პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
სამართალი
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“სურათი ნათელია - გუშინდელი არჩევნები, თბილისში პუტინის მარიონეტულმა მთავრობამ მოიპარა“ - როგორ ეხმაურებიან არჩევნების შედეგებს საერთაშორისო დონეზე
“სურათი ნათელია - გუშინდელი არჩევნები, თბილისში პუტინის მარიონეტულმა მთავრობამ მოიპარა“ - როგორ ეხმაურებიან არჩევნების შედეგებს საერთაშორისო დონეზე

ეუთო/ოდირ­მა სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­მარ­თუ­ლი სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბა და შე­დე­გე­ბი შე­ა­ფა­სა.

"კენ­ჭისყ­რის დღე პრო­ცე­დუ­რუ­ლად კარ­გად იყო ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი. ასე­ვე, იყო და­ძა­ბუ­ლი გა­რე­მო და ხში­რად ირ­ღვე­ო­და ხმის ფა­რუ­ლო­ბა, იყო პრო­ცე­დუ­რუ­ლი შე­უ­თავ­სებ­ლო­ბე­ბი და დარ­ღვე­ვე­ბი. იყო შე­ტყო­ბი­ნე­ბე­ბი იმა­ზე, რომ და­ში­ნე­ბამ და ზე­წო­ლამ ამომ­რჩევ­ლებ­ზე უარ­ყო­ფი­თი ზე­გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნა, ამან კი პრო­ცეს­ზე უარ­ყო­ფი­თად იმოქ­მე­და", - ამის შე­სა­ხებ ეუ­თოს სპე­ცი­ა­ლურ­მა კო­ორ­დი­ნა­ტორ­მა პას­კალ ალი­ზარ­დმა პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და.

მან იმე­დი გა­მოთ­ქვა, რომ არ­ჩე­უ­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა ეფექ­ტუ­რად გა­უმკლავ­დე­ბა ძი­რი­თად გა­მოწ­ვე­ვებს, რო­მე­ლიც ამ ქვეყ­ნის წი­ნა­შე დგას და რაც უკავ­შირ­დე­ბა ევ­რო­კავ­შირ­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბას.

  • ეუთო/ოდი­რის დას­კვნას გა­მოხ­მა­უ­რე­ბა სა­ერ­თა­შო­რი­სო დო­ნე­ზე მოჰ­ყვა.

გერ­მა­ნი­ის სა­გა­რეო უწყე­ბის გან­ცხა­დე­ბით, “გერ­მა­ნია ყუ­რა­დღე­ბით ადევ­ნებს თვალს სა­ქარ­თვე­ლო­ში მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნებს და მო­უ­წო­დებს ყვე­ლა მხა­რეს გა­მო­ი­ჩი­ნონ თავ­შე­კა­ვე­ბა, თა­ვი­დან აი­ცი­ლონ ძა­ლა­დო­ბა და შემ­დგო­მი პო­ლა­რი­ზა­ცია“.

რო­გორც გერ­მა­ნი­ის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს გან­ცხა­დე­ბა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, “გერ­მა­ნია სრუ­ლად მხარს უჭერს ეუთო/ოდი­რის სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­დამ­კვირ­ვებ­ლო მი­სი­ის წი­ნას­წარ დას­კვნებ­სა და შე­ფა­სე­ბებს სა­ქარ­თვე­ლოს სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის შე­სა­ხებ. ჩვენ შეშ­ფო­თე­ბუ­ლე­ბი ვართ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით და­ძა­ბუ­ლი გა­რე­მო­სა და დარ­ღვე­ვე­ბის შე­სა­ხებ, რომ­ლე­ბიც უნდა მოგ­ვარ­დეს და გა­მოს­წორ­დეს“.

“გერ­მა­ნია ყუ­რა­დღე­ბით ადევ­ნებს თვალს სა­ქარ­თვე­ლო­ში მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნებს და მო­უ­წო­დებს ყვე­ლა მხა­რეს გა­მო­ი­ჩი­ნონ თავ­შე­კა­ვე­ბა და თა­ვი­დან აი­ცი­ლონ ძა­ლა­დო­ბა და შემ­დგო­მი პო­ლა­რი­ზა­ცია“, - აცხა­დე­ბენ უწყე­ბა­ში.

გერ­მა­ნი­ის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მტკი­ცე­ბით, არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გე­ბი­სად­მი მიდ­გო­მა და მთავ­რო­ბის ფორ­მი­რე­ბა ასე­ვე გავ­ლე­ნას მო­ახ­დენს სა­ქარ­თვე­ლოს მო­მა­ვალ პროგ­რეს­ზე ევ­რო­პის­კენ მი­მა­ვალ გზა­ზე.

  • 26 ოქ­ტომ­ბრის სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გებს ეხ­მი­ა­ნე­ბა გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­მე­ფოს ყო­ფი­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი, ბო­რის ჯონ­სო­ნიც.

მისი თქმით, სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­ჩევ­ნე­ბი პუ­ტი­ნის მა­რი­ო­ნე­ტულ­მა მთავ­რო­ბამ მო­ი­პა­რა.

“სუ­რა­თი, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლო­დან იქ­მნე­ბა, ნა­თე­ლია - გუ­შინ­დე­ლი არ­ჩევ­ნე­ბი თბი­ლის­ში პუ­ტი­ნის მა­რი­ო­ნე­ტულ­მა მთავ­რო­ბამ მო­ი­პა­რა. მხარს ვუ­ჭერ ქარ­თველ ხალ­ხს, რო­მე­ლიც იცავს თა­ვის თა­ვი­სუფ­ლე­ბას, უფ­ლე­ბებს და მო­მა­ვალს“, - წერს ჯონ­სო­ნი სო­ცი­ა­ლურ პლატ­ფორ­მა X-ზე.

  • ამას­თან, მე­დი­ას­თან და­მა­ტე­ბით დე­ტა­ლებ­ზე ისა­უბ­რა ეუთო/ოდი­რის სა­დამ­კვირ­ვებ­ლო დე­ლე­გა­ცი­ის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა ელჯი მერ­ფიმ.

“500-ზე მეტი დამ­კვირ­ვე­ბე­ლი გვყავ­და და რამ­დე­ნი­მე მათ­გან­მა აღ­ნიშ­ნა, რომ ხმის რამ­დენ­ჯერ­მე მი­ცე­მის მცდე­ლო­ბა იყო“, - გა­ნა­ცხა­და მან.

მერ­ფის შე­ფა­სე­ბით, სა­არ­ჩევ­ნო უბ­ნე­ბის გახ­სნა კარ­გად იყო ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი. მი­სი­ვე თქმით, დამ­კვირ­ვებ­ლე­ბი აღ­ნიშ­ნავ­დნენ, რომ იყო და­ში­ნე­ბა, ხოლო 24%-ის შემ­თხვე­ვა­ში ხმის ფა­რუ­ლო­ბა და­ირ­ღვა, რაც მა­ღა­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლია.

  • ”ყვე­ლამ ძა­ლი­ან კარ­გად იცის ის ერთი უბა­ნი, სა­დაც შე­დე­გე­ბი ცეს­კო­მაც გა­ა­უქ­მა, რად­გან აშ­კა­რა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა იყო, რომ ბი­უ­ლე­ტე­ნე­ბი სა­არ­ჩევ­ნო ყუთ­ში ჩა­ი­ყა­რა. სა­ქარ­თვე­ლო­ში 3 000-ზე მეტი უბა­ნი იყო. ჩვენ ჩვე­ნი სტა­ტის­ტი­კა გვაქვს - ჩვენ­მა დამ­კვირ­ვებ­ლებ­მა რა­ღაც ად­გი­ლებ­ში აღ­მო­ა­ჩი­ნეს დარ­ღვე­ვე­ბი, რო­დე­საც სა­არ­ჩევ­ნო უბან­ზე პრო­ცე­დუ­რე­ბი არ იყო და­ცუ­ლი.

მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ რო­დე­საც ადა­მი­ა­ნე­ბი ფიქ­რო­ბენ, რომ დარ­ღვე­ვა იყო, მათ უნდა ჰქონ­დეთ შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რომ სა­ჩი­ვა­რი შე­სა­ბა­მის უწყე­ბა­ში შე­ი­ტა­ნონ და ეს სა­ჩი­ვა­რი შე­სა­ფე­რი­სად და სა­თა­ნა­დოდ უნდა გა­ნი­ხი­ლონ. არის პრობ­ლე­მა ნდო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით - თუ რამ­დე­ნად ენ­დო­ბი­ან გა­სა­ჩივ­რე­ბის მე­ქა­ნიზ­მებს.

რაც შე­ე­ხე­ბა ხმე­ბის რამ­დენ­ჯერ­მე მი­ცე­მას, ძა­ლი­ან ცოტა და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვა არის - 500-ზე მეტი დამ­კვირ­ვე­ბე­ლი გვყავ­და და რამ­დე­ნი­მე მათ­გან­მა აღ­ნიშ­ნა, რომ ხმის რამ­დენ­ჯერ­მე მი­ცე­მის მცდე­ლო­ბა იყო“, - გა­ნა­ცხა­და ელჯი მერ­ფიმ.

  • სა­ქარ­თვე­ლოს სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში სის­ტე­მა­ტუ­რი დარ­ღვე­ვე­ბის შე­სა­ხე­ბებ არ­სე­ბულ ბრალ­დე­ბებს უპა­სუ­ხა ჰელ­სინ­კის კო­მი­სი­ის თავ­მჯდო­მა­რემ ჯო უილ­სონ­მა და გა­ნა­ცხა­და, რომ “ქარ­თვე­ლი ხალ­ხი იმ­სა­ხუ­რებს მთავ­რო­ბას, რო­მე­ლიც უს­მენს და პა­ტივს სცემს მათ ხმას“.

“მა­წუ­ხებს სა­ქარ­თვე­ლოს სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში სის­ტე­მა­ტუ­რი დარ­ღვე­ვე­ბის შე­სა­ხებ სან­დო ბრალ­დე­ბე­ბი.

ასე­ვე შეშ­ფო­თე­ბუ­ლი ვარ რუ­სე­თის მხრი­დან კარ­გად და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი მცდე­ლო­ბე­ბით, ზე­გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნოს არ­ჩევ­ნებ­ზე. მო­ვუ­წო­დებ აშშ-ის სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენტს, ყუ­რა­დღე­ბით შე­ის­წავ­ლოს გა­ყალ­ბე­ბის ბრალ­დე­ბე­ბი და თუ დად­გინ­დე­ბა, რომ ეს ასეა, გა­ა­კე­თოს მკა­ფიო გან­ცხა­დე­ბა ამის შე­სა­ხებ“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია ჯო უილ­სო­ნის გან­ცხა­დე­ბა­ში.

მისი გან­მარ­ტე­ბით, “MEGOBARI აქტი“ შე­ეც­დე­ბა და­სა­ჯოს ისი­ნი, ვინც ძირს უთხრის დე­მოკ­რა­ტი­ას სა­ქარ­თვე­ლო­ში და მხარს უჭერს სა­ქარ­თვე­ლოს ხალ­ხს თა­ვი­სუფ­ლე­ბი­სა და სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტის გან­მტკი­ცე­ბის­კენ სწრაფ­ვა­ში.

იხი­ლეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

“სურათი ნათელია - გუშინდელი არჩევნები, თბილისში პუტინის მარიონეტულმა მთავრობამ მოიპარა“ - როგორ ეხმაურებიან არჩევნების შედეგებს საერთაშორისო დონეზე

“სურათი ნათელია - გუშინდელი არჩევნები, თბილისში პუტინის მარიონეტულმა მთავრობამ მოიპარა“ - როგორ ეხმაურებიან არჩევნების შედეგებს საერთაშორისო დონეზე

ეუთო/ოდირმა საქართველოში გამართული საპარლამენტო არჩევნების მიმდინარეობა და შედეგები შეაფასა.

"კენჭისყრის დღე პროცედურულად კარგად იყო ორგანიზებული. ასევე, იყო დაძაბული გარემო და ხშირად ირღვეოდა ხმის ფარულობა, იყო პროცედურული შეუთავსებლობები და დარღვევები. იყო შეტყობინებები იმაზე, რომ დაშინებამ და ზეწოლამ ამომრჩევლებზე უარყოფითი ზეგავლენა მოახდინა, ამან კი პროცესზე უარყოფითად იმოქმედა", - ამის შესახებ ეუთოს სპეციალურმა კოორდინატორმა პასკალ ალიზარდმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მან იმედი გამოთქვა, რომ არჩეული ხელმძღვანელობა ეფექტურად გაუმკლავდება ძირითად გამოწვევებს, რომელიც ამ ქვეყნის წინაშე დგას და რაც უკავშირდება ევროკავშირში გაწევრიანებას.

  • ეუთო/ოდირის დასკვნას გამოხმაურება საერთაშორისო დონეზე მოჰყვა.

გერმანიის საგარეო უწყების განცხადებით, “გერმანია ყურადღებით ადევნებს თვალს საქართველოში მიმდინარე მოვლენებს და მოუწოდებს ყველა მხარეს გამოიჩინონ თავშეკავება, თავიდან აიცილონ ძალადობა და შემდგომი პოლარიზაცია“.

როგორც გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული, “გერმანია სრულად მხარს უჭერს ეუთო/ოდირის საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის წინასწარ დასკვნებსა და შეფასებებს საქართველოს საპარლამენტო არჩევნების შესახებ. ჩვენ შეშფოთებულები ვართ გავრცელებული ინფორმაციით დაძაბული გარემოსა და დარღვევების შესახებ, რომლებიც უნდა მოგვარდეს და გამოსწორდეს“.

“გერმანია ყურადღებით ადევნებს თვალს საქართველოში მიმდინარე მოვლენებს და მოუწოდებს ყველა მხარეს გამოიჩინონ თავშეკავება და თავიდან აიცილონ ძალადობა და შემდგომი პოლარიზაცია“, - აცხადებენ უწყებაში.

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მტკიცებით, არჩევნების შედეგებისადმი მიდგომა და მთავრობის ფორმირება ასევე გავლენას მოახდენს საქართველოს მომავალ პროგრესზე ევროპისკენ მიმავალ გზაზე.

  • 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს ეხმიანება გაერთიანებული სამეფოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ბორის ჯონსონიც.

მისი თქმით, საქართველოში არჩევნები პუტინის მარიონეტულმა მთავრობამ მოიპარა.

“სურათი, რომელიც საქართველოდან იქმნება, ნათელია - გუშინდელი არჩევნები თბილისში პუტინის მარიონეტულმა მთავრობამ მოიპარა. მხარს ვუჭერ ქართველ ხალხს, რომელიც იცავს თავის თავისუფლებას, უფლებებს და მომავალს“, - წერს ჯონსონი სოციალურ პლატფორმა X-ზე.

  • ამასთან, მედიასთან დამატებით დეტალებზე ისაუბრა ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო დელეგაციის წარმომადგენელმა ელჯი მერფიმ.

“500-ზე მეტი დამკვირვებელი გვყავდა და რამდენიმე მათგანმა აღნიშნა, რომ ხმის რამდენჯერმე მიცემის მცდელობა იყო“, - განაცხადა მან.

მერფის შეფასებით, საარჩევნო უბნების გახსნა კარგად იყო ორგანიზებული. მისივე თქმით, დამკვირვებლები აღნიშნავდნენ, რომ იყო დაშინება, ხოლო 24%-ის შემთხვევაში ხმის ფარულობა დაირღვა, რაც მაღალი მაჩვენებელია.

  • ”ყველამ ძალიან კარგად იცის ის ერთი უბანი, სადაც შედეგები ცესკომაც გააუქმა, რადგან აშკარა მტკიცებულება იყო, რომ ბიულეტენები საარჩევნო ყუთში ჩაიყარა. საქართველოში 3 000-ზე მეტი უბანი იყო. ჩვენ ჩვენი სტატისტიკა გვაქვს - ჩვენმა დამკვირვებლებმა რაღაც ადგილებში აღმოაჩინეს დარღვევები, როდესაც საარჩევნო უბანზე პროცედურები არ იყო დაცული.

მნიშვნელოვანია, რომ როდესაც ადამიანები ფიქრობენ, რომ დარღვევა იყო, მათ უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, რომ საჩივარი შესაბამის უწყებაში შეიტანონ და ეს საჩივარი შესაფერისად და სათანადოდ უნდა განიხილონ. არის პრობლემა ნდობასთან დაკავშირებით - თუ რამდენად ენდობიან გასაჩივრების მექანიზმებს.

რაც შეეხება ხმების რამდენჯერმე მიცემას, ძალიან ცოტა დადასტურებული შემთხვევა არის - 500-ზე მეტი დამკვირვებელი გვყავდა და რამდენიმე მათგანმა აღნიშნა, რომ ხმის რამდენჯერმე მიცემის მცდელობა იყო“, - განაცხადა ელჯი მერფიმ.

  • საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში სისტემატური დარღვევების შესახებებ არსებულ ბრალდებებს უპასუხა ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარემ ჯო უილსონმა და განაცხადა, რომ “ქართველი ხალხი იმსახურებს მთავრობას, რომელიც უსმენს და პატივს სცემს მათ ხმას“.

“მაწუხებს საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში სისტემატური დარღვევების შესახებ სანდო ბრალდებები.

ასევე შეშფოთებული ვარ რუსეთის მხრიდან კარგად დადასტურებული მცდელობებით, ზეგავლენა მოახდინოს არჩევნებზე. მოვუწოდებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს, ყურადღებით შეისწავლოს გაყალბების ბრალდებები და თუ დადგინდება, რომ ეს ასეა, გააკეთოს მკაფიო განცხადება ამის შესახებ“, - აღნიშნულია ჯო უილსონის განცხადებაში.

მისი განმარტებით, “MEGOBARI აქტი“ შეეცდება დასაჯოს ისინი, ვინც ძირს უთხრის დემოკრატიას საქართველოში და მხარს უჭერს საქართველოს ხალხს თავისუფლებისა და სუვერენიტეტის განმტკიცებისკენ სწრაფვაში.

იხილეთ ასევე: