პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
TikTok-ს თინეიჯერების ფსიქიკური ჯანმრთელობის "დანგრევის" გამო უჩივიან - საგანგაშო დასკვნა პოპულარულ პლატფორმაზე
TikTok-ს თინეიჯერების ფსიქიკური ჯანმრთელობის "დანგრევის" გამო უჩივიან - საგანგაშო დასკვნა პოპულარულ პლატფორმაზე

აშშ-ს ათზე მეტ­მა შტატ­მა TikTok-ს უჩივ­ლა, ბრალ­დე­ბით, რომ სო­ცი­ა­ლუ­რი მე­დი­ის პლატ­ფორ­მა ხელს უწყობს თი­ნე­ი­ჯე­რებს შო­რის მენ­ტა­ლუ­რი ჯან­მრთე­ლო­ბის კრი­ზი­სის გა­მოწ­ვე­ვას.

  • 14 გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რო­რის­გან შემ­დგა­რი ჯგუ­ფი ამ­ტკი­ცებს, რომ კომ­პა­ნია ზო­გი­ერთ ფუნ­ქცი­ას ბავ­შვე­ბის აპ­ლი­კა­ცი­ა­ზე მი­სა­ჯაჭ­ვად იყე­ნებს და რომ მან სა­ზო­გა­დო­ე­ბა ხან­გრძლი­ვი გა­მო­ყე­ნე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის შე­სა­ხებ გან­ზრახ შე­იყ­ვა­ნა შეც­დო­მა­ში.

TikTok-მა სარ­ჩელს "იმედ­გა­მაც­რუ­ე­ბე­ლი" უწო­და და გა­ნა­ცხა­და, რომ მათი აზ­რით, ბევ­რი ბრალ­დე­ბა "არა­ზუს­ტი და შეც­დო­მა­ში შემყვა­ნია".

"TikTok-მა იცის, რომ პლატ­ფორ­მის აკ­ვი­ა­ტე­ბუ­ლი გა­მო­ყე­ნე­ბა და სხვა მავ­ნე ეფექ­ტე­ბი მი­ლი­ო­ნო­ბით ამე­რი­კე­ლი ბავ­შვი­სა და თი­ნე­ი­ჯე­რის ფსი­ქი­კურ ჯან­მრთე­ლო­ბას ანად­გუ­რებს," - ნათ­ქვა­მია სარ­ჩელ­ში.

  • ნიუ-იორ­კის გე­ნე­რა­ლურ­მა პრო­კუ­რორ­მა, ლე­ტი­ცია ჯე­იმსმა გა­ნა­ცხა­და, რომ მთე­ლი ქვეყ­ნის მას­შტა­ბით ახალ­გაზ­რდე­ბი TikTok-ის "გა­მოწ­ვე­ვე­ბის" შეს­რუ­ლე­ბი­სას და­ი­ღუპ­ნენ ან და­შავ­დნენ, სხვე­ბი კი "TikTok-ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის გა­მომ­წვე­ვი ფუნ­ქცი­ე­ბის გამო უფრო სევ­დი­ა­ნე­ბი, შფო­თი­ა­ნე­ბი და დეპ­რე­სი­უ­ლე­ბი არი­ან".

სარ­ჩელ­ში გა­მო­ყო­ფი­ლია გარ­კვე­უ­ლი პრობ­ლე­მუ­რი ფუნ­ქცი­ე­ბი: შე­ტყო­ბი­ნე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც ძი­ლის რე­ჟიმს არ­ღვევს; ვი­დე­ო­ე­ბი, რომ­ლე­ბიც ქრე­ბა, რაც მომ­ხმა­რებ­ლებს აი­ძუ­ლებს, ხში­რად შე­ა­მოწ­მონ პლატ­ფორ­მა; და სი­ლა­მა­ზის ფილტრე­ბი, რომ­ლე­ბიც მომ­ხმა­რებ­ლებს სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს, თა­ვი­ან­თი გა­რეგ­ნო­ბა გა­ა­უმ­ჯო­ბე­სონ.

სარ­ჩე­ლე­ბი 13-მა შტატ­მა ცალ-ცალ­კე შე­ი­ტა­ნა, ხოლო კო­ლუმ­ბი­ის ოლ­ქში, გე­ნე­რა­ლურ­მა პრო­კუ­რორ­მა კომ­პა­ნია ასე­ვე ული­ცენ­ზიო ფუ­ლა­დი გა­და­რი­ცხვე­ბის ბიზ­ნე­სის წარ­მო­ე­ბა­ში და­ა­და­ნა­შა­უ­ლა.

სარ­ჩე­ლი სა­სა­მარ­თლოს სთხოვს, აუკ­რძა­ლოს TikTok-ს ასე­თი ქმე­დე­ბა და ასე­ვე, ითხოვს კომ­პა­ნი­ის­თვის ფი­ნან­სუ­რი სან­ქცი­ე­ბის და­წე­სე­ბას.

ახალ­გაზ­რდე­ბის ფსი­ქი­კურ ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე მათი ზე­გავ­ლე­ნის გამო, მა­რე­გუ­ლი­რებ­ლებ­მა მსგავ­სი საქ­მე­ე­ბი Facebook-ისა და Instagram-ის წი­ნა­აღ­მდე­გაც აღ­ძრეს.

რო­გორც იმ­რან აჰ­მედ­მა, არა­კო­მერ­ცი­უ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის, Center for Countering Digital Hate-ის აღ­მას­რუ­ლე­ბელ­მა დი­რექ­ტორ­მა გა­ნა­ცხა­და, ის იმე­დოვ­ნებს, სა­მარ­თლებ­რი­ვი ქმე­დე­ბა პლატ­ფორ­მე­ბის რის­კე­ბის შე­სა­ხებ მშობ­ლე­ბის ცნო­ბი­ე­რე­ბას გაზ­რდის და ზე­წო­ლას მო­ახ­დენს კომ­პა­ნი­ებ­ზე, რათა მათ თა­ვი­ან­თი პრაქ­ტი­კა შეც­ვა­ლონ.

წყა­რო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

TikTok-ს თინეიჯერების ფსიქიკური ჯანმრთელობის "დანგრევის" გამო უჩივიან - საგანგაშო დასკვნა პოპულარულ პლატფორმაზე

TikTok-ს თინეიჯერების ფსიქიკური ჯანმრთელობის "დანგრევის" გამო უჩივიან - საგანგაშო დასკვნა პოპულარულ პლატფორმაზე

აშშ-ს ათზე მეტმა შტატმა TikTok-ს უჩივლა, ბრალდებით, რომ სოციალური მედიის პლატფორმა ხელს უწყობს თინეიჯერებს შორის მენტალური ჯანმრთელობის კრიზისის გამოწვევას.

  • 14 გენერალური პროკურორისგან შემდგარი ჯგუფი ამტკიცებს, რომ კომპანია ზოგიერთ ფუნქციას ბავშვების აპლიკაციაზე მისაჯაჭვად იყენებს და რომ მან საზოგადოება ხანგრძლივი გამოყენების უსაფრთხოების შესახებ განზრახ შეიყვანა შეცდომაში.

TikTok-მა სარჩელს "იმედგამაცრუებელი" უწოდა და განაცხადა, რომ მათი აზრით, ბევრი ბრალდება "არაზუსტი და შეცდომაში შემყვანია".

"TikTok-მა იცის, რომ პლატფორმის აკვიატებული გამოყენება და სხვა მავნე ეფექტები მილიონობით ამერიკელი ბავშვისა და თინეიჯერის ფსიქიკურ ჯანმრთელობას ანადგურებს," - ნათქვამია სარჩელში.

  • ნიუ-იორკის გენერალურმა პროკურორმა, ლეტიცია ჯეიმსმა განაცხადა, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით ახალგაზრდები TikTok-ის "გამოწვევების" შესრულებისას დაიღუპნენ ან დაშავდნენ, სხვები კი "TikTok-ზე დამოკიდებულების გამომწვევი ფუნქციების გამო უფრო სევდიანები, შფოთიანები და დეპრესიულები არიან".

სარჩელში გამოყოფილია გარკვეული პრობლემური ფუნქციები: შეტყობინებები, რომლებიც ძილის რეჟიმს არღვევს; ვიდეოები, რომლებიც ქრება, რაც მომხმარებლებს აიძულებს, ხშირად შეამოწმონ პლატფორმა; და სილამაზის ფილტრები, რომლებიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, თავიანთი გარეგნობა გააუმჯობესონ.

სარჩელები 13-მა შტატმა ცალ-ცალკე შეიტანა, ხოლო კოლუმბიის ოლქში, გენერალურმა პროკურორმა კომპანია ასევე ულიცენზიო ფულადი გადარიცხვების ბიზნესის წარმოებაში დაადანაშაულა.

სარჩელი სასამართლოს სთხოვს, აუკრძალოს TikTok-ს ასეთი ქმედება და ასევე, ითხოვს კომპანიისთვის ფინანსური სანქციების დაწესებას.

ახალგაზრდების ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე მათი ზეგავლენის გამო, მარეგულირებლებმა მსგავსი საქმეები Facebook-ისა და Instagram-ის წინააღმდეგაც აღძრეს.

როგორც იმრან აჰმედმა, არაკომერციული ორგანიზაციის, Center for Countering Digital Hate-ის აღმასრულებელმა დირექტორმა განაცხადა, ის იმედოვნებს, სამართლებრივი ქმედება პლატფორმების რისკების შესახებ მშობლების ცნობიერებას გაზრდის და ზეწოლას მოახდენს კომპანიებზე, რათა მათ თავიანთი პრაქტიკა შეცვალონ.

წყარო