პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
სამართალი
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“ახლა იწყება ყველაზე მნიშვნელოვანი ფაზა; შეგუებას და ამ ქვეყნის დათმობას არავინ აპირებს“ - ნიკა მელია
“ახლა იწყება ყველაზე მნიშვნელოვანი ფაზა; შეგუებას და ამ ქვეყნის დათმობას არავინ აპირებს“ - ნიკა მელია

“ახლა იწყე­ბა ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ფაზა, შე­გუ­ე­ბას და ამ ქვეყ­ნის დათ­მო­ბას არა­ვინ აპი­რებს - ქვეყ­ნის ევ­რო­პუ­ლი კურ­სი მო­ი­პა­რეს, ვართ ბრძო­ლა­ში, ვრჩე­ბით ბრძო­ლა­ში და გვაქვს ერ­თმა­ნე­თის და თა­ნა­მებ­რძო­ლე­ბის იმე­დი“ , - ასე გა­მო­ეხ­მა­უ­რა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში “კო­ა­ლი­ცია ცვლი­ლე­ბის­თვის“ ერთ-ერთი ლი­დე­რი, ნიკა მე­ლია, არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გებს.

მისი თქმით, “მხო­ლოდ და­უ­ღა­ლავ და პრინ­ცი­პულ ბრძო­ლას მო­აქვს გა­მარ­ჯვე­ბა“.

“მხო­ლოდ ოპ­ტი­მიზ­მი ან სას­წა­უ­ლის იმე­დი - თუ იქ­ნე­ბო­და, გუ­შინ ივა­ნიშ­ვილს ეთ­ქვა, გი­ლო­ცავთ წა­ვე­დიო...

გვქონ­და ოპ­ტი­მიზ­მი, თუმ­ცა რა­ცი­ო­ნა­ლუ­რად ვი­ცო­დით - ან იტყო­და 48% ავი­ღეო ან 60%-იო; რე­ა­ლუ­რად ეს ორი ვერ­სია არ­სე­ბობ­და, ორი ტყუ­ი­ლი, რო­მელ­საც მო­ვის­მენ­დით და პა­ტა­რა იმე­დი, ავ­ტოკ­რა­ტი­უ­ლი რე­ჟი­მის, დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი არ­ჩევ­ნე­ბით დას­რუ­ლე­ბის.

ვი­ცით, რე­ა­ლუ­რი შე­დე­გი ოპო­ზი­ცი­ის, ვი­ცით ხალ­ხის არ­ჩე­ვა­ნი და გარ­და ამი­სა ვი­ცით, რომ ჩვენ­მა ქმე­დე­ბამ, შრო­მამ ამ თვე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის და სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბამ, პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ე­ბის მიერ აღე­ბულ­მა პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბამ და გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ­მა ქმე­დე­ბებ­მა, შე­თან­ხმე­ბამ პრინ­ცი­პებ­ზე და პრინ­ცი­პულ სა­კი­თხებ­ზე პრე­ზი­დენ­ტის და მის მიერ ინი­ცი­ი­რე­ბუ­ლი ქარ­ტი­ის გარ­შე­მო კონ­სო­ლი­და­ცი­ამ, გაგ­ვა­ერ­თი­ა­ნა გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ხალ­ხი, რომ­ლე­ბიც ვთან­ხმდე­ბით მო­მა­ვალ­ზე და ამ მო­მა­ვალს არ დავ­თმობთ..

ახლა იწყე­ბა ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ფაზა; შე­გუ­ე­ბას და ამ ქვეყ­ნის დათ­მო­ბას არა­ვინ აპი­რებს.

მეს­მის, ზოგს აქვს დეჟა­ვუ, ასე ხომ უკვე იყო - მაგ­რამ არა, ასე არ ყო­ფი­ლა, ამ­ხე­ლა მხარ­და­ჭე­რა სა­ერ­თა­შო­რი­სო პარტნი­ო­რე­ბის მხრი­დან და ამ­ხე­ლა კონ­სო­ლი­და­ცია შიგ­ნით, არას­დროს ყო­ფი­ლა.

5% და 6% 8% 10% არ გა­უ­ყალ­ბე­ბი­ათ ახლა - წინა არ­ჩევ­ნე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით;

ზო­გა­დად მხო­ლოდ არ­ჩევ­ნებ­ზეც არაა, ქვეყ­ნის ევ­რო­პუ­ლი კურ­სი მო­ი­პა­რეს ამ­ჯე­რად და არა პარ­ლა­მენ­ტის მან­და­ტე­ბი, გვი­თხრეს ბე­ლა­რუ­სი ვი­ყო­თო - არ იქ­ნე­ბა ეს ქვე­ყა­ნა ბე­ლა­რუ­სი და არ გაჭ­რის აქ რუ­სუ­ლი მე­თო­დე­ბი - ვართ ბრძო­ლა­ში, ვრჩე­ბით ბრძო­ლა­ში და გვაქვს ერ­თმა­ნე­თის და თა­ნა­მებ­რძო­ლე­ბის იმე­დი;

ბევ­რი ალ­ბათ და­ი­ღა­ლა, მძი­მე და შრო­მა­ტე­ვა­დი დღე­ე­ბი იყო, თუმ­ცა ბრძო­ლის ეტა­პი იყო, ახლა კი ახა­ლი იწყე­ბა, ასე­თი ბრძო­ლაა ეს და მხო­ლოდ და­უ­ღა­ლავ და პრინ­ცი­პულ ბრძო­ლას მო­აქვს გა­მარ­ჯვე­ბა.

მო­მა­ვა­ლი ჩვე­ნია, მო­მა­ვა­ლი თქვე­ნია!“, - წერს ნიკა მე­ლია.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

“ახლა იწყება ყველაზე მნიშვნელოვანი ფაზა; შეგუებას და ამ ქვეყნის დათმობას არავინ აპირებს“ - ნიკა მელია

“ახლა იწყება ყველაზე მნიშვნელოვანი ფაზა; შეგუებას და ამ ქვეყნის დათმობას არავინ აპირებს“ - ნიკა მელია

“ახლა იწყება ყველაზე მნიშვნელოვანი ფაზა, შეგუებას და ამ ქვეყნის დათმობას არავინ აპირებს - ქვეყნის ევროპული კურსი მოიპარეს, ვართ ბრძოლაში, ვრჩებით ბრძოლაში და გვაქვს ერთმანეთის და თანამებრძოლების იმედი“ , - ასე გამოეხმაურა სოციალურ ქსელში “კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია, არჩევნების შედეგებს.

მისი თქმით, “მხოლოდ დაუღალავ და პრინციპულ ბრძოლას მოაქვს გამარჯვება“.

“მხოლოდ ოპტიმიზმი ან სასწაულის იმედი - თუ იქნებოდა, გუშინ ივანიშვილს ეთქვა, გილოცავთ წავედიო...

გვქონდა ოპტიმიზმი, თუმცა რაციონალურად ვიცოდით - ან იტყოდა 48% ავიღეო ან 60%-იო; რეალურად ეს ორი ვერსია არსებობდა, ორი ტყუილი, რომელსაც მოვისმენდით და პატარა იმედი, ავტოკრატიული რეჟიმის, დემოკრატიული არჩევნებით დასრულების.

ვიცით, რეალური შედეგი ოპოზიციის, ვიცით ხალხის არჩევანი და გარდა ამისა ვიცით, რომ ჩვენმა ქმედებამ, შრომამ ამ თვეების განმავლობაში, მოქალაქეების და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობამ, პოლიტიკური პარტიების მიერ აღებულმა პასუხისმგებლობამ და განხორციელებულმა ქმედებებმა, შეთანხმებამ პრინციპებზე და პრინციპულ საკითხებზე პრეზიდენტის და მის მიერ ინიციირებული ქარტიის გარშემო კონსოლიდაციამ, გაგვაერთიანა განსხვავებული ხალხი, რომლებიც ვთანხმდებით მომავალზე და ამ მომავალს არ დავთმობთ..

ახლა იწყება ყველაზე მნიშვნელოვანი ფაზა; შეგუებას და ამ ქვეყნის დათმობას არავინ აპირებს.

მესმის, ზოგს აქვს დეჟავუ, ასე ხომ უკვე იყო - მაგრამ არა, ასე არ ყოფილა, ამხელა მხარდაჭერა საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან და ამხელა კონსოლიდაცია შიგნით, არასდროს ყოფილა.

5% და 6% 8% 10% არ გაუყალბებიათ ახლა - წინა არჩევნებისგან განსხვავებით;

ზოგადად მხოლოდ არჩევნებზეც არაა, ქვეყნის ევროპული კურსი მოიპარეს ამჯერად და არა პარლამენტის მანდატები, გვითხრეს ბელარუსი ვიყოთო - არ იქნება ეს ქვეყანა ბელარუსი და არ გაჭრის აქ რუსული მეთოდები - ვართ ბრძოლაში, ვრჩებით ბრძოლაში და გვაქვს ერთმანეთის და თანამებრძოლების იმედი;

ბევრი ალბათ დაიღალა, მძიმე და შრომატევადი დღეები იყო, თუმცა ბრძოლის ეტაპი იყო, ახლა კი ახალი იწყება, ასეთი ბრძოლაა ეს და მხოლოდ დაუღალავ და პრინციპულ ბრძოლას მოაქვს გამარჯვება.

მომავალი ჩვენია, მომავალი თქვენია!“, - წერს ნიკა მელია.