პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
სამართალი
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"უფრო საიმედო პროგნოზით, საქართველოში მთავრობის დამოუკიდებლად შექმნას ვერცერთი პარტია ვერ შეძლებს და კოალიცია გახდება საჭირო" - რას აცხადებენ ევროპარლამენტის კვლევის სამსახურში
"უფრო საიმედო პროგნოზით, საქართველოში მთავრობის დამოუკიდებლად შექმნას ვერცერთი პარტია ვერ შეძლებს და კოალიცია გახდება საჭირო" - რას აცხადებენ ევროპარლამენტის კვლევის სამსახურში

სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი 2024 წლის 26 ოქ­ტომ­ბერს პირ­ვე­ლად, სრუ­ლად პრო­პორ­ცი­უ­ლი სის­ტე­მით ჩა­ტარ­დე­ბა. ამ კენ­ჭისყ­რის შე­დე­გე­ბი იქ­ნე­ბა უაღ­რე­სად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი, რაც პო­ტენ­ცი­უ­რად გან­სა­ზღვრავს სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­კავ­შირ­სა და ჩრდი­ლო­ატ­ლან­ტი­კურ სტრუქ­ტუ­რებ­ში ინ­ტეგ­რა­ცი­ის ტრა­ექ­ტო­რი­ას მო­მა­ვა­ლი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, - ამის შე­სა­ხებ აღ­ნიშ­ნუ­ლია დო­კუ­მენ­ტში, სა­თა­უ­რით : "სა­ქარ­თვე­ლო გზაჯ­ვა­რე­დინ­ზე: 2024 წლის ოქ­ტომ­ბრის სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი", რო­მე­ლიც ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტის კვლე­ვის სამ­სა­ხუ­რის წევ­რმა, ანა კაპ­რი­ლემ ევ­რო­პარ­ლა­მენტს გა­უგ­ზავ­ნა.

დო­კუ­მენ­ტის თა­ნახ­მად, სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ის გა­რე­მო სულ უფრო და­ძა­ბუ­ლი და პო­ლა­რი­ზე­ბუ­ლი ხდე­ბა.

"2012 წლი­დან ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მყო­ფი პარ­ტია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“, რო­მელ­საც ხელ­მძღვა­ნე­ლობს პარ­ტი­ის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი და მი­ლი­არ­დე­რი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი, არ­ჩევ­ნებს "მშვი­დო­ბა­სა და ომს“ შო­რის არ­ჩე­ვანს უწო­დებს. იმავდრო­უ­ლად, ოპო­ზი­ცია არ­ჩევ­ნებს დე­მოკ­რა­ტი­ულ და­სავ­ლეთ­სა და ავ­ტო­რი­ტა­რულ რუ­სეთს შო­რის არ­ჩე­ვანს უწო­დებს. გა­მო­კი­თხვე­ბი ურ­თი­ერ­თგა­მომ­რი­ცხავ შე­დე­გებს იძ­ლე­ვა, მაგ­რამ უფრო სა­ი­მე­დოდ მიჩ­ნე­უ­ლე­ბი პროგ­ნო­ზი­რე­ბენ, რომ მთავ­რო­ბის და­მო­უ­კი­დებ­ლად შექ­მნას ვერ­ცერ­თი პარ­ტია ვერ შეძ­ლებს და კო­ა­ლი­ცი­ის შექ­მნა გახ­დე­ბა სა­ჭი­რო“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია დო­კუ­მენ­ტში.

დო­კუ­მენ­ტის ავ­ტო­რი აღ­ნიშ­ნავს, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­კავ­ში­რის კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სი 2023 წლის 14 დე­კემ­ბერს მი­ე­ნი­ჭა იმ პი­რო­ბით, რომ ქვე­ყა­ნა ცხრა ძი­რი­თად სფე­რო­ში პროგ­რესს მი­აღ­წევ­და, თუმ­ცა, მას შემ­დეგ მმარ­თველ­მა პარ­ტი­ამ რამ­დე­ნი­მე სა­კა­ნონ­მდებ­ლო აქტი მი­ი­ღო, რო­მე­ლიც ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა ევ­რო­კავ­ში­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბებს და აფერ­ხებს გა­წევ­რი­ა­ნე­ბის შე­სა­ხებ მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის გაგ­რძე­ლე­ბას.

"სა­ქარ­თვე­ლოს სა­არ­ჩევ­ნო კა­ნონ­ში ბოლო დროს შე­ტა­ნი­ლი ცვლი­ლე­ბე­ბი გა­აკ­რი­ტი­კეს რო­გორც სა­ერ­თა­შო­რი­სო, ისე ად­გი­ლობ­რივ­მა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­მა. კო­მი­სია სა­ვა­რა­უ­დოდ უახ­ლო­ეს კვი­რებ­ში მი­ი­ღებს 2024 წლის გა­ფარ­თო­ე­ბის პა­კეტს, რო­მე­ლიც შე­ა­ფა­სებს კან­დი­და­ტი ქვეყ­ნე­ბის, მათ შო­რის სა­ქარ­თვე­ლოს პროგ­რესს“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია დო­კუ­მენ­ტში.

ავ­ტო­რი აღ­ნიშ­ნავს, რომ არ­ჩევ­ნებს მჭიდ­როდ და­აკ­ვირ­დე­ბი­ან ად­გი­ლობ­რი­ვი და სა­ერ­თა­შო­რი­სო დამ­კვირ­ვებ­ლე­ბი, მათ შო­რის გრძელ­ვა­დი­ა­ნი სა­დამ­კვირ­ვებ­ლო მი­სია უსაფრ­თხო­ე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ინ­სტი­ტუ­ტე­ბი­სა და ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ოფი­სი­დან (ODIHR).

დო­კუ­მენ­ტი ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტის ვებგ­ვერ­დზეა ატ­ვირ­თუ­ლი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

"უფრო საიმედო პროგნოზით, საქართველოში მთავრობის დამოუკიდებლად შექმნას ვერცერთი პარტია ვერ შეძლებს და კოალიცია გახდება საჭირო" - რას აცხადებენ ევროპარლამენტის კვლევის სამსახურში

"უფრო საიმედო პროგნოზით, საქართველოში მთავრობის დამოუკიდებლად შექმნას ვერცერთი პარტია ვერ შეძლებს და კოალიცია გახდება საჭირო" - რას აცხადებენ ევროპარლამენტის კვლევის სამსახურში

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2024 წლის 26 ოქტომბერს პირველად, სრულად პროპორციული სისტემით ჩატარდება. ამ კენჭისყრის შედეგები იქნება უაღრესად მნიშვნელოვანი, რაც პოტენციურად განსაზღვრავს საქართველოს ევროკავშირსა და ჩრდილოატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის ტრაექტორიას მომავალი წლების განმავლობაში, - ამის შესახებ აღნიშნულია დოკუმენტში, სათაურით : "საქართველო გზაჯვარედინზე: 2024 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები", რომელიც ევროპარლამენტის კვლევის სამსახურის წევრმა, ანა კაპრილემ ევროპარლამენტს გაუგზავნა.

დოკუმენტის თანახმად, საქართველოში საარჩევნო კამპანიის გარემო სულ უფრო დაძაბული და პოლარიზებული ხდება.

"2012 წლიდან ხელისუფლებაში მყოფი პარტია "ქართული ოცნება“, რომელსაც ხელმძღვანელობს პარტიის დამფუძნებელი და მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი, არჩევნებს "მშვიდობასა და ომს“ შორის არჩევანს უწოდებს. იმავდროულად, ოპოზიცია არჩევნებს დემოკრატიულ დასავლეთსა და ავტორიტარულ რუსეთს შორის არჩევანს უწოდებს. გამოკითხვები ურთიერთგამომრიცხავ შედეგებს იძლევა, მაგრამ უფრო საიმედოდ მიჩნეულები პროგნოზირებენ, რომ მთავრობის დამოუკიდებლად შექმნას ვერცერთი პარტია ვერ შეძლებს და კოალიციის შექმნა გახდება საჭირო“, - აღნიშნულია დოკუმენტში.

დოკუმენტის ავტორი აღნიშნავს, რომ საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი 2023 წლის 14 დეკემბერს მიენიჭა იმ პირობით, რომ ქვეყანა ცხრა ძირითად სფეროში პროგრესს მიაღწევდა, თუმცა, მას შემდეგ მმართველმა პარტიამ რამდენიმე საკანონმდებლო აქტი მიიღო, რომელიც ეწინააღმდეგება ევროკავშირის ღირებულებებს და აფერხებს გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გაგრძელებას.

"საქართველოს საარჩევნო კანონში ბოლო დროს შეტანილი ცვლილებები გააკრიტიკეს როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივმა ორგანიზაციებმა. კომისია სავარაუდოდ უახლოეს კვირებში მიიღებს 2024 წლის გაფართოების პაკეტს, რომელიც შეაფასებს კანდიდატი ქვეყნების, მათ შორის საქართველოს პროგრესს“, - აღნიშნულია დოკუმენტში.

ავტორი აღნიშნავს, რომ არჩევნებს მჭიდროდ დააკვირდებიან ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებლები, მათ შორის გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისია უსაფრთხოების ორგანიზაციის დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისიდან (ODIHR).

დოკუმენტი ევროპარლამენტის ვებგვერდზეა ატვირთული.