პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
სამართალი
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“შს მინისტრს ვერ ვუკავშირდები, ვერც მის მოადგილეს უკავშირდება ჩემი ადმინისტრაცია, ოფიციალური სამთავრობო ხაზიც არ მუშაობს...“ - პრეზიდენტი მიმართვას ავრცელებს
“შს მინისტრს ვერ ვუკავშირდები, ვერც მის მოადგილეს უკავშირდება ჩემი ადმინისტრაცია, ოფიციალური სამთავრობო ხაზიც არ მუშაობს...“ - პრეზიდენტი მიმართვას ავრცელებს

“მინ­და მივ­მარ­თო ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნისტრს, რო­მელ­საც ვერ ვუ­კავ­შირ­დე­ბი, სამ­წუ­ხა­როდ, ჩემი ად­მი­ნის­ტრა­ცია ვერ უკავ­შირ­დე­ბა მის მო­ად­გი­ლეს, ოფი­ცი­ა­ლუ­რი სამ­თავ­რო­ბო ხა­ზიც არ მუ­შა­ობს და მინ­და, რომ მას ვთხო­ვო და მო­ვუ­წო­დო, რომ პო­ლი­ცი­ის რე­ა­გი­რე­ბა იყოს უფრო სწრა­ფი უფრო ეფექ­ტუ­რი იმი­ტომ, რომ არ შე­იძ­ლე­ბა და­ვუშ­ვათ, რომ იყოს ამ ტი­პის და­ძა­ბუ­ლო­ბა ჩვენს სა­არ­ჩევ­ნო უბ­ნებ­ზე“, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა გავ­რცე­ლე­ბუ­ლი მი­მარ­თვი­სას გა­ნა­ცხა­და.

  • მისი თქმით, იმ ტი­პის და­ძა­ბუ­ლო­ბა, რაც ფიქ­სირ­დე­ბა სა­არ­ჩევ­ნო უბ­ნებ­ზე, სა­ქარ­თვე­ლოს არ ეკად­რე­ბა.

პრე­ზი­დენ­ტმა ამას­თან, მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბას და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი აქ­ტი­ვო­ბის­თვის და დღის მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ში მათ მეტი აქ­ტი­ვო­ბის­კენ მო­უ­წო­და.

“მე მინ­და მივ­მარ­თო ყვე­ლა ჩვენს მო­ქა­ლა­ქეს და ვუ­თხრა, თუ რამ­დე­ნად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია დღე­ვან­დე­ლი არ­ჩევ­ნე­ბი, აღ­ვნიშ­ნო, რომ ძა­ლი­ან მა­ღა­ლია აქ­ტი­ვო­ბა და ეს არის ძა­ლი­ან კარ­გი ნი­შა­ნი. ალ­ბათ სა­ჭი­როა, რომ ეს გაგ­რძელ­დეს დღის მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ში და ვე­ლო­დე­ბით კი­დევ უფრო მა­ღალ აქ­ტი­ვო­ბას. არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი აქ­ტი­ვო­ბაა, ასე­ვე, სა­ზღვარ­გა­რეთ, თუმ­ცა იქ პი­რო­ბე­ბი საკ­მა­ოდ მძი­მე და რთუ­ლია, მაგ­რამ ამის მი­უ­ხე­და­ვად, ჩვე­ნი თა­ნა­მე­მა­მუ­ლე­ე­ბი იქ მი­დი­ან აქ­ტი­უ­რად და მათ ძა­ლი­ან დიდი მად­ლო­ბა.

თუმ­ცა, მე მინ­და, ასე­ვე, აღ­ვნიშ­ნო ძა­ლი­ან ცუდი ფაქ­ტე­ბი ძა­ლა­დო­ბის, რაც ხდე­ბა სხვა­დას­ხვა უბან­ზე - ხან მე­დი­ას აპა­რა­ტუ­რა და­უნ­გრი­ეს, ხან არის პირ­და­პირ ძა­ლა­დო­ბა, ჯგუ­ფე­ბი არი­ან იქ შეკ­რე­ბი­ლი, რომ­ლე­ბის ერ­თა­დერ­თი მი­ზა­ნი არის, რომ იქ მოხ­დეს და­ძა­ბუ­ლო­ბა, კონფრონ­ტა­ცია და ეს არის ძა­ლი­ან სამ­წუ­ხა­რო იმი­ტომ, რომ ეს არის ჩვე­ნი ქვეყ­ნის სახე, ჩვე­ნი ქვეყ­ნის რე­პუ­ტა­ცია. ეს არის სი­სუს­ტის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი, ასე რომ, არა­ვინ არ შე­შინ­დეს ამით.

  • მაგ­რამ ამის მი­უ­ხე­და­ვად, მინ­და მივ­მარ­თო ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნისტრს, რო­მელ­საც ვერ ვუ­კავ­შირ­დე­ბი, სამ­წუ­ხა­როდ, ჩემი ად­მი­ნის­ტრა­ცია ვერ უკავ­შირ­დე­ბა მის მო­ად­გი­ლეს, ოფი­ცი­ა­ლუ­რი სამ­თავ­რო­ბო ხა­ზიც არ მუ­შა­ობს და მინ­და, რომ მას ვთხო­ვო და მო­ვუ­წო­დო, რომ პო­ლი­ცი­ის რე­ა­გი­რე­ბა იყოს უფრო სწრა­ფი, უფრო ეფექ­ტუ­რი, იმი­ტომ, რომ არ შე­იძ­ლე­ბა, და­ვუშ­ვათ, რომ იყოს ამ ტი­პის და­ძა­ბუ­ლო­ბა ჩვენს სა­არ­ჩევ­ნო უბ­ნებ­ზე. ეს ჩვენ არ გვე­კად­რე­ბა!

ყვე­ლას დიდი მად­ლო­ბა კი­დევ ერთხელ. დიდი მად­ლო­ბა მე­დი­ას, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან რთულ პი­რო­ბებ­ში მუ­შა­ობს - მათი ინ­ფორ­მა­ცი­ით ვართ ყვე­ლა და არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი გამ­ბე­და­ო­ბა და ეფექ­ტუ­რო­ბა და­ამ­ტკი­ცეს დღეს, მით უმე­ტეს, ქა­ლებ­მა. დიდი მად­ლო­ბა ყვე­ლას და ყვე­ლას მო­გი­წო­დებთ კი­დევ ერთხელ, რომ არ და­ი­ზა­როთ - წა­დით არ­ჩევ­ნებ­ზე! ჩვე­ნი ქვეყ­ნის ბედი თქვენ ხელ­შია და თქვე­ნი გა­და­სა­წყვე­ტია!“ - გა­ნა­ცხა­და პრე­ზი­დენ­ტმა.

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

“შს მინისტრს ვერ ვუკავშირდები, ვერც მის მოადგილეს უკავშირდება ჩემი ადმინისტრაცია, ოფიციალური სამთავრობო ხაზიც არ მუშაობს...“ - პრეზიდენტი მიმართვას ავრცელებს

“შს მინისტრს ვერ ვუკავშირდები, ვერც მის მოადგილეს უკავშირდება ჩემი ადმინისტრაცია, ოფიციალური სამთავრობო ხაზიც არ მუშაობს...“ - პრეზიდენტი მიმართვას ავრცელებს

“მინდა მივმართო შინაგან საქმეთა მინისტრს, რომელსაც ვერ ვუკავშირდები, სამწუხაროდ, ჩემი ადმინისტრაცია ვერ უკავშირდება მის მოადგილეს, ოფიციალური სამთავრობო ხაზიც არ მუშაობს და მინდა, რომ მას ვთხოვო და მოვუწოდო, რომ პოლიციის რეაგირება იყოს უფრო სწრაფი უფრო ეფექტური იმიტომ, რომ არ შეიძლება დავუშვათ, რომ იყოს ამ ტიპის დაძაბულობა ჩვენს საარჩევნო უბნებზე“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გავრცელებული მიმართვისას განაცხადა.

  • მისი თქმით, იმ ტიპის დაძაბულობა, რაც ფიქსირდება საარჩევნო უბნებზე, საქართველოს არ ეკადრება.

პრეზიდენტმა ამასთან, მადლობა გადაუხადა საქართველოს მოსახლეობას დაფიქსირებული აქტივობისთვის და დღის მეორე ნახევარში მათ მეტი აქტივობისკენ მოუწოდა.

“მე მინდა მივმართო ყველა ჩვენს მოქალაქეს და ვუთხრა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია დღევანდელი არჩევნები, აღვნიშნო, რომ ძალიან მაღალია აქტივობა და ეს არის ძალიან კარგი ნიშანი. ალბათ საჭიროა, რომ ეს გაგრძელდეს დღის მეორე ნახევარში და ველოდებით კიდევ უფრო მაღალ აქტივობას. არაჩვეულებრივი აქტივობაა, ასევე, საზღვარგარეთ, თუმცა იქ პირობები საკმაოდ მძიმე და რთულია, მაგრამ ამის მიუხედავად, ჩვენი თანამემამულეები იქ მიდიან აქტიურად და მათ ძალიან დიდი მადლობა.

თუმცა, მე მინდა, ასევე, აღვნიშნო ძალიან ცუდი ფაქტები ძალადობის, რაც ხდება სხვადასხვა უბანზე - ხან მედიას აპარატურა დაუნგრიეს, ხან არის პირდაპირ ძალადობა, ჯგუფები არიან იქ შეკრებილი, რომლების ერთადერთი მიზანი არის, რომ იქ მოხდეს დაძაბულობა, კონფრონტაცია და ეს არის ძალიან სამწუხარო იმიტომ, რომ ეს არის ჩვენი ქვეყნის სახე, ჩვენი ქვეყნის რეპუტაცია. ეს არის სისუსტის მაჩვენებელი, ასე რომ, არავინ არ შეშინდეს ამით.

  • მაგრამ ამის მიუხედავად, მინდა მივმართო შინაგან საქმეთა მინისტრს, რომელსაც ვერ ვუკავშირდები, სამწუხაროდ, ჩემი ადმინისტრაცია ვერ უკავშირდება მის მოადგილეს, ოფიციალური სამთავრობო ხაზიც არ მუშაობს და მინდა, რომ მას ვთხოვო და მოვუწოდო, რომ პოლიციის რეაგირება იყოს უფრო სწრაფი, უფრო ეფექტური, იმიტომ, რომ არ შეიძლება, დავუშვათ, რომ იყოს ამ ტიპის დაძაბულობა ჩვენს საარჩევნო უბნებზე. ეს ჩვენ არ გვეკადრება!

ყველას დიდი მადლობა კიდევ ერთხელ. დიდი მადლობა მედიას, რომელიც ძალიან რთულ პირობებში მუშაობს - მათი ინფორმაციით ვართ ყველა და არაჩვეულებრივი გამბედაობა და ეფექტურობა დაამტკიცეს დღეს, მით უმეტეს, ქალებმა. დიდი მადლობა ყველას და ყველას მოგიწოდებთ კიდევ ერთხელ, რომ არ დაიზაროთ - წადით არჩევნებზე! ჩვენი ქვეყნის ბედი თქვენ ხელშია და თქვენი გადასაწყვეტია!“ - განაცხადა პრეზიდენტმა.