პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
სამართალი
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მოგმართავთ, როგორც სახელმწიფო ინსტიტუტების შემქმნელი და ქართველი საჯარო მოხელეების ქომაგი" - მიხეილ სააკაშვილი მიმართვას ავრცელებს
"მოგმართავთ, როგორც სახელმწიფო ინსტიტუტების შემქმნელი და ქართველი საჯარო მოხელეების ქომაგი" - მიხეილ სააკაშვილი მიმართვას ავრცელებს

მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი მი­მარ­თვას ავ­რცე­ლებს "ერ­თი­ა­ნო­ბა ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ სა­არ­ჩევ­ნო პრესს­პი­კერ­მა, ლე­ვან სა­ნი­კი­ძემ სა­ზო­გა­დო­ე­ბას სა­ქარ­თვე­ლოს მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტის, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მი­მარ­თვა გა­აც­ნო.

მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი სა­ჯა­რო მო­ხე­ლე­ებს მი­მარ­თავს და მო­უ­წო­დებს, 26 ოქ­ტომ­ბრის არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ, მო­მავ­ლის­კენ გა­ი­ხე­დონ.

"მოგ­მარ­თავთ, რო­გორც სა­ხელ­მწი­ფო ინ­სტი­ტუ­ტე­ბის შემ­ქმნე­ლი და ქარ­თვე­ლი სა­ჯა­რო მო­ხე­ლე­ე­ბის ქო­მა­გი. ივა­ნიშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც ან­გრევს სა­ხელ­მწი­ფოს გა­ში­ნებთ თქვენ, რომ ოპო­ზი­ცი­ის მოს­ვლის შემ­თხვე­ვა­ში გე­მუქ­რე­ბათ რეპ­რე­სი­ე­ბი და სამ­სა­ხუ­რის და­კარ­გვა. ოლი­გარ­ქი, რო­გორც ყო­ველ­თვის, იტყუ­ე­ბა. ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პი­რო­ბებ­ში არა­ნა­ი­რი გა­მიზ­ნუ­ლი და­თხოვ­ნე­ბი არ იქ­ნე­ბა, უფრო მე­ტიც, თქვე­ნი ხელ­ფა­სი მკვეთ­რად მო­ი­მა­ტებს და თქვე­ნი სამ­სა­ხუ­რი ბევ­რად უფრო პრეს­ტი­ჟუ­ლი გახ­დე­ბა, ეს ეხე­ბა პო­ლი­ცი­ე­ლებს, სა­მი­ნის­ტრო­ე­ბის და ად­გი­ლობ­რი­ვი თვით­მმარ­თვე­ლო­ბე­ბის, ააიპ/სსიპ-ის მუ­შა­კებს, პე­და­გო­გებს. ერ­თა­დერ­თი პი­რო­ბა იქ­ნე­ბა, არ წახ­ვი­დეთ თქვე­ნი ხალ­ხის წი­ნა­აღ­მდეგ, არ შე­ას­რუ­ლოთ არ­ჩევ­ნე­ბის მო­პარ­ვა­ზე გათ­ვლი­ლი ბრძა­ნე­ბე­ბი და პო­ლი­ცი­ე­ლე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, არ დაღ­ვა­როთ სის­ხლი, არ შე­ას­რუ­ლოთ ძა­ლა­დობ­რი­ვი, უკა­ნო­ნო ბრძა­ნე­ბე­ბი. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ უკვე სამ წე­ლი­წად­ზე მე­ტია, რუ­სე­თის უკა­ნო­ნო ტყვე ვარ სა­ქარ­თვე­ლო­ში, მეც კი არ გავ­ბო­რო­ტე­ბულ­ვარ, პი­რი­ქით, თა­ნაგ­რძნო­ბაც კი გა­მაჩ­ნია იმ ადა­მი­ა­ნე­ბის მი­მართ, ვი­საც მთე­ლი ეს დრო ჩემს მი­მართ არა­ა­და­მი­ა­ნუ­რი, უკა­ნო­ნო ბრძა­ნე­ბე­ბის შეს­რუ­ლე­ბა უხ­დე­ბო­და. 26 ოქ­ტომ­ბრის შემ­დეგ, ყვე­ლამ მო­მა­ვალ­ში უნდა გა­ვი­ხე­დოთ და შევ­წყვი­ტოთ წარ­სუ­ლის ქექ­ვა. ამ გა­დას­ვლა­ში თი­თო­ე­უ­ლი სა­ჯა­რო მო­ხე­ლის მო­ნა­წი­ლე­ო­ბა გა­დამ­წყვე­ტია!“, - ნათ­ქვა­მია მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მი­მარ­თვა­ში.

ამას­თან, სა­ჯა­რო მო­ხე­ლე­ე­ბის მი­მართ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ წნეხ­ზე ისა­უბ­რა ლე­ვან სა­ნი­კი­ძე­მაც.

მისი გან­ცხა­დე­ბით, ბოლო რამ­დე­ნი­მე დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი რე­სურ­სის გა­მო­ყე­ნე­ბამ, და­ში­ნე­ბამ, მოს­ყიდ­ვამ ზღვარ­გა­და­სუ­ლი ხა­სი­ა­თი მი­ი­ღო. "ამ ქვე­ყა­ნა­ში სა­ხელ­მწი­ფო ინ­სტი­ტუ­ტე­ბის მშე­ნებ­ლო­ბის და სა­ჯა­რო მო­ხე­ლე­ე­ბის რო­ლის გაძ­ლი­ე­რე­ბის შე­სა­ხებ ყვე­ლა­ზე მეტი, რა თქმა უნდა, "ერ­თი­ა­ნო­ბა ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას” აქვს გა­კე­თე­ბუ­ლი. სწო­რედ ამ პარ­ტი­ამ 2003 წლის "ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცი­ის“ შემ­დეგ შეძ­ლო და შექ­მნა სა­ჯა­რო მო­ხე­ლე­თა ის ინ­სტი­ტუ­ტი, რომ­ლის ჩა­მოშ­ლას ივა­ნიშ­ვი­ლი ახ­ლაც ცდი­ლობს. ჩვენ კარ­გად გვეს­მის ის წნე­ხი, რო­მელ­საც ჩვე­ნი ძვირ­ფა­სი სა­ჯა­რო მო­ხე­ლე­ე­ბი გა­ნიც­დი­ან. ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ყვე­ლა­ზე სწრა­ფად ამ­ჩნე­ვენ იმ ღა­ლა­ტის შე­დე­გებს, რა­საც ივა­ნიშ­ვი­ლი ქარ­თვე­ლი ხალ­ხის და ქარ­თუ­ლი სა­ხელ­მწი­ფოს წი­ნა­აღ­მდეგ აკე­თებს“, - გა­ნა­ცხა­და ლე­ვან სა­ნი­კი­ძემ

ინ­ფორ­მა­ცი­ას "ერ­თი­ა­ნო­ბა ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა“ ავ­რცე­ლებს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

"მოგმართავთ, როგორც სახელმწიფო ინსტიტუტების შემქმნელი და ქართველი საჯარო მოხელეების ქომაგი" - მიხეილ სააკაშვილი მიმართვას ავრცელებს

"მოგმართავთ, როგორც სახელმწიფო ინსტიტუტების შემქმნელი და ქართველი საჯარო მოხელეების ქომაგი" - მიხეილ სააკაშვილი მიმართვას ავრცელებს

მიხეილ სააკაშვილი მიმართვას ავრცელებს "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო პრესსპიკერმა, ლევან სანიკიძემ საზოგადოებას საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიმართვა გააცნო.

მიხეილ სააკაშვილი საჯარო მოხელეებს მიმართავს და მოუწოდებს, 26 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, მომავლისკენ გაიხედონ.

"მოგმართავთ, როგორც სახელმწიფო ინსტიტუტების შემქმნელი და ქართველი საჯარო მოხელეების ქომაგი. ივანიშვილი, რომელიც ანგრევს სახელმწიფოს გაშინებთ თქვენ, რომ ოპოზიციის მოსვლის შემთხვევაში გემუქრებათ რეპრესიები და სამსახურის დაკარგვა. ოლიგარქი, როგორც ყოველთვის, იტყუება. ახალი ხელისუფლების პირობებში არანაირი გამიზნული დათხოვნები არ იქნება, უფრო მეტიც, თქვენი ხელფასი მკვეთრად მოიმატებს და თქვენი სამსახური ბევრად უფრო პრესტიჟული გახდება, ეს ეხება პოლიციელებს, სამინისტროების და ადგილობრივი თვითმმართველობების, ააიპ/სსიპ-ის მუშაკებს, პედაგოგებს. ერთადერთი პირობა იქნება, არ წახვიდეთ თქვენი ხალხის წინააღმდეგ, არ შეასრულოთ არჩევნების მოპარვაზე გათვლილი ბრძანებები და პოლიციელების შემთხვევაში, არ დაღვაროთ სისხლი, არ შეასრულოთ ძალადობრივი, უკანონო ბრძანებები. მიუხედავად იმისა, რომ უკვე სამ წელიწადზე მეტია, რუსეთის უკანონო ტყვე ვარ საქართველოში, მეც კი არ გავბოროტებულვარ, პირიქით, თანაგრძნობაც კი გამაჩნია იმ ადამიანების მიმართ, ვისაც მთელი ეს დრო ჩემს მიმართ არაადამიანური, უკანონო ბრძანებების შესრულება უხდებოდა. 26 ოქტომბრის შემდეგ, ყველამ მომავალში უნდა გავიხედოთ და შევწყვიტოთ წარსულის ქექვა. ამ გადასვლაში თითოეული საჯარო მოხელის მონაწილეობა გადამწყვეტია!“, - ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის მიმართვაში.

ამასთან, საჯარო მოხელეების მიმართ განხორციელებულ წნეხზე ისაუბრა ლევან სანიკიძემაც.

მისი განცხადებით, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ხელისუფლების მიერ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებამ, დაშინებამ, მოსყიდვამ ზღვარგადასული ხასიათი მიიღო. "ამ ქვეყანაში სახელმწიფო ინსტიტუტების მშენებლობის და საჯარო მოხელეების როლის გაძლიერების შესახებ ყველაზე მეტი, რა თქმა უნდა, "ერთიანობა ნაციონალურ მოძრაობას” აქვს გაკეთებული. სწორედ ამ პარტიამ 2003 წლის "ვარდების რევოლუციის“ შემდეგ შეძლო და შექმნა საჯარო მოხელეთა ის ინსტიტუტი, რომლის ჩამოშლას ივანიშვილი ახლაც ცდილობს. ჩვენ კარგად გვესმის ის წნეხი, რომელსაც ჩვენი ძვირფასი საჯარო მოხელეები განიცდიან. ადამიანები, რომლებიც ყველაზე სწრაფად ამჩნევენ იმ ღალატის შედეგებს, რასაც ივანიშვილი ქართველი ხალხის და ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ აკეთებს“, - განაცხადა ლევან სანიკიძემ

ინფორმაციას "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.