სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო
საზოგადოება
სამართალი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გაიცანით "ნიკორა ჯგუფის" კიდევ ერთი სტიპენდიატი სოფიო ჭუმბურიძე აგრარული უნივერსიტეტიდან
გაიცანით "ნიკორა ჯგუფის" კიდევ ერთი სტიპენდიატი სოფიო ჭუმბურიძე აგრარული უნივერსიტეტიდან

მე-5 წე­ლია, „ნი­კო­რა ჯგუ­ფი“ აგ­რძე­ლებს სტუ­დენ­ტე­ბის მხარ­და­ჭე­რას და სა­სურ­სა­თო ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის შეს­წავ­ლის პრო­ცეს­ში მათ მო­ტი­ვი­რე­ბა­ზე ზრუ­ნავს. „ნი­კო­რა ჯგუ­ფი“ აგ­რა­რუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტის სა­სურ­სა­თო ტექ­ნო­ლო­გი­ის წარ­მა­ტე­ბულ სტუ­დენ­ტებს ყო­ველ­წლი­უ­რად უნიშ­ნავს სა­ხე­ლო­ბით სტი­პენ­დი­ას.

სტი­პენ­დი­ა­ტებს ყო­ველ სე­მესტრში გა­მო­ავ­ლე­ნენ და წელს მათ შო­რის მე-3 კურ­სის სტუ­დენ­ტი სო­ფიო ჭუმ­ბუ­რი­ძე მოხ­ვდა. მის­თვის სა­სი­ა­მოვ­ნო და წა­მა­ხა­ლი­სე­ბე­ლი აღ­მოჩ­ნდა კომ­პა­ნი­ის ინ­ტე­რე­სი და მხარ­და­ჭე­რა, რად­გან რო­გორც თა­ვად აღ­ნიშ­ნავს, სა­სურ­სა­თო ტექ­ნო­ლო­გი­ის გან­ვი­თა­რე­ბა­ში კერ­ძო სექ­ტორს დიდი წვლი­ლის შე­ტა­ნა შე­უძ­ლია.

სო­ფიო გვი­ამ­ბობს, თუ რო­გორ და­ინ­ტე­რეს­და აღ­ნიშ­ნუ­ლი სფე­რო­თი, რა გა­მოწ­ვე­ვე­ბი აქვთ სტუ­დენ­ტებს და რამ­დე­ნად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ერთი მხრივ, რე­სურ­სებ­ზე ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბა და მე­ო­რე მხრივ, თვით­გან­ვი­თა­რე­ბა­ზე ზრუნ­ვა, რათა მა­ღა­ლი კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის სპე­ცი­ა­ლის­ტად ჩა­მო­ყა­ლიბ­დე:

სა­ინ­ტე­რე­სოა, რა­ტომ და­ინ­ტე­რეს­დით სა­სურ­სა­თო ტექ­ნო­ლო­გი­ით და რამ­დე­ნად გა­ა­მარ­თლა თქვე­ნი მო­ლო­დი­ნი არ­ჩე­ულ­მა სფე­რომ?

სკო­ლა­ში ძა­ლი­ან მიყ­ვარ­და ბი­ო­ლო­გია, ფი­ზი­კა, მა­თე­მა­ტი­კა, მაგ­რამ ზუს­ტად არ ვი­ცო­დი, რო­მელ პრო­ფე­სი­ა­ზე შე­მე­ჩე­რე­ბი­ნა არ­ჩე­ვა­ნი. სა­ბო­ლო­ოდ, თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის ბი­ო­მეც­ნი­ე­რე­ბა­ზე და ბი­ო­ტექ­ნო­ლო­გი­ის პროგ­რა­მა­ზე შე­ვა­ჩე­რე არ­ჩე­ვა­ნი, თუმ­ცა მივ­ხვდი, რომ კონ­კრე­ტუ­ლად სა­სურ­სა­თო ტექ­ნო­ლო­გია მა­ინ­ტე­რე­სებ­და. ასე აღ­მოვ­ჩნდი აგ­რა­რულ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში და კმა­ყო­ფი­ლი ვარ ჩემი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით.

რა გა­მოწ­ვე­ვე­ბი გაქვთ სტუ­დენ­ტებს, რომ­ლებ­მაც თქვე­ნი მო­მა­ვა­ლი კვე­ბის ტექ­ნო­ლო­გი­ის სფე­როს და­უ­კავ­ში­რეთ?

რად­გა­ნაც ჯერ­ჯე­რო­ბით სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო პრო­ცეს­ზე შე­მიძ­ლია სა­უ­ბა­რი, გე­ტყო­დით, რომ გა­მოწ­ვე­ვე­ბი ბევ­რია, ოღონდ პო­ზი­ტი­ურ ჭრილ­ში. აგ­რა­რულ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სას­წავ­ლო პროგ­რა­მა იმგვა­რად არის შედ­გე­ნი­ლი, რომ გი­ბიძ­გებს, გა­მოხ­ვი­დე კომ­ფორ­ტის ზო­ნი­დან და გან­ვი­თარ­დე არა მხო­ლოდ პრო­ფე­სი­უ­ლად, არა­მედ შე­ი­ძი­ნო სხვა­დას­ხვა უნა­რი, რო­მე­ლიც სა­მო­მავ­ლოდ პრაქ­ტი­კულ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში და­გეხ­მა­რე­ბა. თა­ვი­დან შე­იძ­ლე­ბა ეს პრო­ცე­სი გა­მოწ­ვე­ვად მი­ი­ღო, მაგ­რამ შემ­დეგ ხვდე­ბი, რომ ბევ­რი რამ ის­წავ­ლე.

იმი­სათ­ვის, რომ გქონ­დეს მო­ტი­ვა­ცია, ერთი მხრივ, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია გა­რე­მო და სას­წავ­ლო პროგ­რა­მა უნი­ვერ­სი­ტეტ­ში და მე­ო­რე მხრივ, მხარ­და­ჭე­რა, რო­მელ­საც გა­რე­დან, კერ­ძო სექ­ტო­რის­გან ვი­ღებთ, ამი­ტომ სტი­პენ­დია გარ­კვე­ულ მო­ტი­ვა­ცი­ას წარ­მო­ად­გენს ჩვენ­თვის. ვი­ცო­დი, რომ „ნი­კო­რა ჯგუ­ფი“ მხარს უჭერ­და წარ­მა­ტე­ბულ სტუ­დენ­ტებს და რო­დე­საც მეც მი­ვი­ღე შე­ტყო­ბი­ნე­ბა ამის შე­სა­ხებ, ძა­ლი­ან გა­მი­ხარ­და.

თქვენ ახ­სე­ნეთ, რომ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია თვით­გან­ვი­თა­რე­ბაც. კონ­კრე­ტუ­ლად თქვენს სფე­რო­ში რო­გორ ახერ­ხებთ ამას?

რო­გორც ბევ­რი სხვა, ისე სა­სურ­სა­თო ტექ­ნო­ლო­გი­ის სპე­ცი­ა­ლის­ტის პრო­ფე­სი­აც მუდ­მი­ვად სა­ჭი­რო­ებს ცოდ­ნის გა­ნახ­ლე­ბას, იც­ვლე­ბა კვლე­ვე­ბი, შე­მო­დის ახა­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი და სი­ახ­ლე­ე­ბის­თვის თვა­ლის დევ­ნე­ბა ყო­ველ­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლია.

გარ­და ამი­სა, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, გქონ­დეს უნა­რე­ბი ამ ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­სა­ძი­ებ­ლად და პრაქ­ტი­კა­ში და­სა­ნერ­გად. აგ­რა­რუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტი ამ უნა­რე­ბის შე­ძე­ნა­ში მაქ­სი­მა­ლუ­რად გვი­წყობს ხელს და გვეხ­მა­რე­ბა, და­მო­უ­კი­დებ­ლად შევ­ძლოთ სწო­რი რე­სურ­სე­ბის მო­ძი­ე­ბა.

რა ინ­ტე­რე­სე­ბი აქვს სო­ფი­ოს საყ­ვა­რე­ლი პრო­ფე­სი­ის გარ­და? რო­გორ ატა­რებთ თა­ვი­სუ­ფალ დროს?

ძა­ლი­ან მიყ­ვარს ცხო­ვე­ლე­ბი, მათ­თან ერ­თად თა­მა­ში და­დე­ბი­თი ემო­ცი­ე­ბით მმუხ­ტავს. სახ­ლში გვყავს ორი ძაღ­ლი და ოთხი კატა, ხში­რად ვსე­ირ­ნობ ხოლ­მე მათ­თან ერ­თად, მათი მოვ­ლა, მო­ფე­რე­ბა ჩემ­თვის ერ­თგვა­რი თე­რა­პი­აა.

ასე­ვე მიყ­ვარს კი­თხვა რო­გორც მხატ­ვრუ­ლი, ისე სა­მეც­ნი­ე­რო ლი­ტე­რა­ტუ­რის და სას­წავ­ლო პროგ­რა­მის გარ­და, ამა­საც დიდ დროს ვუთ­მობ ხოლ­მე.

რო­გო­რი სა­მო­მავ­ლოდ გეგ­მე­ბი გაქვთ თქვენს პრო­ფე­სი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით?

ვცდი­ლობ, მაქ­სი­მა­ლუ­რი დრო და­ვუთ­მო სწავ­ლას. ჩემი მი­ზა­ნია, ჩემი საქ­მის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი გავ­ხდე. ჯერ ზუს­ტად არ მაქვს გა­და­წყვე­ტი­ლი, რო­დე­საც სა­ბა­კა­ლავ­რო პროგ­რა­მას და­ვას­რუ­ლებ, კონ­კრე­ტუ­ლად რა მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­ვაგ­რძე­ლებ ამ სფე­რო­ში გან­ვი­თა­რე­ბას, ამი­ტომ ცოდ­ნის გაღ­რმა­ვე­ბა­ზე ვარ ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი.

ჩემი დიდი სურ­ვი­ლია, სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­სურ­სა­თო ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ში შე­ვი­ტა­ნო წვლი­ლი და ამის­თვის ჩემს მაქ­სი­მუმს გა­ვა­კე­თებ.

NS

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ახალი რომის პაპის ასარჩევად კონკლავი სიქსტეს კაპელაში დღეს შეიკრიბება
ავტორი:

გაიცანით "ნიკორა ჯგუფის" კიდევ ერთი სტიპენდიატი სოფიო ჭუმბურიძე აგრარული უნივერსიტეტიდან

გაიცანით "ნიკორა ჯგუფის" კიდევ ერთი სტიპენდიატი სოფიო ჭუმბურიძე აგრარული უნივერსიტეტიდან

მე-5 წელია, „ნიკორა ჯგუფი“ აგრძელებს სტუდენტების მხარდაჭერას და სასურსათო ტექნოლოგიების შესწავლის პროცესში მათ მოტივირებაზე ზრუნავს. „ნიკორა ჯგუფი“ აგრარული უნივერსიტეტის სასურსათო ტექნოლოგიის წარმატებულ სტუდენტებს ყოველწლიურად უნიშნავს სახელობით სტიპენდიას.

სტიპენდიატებს ყოველ სემესტრში გამოავლენენ და წელს მათ შორის მე-3 კურსის სტუდენტი სოფიო ჭუმბურიძე მოხვდა. მისთვის სასიამოვნო და წამახალისებელი აღმოჩნდა კომპანიის ინტერესი და მხარდაჭერა, რადგან როგორც თავად აღნიშნავს, სასურსათო ტექნოლოგიის განვითარებაში კერძო სექტორს დიდი წვლილის შეტანა შეუძლია.

სოფიო გვიამბობს, თუ როგორ დაინტერესდა აღნიშნული სფეროთი, რა გამოწვევები აქვთ სტუდენტებს და რამდენად მნიშვნელოვანია ერთი მხრივ, რესურსებზე ხელმისაწვდომობა და მეორე მხრივ, თვითგანვითარებაზე ზრუნვა, რათა მაღალი კვალიფიკაციის სპეციალისტად ჩამოყალიბდე:

საინტერესოა, რატომ დაინტერესდით სასურსათო ტექნოლოგიით და რამდენად გაამართლა თქვენი მოლოდინი არჩეულმა სფერომ?

სკოლაში ძალიან მიყვარდა ბიოლოგია, ფიზიკა, მათემატიკა, მაგრამ ზუსტად არ ვიცოდი, რომელ პროფესიაზე შემეჩერებინა არჩევანი. საბოლოოდ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიომეცნიერებაზე და ბიოტექნოლოგიის პროგრამაზე შევაჩერე არჩევანი, თუმცა მივხვდი, რომ კონკრეტულად სასურსათო ტექნოლოგია მაინტერესებდა. ასე აღმოვჩნდი აგრარულ უნივერსიტეტში და კმაყოფილი ვარ ჩემი გადაწყვეტილებით.

რა გამოწვევები გაქვთ სტუდენტებს, რომლებმაც თქვენი მომავალი კვების ტექნოლოგიის სფეროს დაუკავშირეთ?

რადგანაც ჯერჯერობით საუნივერსიტეტო პროცესზე შემიძლია საუბარი, გეტყოდით, რომ გამოწვევები ბევრია, ოღონდ პოზიტიურ ჭრილში. აგრარულ უნივერსიტეტში სასწავლო პროგრამა იმგვარად არის შედგენილი, რომ გიბიძგებს, გამოხვიდე კომფორტის ზონიდან და განვითარდე არა მხოლოდ პროფესიულად, არამედ შეიძინო სხვადასხვა უნარი, რომელიც სამომავლოდ პრაქტიკულ საქმიანობაში დაგეხმარება. თავიდან შეიძლება ეს პროცესი გამოწვევად მიიღო, მაგრამ შემდეგ ხვდები, რომ ბევრი რამ ისწავლე.

იმისათვის, რომ გქონდეს მოტივაცია, ერთი მხრივ, მნიშვნელოვანია გარემო და სასწავლო პროგრამა უნივერსიტეტში და მეორე მხრივ, მხარდაჭერა, რომელსაც გარედან, კერძო სექტორისგან ვიღებთ, ამიტომ სტიპენდია გარკვეულ მოტივაციას წარმოადგენს ჩვენთვის. ვიცოდი, რომ „ნიკორა ჯგუფი“ მხარს უჭერდა წარმატებულ სტუდენტებს და როდესაც მეც მივიღე შეტყობინება ამის შესახებ, ძალიან გამიხარდა.

თქვენ ახსენეთ, რომ მნიშვნელოვანია თვითგანვითარებაც. კონკრეტულად თქვენს სფეროში როგორ ახერხებთ ამას?

როგორც ბევრი სხვა, ისე სასურსათო ტექნოლოგიის სპეციალისტის პროფესიაც მუდმივად საჭიროებს ცოდნის განახლებას, იცვლება კვლევები, შემოდის ახალი ტექნოლოგიები და სიახლეებისთვის თვალის დევნება ყოველთვის აუცილებელია.

გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, გქონდეს უნარები ამ ინფორმაციის მოსაძიებლად და პრაქტიკაში დასანერგად. აგრარული უნივერსიტეტი ამ უნარების შეძენაში მაქსიმალურად გვიწყობს ხელს და გვეხმარება, დამოუკიდებლად შევძლოთ სწორი რესურსების მოძიება.

რა ინტერესები აქვს სოფიოს საყვარელი პროფესიის გარდა? როგორ ატარებთ თავისუფალ დროს?

ძალიან მიყვარს ცხოველები, მათთან ერთად თამაში დადებითი ემოციებით მმუხტავს. სახლში გვყავს ორი ძაღლი და ოთხი კატა, ხშირად ვსეირნობ ხოლმე მათთან ერთად, მათი მოვლა, მოფერება ჩემთვის ერთგვარი თერაპიაა.

ასევე მიყვარს კითხვა როგორც მხატვრული, ისე სამეცნიერო ლიტერატურის და სასწავლო პროგრამის გარდა, ამასაც დიდ დროს ვუთმობ ხოლმე.

როგორი სამომავლოდ გეგმები გაქვთ თქვენს პროფესიასთან დაკავშირებით?

ვცდილობ, მაქსიმალური დრო დავუთმო სწავლას. ჩემი მიზანია, ჩემი საქმის პროფესიონალი გავხდე. ჯერ ზუსტად არ მაქვს გადაწყვეტილი, როდესაც საბაკალავრო პროგრამას დავასრულებ, კონკრეტულად რა მიმართულებით გავაგრძელებ ამ სფეროში განვითარებას, ამიტომ ცოდნის გაღრმავებაზე ვარ ორიენტირებული.

ჩემი დიდი სურვილია, საქართველოში სასურსათო ტექნოლოგიების განვითარებაში შევიტანო წვლილი და ამისთვის ჩემს მაქსიმუმს გავაკეთებ.

NS