პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
სამართალი
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
31 წლის ფეხბურთელი აუზში გარდაცვლილი იპოვეს - ბერძენი სპორტსმენის ტრაგედიის დეტალები: "მისი ბოლო თამაში ეროვნულ ნაკრებში საქართველოს წინააღმდეგ შედგა"
31 წლის ფეხბურთელი აუზში გარდაცვლილი იპოვეს - ბერძენი სპორტსმენის ტრაგედიის დეტალები: "მისი ბოლო თამაში ეროვნულ ნაკრებში საქართველოს წინააღმდეგ შედგა"

ინ­გლი­სის სა­ფეხ­ბურ­თო კლუ­ბის "შე­ფილდ იუ­ნა­ი­ტე­დის" ყო­ფი­ლი მცვე­ლი ჯორჯ ბალ­დო­კი 31 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა. სა­ბერ­ძნე­თის ნაკ­რე­ბის ინ­გლის­ში და­ბა­დე­ბუ­ლი ფეხ­ბურ­თე­ლი სამ­ხრეთ ათენ­ში, გლი­ფა­დას რა­ი­ონ­ში, სა­კუ­თარ სა­ცუ­რაო აუზ­ში გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს.

ბალ­დო­კი ზა­ფხულ­ში სა­ბერ­ძნე­თის კლუბ "პა­ნა­თი­ნა­ი­კოს­ში" გა­და­ვი­და, "შე­ფილდ იუ­ნა­ი­ტედ­ში" შვიდ­წ­ლი­ა­ნი კა­რი­ე­რის შემ­დეგ.

"ჩვენ შოკ­ში ვართ, შოკ­ში ვართ ჯორ­ჯის და­კარ­გვით" – წე­რია "პა­ნა­თი­ნა­ი­კო­სის" გან­ცხა­დე­ბა­ში. "პა­ნა­თი­ნა­ი­კო­სის ოჯა­ხი გლო­ვობს მის ნა­ად­რევ სიკ­ვდილს. ჩვენ მხარს ვუ­ჭერთ ჯორჯ ბალ­დო­კის ოჯახს და საყ­ვა­რელ ადა­მი­ა­ნებს".

"შე­ფილდ იუ­ნა­ი­ტედ­მაც" მწუ­ხა­რე­ბა გა­მო­ხა­ტა მომ­ხდა­რის გამო: "თავ­დამ­სხმელ­მა კლუ­ბი ზა­ფხულ­ში და­ტო­ვა, ბრა­მალ ლე­ინ­ზე შვიდ­წ­ლი­ა­ნი კა­რი­ე­რის შემ­დეგ. ის ძა­ლი­ან პო­პუ­ლა­რუ­ლი იყო რო­გორც გულ­შე­მატ­კივ­რებ­ში, ისე პერ­სო­ნალ­სა და თა­ნა­გუნ­დე­ლებ­ში, რო­მელ­თან ერ­თა­დაც თეთრ-წი­თელ მა­ი­სურს ატა­რებ­და.“

ბალ­დოკ­მა "პა­ნა­თი­ნა­ი­კო­სის­თვის" ოთხი მატ­ჩი გა­მარ­თა და კვი­რას "ოლიმ­პი­ა­კოს­თან" უგო­ლო ფრე­ში ითა­მა­შა.

გან­ცხა­დე­ბა გა­ავ­რცე­ლა სა­ბერ­ძნე­თის ნაკ­რებ­მაც:"ღრმა მწუ­ხა­რე­ბი­თა და ტკი­ვი­ლით სა­ბერ­ძნე­თის ნაკ­რე­ბი და ფეხ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცია ემ­შვი­დო­ბე­ბი­ან ჯორჯ ბალ­დოკს.“

ბერ­ძნუ­ლი ნაკ­რე­ბის წევ­რე­ბი, რომ­ლე­ბიც ამ­ჟა­მად ლონ­დონ­ში არი­ან, ხუთ­შა­ბათს ინ­გლის­თან მატ­ჩის მო­ლო­დინ­ში, ვერ იჯე­რე­ბენ ტრა­გი­კულ ამ­ბავს. ბალ­დოკ­მა სა­ბერ­ძნე­თის ნაკ­რებ­ში 12 მატ­ჩი გა­მარ­თა, მისი ბოლო თა­მა­ში 2023 წლის მარ­ტში სა­ქარ­თვე­ლოს წი­ნა­აღ­მდეგ შედ­გა.

ბერ­ძნუ­ლი გუნ­დი UEFA-ს სთხოვს, რომ ინ­გლის­თან მატ­ჩის დროს მო­თა­მა­შე­ებ­მა შავი სამ­კლა­უ­რე­ბი გა­ი­კე­თონ და მატ­ჩის წინ წუ­თი­ე­რი დუ­მი­ლით პა­ტი­ვი მი­ა­გონ გარ­დაც­ვლილ ფეხ­ბურ­თელს.

ბალ­დოკს მისი ცოლი რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში ეძებ­და, რად­გან მას­თან და­კავ­ში­რე­ბა ვერ შეძ­ლო. სახ­ლში, სა­დაც ბალ­დო­კი ცხოვ­რობ­და, მე­პატ­რო­ნე მი­ვი­და და სწო­რედ მან იპო­ვა ფეხ­ბურ­თე­ლის ცხე­და­რი სა­ცუ­რაო აუზ­ში.

პო­ლი­ცი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით და­ნა­შა­უ­ლის ნიშ­ნე­ბი არ არ­სე­ბობს. გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზი უახ­ლო­ეს დღე­ებ­ში აუ­ტოფ­სი­ით დად­გინ­დე­ბა.

წყა­რო

მოქალაქე
0

ძალიან სამწუხარო და გულდასაწყვეტი ამბავია.ასეთი ახალგაზრდა არასდროს არ უნდა სტოვებდეს სიცოცხლეს.ნათელში იყოს საბრალო ბიჭი.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

31 წლის ფეხბურთელი აუზში გარდაცვლილი იპოვეს - ბერძენი სპორტსმენის ტრაგედიის დეტალები: "მისი ბოლო თამაში ეროვნულ ნაკრებში საქართველოს წინააღმდეგ შედგა"

31 წლის ფეხბურთელი აუზში გარდაცვლილი იპოვეს - ბერძენი სპორტსმენის ტრაგედიის დეტალები: "მისი ბოლო თამაში ეროვნულ ნაკრებში საქართველოს წინააღმდეგ შედგა"

ინგლისის საფეხბურთო კლუბის "შეფილდ იუნაიტედის" ყოფილი მცველი ჯორჯ ბალდოკი 31 წლის ასაკში გარდაიცვალა. საბერძნეთის ნაკრების ინგლისში დაბადებული ფეხბურთელი სამხრეთ ათენში, გლიფადას რაიონში, საკუთარ საცურაო აუზში გარდაცვლილი იპოვეს.

ბალდოკი ზაფხულში საბერძნეთის კლუბ "პანათინაიკოსში" გადავიდა, "შეფილდ იუნაიტედში" შვიდწლიანი კარიერის შემდეგ.

"ჩვენ შოკში ვართ, შოკში ვართ ჯორჯის დაკარგვით" – წერია "პანათინაიკოსის" განცხადებაში. "პანათინაიკოსის ოჯახი გლოვობს მის ნაადრევ სიკვდილს. ჩვენ მხარს ვუჭერთ ჯორჯ ბალდოკის ოჯახს და საყვარელ ადამიანებს".

"შეფილდ იუნაიტედმაც" მწუხარება გამოხატა მომხდარის გამო: "თავდამსხმელმა კლუბი ზაფხულში დატოვა, ბრამალ ლეინზე შვიდწლიანი კარიერის შემდეგ. ის ძალიან პოპულარული იყო როგორც გულშემატკივრებში, ისე პერსონალსა და თანაგუნდელებში, რომელთან ერთადაც თეთრ-წითელ მაისურს ატარებდა.“

ბალდოკმა "პანათინაიკოსისთვის" ოთხი მატჩი გამართა და კვირას "ოლიმპიაკოსთან" უგოლო ფრეში ითამაშა.

განცხადება გაავრცელა საბერძნეთის ნაკრებმაც:"ღრმა მწუხარებითა და ტკივილით საბერძნეთის ნაკრები და ფეხბურთის ფედერაცია ემშვიდობებიან ჯორჯ ბალდოკს.“

ბერძნული ნაკრების წევრები, რომლებიც ამჟამად ლონდონში არიან, ხუთშაბათს ინგლისთან მატჩის მოლოდინში, ვერ იჯერებენ ტრაგიკულ ამბავს. ბალდოკმა საბერძნეთის ნაკრებში 12 მატჩი გამართა, მისი ბოლო თამაში 2023 წლის მარტში საქართველოს წინააღმდეგ შედგა.

ბერძნული გუნდი UEFA-ს სთხოვს, რომ ინგლისთან მატჩის დროს მოთამაშეებმა შავი სამკლაურები გაიკეთონ და მატჩის წინ წუთიერი დუმილით პატივი მიაგონ გარდაცვლილ ფეხბურთელს.

ბალდოკს მისი ცოლი რამდენიმე საათის განმავლობაში ეძებდა, რადგან მასთან დაკავშირება ვერ შეძლო. სახლში, სადაც ბალდოკი ცხოვრობდა, მეპატრონე მივიდა და სწორედ მან იპოვა ფეხბურთელის ცხედარი საცურაო აუზში.

პოლიციის ინფორმაციით დანაშაულის ნიშნები არ არსებობს. გარდაცვალების მიზეზი უახლოეს დღეებში აუტოფსიით დადგინდება.

წყარო