კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მმართველმა გუნდმა 890 ათასზე მეტი ხმით მოუგო მეორე ადგილზე გასულ პარტიას" - პირველი მთავრობის სხდომა არჩევნების შემდეგ: რა თქვა პრემიერმა
"მმართველმა გუნდმა 890 ათასზე მეტი ხმით მოუგო მეორე ადგილზე გასულ პარტიას" - პირველი მთავრობის სხდომა არჩევნების შემდეგ: რა თქვა პრემიერმა

ჩვე­ნი მო­წო­დე­ბა იყო სა­ზო­გა­დო­ე­ბის მი­მართ, რომ ქუდ­ზე კაცი უნდა გა­მო­სუ­ლი­ყო და რე­ა­ლუ­რად, ეს ასე მოხ­და - ქარ­თველ­მა ხალ­ხმა ნდო­ბა გა­მო­უ­ცხა­და მმარ­თველ გუნდს, ეს არის ძა­ლი­ან ძლი­ე­რი მხარ­და­ჭე­რა, რაც ჩვენ ამ არ­ჩევ­ნებ­ზე ქარ­თვე­ლი ხალ­ხის­გან მი­ვი­ღეთ,- ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ მთავ­რო­ბის სხდო­მა­ზე გა­ნა­ცხა­და, სა­დაც სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი შე­ა­ჯა­მა.

  • მისი თქმით, ის, რომ მმარ­თველ­მა გუნ­დმა 890 ათას­ზე მეტი ხმით მო­უ­გო მე­ო­რე ად­გილ­ზე გა­სულ პარ­ტი­ას, მე­ტყვე­ლებს, „რო­გო­რია სა­ზო­გა­დო­ე­ბის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა მოვ­ლე­ნე­ბის მი­მართ, მმარ­თვე­ლი გუნ­დის მი­მართ და ცალ­კე არ­სე­ბუ­ლი ოპო­ზი­ცი­ის მი­მართ“.

„მო­ხა­რუ­ლი ვართ, რომ ქარ­თველ­მა ხალ­ხმა ნდო­ბა გა­მო­უ­ცხა­და მმარ­თველ გუნდს, ეს არის ძა­ლი­ან ძლი­ე­რი მხარ­და­ჭე­რა, რაც ჩვენ მი­ვი­ღეთ ამ არ­ჩევ­ნებ­ზე ქარ­თვე­ლი ხალ­ხის­გან, ეს არის ნდო­ბა მმარ­თვე­ლი გუნ­დის მი­მართ და ეს არის ნდო­ბა, რო­მე­ლიც გა­მო­უ­ცხა­დეს სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბას და სამ­თავ­რო­ბო პროგ­რა­მას. ეს ნდო­ბა უპ­რე­ცე­დენ­ტოა, მათ შო­რის ეს გა­მო­ი­ხა­ტე­ბა ხმე­ბის რა­ო­დე­ნო­ბით, აქ­ტი­ვო­ბით, რაც არ­ჩევ­ნებ­ზე და­ფიქ­სირ­და. ჩვე­ნი მო­წო­დე­ბა იყო სა­ზო­გა­დო­ე­ბის მი­მართ, რომ ქუდ­ზე კაცი უნდა გა­მო­სუ­ლი­ყო და რე­ა­ლუ­რად, ეს ასე მოხ­და. უპ­რე­ცე­დენ­ტო აქ­ტი­ვო­ბა და­ფიქ­სირ­და ამ არ­ჩევ­ნებ­ზე. ჩვე­ნი უამ­რა­ვი თა­ნა­მო­ქა­ლა­ქე გა­მო­ვი­და სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ინ­ტე­რე­სე­ბის და­სა­ცა­ვად, ჩვე­ნი სა­სი­ცო­ცხლო ინ­ტე­რე­სე­ბის და­სა­ცა­ვად, მშვი­დო­ბის და­სა­ცა­ვად და სა­ქარ­თვე­ლოს შე­უ­ფერ­ხე­ბე­ლი, შე­უქ­ცე­ვა­დი გან­ვი­თა­რე­ბის უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად. ამის­თვის, რა თქმა უნდა, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მად­ლო­ბა უნდა გა­და­ვუ­ხა­დო ჩვენს თი­თო­ე­ულ თა­ნა­მო­ქა­ლა­ქეს, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან მა­ღა­ლი სა­მო­ქა­ლა­ქო პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით მოქ­მე­დებ­და.

მმარ­თველ­მა გუნ­დმა 890 ათას­ზე მეტი ხმით მო­უ­გო მე­ო­რე ად­გილ­ზე გა­სულ პარ­ტი­ას, რაც თა­ვის­თა­ვად მე­ტყვე­ლებს იმა­ზე, რო­გო­რია სა­ზო­გა­დო­ე­ბის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა მოვ­ლე­ნე­ბის მი­მართ, მმარ­თვე­ლი გუნ­დის მი­მართ და ცალ­კე არ­სე­ბუ­ლი ოპო­ზი­ცი­ის მი­მართ“,- გა­ნა­ცხა­და ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ.

  • რო­გორც მან აღ­ნიშ­ნა, მთავ­რო­ბის ოპო­ნენ­ტებს არ­ჩევ­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით ეუთო/ოდი­რის და­დე­ბი­თი ან­გა­რი­ში არ მო­ე­წო­ნათ.

„რა თქმა უნდა, ამ პრო­ცეს­ში ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო სა­ერ­თა­შო­რი­სო დამ­კვირ­ვებ­ლე­ბის როლი. რა თქმა უნდა, ჩვენ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მად­ლო­ბა უნდა გა­და­ვუ­ხა­დოთ ყვე­ლა სა­ერ­თა­შო­რი­სო დამ­კვირ­ვე­ბელს, რო­მე­ლიც ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში სა­არ­ჩევ­ნო პრო­ცესს აკ­ვირ­დე­ბო­და. გან­სა­კუთ­რე­ბით, ეუთო/ოდირს, რო­მელ­საც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი როლი ჰქონ­და დაკ­ვირ­ვე­ბის პრო­ცეს­ში, მთა­ვა­რი მი­სია სწო­რედ ეუთო/ოდი­რის მი­სია გახ­და. ჩვენ და­ვი­ნა­ხეთ, რომ ჩვე­ნი ოპო­ნენ­ტე­ბი უკ­მა­ყო­ფი­ლო გახ­დნენ იმ შე­ფა­სე­ბით, რო­მე­ლიც არ­ჩევ­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით ეუთო/ოდირ­მა გა­ა­კე­თა. ჩვენ ხში­რად ვის­მენთ ხოლ­მე ჩვე­ნი ოპო­ნენ­ტე­ბის­გან გან­ცხა­დე­ბებს იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ როცა საქ­მე ევ­რო­პელ პარტნი­ო­რებს ეხე­ბათ, იქ კრი­ტი­კაც კი და­უშ­ვე­ბე­ლია. ამ შემ­თხვე­ვა­ში ჩვე­ნი ოპო­ნენ­ტე­ბი გა­მო­ვიდ­ნენ და პირ­და­პირ და­უ­პი­რის­პირ­დნენ მთა­ვარ სა­დამ­კვირ­ვებ­ლო მი­სი­ას, ეუთო/ოდი­რის მი­სი­ას იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ მათ შე­მა­ჯა­მე­ბე­ლი ან­გა­რი­ში არ მო­ე­წო­ნათ. ვაკ­ვირ­დე­ბო­დი, ოპო­ზი­ცი­ურ­მა არ­ხებ­მა შე­სა­ბა­მი­სი პრეს­კონ­ფე­რენ­ცია შუ­ა­ში გა­თი­შეს, იმ­დე­ნად უკ­მა­ყო­ფი­ლო დარ­ჩნენ არ­ჩევ­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით და­დე­ბი­თი შე­ფა­სე­ბე­ბით“, - გა­ნა­ცხა­და კო­ბა­ხი­ძემ.

რო­გორც კო­ბა­ხი­ძემ აღ­ნიშ­ნა, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ქვეყ­ნის ყვე­ლა მი­მარ­თუ­ლე­ბით გან­ვი­თა­რე­ბა იმის­თვის, რომ სა­ქარ­თვე­ლომ 2030 წლის­თვის ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცი­ის მი­ზანს მი­აღ­წი­ოს, რის­თვი­საც მი­სი­ვე თქმით, ყვე­ლა­ფე­რი გა­კეთ­დე­ბა.

კო­ბა­ხი­ძემ ამ კონ­ტექ­სტში ყუ­რა­დღე­ბა ეკო­ნო­მი­კუ­რი ზრდა­ზე გა­ა­მახ­ვი­ლა და რო­გორც გა­ნა­ცხა­და, “თუ ეკო­ნო­მი­კუ­რი მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბი არ იქ­ნე­ბა სა­თა­ნა­დო, ქვე­ყა­ნას ევ­რო­კავ­შირ­ში არა­ვინ მი­ი­ღებს“.

„ჩვენ ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გა­დატ­ვირ­თვას ვე­ლო­დე­ბით, რაც ვფიქ­რობთ, რომ მო­მა­ვა­ლი წლის და­სა­წყი­სი­დან წა­რი­მარ­თე­ბა. გვაქვს კონ­კრე­ტუ­ლი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი, რაც ასო­ცი­რე­ბის შე­თან­ხმე­ბით და თა­ვი­სუ­ფა­ლი ვაჭ­რო­ბის შე­თან­ხმე­ბით გვე­კის­რე­ბა. ჩვე­ნი ამ­ბი­ცი­უ­რი ამო­ცა­ნაა 2028 წლის­თვის ორი­ვე მი­მარ­თუ­ლე­ბით ამ ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის 90%-ზე მეტი შე­ვას­რუ­ლოთ. ეს სა­ბო­ლოო ჯამ­ში უზ­რუნ­ველ­ყოფს იმას, რომ სა­ქარ­თვე­ლო 2030 წლის­თვის იმ სა­ბო­ლოო მი­ზანს მი­აღ­წევს, რო­მე­ლიც გვაქვს და­სა­ხუ­ლი და ეს არის ევ­რო­კავ­შირ­ში ჩვე­ნი ქვეყ­ნის სრულ­ფა­სო­ვა­ნი ინ­ტეგ­რა­ცია.

ამის­თვის სა­ჭი­როა ქვეყ­ნის გან­ვი­თა­რე­ბა ყვე­ლა მი­მარ­თუ­ლე­ბით - მათ შო­რის გან­სა­კუთ­რე­ბით ეკო­ნო­მი­კუ­რი ზრდა. თუ ეკო­ნო­მი­კუ­რი მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბი არ იქ­ნე­ბა სა­თა­ნა­დო, ქვე­ყა­ნას ევ­რო­კავ­შირ­ში არა­ვინ მი­ი­ღებს“, - გა­ნა­ცხა­და კო­ბა­ხი­ძემ.

ავტორი:

"მმართველმა გუნდმა 890 ათასზე მეტი ხმით მოუგო მეორე ადგილზე გასულ პარტიას" - პირველი მთავრობის სხდომა არჩევნების შემდეგ: რა თქვა პრემიერმა

"მმართველმა გუნდმა 890 ათასზე მეტი ხმით მოუგო მეორე ადგილზე გასულ პარტიას" - პირველი მთავრობის სხდომა არჩევნების შემდეგ: რა თქვა პრემიერმა

ჩვენი მოწოდება იყო საზოგადოების მიმართ, რომ ქუდზე კაცი უნდა გამოსულიყო და რეალურად, ეს ასე მოხდა - ქართველმა ხალხმა ნდობა გამოუცხადა მმართველ გუნდს, ეს არის ძალიან ძლიერი მხარდაჭერა, რაც ჩვენ ამ არჩევნებზე ქართველი ხალხისგან მივიღეთ,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, სადაც საპარლამენტო არჩევნები შეაჯამა.

  • მისი თქმით, ის, რომ მმართველმა გუნდმა 890 ათასზე მეტი ხმით მოუგო მეორე ადგილზე გასულ პარტიას, მეტყველებს, „როგორია საზოგადოების დამოკიდებულება მოვლენების მიმართ, მმართველი გუნდის მიმართ და ცალკე არსებული ოპოზიციის მიმართ“.

„მოხარული ვართ, რომ ქართველმა ხალხმა ნდობა გამოუცხადა მმართველ გუნდს, ეს არის ძალიან ძლიერი მხარდაჭერა, რაც ჩვენ მივიღეთ ამ არჩევნებზე ქართველი ხალხისგან, ეს არის ნდობა მმართველი გუნდის მიმართ და ეს არის ნდობა, რომელიც გამოუცხადეს საქართველოს მთავრობას და სამთავრობო პროგრამას. ეს ნდობა უპრეცედენტოა, მათ შორის ეს გამოიხატება ხმების რაოდენობით, აქტივობით, რაც არჩევნებზე დაფიქსირდა. ჩვენი მოწოდება იყო საზოგადოების მიმართ, რომ ქუდზე კაცი უნდა გამოსულიყო და რეალურად, ეს ასე მოხდა. უპრეცედენტო აქტივობა დაფიქსირდა ამ არჩევნებზე. ჩვენი უამრავი თანამოქალაქე გამოვიდა საქართველოს ეროვნული ინტერესების დასაცავად, ჩვენი სასიცოცხლო ინტერესების დასაცავად, მშვიდობის დასაცავად და საქართველოს შეუფერხებელი, შეუქცევადი განვითარების უზრუნველსაყოფად. ამისთვის, რა თქმა უნდა, განსაკუთრებული მადლობა უნდა გადავუხადო ჩვენს თითოეულ თანამოქალაქეს, რომელიც ძალიან მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობით მოქმედებდა.

მმართველმა გუნდმა 890 ათასზე მეტი ხმით მოუგო მეორე ადგილზე გასულ პარტიას, რაც თავისთავად მეტყველებს იმაზე, როგორია საზოგადოების დამოკიდებულება მოვლენების მიმართ, მმართველი გუნდის მიმართ და ცალკე არსებული ოპოზიციის მიმართ“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

  • როგორც მან აღნიშნა, მთავრობის ოპონენტებს არჩევნებთან დაკავშირებით ეუთო/ოდირის დადებითი ანგარიში არ მოეწონათ.

„რა თქმა უნდა, ამ პროცესში ძალიან მნიშვნელოვანი იყო საერთაშორისო დამკვირვებლების როლი. რა თქმა უნდა, ჩვენ განსაკუთრებული მადლობა უნდა გადავუხადოთ ყველა საერთაშორისო დამკვირვებელს, რომელიც ჩვენს ქვეყანაში საარჩევნო პროცესს აკვირდებოდა. განსაკუთრებით, ეუთო/ოდირს, რომელსაც განსაკუთრებული როლი ჰქონდა დაკვირვების პროცესში, მთავარი მისია სწორედ ეუთო/ოდირის მისია გახდა. ჩვენ დავინახეთ, რომ ჩვენი ოპონენტები უკმაყოფილო გახდნენ იმ შეფასებით, რომელიც არჩევნებთან დაკავშირებით ეუთო/ოდირმა გააკეთა. ჩვენ ხშირად ვისმენთ ხოლმე ჩვენი ოპონენტებისგან განცხადებებს იმასთან დაკავშირებით, რომ როცა საქმე ევროპელ პარტნიორებს ეხებათ, იქ კრიტიკაც კი დაუშვებელია. ამ შემთხვევაში ჩვენი ოპონენტები გამოვიდნენ და პირდაპირ დაუპირისპირდნენ მთავარ სადამკვირვებლო მისიას, ეუთო/ოდირის მისიას იქიდან გამომდინარე, რომ მათ შემაჯამებელი ანგარიში არ მოეწონათ. ვაკვირდებოდი, ოპოზიციურმა არხებმა შესაბამისი პრესკონფერენცია შუაში გათიშეს, იმდენად უკმაყოფილო დარჩნენ არჩევნებთან დაკავშირებით დადებითი შეფასებებით“, - განაცხადა კობახიძემ.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, მნიშვნელოვანია ქვეყნის ყველა მიმართულებით განვითარება იმისთვის, რომ საქართველომ 2030 წლისთვის ევროინტეგრაციის მიზანს მიაღწიოს, რისთვისაც მისივე თქმით, ყველაფერი გაკეთდება.

კობახიძემ ამ კონტექსტში ყურადღება ეკონომიკური ზრდაზე გაამახვილა და როგორც განაცხადა, “თუ ეკონომიკური მაჩვენებლები არ იქნება სათანადო, ქვეყანას ევროკავშირში არავინ მიიღებს“.

„ჩვენ ურთიერთობების გადატვირთვას ველოდებით, რაც ვფიქრობთ, რომ მომავალი წლის დასაწყისიდან წარიმართება. გვაქვს კონკრეტული ვალდებულებები, რაც ასოცირების შეთანხმებით და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით გვეკისრება. ჩვენი ამბიციური ამოცანაა 2028 წლისთვის ორივე მიმართულებით ამ ვალდებულებების 90%-ზე მეტი შევასრულოთ. ეს საბოლოო ჯამში უზრუნველყოფს იმას, რომ საქართველო 2030 წლისთვის იმ საბოლოო მიზანს მიაღწევს, რომელიც გვაქვს დასახული და ეს არის ევროკავშირში ჩვენი ქვეყნის სრულფასოვანი ინტეგრაცია.

ამისთვის საჭიროა ქვეყნის განვითარება ყველა მიმართულებით - მათ შორის განსაკუთრებით ეკონომიკური ზრდა. თუ ეკონომიკური მაჩვენებლები არ იქნება სათანადო, ქვეყანას ევროკავშირში არავინ მიიღებს“, - განაცხადა კობახიძემ.