პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ყოფილი ცოლის სახლში დისშვილთან ერთად მივიდა და ქალს ზურგში მძიმე დაზიანებები მიაყენა" -  2 პირს 17 და 16 წლით პატიმრობა შეეფარდათ
"ყოფილი ცოლის სახლში დისშვილთან ერთად მივიდა და ქალს ზურგში მძიმე დაზიანებები მიაყენა" -  2 პირს 17 და 16 წლით პატიმრობა შეეფარდათ

რუს­თა­ვის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ ყო­ფი­ლი მე­უღ­ლის და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბებ­ში, გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბის ფაქ­ტზე ბრალ­დე­ბულს და მის თა­ნამ­ზრახ­ველს, 17 და 16 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა გა­ნუ­სა­ზღვრა.

აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით ინ­ფორ­მა­ცი­ას სა­ქარ­თვე­ლოს გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რა­ტუ­რა ავ­რცე­ლებს.

  • უწყე­ბის ცნო­ბით, ბრალ­დე­ბუ­ლი და მისი დის­შვი­ლი, ბრალ­დე­ბუ­ლის ყო­ფი­ლი მე­უღ­ლის სახ­ლში მი­ვიდ­ნენ, სა­დაც ბრალ­დე­ბულ­მა გენ­დე­რის ნიშ­ნით შე­უ­წყნა­რებ­ლო­ბის მო­ტი­ვით, ყო­ფილ მე­უღ­ლეს და­ნით ზურ­გის არე­ში, სი­ცო­ცხლის­თვის სა­ხი­ფა­თო, მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მი­ა­ყე­ნა.

"რუს­თა­ვის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ სრუ­ლად გა­ი­ზი­ა­რა პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ წარ­დგე­ნი­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი და სო­ფელ ვახ­ტან­გის­ში, და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბებ­ში ჩა­დე­ნი­ლი გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბის ფაქ­ტზე ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი დამ­ნა­შა­ვედ ცნო.

სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე გა­მოკ­ვლე­უ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბით და­დას­ტურ­და, რომ 21 იან­ვარს, გარ­დაბ­ნის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ვახ­ტან­გის­ში, ბრალ­დე­ბუ­ლი და მისი დის­შვი­ლი, ბრალ­დე­ბუ­ლის ყო­ფი­ლი მე­უღ­ლის სახ­ლში მი­ვიდ­ნენ, სა­დაც ბრალ­დე­ბულ­მა გენ­დე­რის ნიშ­ნით შე­უ­წყნა­რებ­ლო­ბის მო­ტი­ვით, ყო­ფილ მე­უღ­ლეს და­ნით ზურ­გის არე­ში, სი­ცო­ცხლის­თვის სა­ხი­ფა­თო, მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მი­ა­ყე­ნა. ბრალ­დე­ბუ­ლის თან­მხლე­ბი პირი და­ზა­რა­ლე­ბულს აკა­ვებ­და და გაქ­ცე­ვის შე­საძ­ლებ­ლო­ბას არ აძ­ლევ­და. გა­და­უ­დე­ბე­ლი სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის შე­დე­გად, და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის სი­ცო­ცხლის გა­დარ­ჩე­ნა მო­ხერ­ხდა.

და­კა­ვე­ბუ­ლებს ბრალ­დე­ბა და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბებ­ში ჩა­დე­ნი­ლი გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბის ფაქ­ტებ­ზე წა­რედ­გი­ნათ.

რუს­თა­ვის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ ოჯა­ხის წევ­რის მი­მართ და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბებ­ში, გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბის­თვის ბრალ­დე­ბუ­ლი სრუ­ლად ცნო დამ­ნა­შა­ვედ წარ­დგე­ნილ ბრალ­დე­ბა­ში და სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად 17 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა გა­ნუ­სა­ზღვრა, ხოლო ბრალ­დე­ბუ­ლის ნა­თე­სავს ასე­ვე, და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბებ­ში ჩა­დე­ნი­ლი გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბი­სათ­ვის 16 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­ე­სა­ჯა“, - ნათ­ქვა­მია პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

"ყოფილი ცოლის სახლში დისშვილთან ერთად მივიდა და ქალს ზურგში მძიმე დაზიანებები მიაყენა" -  2 პირს 17 და 16 წლით პატიმრობა შეეფარდათ

"ყოფილი ცოლის სახლში დისშვილთან ერთად მივიდა და ქალს ზურგში მძიმე დაზიანებები მიაყენა" -  2 პირს 17 და 16 წლით პატიმრობა შეეფარდათ

რუსთავის საქალაქო სასამართლომ ყოფილი მეუღლის დამამძიმებელ გარემოებებში, განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ბრალდებულს და მის თანამზრახველს, 17 და 16 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

  • უწყების ცნობით, ბრალდებული და მისი დისშვილი, ბრალდებულის ყოფილი მეუღლის სახლში მივიდნენ, სადაც ბრალდებულმა გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ყოფილ მეუღლეს დანით ზურგის არეში, სიცოცხლისთვის სახიფათო, მძიმე დაზიანებები მიაყენა.

"რუსთავის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და სოფელ ვახტანგისში, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ბრალდებულები დამნაშავედ ცნო.

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 21 იანვარს, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ვახტანგისში, ბრალდებული და მისი დისშვილი, ბრალდებულის ყოფილი მეუღლის სახლში მივიდნენ, სადაც ბრალდებულმა გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ყოფილ მეუღლეს დანით ზურგის არეში, სიცოცხლისთვის სახიფათო, მძიმე დაზიანებები მიაყენა. ბრალდებულის თანმხლები პირი დაზარალებულს აკავებდა და გაქცევის შესაძლებლობას არ აძლევდა. გადაუდებელი სამედიცინო დახმარების შედეგად, დაზარალებულის სიცოცხლის გადარჩენა მოხერხდა.

დაკავებულებს ბრალდება დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტებზე წარედგინათ.

რუსთავის საქალაქო სასამართლომ ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში, განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 17 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, ხოლო ბრალდებულის ნათესავს ასევე, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობისათვის 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა“, - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.