კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ამ უაზრო რეზოლუციების მიუხედავად ქვეყნის საწინააღმდეგო გადაწყვეტილებას არ მივიღებთ" - ღარიბაშვილი
"ამ უაზრო რეზოლუციების მიუხედავად ქვეყნის საწინააღმდეგო გადაწყვეტილებას არ მივიღებთ" - ღარიბაშვილი

მო­წო­დე­ბა, რაც ნა­ხეთ [სან­ქცი­ებ­ზე] რე­ა­ლუ­რად ქარ­თვე­ლი ხალ­ხის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო­დაა - სან­ქცი­ე­ბის და­წე­სე­ბა ჩვე­ნი ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კის დან­გრე­ვას ნიშ­ნავს,- ამის შე­სა­ხებ „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ თავ­მჯდო­მა­რე ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, რი­თაც გა­მო­ეხ­მა­უ­რა ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტის რე­ზო­ლუ­ცი­ის იმ ნა­წილს, სა­დაც რუ­სე­თის­თვის სან­ქცი­ე­ბის და­წე­სე­ბა­ზეა მო­წო­დე­ბა.

  • რო­გორც ღა­რი­ბაშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ სან­ქცი­ებ­ზე მი­ერ­თე­ბა­ზე უარი თა­ვი­დან­ვე თქვა, თუმ­ცა ამის მი­უ­ხე­და­ვად „სან­ქცი­ე­ბის­თვის გვერ­დის ავ­ლა­ში ვინ­მეს დახ­მა­რე­ბის არ­ცერ­თი ფაქ­ტი და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლა“.

"თა­ვი­დან­ვე კარ­გად გვქონ­და გა­აზ­რე­ბუ­ლი, რომ სან­ქცი­ე­ბის და­წე­სე­ბა [რუ­სე­თის­თვის] რე­ა­ლუ­რად ჩვენს ხალ­ხზე სან­ქცი­ე­ბის და­წე­სე­ბას ნიშ­ნავ­და. ჩვე­ნი ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კა არა­თუ 10%-ით გა­იზ­რდე­ბო­და, არა­მედ 10%-იანი ვარ­დნა იქ­ნე­ბო­და. შე­იძ­ლე­ბა ჩვე­ნი ეკო­ნო­მი­კა 20-30%-თაც კი შემ­ცი­რე­ბუ­ლი­ყო. ამი­ტომ ჩვენ რომ თა­ვი­დან­ვე ეს რე­ა­ლუ­რი საფრ­თხე­ე­ბი და­ვი­ნა­ხეთ, ამი­ტომ ვთქვით, რომ ამ სან­ქცი­ებს არ მი­ვუ­ერ­თდე­ბო­დით. კარ­გად იცით, რომ ამის მი­უ­ხე­და­ვად არ­ცერ­თი ფაქ­ტი არ და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლა, რომ ჩვენ ვინ­მეს სან­ქცი­ე­ბის­თვის გვერ­დის ავ­ლა­ში და­ვეხ­მა­რეთ. ყვე­ლა­ფე­რი აბ­სო­ლუ­ტუ­რად გამჭვირ­ვა­ლედ იყო. ძა­ლი­ან მა­ღა­ლი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რი საქ­მე გა­კეთ­და ჩვე­ნი სა­ხელ­მწი­ფო უწყე­ბე­ბის მხრი­დან.

მო­წო­დე­ბა, რაც ნა­ხეთ რე­ა­ლუ­რად ქარ­თვე­ლი ხალ­ხის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო­დაა. ისი­ნი მოგ­ვი­წო­დე­ბენ, რომ მი­ვი­ღოთ ქარ­თვე­ლი ხალ­ხის და ჩვე­ნი ქვეყ­ნის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა. ამას არ გა­ვა­კე­თებთ მი­უ­ხე­და­ვად ამ უაზ­რო რე­ზო­ლუ­ცი­ე­ბი­სა და მსგავ­სი ტი­პის ჩა­რე­ვე­ბი­სა“,- გა­ნა­ცხა­და ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა.

ავტორი:

"ამ უაზრო რეზოლუციების მიუხედავად ქვეყნის საწინააღმდეგო გადაწყვეტილებას არ მივიღებთ" - ღარიბაშვილი

"ამ უაზრო რეზოლუციების მიუხედავად ქვეყნის საწინააღმდეგო გადაწყვეტილებას არ მივიღებთ" - ღარიბაშვილი

მოწოდება, რაც ნახეთ [სანქციებზე] რეალურად ქართველი ხალხის საწინააღმდეგოდაა - სანქციების დაწესება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის დანგრევას ნიშნავს,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა ევროპარლამენტის რეზოლუციის იმ ნაწილს, სადაც რუსეთისთვის სანქციების დაწესებაზეა მოწოდება.

  • როგორც ღარიბაშვილმა განაცხადა, საქართველოს ხელისუფლებამ სანქციებზე მიერთებაზე უარი თავიდანვე თქვა, თუმცა ამის მიუხედავად „სანქციებისთვის გვერდის ავლაში ვინმეს დახმარების არცერთი ფაქტი დაფიქსირებულა“.

"თავიდანვე კარგად გვქონდა გააზრებული, რომ სანქციების დაწესება [რუსეთისთვის] რეალურად ჩვენს ხალხზე სანქციების დაწესებას ნიშნავდა. ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა არათუ 10%-ით გაიზრდებოდა, არამედ 10%-იანი ვარდნა იქნებოდა. შეიძლება ჩვენი ეკონომიკა 20-30%-თაც კი შემცირებულიყო. ამიტომ ჩვენ რომ თავიდანვე ეს რეალური საფრთხეები დავინახეთ, ამიტომ ვთქვით, რომ ამ სანქციებს არ მივუერთდებოდით. კარგად იცით, რომ ამის მიუხედავად არცერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა, რომ ჩვენ ვინმეს სანქციებისთვის გვერდის ავლაში დავეხმარეთ. ყველაფერი აბსოლუტურად გამჭვირვალედ იყო. ძალიან მაღალი პროფესიონალური საქმე გაკეთდა ჩვენი სახელმწიფო უწყებების მხრიდან.

მოწოდება, რაც ნახეთ რეალურად ქართველი ხალხის საწინააღმდეგოდაა. ისინი მოგვიწოდებენ, რომ მივიღოთ ქართველი ხალხის და ჩვენი ქვეყნის საწინააღმდეგო გადაწყვეტილება. ამას არ გავაკეთებთ მიუხედავად ამ უაზრო რეზოლუციებისა და მსგავსი ტიპის ჩარევებისა“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.