კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ცნობილი ხდება ე.წ. მალაკნების ბაზართან მოკლული ახალგაზრდის ვინაობა - "ჯერ მანქანა დააჯახეს, შემდეგ ესროლეს"
ცნობილი ხდება ე.წ. მალაკნების ბაზართან მოკლული ახალგაზრდის ვინაობა - "ჯერ მანქანა დააჯახეს, შემდეგ ესროლეს"

წუ­ხელ, თბი­ლის­ში, ე.წ. მა­ლაკ­ნე­ბის ბა­ზარ­თან ახალ­გაზ­რდა კაცი მოკ­ლეს. რო­გორც ირ­კვე­ვა, მა­მა­კაცს ჯერ მან­ქა­ნა და­ა­ჯა­ხეს და შემ­დეგ ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან რამ­დენ­ჯერ­მე ეს­რო­ლეს. ბიჭი ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა, დამ­ნა­შა­ვე კი შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან მი­ი­მა­ლა.

მთე­ლი ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში კრი­მი­ნა­ლის­ტე­ბი და სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბებს ატა­რებ­დნენ, მათ შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე იპო­ვეს გას­რო­ლი­ლი ტყვი­ის მას­რე­ბიც, რომ­ლე­ბიც საქ­მეს და­ერ­თო. ცხე­დარს ექ­სპერ­ტი­ზა ჩა­უ­ტარ­და.

მოკ­ლუ­ლი ახალ­გაზ­რდა ტატო ფირ­ცხა­ლა­იშ­ვი­ლია.

"შემ­თხვე­ვა მა­ლაკ­ნებ­თან, ჩი­ტა­ი­ას და ფი­როს­მა­ნის კვე­თას­თან მოხ­და, მოკ­ლუ­ლია ჩვე­ნი უბ­ნე­ლი ახალ­გაზ­რდა ბიჭი, ძა­ლი­ან გან­ვიც­დი ამ ამ­ბავს. თუმ­ცა არ ვიცი რა­ტომ მოკ­ლეს. მეტი დე­ტა­ლი პო­ლი­ცი­ი­დან გა­ი­გეთ, მე ვე­რა­ფერს გე­ტყვით", - ამ­ბობს ახალ­გაზ­რდა გო­გო­ნა.

მოკ­ლუ­ლია 27 წლის ტატო ფირ­ცხა­ლა­იშ­ვი­ლი. ასე­ვე, დაჭ­რი­ლია მისი თან­მხლე­ბი პირი, რო­მე­ლიც ერთ-ერთ კლი­ნი­კა­შია გა­დაყ­ვა­ნი­ლი, მას ოპე­რა­ცია ჩა­უ­ტარ­და.

რო­გორც კლი­ნი­კა “ჰე­ლის­კო­რის“ ქი­რურ­გი­უ­ლი გან­ყო­ფი­ლე­ბის უფ­როს­მა, გი­ორ­გი გო­გო­ლა­ძემ გან­მარ­ტა, დაჭ­რი­ლია ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა სტა­ბი­ლუ­რია და იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუკი, მდგო­მა­რე­ო­ბა არ გარ­თულ­დე­ბა, მას კლი­ნი­კი­დან 2-3 დღე­ში გა­წე­რენ.

“პა­ცი­ენ­ტი გუ­შინ სა­ღა­მოს შე­მო­იყ­ვა­ნეს, ცე­ცხლნას­რო­ლი ჭრი­ლო­ბე­ბი ჰქონ­და მარ­ცხე­ნა წვი­ვის და ქუს­ლის არე­ში. ორი­ვე სეგ­მენტზე ოპე­რა­ცი­უ­ლი ჩა­რე­ვა ჩა­უ­ტარ­და წარ­მა­ტე­ბით, მისი მდგო­მა­რე­ო­ბა სტა­ბი­ლუ­რია. სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბი მუდ­მი­ვად არი­ან, 4-5 კა­ცია პა­ლა­ტა­ში",- აცხა­დებს გო­გო­ლა­ძე.

  • თვითმხილ­ვე­ლის გან­მარ­ტე­ბით, შავი ფე­რის მან­ქა­ნა მოძ­რა­ო­ბის წე­სე­ბის დარ­ღვე­ვით გზის მე­ო­რე მხა­რეს გა­და­ვი­და და ახალ­გაზ­რდა ბიჭს გა­მიზ­ნუ­ლად და­ე­ჯა­ხა.

"გი­ჟი­ვით შე­მო­იჭ­რა წრე­ზე, ისე­თი ხმა იყო, მა­შინ­ვე გა­ვი­ხე­დე. მან­ქა­ნა ბიჭს და­ე­ჯა­ხა, რის შემ­დე­გაც წა­იქ­ცა. ვინც და­ე­ჯა­ხა, ის მან­ქა­ნი­დან გა­და­ვი­და, ცემა და­უ­წყეს ერ­თმა­ნეთს, შემ­დეგ სრო­ლის ხმა გა­ვი­გე. სა­ვა­რა­უ­დოდ, 2 ია­რა­ღი­დან მოხ­და გას­რო­ლა, რად­გან სხვა­დას­ხვა­ნა­ი­რი ხმა იყო, და­ახ­ლო­ე­ბით, 4-5-ჯერ ის­რო­ლეს.

ვინც და­ე­ჯა­ხა, ის მან­ქა­ნა­ში მარ­ტო იყო თუ არა, არ მახ­სოვს.

ეს ბიჭი სას­წრა­ფოს მოს­ვლი­დან 10-15 წუთ­ში გარ­და­იც­ვა­ლა.

აქ ამ­ბობ­დნენ, მოკ­ლულს ჯავ­შან­ჟი­ლე­ტი ეცვა, სას­წრა­ფო რომ მო­ვი­და ჟი­ლეტს ხდიდ­ნე­ნო... რო­გორც ჩანს, ელო­დე­ბო­და ეს საფრ­თხეს.

სა­ვა­რა­უ­დო მკვლე­ლი, წარ­სულ­ში ნა­სა­მარ­თლე­ვი ყო­ფი­ლა. ამ­ბო­ბენ, ადრე იმ ბიჭ­მა დაჭ­რა, ვინც წუ­ხელ მოკ­ლე­სო. სი­მარ­თლეა, თუ არა, არ ვიცი.

აქ მა­ცხოვ­რებ­ლე­ბი ამ­ბობ­დნენ, მთე­ლი დღის მან­ძილ­ზე უთ­ვალ­თვა­ლებ­დაო. ალ­ბათ, შუ­რის­ძი­ე­ბის ნი­ა­დაგ­ზე ჩა­ი­დი­ნა, თო­რემ ამ­დე­ნი კა­მე­რის და ამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნის თვალ­წინ არ გა­ა­კე­თებ­და“, - აცხა­დებს ერთ-ერთი თვითმხილ­ვე­ლი.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში მომ­ხდარ­თან და­კავ­ში­რე­ბით ამ დრომ­დე კო­მენ­ტა­რი არ კეთ­დე­ბა.

იხი­ლეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 11 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლექტორი
11

რატომ გაბედა დამნაშავემ მთვრალი- საჭესთან , იარაღით? რატომ გაბედა მოკლულმა იარაღის ტარება . . . აქედან ხომ არ იწყება?

დგ
2

რაღაც გარჩევა ექნებოდათ ერთმანეთთან 

ავტორი:

ცნობილი ხდება ე.წ. მალაკნების ბაზართან მოკლული ახალგაზრდის ვინაობა - "ჯერ მანქანა დააჯახეს, შემდეგ ესროლეს"

ცნობილი ხდება ე.წ. მალაკნების ბაზართან მოკლული ახალგაზრდის ვინაობა - "ჯერ მანქანა დააჯახეს, შემდეგ ესროლეს"

წუხელ, თბილისში, ე.წ. მალაკნების ბაზართან ახალგაზრდა კაცი მოკლეს. როგორც ირკვევა, მამაკაცს ჯერ მანქანა დააჯახეს და შემდეგ ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლეს. ბიჭი ადგილზე გარდაიცვალა, დამნაშავე კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

მთელი ღამის განმავლობაში კრიმინალისტები და სამართალდამცველები საგამოძიებო მოქმედებებს ატარებდნენ, მათ შემთხვევის ადგილზე იპოვეს გასროლილი ტყვიის მასრებიც, რომლებიც საქმეს დაერთო. ცხედარს ექსპერტიზა ჩაუტარდა.

მოკლული ახალგაზრდა ტატო ფირცხალაიშვილია.

"შემთხვევა მალაკნებთან, ჩიტაიას და ფიროსმანის კვეთასთან მოხდა, მოკლულია ჩვენი უბნელი ახალგაზრდა ბიჭი, ძალიან განვიცდი ამ ამბავს. თუმცა არ ვიცი რატომ მოკლეს. მეტი დეტალი პოლიციიდან გაიგეთ, მე ვერაფერს გეტყვით", - ამბობს ახალგაზრდა გოგონა.

მოკლულია 27 წლის ტატო ფირცხალაიშვილი. ასევე, დაჭრილია მისი თანმხლები პირი, რომელიც ერთ-ერთ კლინიკაშია გადაყვანილი, მას ოპერაცია ჩაუტარდა.

როგორც კლინიკა “ჰელისკორის“ ქირურგიული განყოფილების უფროსმა, გიორგი გოგოლაძემ განმარტა, დაჭრილია ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და იმ შემთხვევაში, თუკი, მდგომარეობა არ გართულდება, მას კლინიკიდან 2-3 დღეში გაწერენ.

“პაციენტი გუშინ საღამოს შემოიყვანეს, ცეცხლნასროლი ჭრილობები ჰქონდა მარცხენა წვივის და ქუსლის არეში. ორივე სეგმენტზე ოპერაციული ჩარევა ჩაუტარდა წარმატებით, მისი მდგომარეობა სტაბილურია. სამართალდამცავები მუდმივად არიან, 4-5 კაცია პალატაში",- აცხადებს გოგოლაძე.

  • თვითმხილველის განმარტებით, შავი ფერის მანქანა მოძრაობის წესების დარღვევით გზის მეორე მხარეს გადავიდა და ახალგაზრდა ბიჭს გამიზნულად დაეჯახა.

"გიჟივით შემოიჭრა წრეზე, ისეთი ხმა იყო, მაშინვე გავიხედე. მანქანა ბიჭს დაეჯახა, რის შემდეგაც წაიქცა. ვინც დაეჯახა, ის მანქანიდან გადავიდა, ცემა დაუწყეს ერთმანეთს, შემდეგ სროლის ხმა გავიგე. სავარაუდოდ, 2 იარაღიდან მოხდა გასროლა, რადგან სხვადასხვანაირი ხმა იყო, დაახლოებით, 4-5-ჯერ ისროლეს.

ვინც დაეჯახა, ის მანქანაში მარტო იყო თუ არა, არ მახსოვს.

ეს ბიჭი სასწრაფოს მოსვლიდან 10-15 წუთში გარდაიცვალა.

აქ ამბობდნენ, მოკლულს ჯავშანჟილეტი ეცვა, სასწრაფო რომ მოვიდა ჟილეტს ხდიდნენო... როგორც ჩანს, ელოდებოდა ეს საფრთხეს.

სავარაუდო მკვლელი, წარსულში ნასამართლევი ყოფილა. ამბობენ, ადრე იმ ბიჭმა დაჭრა, ვინც წუხელ მოკლესო. სიმართლეა, თუ არა, არ ვიცი.

აქ მაცხოვრებლები ამბობდნენ, მთელი დღის მანძილზე უთვალთვალებდაო. ალბათ, შურისძიების ნიადაგზე ჩაიდინა, თორემ ამდენი კამერის და ამდენი ადამიანის თვალწინ არ გააკეთებდა“, - აცხადებს ერთ-ერთი თვითმხილველი.

შინაგან საქმეთა სამინისტროში მომხდართან დაკავშირებით ამ დრომდე კომენტარი არ კეთდება.

იხილეთ ასევე: