სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“8 საარჩევნო სუბიექტმა ჯამურად 18,8 მლნ ლარის შემოსავალი მიიღო და 25,3 მლნ-ს ხარჯი გასწია - ჯამური ხარჯების 53% “ქართულ ოცნებაზე“ მოდიოდა“ - “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ ანგარიშს აქვეყნებს
“8 საარჩევნო სუბიექტმა ჯამურად 18,8 მლნ ლარის შემოსავალი მიიღო და 25,3 მლნ-ს ხარჯი გასწია - ჯამური ხარჯების 53% “ქართულ ოცნებაზე“ მოდიოდა“ - “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ ანგარიშს აქვეყნებს

ორ­გა­ნი­ზა­ცია “სა­ერ­თა­შო­რი­სო გამჭვირ­ვა­ლო­ბა - სა­ქარ­თვე­ლოს” ინ­ფორ­მა­ცი­ით, წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო პე­რი­ოდ­ში შეს­წავ­ლილ­მა 8 სა­არ­ჩევ­ნო სუ­ბი­ექ­ტმა ჯა­მუ­რად 18,8 მი­ლი­ო­ნი ლა­რის ოდე­ნო­ბის შე­მო­სა­ვა­ლი მი­ი­ღო და 25,3 მი­ლი­ო­ნი ლა­რის ხარ­ჯი გას­წია - ჯა­მუ­რი ხარ­ჯე­ბის 53% (13,3 მი­ლი­ო­ნი ლარი) “ქარ­თულ ოც­ნე­ბა­ზე“ მო­დი­ო­და.

რო­გორც ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში აცხა­დე­ბენ, 8 სა­არ­ჩევ­ნო სუ­ბი­ექ­ტის და­ფი­ნან­სე­ბის შეს­წავ­ლის შე­დე­გად კვლავ გა­მო­იკ­ვე­თა “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ მკვეთ­რი ფი­ნან­სუ­რი უპი­რა­ტე­სო­ბა სხვა პარ­ტი­ებ­თან შე­და­რე­ბით.

მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, ეს გან­სა­კუთ­რე­ბით თვალ­ში­სა­ცე­მია წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო პე­რი­ოდ­ში გა­წე­უ­ლი ხარ­ჯე­ბი­დან - მმარ­თველ­მა პარ­ტი­ამ იმა­ზე მეტი და­ხარ­ჯა, ვიდ­რე ყვე­ლა სხვა პარ­ტი­ამ ერ­თად აღე­ბუ­ლი (53%), რა­საც გა­ნა­პი­რო­ბებ­და წლის და­სა­წყი­სი­დან მი­ღე­ბუ­ლი შე­მო­წი­რუ­ლე­ბე­ბის დიდი რა­ო­დე­ნო­ბა (13.4 მლნ ლარი).

“კვლავ შეშ­ფო­თე­ბას იწ­ვევს სის­ტე­მუ­რი კო­რუფ­ცი­ის ნიშ­ნე­ბი მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის მიერ შე­მო­წი­რუ­ლე­ბე­ბის მო­ზიდ­ვის პრო­ცეს­ში. დო­ნო­რე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­წი­ლი შე­მო­წი­რუ­ლე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად მრა­ვალ­მი­ლი­ო­ნი­ან სა­ხელ­მწი­ფო კონ­ტრაქ­ტებს და სუბ­სი­დი­ებს იღე­ბენ. ან­ტი­კო­რუფ­ცი­უ­ლი ბი­უ­რო ასე­თი შე­მო­წი­რუ­ლე­ბე­ბით არ ინ­ტე­რეს­დე­ბა, თუმ­ცა ის წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო პე­რი­ოდ­ში ავიწ­რო­ებს სა­დამ­კვირ­ვებ­ლო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს და პირ­და­პირ ას­რუ­ლებს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის და­ვა­ლე­ბებს, რი­თაც სა­ბო­ლო­ოდ ძირს უთხრის მის მი­მართ ნდო­ბას.

  • პარ­ტი­ე­ბის შე­მო­სავ­ლე­ბი და ხარ­ჯე­ბი

წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო პე­რი­ოდ­ში შეს­წავ­ლილ­მა 8 სა­არ­ჩევ­ნო სუ­ბი­ექ­ტმა ჯა­მუ­რად 18,8 მი­ლი­ო­ნი ლა­რის ოდე­ნო­ბის შე­მო­სა­ვა­ლი (სა­ბი­უ­ჯე­ტო და­ფი­ნან­სე­ბა და შე­მო­წი­რუ­ლე­ბა) მი­ი­ღო და 25,3 მი­ლი­ო­ნი ლა­რის ხარ­ჯი გას­წია. ჯა­მუ­რი ხარ­ჯე­ბის 53% (13,3 მი­ლი­ო­ნი ლარი) “ქარ­თულ ოც­ნე­ბა­ზე“ მო­დი­ო­და.

წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო პე­რი­ოდ­ში პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ე­ბის მიერ ჯა­მუ­რად მი­ღე­ბუ­ლი შე­მო­სავ­ლე­ბის 94% (17,7 მი­ლი­ო­ნი ლარი) შე­მო­წი­რუ­ლე­ბებ­ზე მო­დი­ო­და, 6% (1 მი­ლი­ო­ნი ლარი) კი - სა­ხელ­მწი­ფო და­ფი­ნან­სე­ბა­ზე.

წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო პე­რი­ოდ­ში სა­არ­ჩევ­ნო სუ­ბი­ექ­ტებ­მა ჯამ­ში 17,8 მლნ ლა­რის ოდე­ნო­ბის შე­მო­წი­რუ­ლე­ბა მი­ი­ღეს, სა­ი­და­ნაც 6 მლნ ლარი (ყვე­ლა შე­მო­წი­რუ­ლე­ბის 34%) “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა­ზე“ მო­დი­ო­და, 5,6 ლა­რით მე­ო­რე ად­გილ­ზე პარ­ტია “კო­ა­ლი­ცია ცვლი­ლე­ბე­ბის­თვის”, ხოლო მე­სა­მე­ზე - 5.1 ლა­რით “ძლი­ე­რი სა­ქარ­თვე­ლო”.

გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ვი­თა­რე­ბაა წლის და­სა­წყი­სი­დან მი­ღე­ბუ­ლი შე­მო­წი­რუ­ლე­ბე­ბის კუ­თხით, ამ პე­რი­ოდ­ში “ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ“ იმა­ზე მეტი შე­მო­წი­რუ­ლე­ბა მი­ი­ღო, ვიდ­რე სხვა და­ნარ­ჩენ­მა პარ­ტი­ებ­მა ერ­თად აღე­ბუ­ლი. ყვე­ლა პარ­ტი­ამ ჯამ­ში 25.3 მლნ ლარი მი­ი­ღო, აქე­დან “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბას“ 13.4 მლნ ლარი შეს­წი­რეს (53%), “ძლი­ე­რი სა­ქარ­თვე­ლოს“ – 5.4 მლნ ლარი (21%), ხოლო “კო­ა­ლი­ცი­ას ცვლი­ლე­ბის­თვის“ 5 მლნ ლარი (20%).

წლის და­სა­წყი­სი­დან შე­მომ­წირ­ველ­თა 40%-ს იმა­ზე მეტი აქვს შე­წი­რუ­ლი, ვიდ­რე ერთი წლის სა­შუ­ა­ლო ხელ­ფა­სია სა­ქარ­თვე­ლო­ში (17,000 ლარი ხელ­ზე). ასეთ შე­მომ­წირ­ვე­ლებ­ზე ყვე­ლა პარ­ტი­ის მიერ მი­ღე­ბუ­ლი შე­მო­წი­რუ­ლე­ბის 84% მო­დის, რაც მათ მსხვილ დო­ნო­რებ­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა­ზე მი­უ­თი­თებს.

წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო პე­რი­ოდ­ში პარ­ტი­ებ­მა რეკ­ლა­მა­ზე 17.7 მი­ლი­ო­ნი ლარი და­ხარ­ჯეს, რომ­ლის 47% (8.3 მი­ლი­ო­ნი ლარი) “ქარ­თულ ოც­ნე­ბა­ზე“ მო­დი­ო­და; შემ­დეგ ად­გი­ლებ­ზე “ძლი­ე­რი სა­ქარ­თვე­ლო“ (4.5 მი­ლი­ო­ნი ლარი) და “კო­ა­ლი­ცია ცვლი­ლე­ბე­ბის­თვის“ (4.1 მი­ლი­ო­ნი ლარი) არი­ან.

  • პო­ლი­ტი­კუ­რი კო­რუფ­ცი­ის მა­ღა­ლი რის­კის შემ­ცვე­ლი შე­მო­წი­რუ­ლე­ბე­ბი

მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის შე­მომ­წირ­ვე­ლებ­თან და­კავ­ში­რე­ბულ­მა კომ­პა­ნი­ებ­მა 2023 წლის 1 იან­ვრი­დან 2024 წლის 17 ოქ­ტომ­ბრამ­დე პე­რი­ოდ­ში სა­ხელ­მწი­ფო შეს­ყიდ­ვებ­ში 684 მლნ ლა­რის კონ­ტრაქ­ტე­ბი მი­ი­ღეს. სა­ნაც­ვლოდ, აღ­ნიშ­ნულ­მა შე­მომ­წირ­ვე­ლებ­მა 2024 წელს “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის” სა­სარ­გებ­ლოდ 3.1 მლნ ლარი გა­ი­ღეს.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია შპს “გზას“ შემ­თხვე­ვა, რო­მელ­მაც 2023-2024 წლებ­ში 226 მლნ ლა­რის კონ­ტრაქ­ტე­ბი მი­ი­ღო სა­ხელ­მწი­ფო შეს­ყიდ­ვებ­ში. კომ­პა­ნია “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ შე­მომ­წირ­ველს და 2024 წლის არ­ჩევ­ნებ­ში პარ­ლა­მენ­ტის წევ­რო­ბის კან­დი­დატს გი­ორ­გი ჭყო­ნი­ას ეკუთ­ვნის. მან და მის­მა მე­წი­ლემ – მალ­ხაზ დუმ­ბა­ძემ მმარ­თველ პარ­ტი­ას 2024 წელს 75 ათა­სი ლარი შეს­წი­რეს, 2013-დან კი 621 ათა­სი ლარი აქვთ ჯა­მუ­რად შე­წი­რუ­ლი.

“ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ შე­მომ­წირ­ვე­ლია სა­ხელ­მწი­ფო პროგ­რა­მის “აწარ­მოე სა­ქარ­თვე­ლო­ში“ 32 ბე­ნე­ფი­ცი­ა­რი, რომ­ლებ­მაც 2024 წელს “ქარ­თულ ოც­ნე­ბას” 1.6 მლნ ლარი შეს­წი­რეს. 2014-2020 წლებ­ში აღ­ნიშ­ნუ­ლი პროგ­რა­მის ფარ­გლებ­ში მათ ჯამ­ში 7.4 მლნ ლარი აქვთ მი­ღე­ბუ­ლი.

“ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ 51 შე­მომ­წირ­ველს 2014-2023 წლებ­ში სა­ხელ­მწი­ფო აგ­როპ­რო­ექ­ტე­ბი­დან 71 მლნ ლა­რის სუბ­სი­დია აქვს მი­ღე­ბუ­ლი. სა­ნაც­ვლოდ, აღ­ნიშ­ნულ წლებ­ში მათ მმარ­თველ პარ­ტი­ას 7.7 მლნ ლარი შეს­წი­რეს; აქე­დან 2 მლნ ლარი — 2024 წლის 1 იან­ვრი­დან 4 ოქ­ტომ­ბრამ­დე პე­რი­ოდ­ში.

ყვე­ლა­ზე მეტი თან­ხა მეღ­ვი­ნე­ე­ბის, ზუ­რაბ და ალექ­სან­დრე ჩხა­ი­ძე­ე­ბის კომ­პა­ნი­ებ­მა მი­ი­ღეს - 16 მლნ ლარი. მათ “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის­თვის“ 320,000 ლარი აქვთ შე­წი­რუ­ლი.

10 მლნ ლა­რამ­დე სუბ­სი­დია მი­ი­ღეს შპს Bolero & Company-მ და შპს “სა­ქარ­თვე­ლოს სპირტსახ­დე­ლე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბამ“, რომ­ლის დი­რექ­ტო­რებს, და­ვით ბო­ჭო­რიშ­ვილს და ირაკ­ლი ბე­ქა­ურს მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის­თვის 347,000 ლარი აქვთ შე­წი­რუ­ლი. აღ­ნიშ­ნუ­ლი ორი კომ­პა­ნი­ის მფლო­ბე­ლი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი დე­ი­დაშ­ვი­ლის, უჩა მა­მა­ცაშ­ვი­ლის ბიზ­ნეს პარტნი­ო­რი ვახ­ტანგ კა­რი­ჭაშ­ვი­ლია.

ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­თან ნა­თე­სა­უ­რი ან ბიზ­ნეს კავ­ში­რის მქო­ნე პი­რებ­მა 2024 წლის 1 იან­ვრი­დან 4 ოქ­ტომ­ბრამ­დე “ქარ­თულ ოც­ნე­ბას” 425,000 ლარი შეს­წი­რეს.

წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის შე­მომ­წირ­ვე­ლებს შო­რის ჩა­მო­ყა­ლიბ­და რამ­დე­ნი­მე მსხვი­ლი ჯგუ­ფი, რო­მე­ლიც თით­ქმის ყო­ველ არ­ჩევ­ნებ­ზე “ქარ­თულ ოც­ნე­ბას” დიდ თან­ხას ერ­თსა და იმა­ვე დღეს სწი­რავს. 2024 წლის 10-11 ივ­ლისს შპს “ნო­ვას“ ხუთ­მა მფლო­ბელ­მა “ქარ­თულ ოც­ნე­ბას“ 282,000 ლარი შეს­წი­რა. “ნო­ვამ“ 2023-2024 წლებ­ში სა­ხელ­მწი­ფო შეს­ყიდ­ვე­ბი­დან 9.2 მლნ ლარი მი­ი­ღო; პროგ­რა­მი­დან “აწარ­მოე სა­ქარ­თვე­ლო­ში“ კი 1.1 მლნ ლარი აქვს მი­ღე­ბუ­ლი. 4 და 12 ივ­ლისს შპს “ლილო-მო­ლის“ 13-მა მფლო­ბელ­მა “ქარ­თულ ოც­ნე­ბას“ ჯამ­ში 558,000 ლარი შეს­წი­რა.

პარ­ტი­ებ­ზე ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბა

ან­ტი­კო­რუფ­ცი­უ­ლი ბი­უ­როს 2024 წლის 24 სექ­ტემ­ბრის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რომ­ლი­თაც “სა­ერ­თა­შო­რი­სო გამჭვირ­ვა­ლო­ბა - სა­ქარ­თვე­ლოს” და მის აღ­მას­რუ­ლე­ბელ დი­რექ­ტორს - ეკა გი­გა­ურს “გან­ცხა­დე­ბუ­ლი სა­არ­ჩევ­ნო მიზ­ნე­ბის” მქო­ნე სუ­ბი­ექ­ტის სტა­ტუ­სი მი­ე­ნი­ჭათ, კა­ნონ­სა­წი­ნა­აღ­მდე­გო და უკი­დუ­რე­სად და­მა­ზი­ა­ნე­ბე­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა იყო, რომ­ლის შე­დე­გა­დაც ან­ტი­კო­რუფ­ცი­უ­ლი ბი­უ­როს, რო­გორც პარ­ტი­ე­ბის ფი­ნან­სუ­რი ზე­დამ­ხედ­ვე­ლი ორ­გა­ნოს მი­მართ ნდო­ბა აღარ არ­სე­ბობს.

პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის სა­ჯა­რო და­ვა­ლე­ბით, ან­ტი­კო­რუფ­ცი­უ­ლი ბი­უ­როს უფ­რო­სის მიერ თა­ვი­სი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა გა­ა­უქ­მებს კი­დევ უფრო აძ­ლი­ე­რებს არ­გუ­მენ­ტებს, რომ ბი­უ­რო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­გან და­მო­უ­კი­დებ­ლად არ იღებს.

მას შემ­დეგ, რაც პარ­ტი­ე­ბის ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბა ან­ტი­კო­რუფ­ცი­უ­ლი ბი­უ­როს მან­და­ტი გახ­და, პო­ლი­ტი­კუ­რი ფი­ნან­სე­ბის ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის გამჭვირ­ვა­ლო­ბის სტან­დარ­ტე­ბი დღი­თი­დღე უა­რეს­დე­ბა. ბი­უ­როს არ გა­მო­უქ­ვეყ­ნე­ბია წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო მო­ნი­ტო­რინ­გის ან­გა­რი­ში, გა­უ­ა­რე­სე­ბუ­ლია წვდო­მა პარ­ტი­ე­ბის მიერ წარ­დგე­ნილ დეკ­ლა­რა­ცი­ებ­ზე, დღემ­დე არ არ­სე­ბობს ინ­ფორ­მა­ცია პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ე­ბის ან შე­მომ­წირ­ვე­ლე­ბის მი­მართ დას­რუ­ლე­ბულ ან მიმ­დი­ნა­რე სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვის საქ­მე­ე­ბის წარ­მო­ე­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბით“, - ნათ­ქვა­მია “სა­ერ­თა­შო­რი­სო გამჭვირ­ვა­ლო­ბა - სა­ქარ­თვე­ლოს“ მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს - დუშეთში, ერთ-ერთ სასტუმროში სავარაუდოდ, მოწყობილი იყო ე.წ. ქოლცენტრი
ავტორი:

“8 საარჩევნო სუბიექტმა ჯამურად 18,8 მლნ ლარის შემოსავალი მიიღო და 25,3 მლნ-ს ხარჯი გასწია - ჯამური ხარჯების 53% “ქართულ ოცნებაზე“ მოდიოდა“ - “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ ანგარიშს აქვეყნებს

“8 საარჩევნო სუბიექტმა ჯამურად 18,8 მლნ ლარის შემოსავალი მიიღო და 25,3 მლნ-ს ხარჯი გასწია - ჯამური ხარჯების 53% “ქართულ ოცნებაზე“ მოდიოდა“ - “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ ანგარიშს აქვეყნებს

ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” ინფორმაციით, წინასაარჩევნო პერიოდში შესწავლილმა 8 საარჩევნო სუბიექტმა ჯამურად 18,8 მილიონი ლარის ოდენობის შემოსავალი მიიღო და 25,3 მილიონი ლარის ხარჯი გასწია - ჯამური ხარჯების 53% (13,3 მილიონი ლარი) “ქართულ ოცნებაზე“ მოდიოდა.

როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, 8 საარჩევნო სუბიექტის დაფინანსების შესწავლის შედეგად კვლავ გამოიკვეთა “ქართული ოცნების“ მკვეთრი ფინანსური უპირატესობა სხვა პარტიებთან შედარებით.

მათივე ინფორმაციით, ეს განსაკუთრებით თვალშისაცემია წინასაარჩევნო პერიოდში გაწეული ხარჯებიდან - მმართველმა პარტიამ იმაზე მეტი დახარჯა, ვიდრე ყველა სხვა პარტიამ ერთად აღებული (53%), რასაც განაპირობებდა წლის დასაწყისიდან მიღებული შემოწირულებების დიდი რაოდენობა (13.4 მლნ ლარი).

“კვლავ შეშფოთებას იწვევს სისტემური კორუფციის ნიშნები მმართველი პარტიის მიერ შემოწირულებების მოზიდვის პროცესში. დონორების მნიშვნელოვანი ნაწილი შემოწირულების პარალელურად მრავალმილიონიან სახელმწიფო კონტრაქტებს და სუბსიდიებს იღებენ. ანტიკორუფციული ბიურო ასეთი შემოწირულებებით არ ინტერესდება, თუმცა ის წინასაარჩევნო პერიოდში ავიწროებს სადამკვირვებლო ორგანიზაციებს და პირდაპირ ასრულებს პრემიერ-მინისტრის დავალებებს, რითაც საბოლოოდ ძირს უთხრის მის მიმართ ნდობას.

  • პარტიების შემოსავლები და ხარჯები

წინასაარჩევნო პერიოდში შესწავლილმა 8 საარჩევნო სუბიექტმა ჯამურად 18,8 მილიონი ლარის ოდენობის შემოსავალი (საბიუჯეტო დაფინანსება და შემოწირულება) მიიღო და 25,3 მილიონი ლარის ხარჯი გასწია. ჯამური ხარჯების 53% (13,3 მილიონი ლარი) “ქართულ ოცნებაზე“ მოდიოდა.

წინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკური პარტიების მიერ ჯამურად მიღებული შემოსავლების 94% (17,7 მილიონი ლარი) შემოწირულებებზე მოდიოდა, 6% (1 მილიონი ლარი) კი - სახელმწიფო დაფინანსებაზე.

წინასაარჩევნო პერიოდში საარჩევნო სუბიექტებმა ჯამში 17,8 მლნ ლარის ოდენობის შემოწირულება მიიღეს, საიდანაც 6 მლნ ლარი (ყველა შემოწირულების 34%) “ქართული ოცნებაზე“ მოდიოდა, 5,6 ლარით მეორე ადგილზე პარტია “კოალიცია ცვლილებებისთვის”, ხოლო მესამეზე - 5.1 ლარით “ძლიერი საქართველო”.

განსხვავებული ვითარებაა წლის დასაწყისიდან მიღებული შემოწირულებების კუთხით, ამ პერიოდში “ქართულმა ოცნებამ“ იმაზე მეტი შემოწირულება მიიღო, ვიდრე სხვა დანარჩენმა პარტიებმა ერთად აღებული. ყველა პარტიამ ჯამში 25.3 მლნ ლარი მიიღო, აქედან “ქართული ოცნებას“ 13.4 მლნ ლარი შესწირეს (53%), “ძლიერი საქართველოს“ – 5.4 მლნ ლარი (21%), ხოლო “კოალიციას ცვლილებისთვის“ 5 მლნ ლარი (20%).

წლის დასაწყისიდან შემომწირველთა 40%-ს იმაზე მეტი აქვს შეწირული, ვიდრე ერთი წლის საშუალო ხელფასია საქართველოში (17,000 ლარი ხელზე). ასეთ შემომწირველებზე ყველა პარტიის მიერ მიღებული შემოწირულების 84% მოდის, რაც მათ მსხვილ დონორებზე დამოკიდებულებაზე მიუთითებს.

წინასაარჩევნო პერიოდში პარტიებმა რეკლამაზე 17.7 მილიონი ლარი დახარჯეს, რომლის 47% (8.3 მილიონი ლარი) “ქართულ ოცნებაზე“ მოდიოდა; შემდეგ ადგილებზე “ძლიერი საქართველო“ (4.5 მილიონი ლარი) და “კოალიცია ცვლილებებისთვის“ (4.1 მილიონი ლარი) არიან.

  • პოლიტიკური კორუფციის მაღალი რისკის შემცველი შემოწირულებები

მმართველი პარტიის შემომწირველებთან დაკავშირებულმა კომპანიებმა 2023 წლის 1 იანვრიდან 2024 წლის 17 ოქტომბრამდე პერიოდში სახელმწიფო შესყიდვებში 684 მლნ ლარის კონტრაქტები მიიღეს. სანაცვლოდ, აღნიშნულმა შემომწირველებმა 2024 წელს “ქართული ოცნების” სასარგებლოდ 3.1 მლნ ლარი გაიღეს.

აღსანიშნავია შპს “გზას“ შემთხვევა, რომელმაც 2023-2024 წლებში 226 მლნ ლარის კონტრაქტები მიიღო სახელმწიფო შესყიდვებში. კომპანია “ქართული ოცნების“ შემომწირველს და 2024 წლის არჩევნებში პარლამენტის წევრობის კანდიდატს გიორგი ჭყონიას ეკუთვნის. მან და მისმა მეწილემ – მალხაზ დუმბაძემ მმართველ პარტიას 2024 წელს 75 ათასი ლარი შესწირეს, 2013-დან კი 621 ათასი ლარი აქვთ ჯამურად შეწირული.

“ქართული ოცნების“ შემომწირველია სახელმწიფო პროგრამის “აწარმოე საქართველოში“ 32 ბენეფიციარი, რომლებმაც 2024 წელს “ქართულ ოცნებას” 1.6 მლნ ლარი შესწირეს. 2014-2020 წლებში აღნიშნული პროგრამის ფარგლებში მათ ჯამში 7.4 მლნ ლარი აქვთ მიღებული.

“ქართული ოცნების“ 51 შემომწირველს 2014-2023 წლებში სახელმწიფო აგროპროექტებიდან 71 მლნ ლარის სუბსიდია აქვს მიღებული. სანაცვლოდ, აღნიშნულ წლებში მათ მმართველ პარტიას 7.7 მლნ ლარი შესწირეს; აქედან 2 მლნ ლარი — 2024 წლის 1 იანვრიდან 4 ოქტომბრამდე პერიოდში.

ყველაზე მეტი თანხა მეღვინეების, ზურაბ და ალექსანდრე ჩხაიძეების კომპანიებმა მიიღეს - 16 მლნ ლარი. მათ “ქართული ოცნებისთვის“ 320,000 ლარი აქვთ შეწირული.

10 მლნ ლარამდე სუბსიდია მიიღეს შპს Bolero & Company-მ და შპს “საქართველოს სპირტსახდელების გაერთიანებამ“, რომლის დირექტორებს, დავით ბოჭორიშვილს და ირაკლი ბექაურს მმართველი პარტიისთვის 347,000 ლარი აქვთ შეწირული. აღნიშნული ორი კომპანიის მფლობელი ბიძინა ივანიშვილი დეიდაშვილის, უჩა მამაცაშვილის ბიზნეს პარტნიორი ვახტანგ კარიჭაშვილია.

ბიძინა ივანიშვილთან ნათესაური ან ბიზნეს კავშირის მქონე პირებმა 2024 წლის 1 იანვრიდან 4 ოქტომბრამდე “ქართულ ოცნებას” 425,000 ლარი შესწირეს.

წლების განმავლობაში მმართველი პარტიის შემომწირველებს შორის ჩამოყალიბდა რამდენიმე მსხვილი ჯგუფი, რომელიც თითქმის ყოველ არჩევნებზე “ქართულ ოცნებას” დიდ თანხას ერთსა და იმავე დღეს სწირავს. 2024 წლის 10-11 ივლისს შპს “ნოვას“ ხუთმა მფლობელმა “ქართულ ოცნებას“ 282,000 ლარი შესწირა. “ნოვამ“ 2023-2024 წლებში სახელმწიფო შესყიდვებიდან 9.2 მლნ ლარი მიიღო; პროგრამიდან “აწარმოე საქართველოში“ კი 1.1 მლნ ლარი აქვს მიღებული. 4 და 12 ივლისს შპს “ლილო-მოლის“ 13-მა მფლობელმა “ქართულ ოცნებას“ ჯამში 558,000 ლარი შესწირა.

პარტიებზე ზედამხედველობა

ანტიკორუფციული ბიუროს 2024 წლის 24 სექტემბრის გადაწყვეტილება, რომლითაც “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” და მის აღმასრულებელ დირექტორს - ეკა გიგაურს “განცხადებული საარჩევნო მიზნების” მქონე სუბიექტის სტატუსი მიენიჭათ, კანონსაწინააღმდეგო და უკიდურესად დამაზიანებელი გადაწყვეტილება იყო, რომლის შედეგადაც ანტიკორუფციული ბიუროს, როგორც პარტიების ფინანსური ზედამხედველი ორგანოს მიმართ ნდობა აღარ არსებობს.

პრემიერ-მინისტრის საჯარო დავალებით, ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის მიერ თავისი გადაწყვეტილება გააუქმებს კიდევ უფრო აძლიერებს არგუმენტებს, რომ ბიურო გადაწყვეტილებებს ხელისუფლებისგან დამოუკიდებლად არ იღებს.

მას შემდეგ, რაც პარტიების ზედამხედველობა ანტიკორუფციული ბიუროს მანდატი გახდა, პოლიტიკური ფინანსების ზედამხედველობის გამჭვირვალობის სტანდარტები დღითიდღე უარესდება. ბიუროს არ გამოუქვეყნებია წინასაარჩევნო მონიტორინგის ანგარიში, გაუარესებულია წვდომა პარტიების მიერ წარდგენილ დეკლარაციებზე, დღემდე არ არსებობს ინფორმაცია პოლიტიკური პარტიების ან შემომწირველების მიმართ დასრულებულ ან მიმდინარე სამართალდარღვევის საქმეების წარმოებებთან დაკავშირებით“, - ნათქვამია “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.