კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აჭარაში "კარგი მასპინძლის" სტატუსი ორ საოჯახო-სასტუმრო სახლს მიენიჭა
აჭარაში "კარგი მასპინძლის" სტატუსი ორ საოჯახო-სასტუმრო სახლს მიენიჭა

მთი­ან აჭა­რა­ში ორ სა­ო­ჯა­ხო-სას­ტუმ­რო სახ­ლს „კარ­გი მას­პინ­ძლის“ სტა­ტუ­სი მი­ე­ნი­ჭა. სა­ო­ჯა­ხო სახ­ლე­ბის „სხალ­თა“ და „მოყ­ვა­რე“ მე­პატ­რო­ნე­ე­ბი პირ­ვე­ლე­ბი აღ­მოჩ­ნდნენ, ვინც პრო­ექ­ტით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი ეტა­პე­ბი წარ­მა­ტე­ბით გა­და­ლა­ხეს. სა­ო­ჯა­ხო სას­ტუმ­რო­ე­ბი სხალ­თი­სა და მე­რი­სის ხე­ო­ბებ­ში მდე­ბა­რე­ობს და წლე­ბია მას­პინ­ძლო­ბენ ტუ­რის­ტებს. პრო­ექ­ტი "კარ­გი მას­პინ­ძე­ლი” აჭა­რის ტუ­რიზ­მის დე­პარ­ტა­მენ­ტის ტუ­რის­ტუ­ლი პრო­დუქ­ტე­ბის სა­ა­გენ­ტომ რე­გი­ონ­ში სა­ო­ჯა­ხო-სას­ტუმ­რო სახ­ლე­ბის წა­ხა­ლი­სე­ბი­სა და მომ­სა­ხუ­რე­ბის ხა­რის­ხის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის მიზ­ნით და­ი­წყო. სტა­ტუ­სის მქო­ნე სა­ო­ჯა­ხო სახ­ლებს უკვე და­უმ­ზად­დათ საპ­რო­მო­ციო ფოტო-ვი­დეო მა­სა­ლე­ბი, სახ­ლთან და­უ­მონ­ტაჟ­დათ მა­ნიშ­ნებ­ლე­ბი და გა­და­ე­ცათ ბრენ­დი­რე­ბუ­ლი სუ­ვე­ნი­რე­ბი. პრო­ექ­ტი ევ­რო­პუ­ლი მო­დე­ლის „Good Host“-ის ანა­ლო­გია და მიზ­ნად ისა­ხავს, ქა­ლაქ­გა­რეთ გა­მორ­ჩე­უ­ლი სტუ­მარ­თმას­პინ­ძლო­ბის, ავ­თენ­ტუ­რი გა­რე­მოს, ვი­ზუ­ა­ლის მქო­ნე სა­ო­ჯა­ხო-სას­ტუმ­რო­ე­ბის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ა­სა და სტი­მუ­ლი­რე­ბას გა­ნა­ვი­თა­რონ ტუ­რის­ტუ­ლი ბიზ­ნე­სი.

სა­ო­ჯა­ხო-სას­ტუმ­რო სახ­ლე­ბის მას­ტი­მუ­ლი­რე­ბე­ლი პრო­ექ­ტი „კარ­გი მას­პინ­ძე­ლი“ აჭა­რა­ში პირ­ვე­ლად ხორ­ცი­ელ­დე­ბა. მას­ში ჩარ­თვა ნე­ბა­ყოფ­ლო­ბი­თია. სტა­ტუ­სის მი­ღე­ბის მსურ­ვე­ლე­ბი სხვა­დას­ხვა კრი­ტე­რი­უ­მე­ბით ფას­დე­ბი­ან. კრი­ტე­რი­უ­მე­ბი სა­ო­ჯა­ხო სახ­ლე­ბის ინ­ტე­რი­ე­რის, ექ­სტე­რი­ე­რის, კვე­ბის, მომ­სა­ხუ­რე­ბის ხა­რის­ხი­სა და ინ­ფორ­მა­ცი­უ­ლი ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბის მი­ხედ­ვი­თაა შედ­გე­ნი­ლი. მათი მი­ნი­მუმ 90%-ის დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბაა სა­ჭი­რო „კარ­გი მას­პინ­ძლის“ სტა­ტუ­სის მო­სა­პო­ვებ­ლად. პრო­ექ­ტი­სა და კრი­ტე­რი­უ­მე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ღე­ბა მსურ­ვე­ლებს ლინკზე https://infoajara.com/ka/good-host შე­უძ­ლი­ათ. აღ­ნიშ­ნულ ბმულ­ზე რე­გის­ტრა­ცი­ი­სა და სა­კუ­თა­რი სა­ო­ჯა­ხო სახ­ლის შე­ფა­სე­ბის შემ­დეგ, „კარ­გი მას­პინ­ძლის“ სტა­ტუ­სის მო­პო­ვე­ბის მსურ­ველ სა­ო­ჯა­ხო სახ­ლებს სპე­ცი­ა­ლუ­რი კო­მი­სია და იდუ­მა­ლი სტუ­მა­რი შე­ა­ფა­სებს. პრო­ექ­ტში ჩარ­თვა მსურ­ვე­ლებს ნე­ბის­მი­ერ დროს შე­უძ­ლია. ობი­ექ­ტე­ბის­თვის სტა­ტუ­სის მი­ნი­ჭე­ბა კი 3 - 6 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა. პრო­ექ­ტი აჭა­რის ტუ­რიზ­მის დე­პარ­ტა­მენ­ტის ტუ­რის­ტუ­ლი პრო­დუქ­ტე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის სა­ა­გენ­ტომ ევ­რო­პის სოფ­ლის ტუ­რიზ­მის ფე­დე­რა­ცი­ა­სა და ეს­ტო­ნე­თის სოფ­ლის ტუ­რიზ­მის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბით მო­ამ­ზა­და.

NS

ავტორი:

აჭარაში "კარგი მასპინძლის" სტატუსი ორ საოჯახო-სასტუმრო სახლს მიენიჭა

აჭარაში "კარგი მასპინძლის" სტატუსი ორ საოჯახო-სასტუმრო სახლს მიენიჭა

მთიან აჭარაში ორ საოჯახო-სასტუმრო სახლს „კარგი მასპინძლის“ სტატუსი მიენიჭა. საოჯახო სახლების „სხალთა“ და „მოყვარე“ მეპატრონეები პირველები აღმოჩნდნენ, ვინც პროექტით გათვალისწინებული ეტაპები წარმატებით გადალახეს. საოჯახო სასტუმროები სხალთისა და მერისის ხეობებში მდებარეობს და წლებია მასპინძლობენ ტურისტებს. პროექტი "კარგი მასპინძელი” აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების სააგენტომ რეგიონში საოჯახო-სასტუმრო სახლების წახალისებისა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით დაიწყო. სტატუსის მქონე საოჯახო სახლებს უკვე დაუმზადდათ საპრომოციო ფოტო-ვიდეო მასალები, სახლთან დაუმონტაჟდათ მანიშნებლები და გადაეცათ ბრენდირებული სუვენირები. პროექტი ევროპული მოდელის „Good Host“-ის ანალოგია და მიზნად ისახავს, ქალაქგარეთ გამორჩეული სტუმართმასპინძლობის, ავთენტური გარემოს, ვიზუალის მქონე საოჯახო-სასტუმროების პოპულარიზაციასა და სტიმულირებას განავითარონ ტურისტული ბიზნესი.

საოჯახო-სასტუმრო სახლების მასტიმულირებელი პროექტი „კარგი მასპინძელი“ აჭარაში პირველად ხორციელდება. მასში ჩართვა ნებაყოფლობითია. სტატუსის მიღების მსურველები სხვადასხვა კრიტერიუმებით ფასდებიან. კრიტერიუმები საოჯახო სახლების ინტერიერის, ექსტერიერის, კვების, მომსახურების ხარისხისა და ინფორმაციული ხელმისაწვდომობის მიხედვითაა შედგენილი. მათი მინიმუმ 90%-ის დაკმაყოფილებაა საჭირო „კარგი მასპინძლის“ სტატუსის მოსაპოვებლად. პროექტისა და კრიტერიუმების შესახებ ინფორმაციის მიღება მსურველებს ლინკზე https://infoajara.com/ka/good-host შეუძლიათ. აღნიშნულ ბმულზე რეგისტრაციისა და საკუთარი საოჯახო სახლის შეფასების შემდეგ, „კარგი მასპინძლის“ სტატუსის მოპოვების მსურველ საოჯახო სახლებს სპეციალური კომისია და იდუმალი სტუმარი შეაფასებს. პროექტში ჩართვა მსურველებს ნებისმიერ დროს შეუძლია. ობიექტებისთვის სტატუსის მინიჭება კი 3 - 6 თვის განმავლობაში განხორციელდება. პროექტი აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტომ ევროპის სოფლის ტურიზმის ფედერაციასა და ესტონეთის სოფლის ტურიზმის ორგანიზაციასთან თანამშრომლობით მოამზადა.

NS