სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
მსოფლიო
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მამაკაცმა საოპერაციო მაგიდაზე იმ დროს გაიღვიძა, როდესაც ექიმები მისი გულის ამოსაღებად ემზადებოდნენ - შოკისმომგვრელი ამბის დეტალები: რა მოხდა აშშ-ში?
მამაკაცმა საოპერაციო მაგიდაზე იმ დროს გაიღვიძა, როდესაც ექიმები მისი გულის ამოსაღებად ემზადებოდნენ - შოკისმომგვრელი ამბის დეტალები: რა მოხდა აშშ-ში?

კოშ­მა­რუ­ლი სცე­ნა­რი გან­ვი­თარ­და აშშ-ში, კენ­ტუ­კის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში. რო­გორც nypost თვითმხილ­ველ­ზე დაყ­რდნო­ბით წერს, ორ­გა­ნო­ე­ბის დო­ნორ­მა სა­ო­პე­რა­ციო მა­გი­და­ზე ზუს­ტად მა­შინ გა­იღ­ვი­ძა, რო­დე­საც ექი­მე­ბი გუ­ლის ამო­სა­ღე­ბად ემ­ზა­დე­ბოდ­ნენ.

შემ­თხვე­ვა 2021 წლის ოქ­ტომ­ბერ­ში მოხ­და. წამ­ლე­ბის გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლი დო­ზის მი­ღე­ბის შემ­დეგ, თო­მას ტ.ჯ. ჰუ­ვე­რი კენ­ტუ­კის რიჩ­მონდ ჰოს­პი­ტალ­ში გა­და­იყ­ვა­ნეს.

ექი­მე­ბის დი­აგ­ნო­ზით, მას “ტვი­ნის სიკ­ვდი­ლი“ გა­ნუ­ვი­თარ­და. შემ­დეგ ჩა­ა­ტა­რეს ტეს­ტე­ბი იმის და­სად­გე­ნად, ღირ­და თუ არა მისი ორ­გა­ნო­ე­ბის ამო­ღე­ბა.

  • ერთ-ერთი ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც იმ დღეს ჰუ­ვე­რის ორ­გა­ნო­ე­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა და­ე­ვა­ლა, იყო ნა­ტა­შა მი­ლე­რი. რო­გორც ის აცხა­დებს, 36 წლის ჰუ­ვე­რი ჯერ კი­დევ ცო­ცხა­ლი იყო, რო­დე­საც ექთ­ნებ­მა ოთახ­ში შე­იყ­ვა­ნეს.

"ის მოძ­რა­ობ­და. რო­დე­საც იქ მი­ვე­დით, და­ვი­ნა­ხე, რომ მას ცრემ­ლე­ბი ჩა­მოს­დი­ო­და. აშ­კა­რად ტი­რო­და“, - გა­ნუ­ცხა­და მი­ლერ­მა NPR-ს.

ფაქ­ტმა სა­ო­პე­რა­ციო ოთახ­ში მყო­ფი რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნი შოკ­ში ჩა­აგ­დო და ორმა ექიმ­მა, რომ­ლებ­საც პრო­ცე­დუ­რე­ბის ჩა­ტა­რე­ბა ევა­ლე­ბო­და, უარი თქვა მო­ნა­წი­ლე­ო­ბა­ზე.

მი­ლე­რის თქმით, ყვე­ლა­ზე ტრა­გი­კუ­ლი ის ფაქ­ტი იყო, რომ მი­უ­ხე­და­ვად დო­ნო­რის მდგო­მა­რე­ო­ბი­სა, კენ­ტუ­კის ორ­გა­ნო­ე­ბის დო­ნორ­თა საქ­მის კო­ორ­დი­ნა­ტო­რი არა­ე­თი­კუ­რი პრო­ცე­დუ­რის ჩა­ტა­რე­ბას სხვა ექი­მებს სთხოვ­და.

“კო­ორ­დი­ნა­ტორ­მა და­უ­რე­კა ხელ­მძღვა­ნელს და ამ­ბობ­და, რომ “ამის გა­სა­კე­თებ­ლად სხვა ექი­მის პოვ­ნა სჭირ­დე­ბო­და,“ -გა­ნუ­ცხა­და მი­ლერ­მა გა­მო­ცე­მას.

ინ­ცი­დენ­ტის შემ­დეგ ჰოს­პი­ტა­ლი რამ­დე­ნი­მე თა­ნამ­შრო­მელ­მა და­ტო­ვა.

დო­ნო­რის დის გან­ცხა­დე­ბით, მა­შინ მას ექი­მებ­მა უთხრეს, რომ ძმის მოძ­რა­ო­ბა იყო რეფ­ლექ­სუ­რი და ეს სი­ცო­ცხლის ნიშ­ნებს არ წარ­მო­ად­გენ­და.

აღ­ნიშ­ნუ­ლი ფაქ­ტი უარ­ყვეს კლი­ნი­კის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა. თუმ­ცა, კენ­ტუ­კის შტა­ტის გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რო­რის თქმით, გა­მომ­ძი­ებ­ლე­ბი სა­კითხს გა­მო­იკ­ვლე­ვენ. ბრალ­დე­ბებს ასე­ვე იძი­ებს ფე­დე­რა­ცი­ის ჯან­მრთე­ლო­ბის რე­სურ­სე­ბი­სა და სერ­ვი­სე­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცია.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ისიც, რომ სა­ბო­ლო­ოდ ჰუ­ვე­რი გა­დარ­ჩა და ამ­ჟა­მად თა­ვის დას­თან ერ­თად ცხოვ­რობს. მან გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბა შეძ­ლო, თუმ­ცა ჯერ კი­დევ აქვს გარ­კვე­უ­ლი პრობ­ლე­მე­ბი მეხ­სი­ე­რე­ბას­თან, სი­ა­რულ­სა და ლა­პა­რაკ­თან და­კავ­ში­რე­ბით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

მამაკაცმა საოპერაციო მაგიდაზე იმ დროს გაიღვიძა, როდესაც ექიმები მისი გულის ამოსაღებად ემზადებოდნენ - შოკისმომგვრელი ამბის დეტალები: რა მოხდა აშშ-ში?

მამაკაცმა საოპერაციო მაგიდაზე იმ დროს გაიღვიძა, როდესაც ექიმები მისი გულის ამოსაღებად ემზადებოდნენ - შოკისმომგვრელი ამბის დეტალები: რა მოხდა აშშ-ში?

კოშმარული სცენარი განვითარდა აშშ-ში, კენტუკის საავადმყოფოში. როგორც nypost თვითმხილველზე დაყრდნობით წერს, ორგანოების დონორმა საოპერაციო მაგიდაზე ზუსტად მაშინ გაიღვიძა, როდესაც ექიმები გულის ამოსაღებად ემზადებოდნენ.

შემთხვევა 2021 წლის ოქტომბერში მოხდა. წამლების გადაჭარბებული დოზის მიღების შემდეგ, თომას ტ.ჯ. ჰუვერი კენტუკის რიჩმონდ ჰოსპიტალში გადაიყვანეს.

ექიმების დიაგნოზით, მას “ტვინის სიკვდილი“ განუვითარდა. შემდეგ ჩაატარეს ტესტები იმის დასადგენად, ღირდა თუ არა მისი ორგანოების ამოღება.

  • ერთ-ერთი ადამიანი, რომელსაც იმ დღეს ჰუვერის ორგანოების შენარჩუნება დაევალა, იყო ნატაშა მილერი. როგორც ის აცხადებს, 36 წლის ჰუვერი ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, როდესაც ექთნებმა ოთახში შეიყვანეს.

"ის მოძრაობდა. როდესაც იქ მივედით, დავინახე, რომ მას ცრემლები ჩამოსდიოდა. აშკარად ტიროდა“, - განუცხადა მილერმა NPR-ს.

ფაქტმა საოპერაციო ოთახში მყოფი რამდენიმე ადამიანი შოკში ჩააგდო და ორმა ექიმმა, რომლებსაც პროცედურების ჩატარება ევალებოდა, უარი თქვა მონაწილეობაზე.

მილერის თქმით, ყველაზე ტრაგიკული ის ფაქტი იყო, რომ მიუხედავად დონორის მდგომარეობისა, კენტუკის ორგანოების დონორთა საქმის კოორდინატორი არაეთიკური პროცედურის ჩატარებას სხვა ექიმებს სთხოვდა.

“კოორდინატორმა დაურეკა ხელმძღვანელს და ამბობდა, რომ “ამის გასაკეთებლად სხვა ექიმის პოვნა სჭირდებოდა,“ -განუცხადა მილერმა გამოცემას.

ინციდენტის შემდეგ ჰოსპიტალი რამდენიმე თანამშრომელმა დატოვა.

დონორის დის განცხადებით, მაშინ მას ექიმებმა უთხრეს, რომ ძმის მოძრაობა იყო რეფლექსური და ეს სიცოცხლის ნიშნებს არ წარმოადგენდა.

აღნიშნული ფაქტი უარყვეს კლინიკის წარმომადგენლებმა. თუმცა, კენტუკის შტატის გენერალური პროკურორის თქმით, გამომძიებლები საკითხს გამოიკვლევენ. ბრალდებებს ასევე იძიებს ფედერაციის ჯანმრთელობის რესურსებისა და სერვისების ადმინისტრაცია.

აღსანიშნავია ისიც, რომ საბოლოოდ ჰუვერი გადარჩა და ამჟამად თავის დასთან ერთად ცხოვრობს. მან გამოჯანმრთელება შეძლო, თუმცა ჯერ კიდევ აქვს გარკვეული პრობლემები მეხსიერებასთან, სიარულსა და ლაპარაკთან დაკავშირებით.