კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გამომყევი აჭარაში" კამპანიის მთავარი გამარჯვებული კონტენტ-კრეატორთა ჯგუფი "სამეგობრო" გახდა
"გამომყევი აჭარაში" კამპანიის მთავარი გამარჯვებული კონტენტ-კრეატორთა ჯგუფი "სამეგობრო" გახდა

შიდა ტუ­რიზ­მის სტი­მუ­ლი­რე­ბის კამ­პა­ნი­ამ „გა­მომ­ყე­ვი აჭა­რა­ში“ სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში 240 მი­ლი­ონ­ზე მეტი წვდო­მა (reach) და­აგ­რო­ვა. კამ­პა­ნი­ის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლე­ბი ბა­თუმ­ში გა­მარ­თულ შე­მა­ჯა­მე­ბელ ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე გა­მოვ­ლინ­დნენ. პირ­ვე­ლი ად­გი­ლი კონ­ტენტ-კრე­ა­ტორ­თა ჯგუფ­მა „სა­მე­გობ­რო“ აიღო. ორი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში, მათ მიერ სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში აჭა­რა­ზე გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ­მა კონ­ტენ­ტმა 66 მი­ლი­ონს გა­და­ა­ჭარ­ბა. მე­ო­რე ად­გილ­ზე ცნო­ბი­ლი ინფლუ­ენ­სე­რე­ბის ოჯა­ხი გი­ორ­გი ჯო­ბა­ვა და სალი წვე­რა­ვა გა­ვიდ­ნენ. მათ მიერ სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში “Family guys” –ის ან­გა­რი­შით გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ­მა კონ­ტენ­ტმა 48 მი­ლი­ო­ნამ­დე წვდო­მა და­აგ­რო­ვა. მე­სა­მე ად­გი­ლი კონ­ტენტ-კრე­ა­ტორ­მა მა­რი­ამ ფხო­ვე­ლიშ­ვილ­მა (40 მი­ლი­ონ­ზე მეტი წვდო­მა ), ხოლო მე­ო­თხე ად­გი­ლი ნა­თია კა­ხი­ძემ (26 მი­ლი­ონ­ზე მეტი წვდო­მა) და­ი­კა­ვეს.

სა­კუ­თა­რი რჩე­უ­ლე­ბი გა­მო­ავ­ლი­ნეს და სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­ჩუქ­რე­ბი გა­დას­ცეს მო­ნა­წი­ლე ინფლუ­ენ­სე­რებს სას­ტუმ­რო­ებ­მა „კას­ტე­ლო მარე“, „შატო კვი­რი­კე“, „ამ­ბა­სა­დო­რი გო­დერ­ძი“, „ლიც რე­ზორ­ტი“, „ჯორ­ნი­ან პა­ლა­სი“ და კომ­პა­ნი­ამ „ტურ ინ­ვეს­ტი“. მათი რჩე­უ­ლე­ბი მოგ­ზა­ურ-ფო­ტოგ­რა­ფი ზურა გე­ლაშ­ვი­ლი, კონ­ტენტ-კრე­ა­ტო­რე­ბი ზიად ალი­ე­ვი, სალი წვე­რა­ვა, ლია პა­პა­ვა, ანა გზი­რიშ­ვი­ლი და ვიქ­ტო­რია მელ­ნი­ჩუ­კი გახ­დნენ. აჭა­რის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ა­ში შე­ტა­ნი­ლი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი წვლი­ლის­თვის კამ­პა­ნი­ის მო­ნა­წი­ლე­ებს მად­ლო­ბის სი­გე­ლე­ბი გა­დას­ცა აჭა­რის ტუ­რიზ­მის დე­პარ­ტა­მენ­ტის ხელ­მძღვა­ნელ­მა თი­ნა­თინ ზო­ი­ძემ.

შიდა ტუ­რიზ­მის სტი­მუ­ლი­რე­ბის კამ­პა­ნი­ის „გა­მომ­ყე­ვი აჭა­რა­ში“ ფარ­გლებ­ში, ინფლუ­ენ­სე­რე­ბი და კონ­ტენტ-კრე­ა­ტო­რე­ბი ორი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში მოგ­ზა­უ­რობ­დნენ აჭა­რა­ში და ასი­ა­თა­სო­ბით შიდა ტუ­რისტს აც­ნობ­დნენ აჭა­რის მრა­ვალ­ფე­რო­ვან ტუ­რის­ტულ პრო­დუქ­ტებ­სა და სერ­ვი­სებს. კამ­პა­ნი­ის ფარ­გლებ­ში მო­ნა­წი­ლე­ებ­მა სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში 3000-ზე მეტი პოს­ტი გა­მო­აქ­ვეყ­ნეს და მათ­მა კონ­ტენ­ტმა, გა­სულ წელ­თან შე­და­რე­ბით 140 მი­ლი­ო­ნით მეტი წვდო­მა და­აგ­რო­ვა. კამ­პა­ნი­ის მსვლე­ლო­ბი­სას მო­ნა­წი­ლე­ებ­მა აჭა­რა­ში არ­სე­ბულ 70 ტუ­რის­ტულ ობი­ექ­ტზე მეტს გა­უ­წი­ეს პო­პუ­ლა­რი­ზა­ცია.

კამ­პა­ნია „გა­მომ­ყე­ვი აჭა­რა­ში“ პირ­ვე­ლად გა­სულ წელს ჩა­ტარ­და. შარ­შან, ორ­თვი­ა­ნი კამ­პა­ნი­ი­სას, ბლო­გე­რე­ბის მიერ აჭა­რის შე­სა­ხებ სო­ცი­ა­ლურ მე­დი­ა­ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ­მა კონ­ტენ­ტმა 100 მი­ლი­ო­ნი წვდო­მა და­აგ­რო­ვა. გა­სუ­ლი წლის მსგავ­სად, წელ­საც ყვე­ლა­ზე კარ­გი შე­დე­გე­ბი იმ ცნო­ბილ­მა ბლო­გერ-ინფლუ­ენ­სე­რებ­მა აჩ­ვე­ნეს, რომ­ლე­ბიც აჭა­რა­ში მოგ­ზა­უ­რო­ბის შთა­ბეჭ­დი­ლე­ბებ­სა და რე­კო­მენ­და­ცი­ებს აქ­ტი­უ­რად უზი­ა­რებ­დნენ გა­მომ­წე­რებს.

NS

ავტორი:

"გამომყევი აჭარაში" კამპანიის მთავარი გამარჯვებული კონტენტ-კრეატორთა ჯგუფი "სამეგობრო" გახდა

"გამომყევი აჭარაში" კამპანიის მთავარი გამარჯვებული კონტენტ-კრეატორთა ჯგუფი "სამეგობრო" გახდა

შიდა ტურიზმის სტიმულირების კამპანიამ „გამომყევი აჭარაში“ სოციალურ ქსელებში 240 მილიონზე მეტი წვდომა (reach) დააგროვა. კამპანიის გამარჯვებულები ბათუმში გამართულ შემაჯამებელ ღონისძიებაზე გამოვლინდნენ. პირველი ადგილი კონტენტ-კრეატორთა ჯგუფმა „სამეგობრო“ აიღო. ორი თვის განმავლობაში, მათ მიერ სოციალურ ქსელებში აჭარაზე გამოქვეყნებულმა კონტენტმა 66 მილიონს გადააჭარბა. მეორე ადგილზე ცნობილი ინფლუენსერების ოჯახი გიორგი ჯობავა და სალი წვერავა გავიდნენ. მათ მიერ სოციალურ ქსელებში “Family guys” –ის ანგარიშით გამოქვეყნებულმა კონტენტმა 48 მილიონამდე წვდომა დააგროვა. მესამე ადგილი კონტენტ-კრეატორმა მარიამ ფხოველიშვილმა (40 მილიონზე მეტი წვდომა ), ხოლო მეოთხე ადგილი ნათია კახიძემ (26 მილიონზე მეტი წვდომა) დაიკავეს.

საკუთარი რჩეულები გამოავლინეს და სპეციალური საჩუქრები გადასცეს მონაწილე ინფლუენსერებს სასტუმროებმა „კასტელო მარე“, „შატო კვირიკე“, „ამბასადორი გოდერძი“, „ლიც რეზორტი“, „ჯორნიან პალასი“ და კომპანიამ „ტურ ინვესტი“. მათი რჩეულები მოგზაურ-ფოტოგრაფი ზურა გელაშვილი, კონტენტ-კრეატორები ზიად ალიევი, სალი წვერავა, ლია პაპავა, ანა გზირიშვილი და ვიქტორია მელნიჩუკი გახდნენ. აჭარის პოპულარიზაციაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის კამპანიის მონაწილეებს მადლობის სიგელები გადასცა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა თინათინ ზოიძემ.

შიდა ტურიზმის სტიმულირების კამპანიის „გამომყევი აჭარაში“ ფარგლებში, ინფლუენსერები და კონტენტ-კრეატორები ორი თვის განმავლობაში მოგზაურობდნენ აჭარაში და ასიათასობით შიდა ტურისტს აცნობდნენ აჭარის მრავალფეროვან ტურისტულ პროდუქტებსა და სერვისებს. კამპანიის ფარგლებში მონაწილეებმა სოციალურ ქსელებში 3000-ზე მეტი პოსტი გამოაქვეყნეს და მათმა კონტენტმა, გასულ წელთან შედარებით 140 მილიონით მეტი წვდომა დააგროვა. კამპანიის მსვლელობისას მონაწილეებმა აჭარაში არსებულ 70 ტურისტულ ობიექტზე მეტს გაუწიეს პოპულარიზაცია.

კამპანია „გამომყევი აჭარაში“ პირველად გასულ წელს ჩატარდა. შარშან, ორთვიანი კამპანიისას, ბლოგერების მიერ აჭარის შესახებ სოციალურ მედიაში გამოქვეყნებულმა კონტენტმა 100 მილიონი წვდომა დააგროვა. გასული წლის მსგავსად, წელსაც ყველაზე კარგი შედეგები იმ ცნობილმა ბლოგერ-ინფლუენსერებმა აჩვენეს, რომლებიც აჭარაში მოგზაურობის შთაბეჭდილებებსა და რეკომენდაციებს აქტიურად უზიარებდნენ გამომწერებს.

NS