პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
სამართალი
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სუს-ი ივანიშვილის პროპაგანდისტულ ტელევიზიად იქცა და არჩევნებამდე სერიებად შემოგვთავაზებს სანახაობას..." - ნათია მეზვრიშვილი
"სუს-ი ივანიშვილის პროპაგანდისტულ ტელევიზიად იქცა და არჩევნებამდე სერიებად შემოგვთავაზებს სანახაობას..." - ნათია მეზვრიშვილი

ეს ყვე­ლა­ფე­რი მი­მარ­თუ­ლია არ­ჩევ­ნე­ბის გა­ყალ­ბე­ბის მცდე­ლო­ბის­კენ, - ასე შე­ა­ფა­სა პარ­ტია "გა­ხა­რია სა­ქარ­თვე­ლოს­თვის“ თავ­მჯდო­მა­რის მო­ად­გი­ლე ნა­თია მეზვრიშ­ვილ­მა სუს-ის გან­ცხა­დე­ბა.

მეზვრიშ­ვი­ლის თქმით, ასე­თი და­ში­ნე­ბის ინ­სტრუ­მენ­ტე­ბი არ­ჩევ­ნე­ბამ­დე მრავ­ლად იქ­ნე­ბა, მაგ­რამ სა­ზო­გა­დო­ე­ბა არ უნდა შე­შინ­დეს.

"სამ­წუ­ხა­როდ, სუს-ი უსაფრ­თხო­ე­ბის დაც­ვი­სა და კო­რუფ­ცი­ის გა­მო­ძი­ე­ბის უწყე­ბა აღარ არის დიდი ხა­ნია, გან­სა­კუთ­რე­ბით ბოლო პე­რი­ოდ­ში. ეს უწყე­ბა ივა­ნიშ­ვი­ლის მო­რიგ პრო­პა­გან­დის­ტულ ტე­ლე­ვი­ზი­ად იქცა, "იმედ­თან“ და "პოსტ ტვსთან“ ერ­თად, რო­მე­ლიც სამ­წუ­ხა­როდ, არ­ჩევ­ნე­ბამ­დე დარ­ჩე­ნი­ლი 10 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში სე­რი­ე­ბად შე­მოგ­ვთა­ვა­ზებს სა­ნა­ხა­ო­ბას. მრა­ვალ­სე­რი­ა­ნი სა­ნა­ხა­ო­ბა იქ­ნე­ბა იმი­ტომ, რომ ივა­ნიშ­ვილს რე­ა­ლუ­რად ახლა ძა­ლი­ან უჭ­რის. "ოც­ნე­ბა“ და­მარ­ცხე­ბუ­ლია, გუ­შინ, ზუგ­დიდ­შიც ეს ყვე­ლა­ფე­რი მათ ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე ძა­ლი­ან კარ­გად ჩან­და. აღარ ჰყოფ­ნით "იმე­დის“ და "პოსტ ტვ“-ის რე­სურ­სი, ტყუ­ი­ლე­ბის, პრო­პა­გან­დის ტი­რა­ჟი­რე­ბის­თვის და ახლა გახ­სნა ახა­ლი არხი სუს-ის სა­ხით, რომ მო­სახ­ლე­ო­ბა­ში შიში და­ნერ­გოს. ალ­ბათ, ჰგო­ნი­ათ, სუს-ის სა­ხე­ლით რომ გა­ავ­რცე­ლე­ბენ დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ას, ხალ­ხს შე­ე­შინ­დე­ბა. ხალ­ხმა შიში დიდი ხა­ნია გა­და­ლა­ხა, რაც მათი გარ­და­უ­ვა­ლი მარ­ცხის სა­წინ­და­რია 26 ოქ­ტომ­ბერს. ეს ყვე­ლა­ფე­რი მი­მარ­თუ­ლია არ­ჩევ­ნე­ბის გა­ყალ­ბე­ბის მცდე­ლო­ბის­კენ. ასე­თი და­ში­ნე­ბის ინ­სტრუ­მენ­ტე­ბი მრავ­ლად იქ­ნე­ბა მომ­დევ­ნო 10 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში, მაგ­რამ ჩვენ არ უნდა შეგ­ვე­შინ­დეს იმი­ტომ, რომ ეს ფილ­მი 2012 წელს ნა­ნა­ხი გვაქვს. იმა­ვეს აკე­თებ­და სა­ა­კაშ­ვი­ლი, ყვე­ლას გვახ­სოვს რით დას­რულ­და. ნამ­დვი­ლად აღარ არის სუს-ი სა­ში­ში, რო­მე­ლიც "ოც­ნე­ბის“ პრო­პა­გან­დის­ტულ ტე­ლე­ვი­ზი­ად გა­და­იქ­ცა. ამი­ტომ, ყვე­ლა უნდა მი­ვი­დეთ არ­ჩევ­ნებ­ზე და 41 არ უნდა გა­ვა­ფე­რა­დოთ“, - გა­ნა­ცხა­და მეზვრიშ­ვილ­მა.

სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის და მო­ქა­ლა­ქე­თა მშვი­დო­ბი­ა­ნი თა­ნა­ცხოვ­რე­ბის ინ­ტე­რე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, გვსურს ვაც­ნო­ბოთ სა­ზო­გა­დო­ე­ბას, რომ მი­ღე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, პო­ლი­ტი­კურ წრე­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ჯგუ­ფე­ბი, სა­ქარ­თვე­ლო­ში მო­ახ­ლო­ე­ბუ­ლი სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის წინა დღე­ებ­ში, გეგ­მა­ვენ ხე­ლოვ­ნუ­რი ინ­ტე­ლექ­ტის და სხვა თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის მეშ­ვე­ო­ბით და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი, ფალ­სი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ვი­დეო და აუ­დიო ჩა­ნა­წე­რე­ბის გავ­რცე­ლე­ბას, - ამის შე­სა­ხებ სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­შია ნათ­ქვა­მი.

სუს-ის ცნო­ბით, "აღ­ნიშ­ნულ ყალბ ჩა­ნა­წე­რებ­ში იქ­ნე­ბა გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გე­ნელ­თა ხმე­ბი და ვი­დეო გა­მო­სა­ხუ­ლე­ბა. აღ­ნიშ­ნუ­ლი ყალ­ბი ინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბის მი­ზა­ნი არის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის შტო­ებს შო­რის და­პი­რის­პი­რე­ბის გა­მოწ­ვე­ვა, აგ­რეთ­ვე ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­სა და მარ­თლმა­დი­დებ­ლურ ეკ­ლე­სი­ას შო­რის შუღ­ლის ჩა­მოგ­დე­ბა და ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­სა და და­სავ­ლელ პარტნი­ო­რებს შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბის გა­უ­ა­რე­სე­ბა“.

"ფალ­სი­ფი­კა­ცი­ის შე­დე­გად მი­ღე­ბუ­ლი სა­ინ­ფორ­მა­ციო მა­სა­ლის გა­მავ­რცე­ლებ­ლე­ბი, მათ მიერ შექ­მნილ ყალბ ჩა­ნა­წე­რებს სა­ზო­გა­დო­ე­ბას წა­რუდ­გე­ნენ, რო­გორც სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რი­დან გა­ჟო­ნილ ინ­ფორ­მა­ცი­ას და ვა­რა­უ­დო­ბენ, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი ქმე­დე­ბით მო­ახ­დე­ნენ, ერთი მხრივ, უწყე­ბის დის­კრე­დი­ტა­ცი­ას, ხოლო, მე­ო­რე მხრივ, დი­სო­ნან­სის შე­ტა­ნას სა­ხე­ლი­სუფ­ლე­ბო შტო­ებს შო­რის. აღ­ნიშ­ნუ­ლი პრო­ვო­კა­ცი­ის მთა­ვარ მი­ზანს კი წარ­მო­ად­გენს საპ­რო­ტეს­ტო მუხ­ტის ხე­ლოვ­ნუ­რად შექ­მნა და აგო­რე­ბა, ქვე­ყა­ნა­ში დეს­ტა­ბი­ლი­ზა­ცი­ის კე­რე­ბის გა­ჩე­ნა, რაც სა­ბო­ლო­ოდ გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა პო­ლი­ტი­კუ­რი მიზ­ნე­ბის­თვის.

ჩვენ ყუ­რა­დღე­ბით ვაკ­ვირ­დე­ბით აღ­ნიშ­ნუ­ლი ჯგუ­ფე­ბის საქ­მი­ა­ნო­ბას და ნე­ბის­მი­ე­რი კა­ნონ­დარ­ღვე­ვის შემ­თხვე­ვა­ში გა­ტა­რე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა კა­ნო­ნით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი შე­სა­ბა­მი­სი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი“, - ნათ­ქვა­მია სუს-ის გან­ცხა­დე­ბა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

"სუს-ი ივანიშვილის პროპაგანდისტულ ტელევიზიად იქცა და არჩევნებამდე სერიებად შემოგვთავაზებს სანახაობას..." - ნათია მეზვრიშვილი

"სუს-ი ივანიშვილის პროპაგანდისტულ ტელევიზიად იქცა და არჩევნებამდე სერიებად შემოგვთავაზებს სანახაობას..." - ნათია მეზვრიშვილი

ეს ყველაფერი მიმართულია არჩევნების გაყალბების მცდელობისკენ, - ასე შეაფასა პარტია "გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა სუს-ის განცხადება.

მეზვრიშვილის თქმით, ასეთი დაშინების ინსტრუმენტები არჩევნებამდე მრავლად იქნება, მაგრამ საზოგადოება არ უნდა შეშინდეს.

"სამწუხაროდ, სუს-ი უსაფრთხოების დაცვისა და კორუფციის გამოძიების უწყება აღარ არის დიდი ხანია, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში. ეს უწყება ივანიშვილის მორიგ პროპაგანდისტულ ტელევიზიად იქცა, "იმედთან“ და "პოსტ ტვსთან“ ერთად, რომელიც სამწუხაროდ, არჩევნებამდე დარჩენილი 10 დღის განმავლობაში სერიებად შემოგვთავაზებს სანახაობას. მრავალსერიანი სანახაობა იქნება იმიტომ, რომ ივანიშვილს რეალურად ახლა ძალიან უჭრის. "ოცნება“ დამარცხებულია, გუშინ, ზუგდიდშიც ეს ყველაფერი მათ ღონისძიებაზე ძალიან კარგად ჩანდა. აღარ ჰყოფნით "იმედის“ და "პოსტ ტვ“-ის რესურსი, ტყუილების, პროპაგანდის ტირაჟირებისთვის და ახლა გახსნა ახალი არხი სუს-ის სახით, რომ მოსახლეობაში შიში დანერგოს. ალბათ, ჰგონიათ, სუს-ის სახელით რომ გაავრცელებენ დეზინფორმაციას, ხალხს შეეშინდება. ხალხმა შიში დიდი ხანია გადალახა, რაც მათი გარდაუვალი მარცხის საწინდარია 26 ოქტომბერს. ეს ყველაფერი მიმართულია არჩევნების გაყალბების მცდელობისკენ. ასეთი დაშინების ინსტრუმენტები მრავლად იქნება მომდევნო 10 დღის განმავლობაში, მაგრამ ჩვენ არ უნდა შეგვეშინდეს იმიტომ, რომ ეს ფილმი 2012 წელს ნანახი გვაქვს. იმავეს აკეთებდა სააკაშვილი, ყველას გვახსოვს რით დასრულდა. ნამდვილად აღარ არის სუს-ი საშიში, რომელიც "ოცნების“ პროპაგანდისტულ ტელევიზიად გადაიქცა. ამიტომ, ყველა უნდა მივიდეთ არჩევნებზე და 41 არ უნდა გავაფერადოთ“, - განაცხადა მეზვრიშვილმა.

სახელმწიფო უსაფრთხოების და მოქალაქეთა მშვიდობიანი თანაცხოვრების ინტერესებიდან გამომდინარე, გვსურს ვაცნობოთ საზოგადოებას, რომ მიღებული ინფორმაციით, პოლიტიკურ წრეებთან დაკავშირებული ჯგუფები, საქართველოში მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების წინა დღეებში, გეგმავენ ხელოვნური ინტელექტის და სხვა თანამედროვე ტექნოლოგიების მეშვეობით დამონტაჟებული, ფალსიფიცირებული ვიდეო და აუდიო ჩანაწერების გავრცელებას, - ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

სუს-ის ცნობით, "აღნიშნულ ყალბ ჩანაწერებში იქნება გამოყენებული საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა ხმები და ვიდეო გამოსახულება. აღნიშნული ყალბი ინფორმაციის გავრცელების მიზანი არის ხელისუფლების შტოებს შორის დაპირისპირების გამოწვევა, აგრეთვე ხელისუფლებასა და მართლმადიდებლურ ეკლესიას შორის შუღლის ჩამოგდება და ხელისუფლებასა და დასავლელ პარტნიორებს შორის ურთიერთობის გაუარესება“.

"ფალსიფიკაციის შედეგად მიღებული საინფორმაციო მასალის გამავრცელებლები, მათ მიერ შექმნილ ყალბ ჩანაწერებს საზოგადოებას წარუდგენენ, როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გაჟონილ ინფორმაციას და ვარაუდობენ, რომ აღნიშნული ქმედებით მოახდენენ, ერთი მხრივ, უწყების დისკრედიტაციას, ხოლო, მეორე მხრივ, დისონანსის შეტანას სახელისუფლებო შტოებს შორის. აღნიშნული პროვოკაციის მთავარ მიზანს კი წარმოადგენს საპროტესტო მუხტის ხელოვნურად შექმნა და აგორება, ქვეყანაში დესტაბილიზაციის კერების გაჩენა, რაც საბოლოოდ გამოყენებული იქნება პოლიტიკური მიზნებისთვის.

ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით აღნიშნული ჯგუფების საქმიანობას და ნებისმიერი კანონდარღვევის შემთხვევაში გატარებული იქნება კანონით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები“, - ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.