სპორტი
სამხედრო
პოლიტიკა

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ არის კაცი, რომელსაც შეეძლო, ადოლფ ჰიტლერი მოეკლა და 70 მილიონი ადამიანი გადაერჩინა
ვინ არის კაცი, რომელსაც შეეძლო, ადოლფ ჰიტლერი მოეკლა და 70 მილიონი ადამიანი გადაერჩინა

ბრი­ტა­ნულ გა­ზეთ­ში - „ინ­დი­ფენ­დენთ“ (The Independent) გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლია სტა­ტია სა­თა­უ­რით: „კაცი, რო­მელ­საც შე­ეძ­ლო, ადოლფ ჰიტ­ლე­რი... 1918 წელს მო­ეკ­ლა და 70 მი­ლი­ო­ნი ადა­მი­ა­ნი გა­და­ერ­ჩი­ნა“ (ავ­ტო­რი - ტერი დირი), რო­მე­ლიც ეხე­ბა პირ­ვე­ლი მსოფ­ლიო ომის დროს მომ­ხდარ ის­ტო­რი­ას.

გთა­ვა­ზობთ პუბ­ლი­კა­ცი­ის ში­ნა­არსს:

1918 წლის 26 სექ­ტემ­ბერს, საფ­რან­გე­თის ჩრდი­ლო-აღ­მო­სავ­ლეთ ნა­წილ­ში, სენ-კან­ტე­ნის არხთან, მარ­კუ­ენ­თან ახ­ლოს, „ჰინ­დენ­ბურ­გის ხა­ზის“ გარ­ღვე­ვის დროს ან­ტან­ტი­სა და გერ­მა­ნი­ის ჯა­რე­ბი ერ­თმა­ნეთს შე­ებ­რძოლ­ნენ. სწო­რედ ამ დროს, ერ­თმა­ნე­თის პი­რის­პირ აღ­მოჩ­ნდნენ ინ­გლი­სე­ლი ჯა­რის­კა­ცი ჰენ­რი ტან­დი და გერ­მა­ნე­ლი კაპ­რა­ლი, რო­მე­ლიც წაქ­ცე­უ­ლი იყო. ინ­გლი­სელ­მა გერ­მა­ნელს თა­ვი­სი შაშ­ხა­ნა და­უ­მიზ­ნა, მაგ­რამ შე­ა­ტყო რა, რომ კაპ­რა­ლი დაჭ­რი­ლი იყო, არ მოკ­ლა და მას ცო­ცხლად დარ­ჩე­ნის შე­საძ­ლებ­ლო­ბა მის­ცა.

  • ტყვია, რო­მე­ლიც ჰენ­რი ტან­დიმ არ გა­ის­რო­ლა, შე­იძ­ლე­ბო­და, მე­ო­ცე სა­უ­კუ­ნის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვან ტყვი­ად აღი­ა­რე­ბუ­ლი­ყო. საქ­მე ისაა, რომ კაცი, რო­მე­ლიც ჰენ­რიმ არ მოკ­ლა, გერ­მა­ნე­ლი (ავ­სტრი­უ­ლი წარ­მო­შო­ბის) კაპ­რა­ლი იყო - ადოლფ ჰიტ­ლე­რი. ჰენ­რის რომ ჩახ­მა­ხი­სათ­ვის თითი გა­მო­ეკ­რა, პლა­ნე­ტა, ალ­ბათ, თა­ვი­დან აი­ცი­ლებ­და ყვე­ლა­ზე და­მან­გრე­ველ მე­ო­რე მსოფ­ლიო ომს.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით ჰენ­რი ტან­დიმ მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღო ქა­ლაქ იპრთან მომ­ხდარ ბრძო­ლებ­ში, რომ­ლის დრო­საც მან ზურ­გით ბრძო­ლის ვე­ლი­დან დაჭ­რი­ლი თა­ნა­პოლ­კე­ლი გა­მო­იყ­ვა­ნა და გა­და­არ­ჩი­ნა. სწო­რედ ამ დროს, მას სა­ვე­ლე ფო­ტოგ­რაფ­მა სუ­რა­თი გა­და­უ­ღო, რო­მე­ლიც გა­ზეთ­ში შე­სა­ბა­მის სტა­ტი­ას­თან ერ­თად და­ი­ბეჭ­და. შემ­დგომ­ში, 1923 წელს, ფო­ტო­სუ­რა­თის მი­ხედ­ვით, იტა­ლი­ელ­მა მხატ­ვარ­მა ფორ­ტუ­ნი­ნო მა­ტა­ნიმ ზურ­გზე დაჭ­რილ­მო­კი­დე­ბუ­ლი ჰენ­რი ტან­დი ზე­თის სა­ღე­ბა­ვით და­ხა­ტა.

გერ­მა­ნე­ლი ექი­მი ოტო შვენ­დიც იპრთან იბ­რძო­და, იგი ტყვედ ჩა­ვარ­და, თუმ­ცა პრო­ფე­სია გა­მო­ად­გა და ინ­გლი­სელ პოლ­კოვ­ნიკს მკურ­ნა­ლობ­და. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, მან გა­იც­ნო იტა­ლი­ე­ლი მხატ­ვა­რი, რო­მელ­მაც თა­ვი­სი ნა­ხა­ტი აჩუ­ქა - რო­გორც იპ­რის ბრძო­ლე­ბის მო­ნა­წი­ლეს. 1937 წელს მან ნა­ხა­ტი, ჰენ­რი ტან­დის ფო­ტო­სუ­რათ­თან ერ­თად, ადოლფ ჰიტ­ლერს გა­უგ­ზავ­ნა, რო­მე­ლიც იმ დრო­ის­თვის უკვე გერ­მა­ნი­ის რე­იხსკან­ცლე­რი იყო. ჰიტ­ლე­რის მდი­ვან­მა ოტო შვენ­დს სა­მად­ლო­ბე­ლი წე­რი­ლი გა­უგ­ზავ­ნა და აც­ნო­ბა, რომ ფი­უ­რე­რი ამ ფო­ტო­სუ­რა­თით სა­გან­გე­ბოდ და­ინ­ტე­რეს­დაო.

რაც შე­ე­ხე­ბა ჰენ­რი ტან­დის, ომის დროს მან ვიქ­ტო­რი­ას ჯვრის ორ­დე­ნი და სხვა მრა­ვა­ლი ჯილ­დო მი­ი­ღო, იგი 1926 წელს კი არ­მი­ი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლდა და კომ­პა­ნია Standard Motor Company-ს უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხურ­ში მშვი­დად და წყნა­რად მუ­შა­ობ­და. ერთ დღეს კი მისი სა­ხე­ლი მსოფ­ლი­ომ გა­ი­გო...

1938 წელს, ადოლფ ჰიტ­ლერს ოფი­ცი­ა­ლუ­რი ვი­ზი­ტით ეწ­ვია დიდი ბრი­ტა­ნე­თის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ნე­ვილ ჩემ­ბერ­ლე­ნი. მას­პინ­ძელ­მა სტუ­მა­რი ბა­ვა­რი­ა­ში, თა­ვის რე­ზი­დენ­ცია „არ­წი­ვის ბუ­დე­ში“ მი­ი­ღო. პრე­მი­ერს გა­მო­ფე­ნი­ლი ნა­ხა­ტი და ფოტო უნა­ხავს და ჰიტ­ლე­რის­თვის უკი­თხავს, თუ სა­ი­დან ჰქონ­და მას ბრი­ტა­ნე­ლი ჯა­რის­კა­ცის ის­ტო­რი­ის ამ­სახ­ვე­ლი ატ­რი­ბუ­ტე­ბი. ადოლფ ჰიტ­ლერს უთ­ქვამს, რომ ამ კაც­მა, ჰენ­რი ტან­დიმ, არ მომ­კლა და სიკ­ვდილს გა­დავ­რჩიო. გერ­მა­ნი­ის რა­იხსკან­ცლერ­მა ბრი­ტა­ნე­თის პრე­მი­ერ-მი­ნისტრს სთხო­ვა, რომ თუ ჰენ­რი ტან­დი ცო­ცხა­ლი იყო, მის­თვის უღ­რმე­სი მად­ლო­ბა გა­და­ე­ცა, რომ მან 1918 წელს, 20 წლის წინ, ფრონტზე, ჩახ­მახს თითი არ გა­მოჰ­კრა...წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ეკონომიკა
14

მეორე მსოფლიო ომი ყველა შემთხვევაში მოხვდებოდა, უბრალოდ ამჯერად მას საბჭოთა კავშირი დაიწყებდა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

ვინ არის კაცი, რომელსაც შეეძლო, ადოლფ ჰიტლერი მოეკლა და 70 მილიონი ადამიანი გადაერჩინა

ვინ არის კაცი, რომელსაც შეეძლო, ადოლფ ჰიტლერი მოეკლა და 70 მილიონი ადამიანი გადაერჩინა

ბრიტანულ გაზეთში - „ინდიფენდენთ“ (The Independent) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით: „კაცი, რომელსაც შეეძლო, ადოლფ ჰიტლერი... 1918 წელს მოეკლა და 70 მილიონი ადამიანი გადაერჩინა“ (ავტორი - ტერი დირი), რომელიც ეხება პირველი მსოფლიო ომის დროს მომხდარ ისტორიას.

გთავაზობთ პუბლიკაციის შინაარსს:

1918 წლის 26 სექტემბერს, საფრანგეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, სენ-კანტენის არხთან, მარკუენთან ახლოს, „ჰინდენბურგის ხაზის“ გარღვევის დროს ანტანტისა და გერმანიის ჯარები ერთმანეთს შეებრძოლნენ. სწორედ ამ დროს, ერთმანეთის პირისპირ აღმოჩნდნენ ინგლისელი ჯარისკაცი ჰენრი ტანდი და გერმანელი კაპრალი, რომელიც წაქცეული იყო. ინგლისელმა გერმანელს თავისი შაშხანა დაუმიზნა, მაგრამ შეატყო რა, რომ კაპრალი დაჭრილი იყო, არ მოკლა და მას ცოცხლად დარჩენის შესაძლებლობა მისცა.

  • ტყვია, რომელიც ჰენრი ტანდიმ არ გაისროლა, შეიძლებოდა, მეოცე საუკუნის ყველაზე მნიშვნელოვან ტყვიად აღიარებულიყო. საქმე ისაა, რომ კაცი, რომელიც ჰენრიმ არ მოკლა, გერმანელი (ავსტრიული წარმოშობის) კაპრალი იყო - ადოლფ ჰიტლერი. ჰენრის რომ ჩახმახისათვის თითი გამოეკრა, პლანეტა, ალბათ, თავიდან აიცილებდა ყველაზე დამანგრეველ მეორე მსოფლიო ომს.

მოგვიანებით ჰენრი ტანდიმ მონაწილეობა მიიღო ქალაქ იპრთან მომხდარ ბრძოლებში, რომლის დროსაც მან ზურგით ბრძოლის ველიდან დაჭრილი თანაპოლკელი გამოიყვანა და გადაარჩინა. სწორედ ამ დროს, მას საველე ფოტოგრაფმა სურათი გადაუღო, რომელიც გაზეთში შესაბამის სტატიასთან ერთად დაიბეჭდა. შემდგომში, 1923 წელს, ფოტოსურათის მიხედვით, იტალიელმა მხატვარმა ფორტუნინო მატანიმ ზურგზე დაჭრილმოკიდებული ჰენრი ტანდი ზეთის საღებავით დახატა.

გერმანელი ექიმი ოტო შვენდიც იპრთან იბრძოდა, იგი ტყვედ ჩავარდა, თუმცა პროფესია გამოადგა და ინგლისელ პოლკოვნიკს მკურნალობდა. მოგვიანებით, მან გაიცნო იტალიელი მხატვარი, რომელმაც თავისი ნახატი აჩუქა - როგორც იპრის ბრძოლების მონაწილეს. 1937 წელს მან ნახატი, ჰენრი ტანდის ფოტოსურათთან ერთად, ადოლფ ჰიტლერს გაუგზავნა, რომელიც იმ დროისთვის უკვე გერმანიის რეიხსკანცლერი იყო. ჰიტლერის მდივანმა ოტო შვენდს სამადლობელი წერილი გაუგზავნა და აცნობა, რომ ფიურერი ამ ფოტოსურათით საგანგებოდ დაინტერესდაო.

რაც შეეხება ჰენრი ტანდის, ომის დროს მან ვიქტორიას ჯვრის ორდენი და სხვა მრავალი ჯილდო მიიღო, იგი 1926 წელს კი არმიიდან გათავისუფლდა და კომპანია Standard Motor Company-ს უსაფრთხოების სამსახურში მშვიდად და წყნარად მუშაობდა. ერთ დღეს კი მისი სახელი მსოფლიომ გაიგო...

1938 წელს, ადოლფ ჰიტლერს ოფიციალური ვიზიტით ეწვია დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ნევილ ჩემბერლენი. მასპინძელმა სტუმარი ბავარიაში, თავის რეზიდენცია „არწივის ბუდეში“ მიიღო. პრემიერს გამოფენილი ნახატი და ფოტო უნახავს და ჰიტლერისთვის უკითხავს, თუ საიდან ჰქონდა მას ბრიტანელი ჯარისკაცის ისტორიის ამსახველი ატრიბუტები. ადოლფ ჰიტლერს უთქვამს, რომ ამ კაცმა, ჰენრი ტანდიმ, არ მომკლა და სიკვდილს გადავრჩიო. გერმანიის რაიხსკანცლერმა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს სთხოვა, რომ თუ ჰენრი ტანდი ცოცხალი იყო, მისთვის უღრმესი მადლობა გადაეცა, რომ მან 1918 წელს, 20 წლის წინ, ფრონტზე, ჩახმახს თითი არ გამოჰკრა...წაიკითხეთ სრულად