პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
სამართალი
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"აქ არის ის დროშა, რითაც საქართველომ პირველად გამოაცხადა თანამედროვე ეპოქაში დამოუკიდებლობა. შემიძლია ფიცი დავდო, რომ თქვენთან ერთად ვიქნები ბოლომდე", - სალომე ზურაბიშვილი
"აქ არის ის დროშა, რითაც საქართველომ პირველად გამოაცხადა თანამედროვე ეპოქაში დამოუკიდებლობა. შემიძლია ფიცი დავდო, რომ თქვენთან ერთად ვიქნები ბოლომდე", - სალომე ზურაბიშვილი

"აქ არის ის დრო­შა, რი­თაც სა­ქარ­თვე­ლომ პირ­ვე­ლად გა­მო­ა­ცხა­და თა­ნა­მედ­რო­ვე ეპო­ქა­ში თა­ვი­სუფ­ლე­ბა და და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა. ორი­ვე დრო­შის წი­ნა­შე შე­მიძ­ლია ფიცი დავ­დო, რომ თქვენ­თან ერ­თად ვიქ­ნე­ბი ბო­ლომ­დე, - ასე მი­მარ­თა სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა რუს­თა­ველ­ზე მი­სულ ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლე­ბიც არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გე­ბის გა­საპ­რო­ტეს­ტებ­ლად შე­იკ­რიბ­ნენ.

ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის თქმით, არ­ჩევ­ნე­ბი მო­პა­რუ­ლია და ამით ამომ­რჩევ­ლის მო­მავ­ლის მო­პარ­ვაც სცა­დეს.

“მინ­და გი­თხრათ, რომ თქვენ არ წა­გი­გი­ათ არ­ჩევ­ნე­ბი, თქვე­ნი ხმა მო­ი­პა­რეს და სცა­დეს, რომ თქვე­ნი მო­მა­ვა­ლიც მო­ი­პა­რონ, მაგ­რამ ამის უფ­ლე­ბა არა­ვის აქვს და თქვენ ამის უფ­ლე­ბას არა­ვის მის­ცემთ.

აქ არის ის დრო­შა, რი­თაც სა­ქარ­თვე­ლომ პირ­ვე­ლად გა­მო­ა­ცხა­და თა­ნა­მედ­რო­ვე ეპო­ქა­ში თა­ვი­სუფ­ლე­ბა და და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა. ეს არის ის დრო­შა, რომ­ლის გაგ­რძე­ლე­ბა არის ჩვე­ნი ჩვე­ნი დღე­ვან­დე­ლი დრო­შა და ორი­ვე დრო­შის წი­ნა­შე შე­მიძ­ლია ფიცი დავ­დო, რომ თქვენ­თან ერ­თად ვიქ­ნე­ბი ბო­ლომ­დე და ამ ევ­რო­პულ გზა­ზე და სა­ნამ არ მი­ვაღ­წევთ იმ ევ­რო­პის კარ­თან, რო­მე­ლიც არის ჩვე­ნი ნამ­დვი­ლი ოც­ნე­ბა კი არა რე­ა­ლო­ბა, მო­მა­ვა­ლი, სხვა ჩვენ არ გვაქვს არც ალ­ტერ­ნა­ტი­ვა და არც არა­ფე­რი სხვა არ გვინ­და და­ვუ­ტო­ვოთ ამ ქვე­ყა­ნას შემ­დე­გი თა­ო­ბე­ბის­თვის. და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა, თა­ვი­სუფ­ლე­ბა, ევ­რო­პუ­ლო­ბა და ეს ქარ­თუ­ლი იდენ­ტო­ბა, რო­მე­ლიც მოგ­ვყვე­ბა და რო­მე­ლიც არის ესო­დენ ძვირ­ფა­სი.

ეს არის წი­ნას­წარ და­გეგ­მი­ლი უზარ­მა­ზა­რი ოპე­რა­ცია, რო­მელ­მაც წაგ­ვარ­თვა ჩვე­ნი ხმე­ბი, წაგ­ვარ­თვა პარ­ლა­მენ­ტი, წაგ­ვარ­თვა კონ­სტი­ტუ­ცია", - აღ­ნიშ­ნა პრე­ზი­დენ­ტმა.

  • მი­სი­ვე თქმით, დღეს მან უცხო ქვეყ­ნის პრე­ზი­დენ­ტებ­სა და სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრებს სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია მი­ა­წო­და.

"მე დღეს უცხო­ელ მე­დი­ას მი­ვე­ცი 17 ინ­ტერ­ვიუ, ვე­სა­უბ­რე 6 პრე­ზი­დენტს. მათ შო­რის ევ­რო­პუ­ლი ქვეყ­ნე­ბის პრე­ზი­დენ­ტებს. ვე­სა­უბ­რე სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრებს. ალ­ბათ, წა­ი­კი­თხავ­დით ყვე­ლა იმ შე­ფა­სე­ბებ­სა და მხარ­და­ჭე­რის გზავ­ნი­ლებს, რაც მო­დის სხვა­დას­ხვა ევ­რო­პუ­ლი ქვეყ­ნი­დან და რაც მო­დის, ასე­ვე, ამე­რი­კი­დან, სა­ხელ­მწი­ფო მდივ­ნის ძა­ლი­ან მკა­ფიო გან­ცხა­დე­ბა.

არა­ვინ გარ­და ერთი ადა­მი­ა­ნი­სა, ვინც აქ ჩა­ი­ა­რა [უნ­გრე­თის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი, ვიქ­ტორ ორ­ბა­ნი], არა­ვინ აღი­ა­რებს არ­სე­ბულ არ­ჩევ­ნებს, მაგ­რამ ყვე­ლა გვე­უბ­ნე­ბა, რომ ჩვენ უნდა გა­ვაგ­რძე­ლოთ გა­მო­ძი­ე­ბა და ბო­ლომ­დე მი­ვიყ­ვა­ნოთ. შე­საძ­ლოა, ამა­ში მი­ვი­ღოთ სა­ერ­თა­შო­რი­სო მხარ­და­ჭე­რა, რომ ეს გა­მო­ძი­ე­ბა იყოს სრულ­ყო­ფი­ლი და არ დავ­ტო­ვოთ არ­ცერ­თი კი­თხვა პა­სუ­ხის გა­რე­შე. ამა­ში არი­ან ძა­ლი­ან აქ­ტი­უ­რად ჩარ­თუ­ლე­ბი ჩვე­ნი სა­დამ­კვირ­ვებ­ლო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი, ჩვე­ნი არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი და პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ე­ბი. ყვე­ლა­ნი ერ­თად, თქვე­ნი დახ­მა­რე­ბით, თქვენც გაქვთ ხელთ ბევ­რი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა, რომ შევ­ქმნათ სრუ­ლი სუ­რა­თი თუ რო­გორ მოხ­და ის უნა­ხა­ვი, უპ­რე­ცე­დენ­ტო, უნი­კა­ლუ­რი ხმე­ბის წარ­თმე­ვა, ასე მა­სობ­რი­ვად, სის­ტე­მუ­რად. ეს არის წი­ნას­წარ და­გეგ­მი­ლი უზარ­მა­ზა­რი ოპე­რა­ცია, რო­მელ­მაც წაგ­ვარ­თვა ჩვე­ნი ხმე­ბი, წაგ­ვარ­თვა პარ­ლა­მენ­ტი, წაგ­ვარ­თვა კონ­სტი­ტუ­ცია, მაგ­რამ ჯერ კი­დევ უნდა ვი­მუ­შა­ოთ იმა­ზე, რომ დავ­დოთ ეს შე­დე­გე­ბი და მო­ვი­თხო­ვოთ ამ შე­დე­გე­ბის შეს­რუ­ლე­ბა. ეს არის პირ­ვე­ლი ეტა­პი“, - გა­ნა­ცხა­და სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

"აქ არის ის დროშა, რითაც საქართველომ პირველად გამოაცხადა თანამედროვე ეპოქაში დამოუკიდებლობა. შემიძლია ფიცი დავდო, რომ თქვენთან ერთად ვიქნები ბოლომდე", - სალომე ზურაბიშვილი

"აქ არის ის დროშა, რითაც საქართველომ პირველად გამოაცხადა თანამედროვე ეპოქაში დამოუკიდებლობა. შემიძლია ფიცი დავდო, რომ თქვენთან ერთად ვიქნები ბოლომდე", - სალომე ზურაბიშვილი

"აქ არის ის დროშა, რითაც საქართველომ პირველად გამოაცხადა თანამედროვე ეპოქაში თავისუფლება და დამოუკიდებლობა. ორივე დროშის წინაშე შემიძლია ფიცი დავდო, რომ თქვენთან ერთად ვიქნები ბოლომდე, - ასე მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა რუსთაველზე მისულ ადამიანებს, რომლებიც არჩევნების შედეგების გასაპროტესტებლად შეიკრიბნენ.

ზურაბიშვილის თქმით, არჩევნები მოპარულია და ამით ამომრჩევლის მომავლის მოპარვაც სცადეს.

“მინდა გითხრათ, რომ თქვენ არ წაგიგიათ არჩევნები, თქვენი ხმა მოიპარეს და სცადეს, რომ თქვენი მომავალიც მოიპარონ, მაგრამ ამის უფლება არავის აქვს და თქვენ ამის უფლებას არავის მისცემთ.

აქ არის ის დროშა, რითაც საქართველომ პირველად გამოაცხადა თანამედროვე ეპოქაში თავისუფლება და დამოუკიდებლობა. ეს არის ის დროშა, რომლის გაგრძელება არის ჩვენი ჩვენი დღევანდელი დროშა და ორივე დროშის წინაშე შემიძლია ფიცი დავდო, რომ თქვენთან ერთად ვიქნები ბოლომდე და ამ ევროპულ გზაზე და სანამ არ მივაღწევთ იმ ევროპის კართან, რომელიც არის ჩვენი ნამდვილი ოცნება კი არა რეალობა, მომავალი, სხვა ჩვენ არ გვაქვს არც ალტერნატივა და არც არაფერი სხვა არ გვინდა დავუტოვოთ ამ ქვეყანას შემდეგი თაობებისთვის. დამოუკიდებლობა, თავისუფლება, ევროპულობა და ეს ქართული იდენტობა, რომელიც მოგვყვება და რომელიც არის ესოდენ ძვირფასი.

ეს არის წინასწარ დაგეგმილი უზარმაზარი ოპერაცია, რომელმაც წაგვართვა ჩვენი ხმები, წაგვართვა პარლამენტი, წაგვართვა კონსტიტუცია", - აღნიშნა პრეზიდენტმა.

  • მისივე თქმით, დღეს მან უცხო ქვეყნის პრეზიდენტებსა და საგარეო საქმეთა მინისტრებს საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებული ინფორმაცია მიაწოდა.

"მე დღეს უცხოელ მედიას მივეცი 17 ინტერვიუ, ვესაუბრე 6 პრეზიდენტს. მათ შორის ევროპული ქვეყნების პრეზიდენტებს. ვესაუბრე საგარეო საქმეთა მინისტრებს. ალბათ, წაიკითხავდით ყველა იმ შეფასებებსა და მხარდაჭერის გზავნილებს, რაც მოდის სხვადასხვა ევროპული ქვეყნიდან და რაც მოდის, ასევე, ამერიკიდან, სახელმწიფო მდივნის ძალიან მკაფიო განცხადება.

არავინ გარდა ერთი ადამიანისა, ვინც აქ ჩაიარა [უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი], არავინ აღიარებს არსებულ არჩევნებს, მაგრამ ყველა გვეუბნება, რომ ჩვენ უნდა გავაგრძელოთ გამოძიება და ბოლომდე მივიყვანოთ. შესაძლოა, ამაში მივიღოთ საერთაშორისო მხარდაჭერა, რომ ეს გამოძიება იყოს სრულყოფილი და არ დავტოვოთ არცერთი კითხვა პასუხის გარეშე. ამაში არიან ძალიან აქტიურად ჩართულები ჩვენი სადამკვირვებლო ორგანიზაციები, ჩვენი არასამთავრობო ორგანიზაციები და პოლიტიკური პარტიები. ყველანი ერთად, თქვენი დახმარებით, თქვენც გაქვთ ხელთ ბევრი მტკიცებულება, რომ შევქმნათ სრული სურათი თუ როგორ მოხდა ის უნახავი, უპრეცედენტო, უნიკალური ხმების წართმევა, ასე მასობრივად, სისტემურად. ეს არის წინასწარ დაგეგმილი უზარმაზარი ოპერაცია, რომელმაც წაგვართვა ჩვენი ხმები, წაგვართვა პარლამენტი, წაგვართვა კონსტიტუცია, მაგრამ ჯერ კიდევ უნდა ვიმუშაოთ იმაზე, რომ დავდოთ ეს შედეგები და მოვითხოვოთ ამ შედეგების შესრულება. ეს არის პირველი ეტაპი“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.