მსოფლიო
სამხედრო

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩვენ უკვე გვაქვს დამაჯერებელი გამარჯვება, მაგრამ გვინდა მივიღოთ საკონსტიტუციო უმრავლესობა, რაც ამ ეტაპზე გარანტირებული არ არის" - ირაკლი კობახიძე
"ჩვენ უკვე გვაქვს დამაჯერებელი გამარჯვება, მაგრამ გვინდა მივიღოთ საკონსტიტუციო უმრავლესობა, რაც ამ ეტაპზე გარანტირებული არ არის" - ირაკლი კობახიძე

რაც შე­ე­ხე­ბა ჩვენს მო­ლო­დი­ნებს, ჩვენ უკვე გვაქვს გა­რან­ტი­რე­ბუ­ლი, დიდი უპი­რა­ტე­სო­ბით და­მა­ჯე­რე­ბე­ლი გა­მარ­ჯვე­ბა, ამას მოწ­მობს ის მო­ნა­ცე­მე­ბი, რომ­ლე­ბიც არის წარ­მოდ­გე­ნი­ლი, თუმ­ცა ჩვენ გვაქვს უფრო მა­ღა­ლი ამ­ბი­ცია, - ამის შე­სა­ხებ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ სა­არ­ჩევ­ნო შტა­ბის ხელ­მძღვა­ნელ­მა, პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ პარ­ტი­ის ოფის­ში გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და.

პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა მო­სახ­ლე­ო­ბას აქ­ტი­უ­რო­ბის­კენ კი­დევ ერთხელ მო­უ­წო­და.

მი­სი­ვე თქმით, ეს არის გა­დამ­წყვე­ტი არ­ჩევ­ნე­ბი- სას­წო­რის ერთ მხა­რეს ქვეყ­ნის ბნე­ლი წარ­სუ­ლი და მე­ო­რე მხა­რეს ქვეყ­ნის ნა­თე­ლი, ევ­რო­პუ­ლი მო­მა­ვა­ლი დგას, აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაც არის ძა­ლი­ან დიდი.

"ჩვენ გვინ­და მი­ვი­ღოთ სა­კონ­სტი­ტუ­ციო უმ­რავ­ლე­სო­ბა, რაც ამ ეტაპ­ზე ჯერ­ჯე­რო­ბით არ არის გა­რან­ტი­რე­ბუ­ლი. ჯერ კი­დევ არის დარ­ჩე­ნი­ლი 2 სა­ა­თი, მო­სას­ვლე­ლია, ალ­ბათ, 200 ათას­ზე მეტი ამომ­რჩე­ვე­ლი, შე­სა­ბა­მი­სად, არის სა­ჭი­რო თი­თო­ე­უ­ლი ამომ­რჩევ­ლის მო­ბი­ლი­ზე­ბა, ქუდ­ზე კაცი იმი­სათ­ვის, რომ ჩვენ არა მხო­ლოდ და­მა­ჯე­რე­ბე­ლი გა­მარ­ჯვე­ბა მო­ვი­პო­ვოთ ამ არ­ჩევ­ნებ­ში, არა მხო­ლოდ დიდი უპი­რა­ტე­სო­ბით მო­ვი­გოთ და მო­ვი­პო­ვოთ მყა­რი უმ­რავ­ლე­სო­ბა სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტში, არა­მედ ასე­ვე მი­ვი­ღოთ სა­კონ­სტი­ტუ­ციო უმ­რავ­ლე­სო­ბა, რაც არის ჩვე­ნი პო­ლი­ტი­კუ­რი ამო­ცა­ნა.

აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, კი­დევ ერთხელ მო­ვუ­წო­დებთ ჩვენს ამომ­რჩე­ველს , რომ მაქ­სი­მა­ლუ­რად გა­მო­ცხად­დნენ სა­არ­ჩევ­ნო უბ­ნებ­ზე და იმოქ­მე­დონ მაქ­სი­მა­ლუ­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით სა­კუ­თა­რი ქვეყ­ნის წი­ნა­შე. და ბო­ლოს, კი­დევ ერთხელ ვი­ტყვი, რომ ეს არის გა­დამ­წყვე­ტი არ­ჩევ­ნე­ბი, სას­წო­რის ორ მხა­რეს დგას ომი და მშვი­დო­ბა, ამო­რა­ლუ­რი პრო­პა­გან­და და ტრა­დი­ცი­უ­ლი ფა­სე­უ­ლო­ბე­ბი, ქვეყ­ნის ბნე­ლი წარ­სუ­ლი ერთ მხა­რეს და მე­ო­რე მხა­რეს დგას ქვეყ­ნის ნა­თე­ლი, ევ­რო­პუ­ლი მო­მა­ვა­ლი. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაც არის ძა­ლი­ან დიდი. კი­დევ ერთხელ მო­ვუ­წო­დებ რა თქმა უნდა, თი­თო­ე­ულ ამომ­რჩე­ველს მაქ­სი­მა­ლუ­რად მო­ბი­ლიზ­დნენ და გა­მო­ცხად­დნენ სა­არ­ჩევ­ნო უბ­ნებ­ზე. რაც შე­ე­ხე­ბა იმ ამომ­რჩე­ველს, რო­მე­ლიც უკვე გა­მო­ცხად­და უბ­ნებ­ზე, უკვე გა­ა­კე­თეს სა­კუ­თა­რი არ­ჩე­ვა­ნი, მათ კი­დევ ერთხელ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მად­ლო­ბა მინ­და გა­და­ვუ­ხა­დო“, - გა­ნა­ცხა­და ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ.

ავტორი:

"ჩვენ უკვე გვაქვს დამაჯერებელი გამარჯვება, მაგრამ გვინდა მივიღოთ საკონსტიტუციო უმრავლესობა, რაც ამ ეტაპზე გარანტირებული არ არის" - ირაკლი კობახიძე

"ჩვენ უკვე გვაქვს დამაჯერებელი გამარჯვება, მაგრამ გვინდა მივიღოთ საკონსტიტუციო უმრავლესობა, რაც ამ ეტაპზე გარანტირებული არ არის" - ირაკლი კობახიძე

რაც შეეხება ჩვენს მოლოდინებს, ჩვენ უკვე გვაქვს გარანტირებული, დიდი უპირატესობით დამაჯერებელი გამარჯვება, ამას მოწმობს ის მონაცემები, რომლებიც არის წარმოდგენილი, თუმცა ჩვენ გვაქვს უფრო მაღალი ამბიცია, - ამის შესახებ "ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

პრემიერ-მინისტრმა მოსახლეობას აქტიურობისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.

მისივე თქმით, ეს არის გადამწყვეტი არჩევნები- სასწორის ერთ მხარეს ქვეყნის ბნელი წარსული და მეორე მხარეს ქვეყნის ნათელი, ევროპული მომავალი დგას, აქედან გამომდინარე, პასუხისმგებლობაც არის ძალიან დიდი.

"ჩვენ გვინდა მივიღოთ საკონსტიტუციო უმრავლესობა, რაც ამ ეტაპზე ჯერჯერობით არ არის გარანტირებული. ჯერ კიდევ არის დარჩენილი 2 საათი, მოსასვლელია, ალბათ, 200 ათასზე მეტი ამომრჩეველი, შესაბამისად, არის საჭირო თითოეული ამომრჩევლის მობილიზება, ქუდზე კაცი იმისათვის, რომ ჩვენ არა მხოლოდ დამაჯერებელი გამარჯვება მოვიპოვოთ ამ არჩევნებში, არა მხოლოდ დიდი უპირატესობით მოვიგოთ და მოვიპოვოთ მყარი უმრავლესობა საქართველოს პარლამენტში, არამედ ასევე მივიღოთ საკონსტიტუციო უმრავლესობა, რაც არის ჩვენი პოლიტიკური ამოცანა.

აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ჩვენს ამომრჩეველს , რომ მაქსიმალურად გამოცხადდნენ საარჩევნო უბნებზე და იმოქმედონ მაქსიმალური პასუხისმგებლობით საკუთარი ქვეყნის წინაშე. და ბოლოს, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ეს არის გადამწყვეტი არჩევნები, სასწორის ორ მხარეს დგას ომი და მშვიდობა, ამორალური პროპაგანდა და ტრადიციული ფასეულობები, ქვეყნის ბნელი წარსული ერთ მხარეს და მეორე მხარეს დგას ქვეყნის ნათელი, ევროპული მომავალი. აქედან გამომდინარე, პასუხისმგებლობაც არის ძალიან დიდი. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ რა თქმა უნდა, თითოეულ ამომრჩეველს მაქსიმალურად მობილიზდნენ და გამოცხადდნენ საარჩევნო უბნებზე. რაც შეეხება იმ ამომრჩეველს, რომელიც უკვე გამოცხადდა უბნებზე, უკვე გააკეთეს საკუთარი არჩევანი, მათ კიდევ ერთხელ განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.