა­კი­თხებ­ზე, რად­გან ყვე­ლას არ აქვს ეს შან­სი", - ამ­ბობს პი­ა­ნის­ტი.

წყა­რო

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მიკირტუმ
9

ამ მიშიკიანთ ხატოსა კურტუმო უგავ კაბდოსა,იგრე მიიქნევ მაიქნევს როგორც საცერი ქატოსა.მე მაგას გავაქნეინებ თუ სადმე შევხვდი მარტოსა. როგო უყურებს თავის კურტუმსა...

დათო
30

როგორ იკვლევენ გზას შენისთანები კარგად ვიცით

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

"ზოგჯერ არ მიწვევდნენ მსოფლიოს საუკეთესო ორკესტრები, თუმცა ვამბობდი: "არა უშავს, მარტო დავუკრავ" - რას ჰყვება ხატია ბუნიათიშვილი ვარსკვლავურ კარიერაზე

"ზოგჯერ არ მიწვევდნენ მსოფლიოს საუკეთესო ორკესტრები, თუმცა ვამბობდი: "არა უშავს, მარტო დავუკრავ" - რას ჰყვება ხატია ბუნიათიშვილი ვარსკვლავურ კარიერაზე

უკვე ათ წელზე მეტია, რაც ხატია ბუნიათიშვილი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პიანისტია. მის შესახებ ამჯერად Apnews.com წერს.

  • "სწორედ მისი სასცენო ხასიათი, ემოციურობა, ენერგია და შარმი ქმნის ბუნიათიშვილს კლასიკური მუსიკის ვარსკვლავად", - წერს გამოცემა.

ბუნიათიშვილის შესახებ გამოქვეყნებულ სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ საქართველოში დაბადებული ხატიას შემოქმედება კლასიკურ მუსიკას მიმზიდველს ხდის მილენიალებისა და Gen Z-ის თაობის წარმომადგენლებს.

  • 37 წლის ქართველ პიანისტს, ჰქონია კოლაბორაცია ისეთ ცნობილ შემსრულებლებთან, როგორებიცაა Coldplay და A$AP Rocky,

"ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია მაგალითის მიცემა ახალგაზრდებისთვის - სარკე და სელფები კარგია, მაგრამ ამ დროს ცხოვრების მნიშვნელოვანი მომენტები არ უნდა გამოგრჩეს", - ამბობს ბუნიათიშვილი. ის ასევე საუბრობს "ფორტეპიანოსთან უდიდეს კავშირზე".

"ის (ფორტეპიანო) თავიდანვე აქ იყო. ისევე, როგორც ჩემი მშობლები და ჩემი და იყვნენ როცა დავიბადე, ასევე იყო ფორტეპიანოც... მიუხედავად იმისა, რომ სხვა რამეებიც შემეძლო მეკეთებინა ცხოვრებაში, ეს ჩემთვის ოჯახივით იყო და მყარად მაგრძნობინებდა თავს", - ამბობს პიანისტი.

  • ხატია ბუნიათიშვილმა თავის ახალ ალბომზეც ისაუბრა, რომელზეც დირიჟორის გარეშე იმუშავა.

მინდოდა გამეკეთებინა ისე, როგორც ვგრძნობდი. ზოგჯერ დირიჟორები გეხმარებიან ამაში, ზოგჯერ კი სხვა რამეს სთავაზობენ, რაც შეიძლება მოგეწონოს ან არა... ძალიან მინდოდა ეს ჩემი გზა ყოფილიყო.

ამაყი ვარ იმით, რომ მივაღწიე წარმატებას დამოუკიდებლად, დირიჟორებისა და გავლენიანი ადამიანების გარეშე. ასევე, ზოგჯერ არ მიწვევდნენ მსოფლიოს საუკეთესო ორკესტრები. თუმცა ვამბობდი: "არა უშავს, მარტო დავუკრავ.“...

რეალურად, ჩემი კარიერა ჩემმა სოლო კონცერტებმა შექმნა, რადგან ხშირად არ ვიყავი ამ დიდი ძალისა და სისტემის ნაწილი. უნდა ვიმუშაოთ თანასწორობის საკითხებზე, რადგან ყველას არ აქვს ეს შანსი", - ამბობს პიანისტი.

წყარო