კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"შეცდომებს ყველა ვუშვებთ... დედამ ბევრი იშრომა, რომ ციხეში არაფერი მომკლებოდა" - ვინ არის 20 წლის გოგო, რომელმაც დეფილეზე შეიტყო, რომ საპატიმროდან გაათავისუფლეს
"შეცდომებს ყველა ვუშვებთ... დედამ ბევრი იშრომა, რომ ციხეში არაფერი მომკლებოდა" - ვინ არის 20 წლის გოგო, რომელმაც დეფილეზე შეიტყო, რომ საპატიმროდან გაათავისუფლეს

სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლი მო­იც­ვა პა­ტი­მა­რი გო­გო­ნას ვი­დე­ომ, რო­მე­ლიც პირ­და­პირ დე­ფი­ლე­დან გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს.

გუ­შინ პე­ნი­ტენ­ცი­ურ­მა სამ­სა­ხურ­მა გა­ავ­რცე­ლა ინ­ფორ­მა­ცია, რომ ქალ­მა მსჯავ­რდე­ბუ­ლებ­მა ტან­საც­მლის მო­დე­ლე­ბი და ხელ­ნა­კე­თი აქ­სე­სუ­ა­რე­ბი სა­კუ­თა­რი დი­ზა­ი­ნით შექ­მნეს და სა­ზო­გა­დო­ე­ბა­სა და ჟი­უ­რის წევ­რებს პრო­ფე­სი­ო­ნალ მო­დე­ლებ­თან ერ­თად, თა­ვა­დაც წა­რუდ­გი­ნეს.

გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად ემო­ცი­უ­რი ღო­ნის­ძი­ე­ბის ფი­ნა­ლი აღ­მოჩ­ნდა. ჩვე­ნე­ბის და­სას­რულს ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ ერთ-ერთი მო­ნა­წი­ლე მსჯავ­რდე­ბუ­ლი, "ამ­ნის­ტი­ის შე­სა­ხებ" კა­ნო­ნის სა­ფუძ­ველ­ზე, პა­ტიმ­რო­ბი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლდა.

რო­გორ ირ­კვე­ვა გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლი პა­ტი­მა­რი 20 წლის მა­რი­კო ნო­ზა­ძეა. მას გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბამ­დე 2 წელი ჰქონ­და დარ­ჩე­ნი­ლი. რის გამო იყო გო­გო­ნა პა­ტიმ­რო­ბა­ში, ამის შე­სა­ხებ დე­ტა­ლე­ბი უც­ნო­ბია და ამა­ზე არც გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლი მსჯავ­რდე­ბუ­ლი სა­უბ­რობს.

მა­რი­კო ნო­ზა­ძე დღეს "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის" სტუ­მა­რი იყო.

"მად­ლო­ბა ყვე­ლას, ცი­ხის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას, ჩემს ოჯახს, რო­მე­ლიც გვერ­დში მედგნენ. რთუ­ლია, როცა ოჯახს მსჯავ­რდე­ბუ­ლი ჰყავს, მისი რჩე­ნა დიდ თან­ხას მო­ი­თხოვს, დე­და­ჩემ­მა ბევ­რი იშ­რო­მა, რომ მე იქ არა­ფე­რი მომ­კლე­ბო­და. ამის გამო დიდ მად­ლო­ბას ვუხ­დი დე­და­ჩემს.

სა­მო­მავ­ლო გეგ­მე­ბი დიდი მაქვს. პე­ნი­ტენ­ცი­ურ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში შე­ვის­წავ­ლე ვებ-დი­ზა­ი­ნი. მინ­და სამ­სა­ხუ­რი ვი­შო­ვო, ძა­ლი­ან მჭირ­დე­ბა. თა­ვი­სუფ­ლე­ბა ძა­ლი­ან და­სა­ფა­სე­ბე­ლია. შეც­დო­მებს ყვე­ლა ვუშ­ვებთ, ამის­გან და­ზღვე­უ­ლი არა­ვი­ნაა, მთა­ვა­რია პა­ტი­ე­ბა ვის­წავ­ლოთ. ძა­ლი­ან ვღე­ლავ, როცა ამა­ზე ვსა­უბ­რობ.

ქალ­ბა­ტონ ნა­თი­ას (გუ­შინ­დე­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი) ვე­უბ­ნე­ბო­დი, როცა ცი­ხე­ში შეხ­ვალთ, მეც შე­მი­ყო­ლოს, მე­ნატ­რე­ბი­ან ყვე­ლა. ყვე­ლას იგი­ვეს გან­ცდას ვუ­სურ­ვებ, რაც მე გან­ვი­ცა­დე. იმე­დია მსგავ­სი პრო­ექ­ტე­ბი კი­დევ გაგ­რძელ­დე­ბა. ყვე­ლას წარ­მა­ტე­ბას და თა­ვი­სუფ­ლე­ბას ვუ­სურ­ვებ" - ამ­ბობს ნო­ზა­ძე.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 13 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
nanka
5

თვალები ? კი თვალები ამბობენ სინანულს რაც ჩაიდინა, ვფიქრობ რომ ეს გოგონა თავის სიტყვას იტყვის ამ სფეროში.

ნიკა
2

ეს გოგო ნარკოტიკებს ყიდდა და თან ამ ამბავს ახალგაზრდა ბიჭი შეეწირა. ასე რომ ასე მარტივად არ არის დაისაჯოს თუ არა. ინანიებს კი ადამიანი თავის ჩადენილს? რომელ ტქვენგანს მოეწონება ტქვენს პატარა შვილს ნარკოტიკებს რომ მიაწვდის 18 წლის გოგო? გააბრუებს და მერე მიატოვებს??? მოგწონთ ეს?

ავტორი:

"შეცდომებს ყველა ვუშვებთ... დედამ ბევრი იშრომა, რომ ციხეში არაფერი მომკლებოდა" - ვინ არის 20 წლის გოგო, რომელმაც დეფილეზე შეიტყო, რომ საპატიმროდან გაათავისუფლეს

"შეცდომებს ყველა ვუშვებთ... დედამ ბევრი იშრომა, რომ ციხეში არაფერი მომკლებოდა" - ვინ არის 20 წლის გოგო, რომელმაც დეფილეზე შეიტყო, რომ საპატიმროდან გაათავისუფლეს

სოციალური ქსელი მოიცვა პატიმარი გოგონას ვიდეომ, რომელიც პირდაპირ დეფილედან გაათავისუფლეს.

გუშინ პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქალმა მსჯავრდებულებმა ტანსაცმლის მოდელები და ხელნაკეთი აქსესუარები საკუთარი დიზაინით შექმნეს და საზოგადოებასა და ჟიურის წევრებს პროფესიონალ მოდელებთან ერთად, თავადაც წარუდგინეს.

განსაკუთრებულად ემოციური ღონისძიების ფინალი აღმოჩნდა. ჩვენების დასასრულს ცნობილი გახდა, რომ ერთ-ერთი მონაწილე მსჯავრდებული, "ამნისტიის შესახებ" კანონის საფუძველზე, პატიმრობიდან გათავისუფლდა.

როგორ ირკვევა გათავისუფლებული პატიმარი 20 წლის მარიკო ნოზაძეა. მას გათავისუფლებამდე 2 წელი ჰქონდა დარჩენილი. რის გამო იყო გოგონა პატიმრობაში, ამის შესახებ დეტალები უცნობია და ამაზე არც გათავისუფლებული მსჯავრდებული საუბრობს.

მარიკო ნოზაძე დღეს "პალიტრანიუსის" სტუმარი იყო.

"მადლობა ყველას, ციხის ადმინისტრაციას, ჩემს ოჯახს, რომელიც გვერდში მედგნენ. რთულია, როცა ოჯახს მსჯავრდებული ჰყავს, მისი რჩენა დიდ თანხას მოითხოვს, დედაჩემმა ბევრი იშრომა, რომ მე იქ არაფერი მომკლებოდა. ამის გამო დიდ მადლობას ვუხდი დედაჩემს.

სამომავლო გეგმები დიდი მაქვს. პენიტენციურ დაწესებულებაში შევისწავლე ვებ-დიზაინი. მინდა სამსახური ვიშოვო, ძალიან მჭირდება. თავისუფლება ძალიან დასაფასებელია. შეცდომებს ყველა ვუშვებთ, ამისგან დაზღვეული არავინაა, მთავარია პატიება ვისწავლოთ. ძალიან ვღელავ, როცა ამაზე ვსაუბრობ.

ქალბატონ ნათიას (გუშინდელი ღონისძიების ორგანიზატორი) ვეუბნებოდი, როცა ციხეში შეხვალთ, მეც შემიყოლოს, მენატრებიან ყველა. ყველას იგივეს განცდას ვუსურვებ, რაც მე განვიცადე. იმედია მსგავსი პროექტები კიდევ გაგრძელდება. ყველას წარმატებას და თავისუფლებას ვუსურვებ" - ამბობს ნოზაძე.

წაიკითხეთ ასევე: