კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კადიროვმა რუს სენატორსა და ბიზნესმენს მტრობა გამოუცხადა - რა კავშირი აქვს ამას რუსეთის უმდიდრესი ქალის ოფისში მომხდარ სროლასთან?
კადიროვმა რუს სენატორსა და ბიზნესმენს მტრობა გამოუცხადა - რა კავშირი აქვს ამას რუსეთის უმდიდრესი ქალის ოფისში მომხდარ სროლასთან?
  • მთა­ვარ ფო­ტო­ზე: რამ­ზან კა­დი­რო­ვი და სუ­ლე­ი­მან ქე­რი­მო­ვი რუ­სე­თის ფეხ­ბურ­თის თა­სის მატ­ჩის დროს, 2011 წლის 1 მარ­ტი

ჩეჩ­ნე­თის რეს­პუბ­ლი­კის მე­თა­უ­რი რამ­ზან კა­დი­რო­ვი სის­ხლის შუღ­ლით და­ე­მუქ­რა და­ღეს­ტნელ სე­ნა­ტორს და მი­ლი­არ­დერ სუ­ლე­ი­მან ქე­რი­მოვს, ასე­ვე სა­ხელ­მწი­ფო სა­თათ­ბი­როს ორ დე­პუ­ტატს - ბე­ხან ბა­რა­ხო­ევს და რიზ­ვან ყურ­ბა­ნოვს - ამის შე­სა­ხებ მან რეს­პუბ­ლი­კის უსაფრ­თხო­ე­ბის ბლო­კის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან შეხ­ვედ­რა­ზე გა­ნა­ცხა­და.

კა­დი­რო­ვის მტკი­ცე­ბით, ისი­ნი მის მოკ­ვლას გეგ­მავ­დნენ.

"თუ ისი­ნი არ და­ამ­ტკი­ცე­ბენ, რომ არა­ფე­რი აქვთ სა­ერ­თო მკვლე­ლო­ბის შეკ­ვე­თას­თან, მე ოფი­ცი­ა­ლუ­რად ვა­ცხა­დებ სის­ხლის შუღლს ბა­რა­ხო­ე­ვის, კა­რი­მო­ვის და ყურ­ბა­ნო­ვის წი­ნა­აღ­მდეგ" - გა­ნა­ცხა­და მან.

შეხ­ვედ­რა­ზე ასე­ვე გა­ნი­ხი­ლეს მოს­კოვ­ში Wildberries-ის ოფის­ში მომ­ხდა­რი მოვ­ლე­ნე­ბი, სა­დაც 18 სექ­ტემ­ბერს სრო­ლა მოხ­და.

Wildberries-ის ოფის­ში კონ­ფლიქ­ტში მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ ჩრდი­ლო­კავ­კა­სი­ე­ლე­ბი, მათ შო­რის "კა­დი­რო­ვე­ლე­ბი". და­პი­რის­პი­რე­ბის მი­ზე­ზი გახ­და რუ­სულ Amazon-ად წო­დე­ბუ­ლი კომ­პა­ნი­ის, Wildberries-ის დამ­ფუძ­ნებ­ლის, ტა­ტი­ა­ნა ბა­კალ­ჩუ­კი­სა და მისი მე­უღ­ლის, ვლა­დის­ლავ ბა­კალ­ჩუ­კის ოჯა­ხუ­რი და საქ­მი­ა­ნი კონ­ფლიქ­ტი, რო­მელ­შიც პირ­და­პირ თუ ირი­ბად ჩარ­თუ­ლი აღ­მოჩ­ნდნენ თვით ვლა­დი­მირ პუ­ტი­ნი, რამ­ზან კა­დი­რო­ვი და და­ღეს­ტნე­ლი ოლი­გარ­ქი, სუ­ლე­ი­მან ქე­რი­მო­ვი.

  • რა მოხ­და?

18 სექ­ტემ­ბერს შუ­ა­დღი­სას, კომ­პა­ნი­ის თა­ნა­დამ­ფუძ­ნე­ბელ­მა ვლა­დის­ლავ ბა­კალ­ჩუკ­მა სცა­და შეჭ­რი­ლი­ყო Wildberries-ის მოს­კო­ვის ოფის­ში, რო­მე­ლიც მდე­ბა­რე­ობს ბიზ­ნეს­ცენ­ტრ "რო­მა­ნოვ დვორ­ში", კრემ­ლი­დან 500 მეტრში. ვლა­დის­ლავ ბა­კალ­ჩუკს თან ახ­ლდნენ შე­რე­უ­ლი საბ­რძო­ლო ხე­ლოვ­ნე­ბის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი მებ­რძო­ლე­ბი და ჩეჩ­ნე­თის ყო­ფი­ლი პრო­კუ­რო­რი ანას ელ­მურ­ზა­ე­ვი, ჯამ­ში, 20-მდე ადა­მი­ა­ნი.

Wildberries-ის ოფის­თან სრო­ლი­სას დაჭ­რი­ლი "ახ­მა­ტის" კლუ­ბის მებ­რძო­ლი უმარ ჩი­ჩა­ე­ვი

ოფი­სის დაც­ვას­თან შე­ტა­კე­ბის დროს და­ი­წყო სრო­ლა, რის შე­დე­გა­დაც ორი ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა და შვი­დი და­იჭ­რა.

  • ცნო­ბი­ლია, რომ ბა­კალ­ჩუკ­მა დახ­მა­რე­ბი­სათ­ვის, არა სა­სა­მარ­თლოს ან სა­მარ­თალ­დამ­ცავ ორ­გა­ნო­ებს, არა­მედ რამ­ზან კა­დი­როვს მი­მარ­თა. კა­დი­რო­ვი ღიად ჩა­ერ­თო და­ვის გა­დაჭ­რა­ში. მან Wildberries-ისა და Russ-ის გა­რი­გე­ბას ძმე­ბი მირ­ზო­ი­ა­ნე­ბი­სა და „კავ­კა­სი­ე­ლი ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის“ თავ­ხე­დუ­რი თა­რე­ში უწო­და.

Wildberries-ის ოფის­ში მომ­ხდა­რის გამო ბა­კალ­ჩუკს ბრა­ლი წა­უ­ყე­ნეს რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის რამ­დე­ნი­მე მუხ­ლით, მათ შო­რის 105-ე მუხ­ლით "მკვლე­ლო­ბა".

ამის შემ­დეგ ბა­კალ­ჩუკ­მა ტე­ლეგ­რა­მის არხზე და­წე­რა, რომ ის თა­ვი­სუ­ფა­ლია. მან ასე­ვე ახ­სე­ნა ქე­რი­მო­ვი და ბა­რა­ხო­ე­ვი და თქვა, რომ ისი­ნი "მფარ­ვე­ლო­ბენ" ძმებს მირ­ზო­ი­ა­ნებს, ტა­ტი­ა­ნა ბა­კალ­ჩუ­კის ახალ პარტნი­ო­რებს.

მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სწო­რედ სუ­ლე­ი­მან ქე­რი­მოვ­მა მო­ა­წყო ტა­ტი­ა­ნა ბა­კალ­ჩუ­კი­სა და რო­ბერტ მირ­ზო­ი­ა­ნის შეხ­ვედ­რა, ჯერ პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნელ­თან ან­ტონ ვა­ი­ნოს­თან, შემ­დეგ კი პი­რა­დად ვლა­დი­მერ პუ­ტინ­თან. ამის შემ­დეგ პუ­ტინ­მა და­ამ­ტკი­ცა გა­რი­გე­ბა და თა­ნა­შემ­წეს მაქ­სიმ ორეშ­კინს პრო­ექ­ტის ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბა და­ა­ვა­ლა.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

ჟორიკა
1

არც კადიროვია რუსი, იგი ჩეჩენია! არც სენატორი სულეიმან კერიმოვია რუსი, იგი დაღესტნელია! უბრალოდ ორივენი რუსეთის მოქალაქეები არიან, მაგრამ ორივენი აგრეთვე თურქეთის და გაერთიანებული არაბული ემირატების მოქალაქეები არიან!

ავტორი:

კადიროვმა რუს სენატორსა და ბიზნესმენს მტრობა გამოუცხადა - რა კავშირი აქვს ამას რუსეთის უმდიდრესი ქალის ოფისში მომხდარ სროლასთან?

კადიროვმა რუს სენატორსა და ბიზნესმენს მტრობა გამოუცხადა - რა კავშირი აქვს ამას რუსეთის უმდიდრესი ქალის ოფისში მომხდარ სროლასთან?
  • მთავარ ფოტოზე: რამზან კადიროვი და სულეიმან ქერიმოვი რუსეთის ფეხბურთის თასის მატჩის დროს, 2011 წლის 1 მარტი

ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაური რამზან კადიროვი სისხლის შუღლით დაემუქრა დაღესტნელ სენატორს და მილიარდერ სულეიმან ქერიმოვს, ასევე სახელმწიფო სათათბიროს ორ დეპუტატს - ბეხან ბარახოევს და რიზვან ყურბანოვს - ამის შესახებ მან რესპუბლიკის უსაფრთხოების ბლოკის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა.

კადიროვის მტკიცებით, ისინი მის მოკვლას გეგმავდნენ.

"თუ ისინი არ დაამტკიცებენ, რომ არაფერი აქვთ საერთო მკვლელობის შეკვეთასთან, მე ოფიციალურად ვაცხადებ სისხლის შუღლს ბარახოევის, კარიმოვის და ყურბანოვის წინააღმდეგ" - განაცხადა მან.

შეხვედრაზე ასევე განიხილეს მოსკოვში Wildberries-ის ოფისში მომხდარი მოვლენები, სადაც 18 სექტემბერს სროლა მოხდა.

Wildberries-ის ოფისში კონფლიქტში მონაწილეობდნენ ჩრდილოკავკასიელები, მათ შორის "კადიროველები". დაპირისპირების მიზეზი გახდა რუსულ Amazon-ად წოდებული კომპანიის, Wildberries-ის დამფუძნებლის, ტატიანა ბაკალჩუკისა და მისი მეუღლის, ვლადისლავ ბაკალჩუკის ოჯახური და საქმიანი კონფლიქტი, რომელშიც პირდაპირ თუ ირიბად ჩართული აღმოჩნდნენ თვით ვლადიმირ პუტინი, რამზან კადიროვი და დაღესტნელი ოლიგარქი, სულეიმან ქერიმოვი.

  • რა მოხდა?

18 სექტემბერს შუადღისას, კომპანიის თანადამფუძნებელმა ვლადისლავ ბაკალჩუკმა სცადა შეჭრილიყო Wildberries-ის მოსკოვის ოფისში, რომელიც მდებარეობს ბიზნესცენტრ "რომანოვ დვორში", კრემლიდან 500 მეტრში. ვლადისლავ ბაკალჩუკს თან ახლდნენ შერეული საბრძოლო ხელოვნების შეიარაღებული მებრძოლები და ჩეჩნეთის ყოფილი პროკურორი ანას ელმურზაევი, ჯამში, 20-მდე ადამიანი.

Wildberries-ის ოფისთან სროლისას დაჭრილი "ახმატის" კლუბის მებრძოლი უმარ ჩიჩაევი

ოფისის დაცვასთან შეტაკების დროს დაიწყო სროლა, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და შვიდი დაიჭრა.

  • ცნობილია, რომ ბაკალჩუკმა დახმარებისათვის, არა სასამართლოს ან სამართალდამცავ ორგანოებს, არამედ რამზან კადიროვს მიმართა. კადიროვი ღიად ჩაერთო დავის გადაჭრაში. მან Wildberries-ისა და Russ-ის გარიგებას ძმები მირზოიანებისა და „კავკასიელი ცნობილი ადამიანების“ თავხედური თარეში უწოდა.

Wildberries-ის ოფისში მომხდარის გამო ბაკალჩუკს ბრალი წაუყენეს რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის რამდენიმე მუხლით, მათ შორის 105-ე მუხლით "მკვლელობა".

ამის შემდეგ ბაკალჩუკმა ტელეგრამის არხზე დაწერა, რომ ის თავისუფალია. მან ასევე ახსენა ქერიმოვი და ბარახოევი და თქვა, რომ ისინი "მფარველობენ" ძმებს მირზოიანებს, ტატიანა ბაკალჩუკის ახალ პარტნიორებს.

მედიის ინფორმაციით, სწორედ სულეიმან ქერიმოვმა მოაწყო ტატიანა ბაკალჩუკისა და რობერტ მირზოიანის შეხვედრა, ჯერ პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან ანტონ ვაინოსთან, შემდეგ კი პირადად ვლადიმერ პუტინთან. ამის შემდეგ პუტინმა დაამტკიცა გარიგება და თანაშემწეს მაქსიმ ორეშკინს პროექტის ზედამხედველობა დაავალა.

წაიკითხეთ ასევე: