პოლიტიკა
სამართალი

14

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 19:06-ზე, მთვარე ლომშია კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად; ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ გულის გადაღლას, შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა. მოერიდეთ ოპერაციებს გულსა და ზურგზე.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
სპორტი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დათის ავარიის ამბავი ამერიკაში შემთხვევით, "ფეისბუქით" გავიგე... მისი ოჯახიდან არავინ მოსულა თანაგრძნობისთვის" - დათი ქოქრაშვილის დედა მძიმე დღეებს იხსენებს
"დათის ავარიის ამბავი ამერიკაში შემთხვევით, "ფეისბუქით" გავიგე... მისი ოჯახიდან არავინ მოსულა თანაგრძნობისთვის" - დათი ქოქრაშვილის დედა მძიმე დღეებს იხსენებს

ავა­რი­ის შე­დე­გად და­შა­ვე­ბუ­ლი დათი ქოქ­რაშ­ვი­ლის დედა, 39 წლის ქრის­ტი­ნე მა­მუ­კაშ­ვილი სო­ცი­ა­ლურ პრო­ექტთან "ქა­ლე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­დან", მისი გა­მოც­დი­ლე­ბის შე­სა­ხებ სა­უბ­რობს და იხ­სე­ნებს იმ დღეს, რა­მაც მათი ცხოვ­რე­ბა ძირ­ფეს­ვი­ა­ნად შეც­ვა­ლა.

ამ­ჟა­მად დათი, ოჯახ­თან ერ­თად ამე­რი­კა­ში ცხოვ­რობს და მკურ­ნა­ლობს.

3 წლის წინ, შარ­ტა­ვას ქუ­ჩა­ზე მომ­ხდარ­მა შემ­თხვე­ვამ მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო შეძ­რა. 8 წლის და­თის, რო­მე­ლიც ტრო­ტუ­არ­ზე სკო­ლის ტრან­სპორ­ტს ელო­დე­ბო­და, ავ­ტო­მო­ბი­ლი და­ე­ჯა­ხა. მისი მშობ­ლე­ბი აშშ-ში იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ, და­თის სკო­ლა­ში ბე­ბია აცი­ლებ­და, რო­მე­ლიც შვი­ლიშ­ვილს ფან­ჯრი­დან უყუ­რებ­და...

რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, ამ­ბა­ვი ქრის­ტი­ნემ ამე­რი­კა­ში, “ფე­ის­ბუქ“ პოს­ტე­ბი­დან გა­ი­გო.

“მოგ­ვი­ა­ნე­ბით, ერთ-ერთი თვითმხილ­ვე­ლი მძღო­ლის მან­ქა­ნა­ში და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი ვი­დე­ო­კა­მე­რის ჩა­ნა­წერ­ზე ვნა­ხე, რო­გორ ცდი­ლობ­და ბავ­შვი მან­ქა­ნის­თვის თა­ვის არი­დე­ბას, მაგ­რამ ვერ შეძ­ლო და აჩ­ქა­რე­ბულ­მა რკი­ნის მა­სამ ზე­მო­დან გა­და­უ­ა­რა. სას­წრა­ფოს მოს­ვლი­სას ბავ­შვი გონ­ზე იყო. ყვე­ლა­ფე­რი უთხრა, დათი მქვია და 8 წლის ვარო. იაშ­ვი­ლის კლი­ნი­კა­ში მისი გა­დარ­ჩე­ნა მო­ხერ­ხდა, მაგ­რამ, სამ­წუ­ხა­როდ, მთლი­ა­ნი ფე­ხის, მენჯ-ბარ­ძა­ყის ჩათ­ვლით, წე­ლამ­დე, ამ­პუ­ტა­ცია დას­ჭირ­და.

  • ეს ამ­ბა­ვი ამე­რი­კა­ში შემ­თხვე­ვით, ფე­ის­ბუ­ქის პოს­ტე­ბით გა­ვი­გე. მა­ნამ­დე ახ­ლო­ბელ­მა მომ­წე­რა, რო­გორ არის ბავ­შვიო, მაგ­რამ მა­ლე­ვე მიხ­ვდა, რომ მე არ ვი­ცო­დი ეს ამ­ბა­ვი და მე­სი­ჯი წა­შა­ლა. თუმ­ცა წა­კი­თხვა მო­ვას­წა­რი. შემ­დეგ პოს­ტე­ბი შემ­ხვდა, შარ­ტა­ვა­ზე ავა­რია მოხ­და, რომ­ლის დრო­საც 8 წლის ბავ­შვმა ფეხი და­კარ­გაო. ყვე­ლა მი­მა­ლავ­და ამ ამ­ბავს და ბო­ლოს დე­და­ჩემს ეყო გამ­ბე­და­ო­ბა, სი­მარ­თლე მო­ე­ყო­ლა,“ - იხ­სე­ნებს ქრის­ტი­ნე მა­მუ­კაშ­ვი­ლი.

რო­გორც ის აცხა­დებს, ბრალ­დე­ბუ­ლის ოჯა­ხი­დან, მათ­თან კონ­ტაქ­ტზე არა­ვინ გა­სუ­ლა:

“ჩვენ იმ­დე­ნად ვი­ყა­ვით და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი და­თის სი­ცო­ცხლის გა­დარ­ჩე­ნით, რომ დამ­ნა­შა­ვის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას მხო­ლოდ ახ­ლობ­ლე­ბის­გან ვი­გებ­დით. ავ­ტო­მო­ბი­ლის მძღო­ლი ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცი იყო, რო­მელ­ზეც ზოგი ამ­ბობ­და, არ იმ­ყო­ფე­ბო­და ფხი­ზელ მდგო­მა­რე­ო­ბა­შიო, ზოგი კი – მომ­ხმა­რე­ბე­ლი იყო, მაგ­რამ იმ დი­ლით ფხი­ზე­ლი იყოო. სა­ბო­ლო­ოდ, მას ამ და­ნა­შა­უ­ლის­თვის უმაღ­ლე­სი სას­ჯე­ლი, 4 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­უ­სა­ჯეს.

  • სამ­წუ­ხა­როდ, მისი ოჯა­ხის მხრი­დან ჩვენ­თან არა­ვინ მო­სუ­ლა: არც თა­ნაგ­რძნო­ბის გა­მო­სა­ხა­ტა­ვად, არც ბო­დი­შის მო­სახ­დე­ლად, არც დახ­მა­რე­ბის გა­წე­ვის სურ­ვი­ლის გა­მო­სათ­ქმე­ლად. ალ­ბათ, ასეთ დროს ადა­მი­ანს დიდი გამ­ბე­და­ო­ბა და სულ­გრძე­ლო­ბა სჭირ­დე­ბა, რაც იმ მო­მენ­ტში არ­ცერთ მათ­განს არ აღ­მო­აჩ­ნდა’’, - ამ­ბობს და­თის დედა.

დღეს მო­ზარ­დი “ეტ­ლით გა­და­ად­გილ­დე­ბა, რად­გან, ფაქ­ტობ­რი­ვად, მარ­ჯვე­ნა მხა­რეს წე­ლამ­დე არც ერთი ძვა­ლი არ აქვს და ყა­ვარ­ჯნე­ბით უჭირს კო­ორ­დი­ნა­ცი­ის დაც­ვა“.

“ახლა მთა­ვა­რია, იმ ეტა­პამ­დე მი­ვი­დეთ, რომ პრო­თე­ზი დას­ჭირ­დეს. ჯერ ძვლის იმპლანტზე ად­რეა სა­უ­ბა­რი, თუმ­ცა ძა­ლი­ან დიდი იმე­დი გვაქვს, რომ აქამ­დეც მი­ვალთ და დათი სრულ­ფა­სო­ვა­ნი ცხოვ­რე­ბით იცხოვ­რებს. ამის იმედს ღმერ­თიც მაძ­ლევს და ჩემ­თვის ნაც­ნო­ბი თუ უც­ნო­ბი ადა­მი­ა­ნე­ბის თა­ნად­გო­მა და თა­ნა­გან­ცდაც“, -აღ­ნიშ­ნავს ქრის­ტი­ნე მა­მუ­კაშ­ვი­ლი.

ავ­ტო­რი: მა­ი­კო ჩი­ტა­ია

ფოტო: სოფო ლე­ვად­ნა­ია

იხი­ლეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა როლი აქვს მიმდინარე პროცესებში საქართველოს მეხუთე პრეზიდენტს - როგორ აფასებენ დეპუტატები მის განცხადებებს
ავტორი:

"დათის ავარიის ამბავი ამერიკაში შემთხვევით, "ფეისბუქით" გავიგე... მისი ოჯახიდან არავინ მოსულა თანაგრძნობისთვის" - დათი ქოქრაშვილის დედა მძიმე დღეებს იხსენებს

"დათის ავარიის ამბავი ამერიკაში შემთხვევით, "ფეისბუქით" გავიგე... მისი ოჯახიდან არავინ მოსულა თანაგრძნობისთვის" - დათი ქოქრაშვილის დედა მძიმე დღეებს იხსენებს

ავარიის შედეგად დაშავებული დათი ქოქრაშვილის დედა, 39 წლის ქრისტინე მამუკაშვილი სოციალურ პროექტთან "ქალები საქართველოდან", მისი გამოცდილების შესახებ საუბრობს და იხსენებს იმ დღეს, რამაც მათი ცხოვრება ძირფესვიანად შეცვალა.

ამჟამად დათი, ოჯახთან ერთად ამერიკაში ცხოვრობს და მკურნალობს.

3 წლის წინ, შარტავას ქუჩაზე მომხდარმა შემთხვევამ მთელი საქართველო შეძრა. 8 წლის დათის, რომელიც ტროტუარზე სკოლის ტრანსპორტს ელოდებოდა, ავტომობილი დაეჯახა. მისი მშობლები აშშ-ში იმყოფებოდნენ, დათის სკოლაში ბებია აცილებდა, რომელიც შვილიშვილს ფანჯრიდან უყურებდა...

როგორც აღმოჩნდა, ამბავი ქრისტინემ ამერიკაში, “ფეისბუქ“ პოსტებიდან გაიგო.

“მოგვიანებით, ერთ-ერთი თვითმხილველი მძღოლის მანქანაში დამონტაჟებული ვიდეოკამერის ჩანაწერზე ვნახე, როგორ ცდილობდა ბავშვი მანქანისთვის თავის არიდებას, მაგრამ ვერ შეძლო და აჩქარებულმა რკინის მასამ ზემოდან გადაუარა. სასწრაფოს მოსვლისას ბავშვი გონზე იყო. ყველაფერი უთხრა, დათი მქვია და 8 წლის ვარო. იაშვილის კლინიკაში მისი გადარჩენა მოხერხდა, მაგრამ, სამწუხაროდ, მთლიანი ფეხის, მენჯ-ბარძაყის ჩათვლით, წელამდე, ამპუტაცია დასჭირდა.

  • ეს ამბავი ამერიკაში შემთხვევით, ფეისბუქის პოსტებით გავიგე. მანამდე ახლობელმა მომწერა, როგორ არის ბავშვიო, მაგრამ მალევე მიხვდა, რომ მე არ ვიცოდი ეს ამბავი და მესიჯი წაშალა. თუმცა წაკითხვა მოვასწარი. შემდეგ პოსტები შემხვდა, შარტავაზე ავარია მოხდა, რომლის დროსაც 8 წლის ბავშვმა ფეხი დაკარგაო. ყველა მიმალავდა ამ ამბავს და ბოლოს დედაჩემს ეყო გამბედაობა, სიმართლე მოეყოლა,“ - იხსენებს ქრისტინე მამუკაშვილი.

როგორც ის აცხადებს, ბრალდებულის ოჯახიდან, მათთან კონტაქტზე არავინ გასულა:

“ჩვენ იმდენად ვიყავით დაკავებულები დათის სიცოცხლის გადარჩენით, რომ დამნაშავის შესახებ ინფორმაციას მხოლოდ ახლობლებისგან ვიგებდით. ავტომობილის მძღოლი ახალგაზრდა მამაკაცი იყო, რომელზეც ზოგი ამბობდა, არ იმყოფებოდა ფხიზელ მდგომარეობაშიო, ზოგი კი – მომხმარებელი იყო, მაგრამ იმ დილით ფხიზელი იყოო. საბოლოოდ, მას ამ დანაშაულისთვის უმაღლესი სასჯელი, 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

  • სამწუხაროდ, მისი ოჯახის მხრიდან ჩვენთან არავინ მოსულა: არც თანაგრძნობის გამოსახატავად, არც ბოდიშის მოსახდელად, არც დახმარების გაწევის სურვილის გამოსათქმელად. ალბათ, ასეთ დროს ადამიანს დიდი გამბედაობა და სულგრძელობა სჭირდება, რაც იმ მომენტში არცერთ მათგანს არ აღმოაჩნდა’’, - ამბობს დათის დედა.

დღეს მოზარდი “ეტლით გადაადგილდება, რადგან, ფაქტობრივად, მარჯვენა მხარეს წელამდე არც ერთი ძვალი არ აქვს და ყავარჯნებით უჭირს კოორდინაციის დაცვა“.

“ახლა მთავარია, იმ ეტაპამდე მივიდეთ, რომ პროთეზი დასჭირდეს. ჯერ ძვლის იმპლანტზე ადრეა საუბარი, თუმცა ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ აქამდეც მივალთ და დათი სრულფასოვანი ცხოვრებით იცხოვრებს. ამის იმედს ღმერთიც მაძლევს და ჩემთვის ნაცნობი თუ უცნობი ადამიანების თანადგომა და თანაგანცდაც“, -აღნიშნავს ქრისტინე მამუკაშვილი.

ავტორი: მაიკო ჩიტაია

ფოტო: სოფო ლევადნაია

იხილეთ ასევე: