საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
უკაცრიელი კუნძულის საიდუმლო - რა აღმოაჩინეს მეცნიერებმა 6 მეტრის სიღრმეზე ნანახ ნამარხ ფენებში?
უკაცრიელი კუნძულის საიდუმლო - რა აღმოაჩინეს მეცნიერებმა 6 მეტრის სიღრმეზე ნანახ ნამარხ ფენებში?

სამ­ხრეთ ატ­ლან­ტის ოკე­ა­ნე­ში, ფოლკ­ლენ­დის კუნ­ძუ­ლებ­ზე ათი­ა­თა­სო­ბით წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ხეს არ უხა­რია. ეს ტე­რი­ტო­რია მხო­ლოდ ბუჩ­ქე­ბი­სა და და­ბა­ლი მცე­ნა­რე­ე­ბის სამ­ფლო­ბე­ლოა.

სწო­რედ ამი­ტომ მი­ი­პყრო მკვლე­ვარ­თა ყუ­რა­დღე­ბა მი­წის ქვეშ, თით­ქმის 6 მეტ­რის სიღ­რმე­ზე ნა­ნახ­მა ნა­მარ­ხებ­მა.

გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­მე­ფოს სა­უ­თ­ჰემპტო­ნის უნი­ვერ­სი­ტე­ტის ფი­ზი­კუ­რი გე­ოგ­რა­ფი­ის ლექ­ტო­რი, დოქ­ტო­რი ზოი თო­მა­სი, 2020 წელს კუნ­ძულ­ზე სა­ვე­ლე სა­მუ­შა­ოს ას­რუ­ლებ­და, რო­დე­საც მე­გობ­რის­გან შე­ტყო­ბი­ნე­ბა მი­ი­ღო, რომ ტორ­ფის ფე­ნა­ში დიდი ზო­მის ძვე­ლი ხის ტო­ტე­ბი აღ­მო­ა­ჩი­ნეს.

”ჩვენ ვი­ფიქ­რეთ, რომ ეს მარ­თლაც უც­ნა­უ­რი იყო, რად­გან ყვე­ლამ ვი­ცო­დით, რომ ფოლკ­ლენდში ხე­ე­ბი არ იზ­რდე­ბა”, - აცხა­დებს cnn -თან კვლე­ვის წამ­ყვა­ნი ავ­ტო­რი.

  • ფოლკ­ლენ­დის კუნ­ძუ­ლე­ბი არის ბრი­ტა­ნე­თის მიერ მარ­თუ­ლი ტე­რი­ტო­რია, რომ­ლის გამო დიდ­მა ბრი­ტა­ნეთ­მა და არ­გენ­ტი­ნამ ბევ­რი იბ­რძო­ლეს. ომი ბრი­ტა­ნეთ­მა მო­ი­გო, თუმ­ცა არ­გენ­ტი­ნას მათ ფლო­ბა­ზე ისევ აქვს პრე­ტენ­ზია.

თო­მა­სმა და კო­ლე­გებ­მა ნი­ა­და­გი­დან "ხის დიდი ნაჭ­რე­ბიც“ ამო­ი­ღეს. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ნაშ­თე­ბი იმ­დე­ნად ხე­ლუხ­ლებ­ლად იყო შე­მო­ნა­ხუ­ლი, რომ აშ­კა­რად ხის ნარ­ჩე­ნებს ჰგავ­და.

აღ­მო­ჩე­ნი­ლი ხე 15 მი­ლი­ო­ნი­დან 30 მი­ლი­ონ წლამ­დე ასა­კის იყო.

"ხის ნა­მარ­ხე­ბის არ­სე­ბო­ბა იმა­ზე მე­ტყვე­ლებს, რომ კუნ­ძულ­ზე ოდეს­ღაც ტრო­პი­კუ­ლი ტყე არ­სე­ბობ­და. იქ იყო კუნ­ძუ­ლე­ბის ამ­ჟა­მინ­დე­ლი გა­რე­მოს­გან მკვეთ­რად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ეკო­სის­ტე­მა“, - აცხა­დებს მკვლე­ვა­რი ჟურ­ნალ­თან Antarctic Science.

თუმ­ცა, და­მა­ლუ­ლი ტყის ის­ტო­რია იმა­ზე შორს მი­დის, ვიდ­რე ვინ­მე იფიქ­რებ­და.

  • უძ­ვე­ლე­სი ტყის ანა­ლი­ზი

ხის ნარ­ჩე­ნე­ბი ძა­ლი­ან ძვე­ლია რა­დი­ო­კარ­ბო­ნუ­ლი და­თა­რი­ღე­ბის­თვის, რა­მაც შე­იძ­ლე­ბა ორ­გა­ნუ­ლი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბის ასა­კი გან­სა­ზღვროს.

მეც­ნი­ერ­თა სა­ერ­თა­შო­რი­სო ჯგუფ­მა პა­სუ­ხე­ბის­თვის ტორფში ნა­პოვ­ნი მიკ­როს­კო­პუ­ლი მტვე­რი და სპო­რე­ბი გა­ა­ა­ნა­ლი­ზა. მათი თქმით, გაქ­ვა­ვე­ბუ­ლი მტვე­რი მი­უ­თი­თებს გე­ო­ლო­გი­უ­რი დრო­ის კონ­კრე­ტულ მო­ნაკ­ვეთ­ზე, ამი­ტომ მისი სა­შუ­ა­ლე­ბით შე­იძ­ლე­ბა დად­გინ­დეს ნა­მარ­ხი ად­გი­ლის ასა­კი.

აღ­მო­ჩე­ნილ ხის ტოტს აკ­რავს 250-ზე მეტი სპი­რა­ლუ­რად გან­ლა­გე­ბუ­ლი ფო­თო­ლი. მკვლე­ვა­რებ­მა ხის ნარ­ჩე­ნე­ბი და ტორ­ფის ფე­ნე­ბის ნი­მუ­შე­ბი ავ­სტრა­ლი­ის ახა­ლი სამ­ხრეთ უელ­სის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი ტეს­ტი­რე­ბის­თვის გა­და­ი­ტა­ნეს. ისი­ნი ელექტრო­ნუ­ლი მიკ­როს­კო­პით ხის და მისი უჯრე­დე­ბის დე­ტა­ლებს შე­ის­წავ­ლი­ან.

  • მათ ასე­ვე გა­ა­ა­ნა­ლი­ზეს სხვა­დას­ხვა სპო­რე­ბი, რომ­ლე­ბიც დატ­კეპ­ნი­ლი და და­ლუ­ქუ­ლია ტორ­ფის იმა­ვე ფე­ნებ­ში, სა­დაც ხე იყო. სა­ბო­ლო­ოდ, მი­ვიდ­ნენ დას­კვნამ­დე, რომ ხის ტო­ტე­ბი 15 მი­ლი­ო­ნი­დან 30 მი­ლი­ონ წლამ­დე თა­რიღ­დე­ბა.

კვლე­ვის ავ­ტო­რებ­მა ასე­ვე შეძ­ლეს და­ედ­გი­ნათ, თუ რა სა­ხე­ო­ბის ხე­ე­ბი იზ­რდე­ბოდ­ნენ კუნ­ძუ­ლებ­ზე. ნი­მუ­შე­ბი ეკუთ­ვნო­და ტრო­პი­კულ ტყეს, ისე­თი­ვეს, რო­გო­რიც არის თა­ნა­მედ­რო­ვე პა­ტა­გო­ნი­ა­ში. ეს იმა­ზე მე­ტყვე­ლებს, რომ ფოლკ­ლენ­დის კუნ­ძუ­ლე­ბის კლი­მა­ტი მი­ლი­ო­ნო­ბით წლის წინ უფრო ნო­ტიო და თბი­ლი უნდა ყო­ფი­ლი­ყო, ვიდ­რე დღეს არის.

ავტორი:

უკაცრიელი კუნძულის საიდუმლო - რა აღმოაჩინეს მეცნიერებმა 6 მეტრის სიღრმეზე ნანახ ნამარხ ფენებში?

უკაცრიელი კუნძულის საიდუმლო - რა აღმოაჩინეს მეცნიერებმა 6 მეტრის სიღრმეზე ნანახ ნამარხ ფენებში?

სამხრეთ ატლანტის ოკეანეში, ფოლკლენდის კუნძულებზე ათიათასობით წლის განმავლობაში ხეს არ უხარია. ეს ტერიტორია მხოლოდ ბუჩქებისა და დაბალი მცენარეების სამფლობელოა.

სწორედ ამიტომ მიიპყრო მკვლევართა ყურადღება მიწის ქვეშ, თითქმის 6 მეტრის სიღრმეზე ნანახმა ნამარხებმა.

გაერთიანებული სამეფოს საუთჰემპტონის უნივერსიტეტის ფიზიკური გეოგრაფიის ლექტორი, დოქტორი ზოი თომასი, 2020 წელს კუნძულზე საველე სამუშაოს ასრულებდა, როდესაც მეგობრისგან შეტყობინება მიიღო, რომ ტორფის ფენაში დიდი ზომის ძველი ხის ტოტები აღმოაჩინეს.

”ჩვენ ვიფიქრეთ, რომ ეს მართლაც უცნაური იყო, რადგან ყველამ ვიცოდით, რომ ფოლკლენდში ხეები არ იზრდება”, - აცხადებს cnn -თან კვლევის წამყვანი ავტორი.

  • ფოლკლენდის კუნძულები არის ბრიტანეთის მიერ მართული ტერიტორია, რომლის გამო დიდმა ბრიტანეთმა და არგენტინამ ბევრი იბრძოლეს. ომი ბრიტანეთმა მოიგო, თუმცა არგენტინას მათ ფლობაზე ისევ აქვს პრეტენზია.

თომასმა და კოლეგებმა ნიადაგიდან "ხის დიდი ნაჭრებიც“ ამოიღეს. აღსანიშნავია, რომ ნაშთები იმდენად ხელუხლებლად იყო შემონახული, რომ აშკარად ხის ნარჩენებს ჰგავდა.

აღმოჩენილი ხე 15 მილიონიდან 30 მილიონ წლამდე ასაკის იყო.

"ხის ნამარხების არსებობა იმაზე მეტყველებს, რომ კუნძულზე ოდესღაც ტროპიკული ტყე არსებობდა. იქ იყო კუნძულების ამჟამინდელი გარემოსგან მკვეთრად განსხვავებული ეკოსისტემა“, - აცხადებს მკვლევარი ჟურნალთან Antarctic Science.

თუმცა, დამალული ტყის ისტორია იმაზე შორს მიდის, ვიდრე ვინმე იფიქრებდა.

  • უძველესი ტყის ანალიზი

ხის ნარჩენები ძალიან ძველია რადიოკარბონული დათარიღებისთვის, რამაც შეიძლება ორგანული ნივთიერებების ასაკი განსაზღვროს.

მეცნიერთა საერთაშორისო ჯგუფმა პასუხებისთვის ტორფში ნაპოვნი მიკროსკოპული მტვერი და სპორები გააანალიზა. მათი თქმით, გაქვავებული მტვერი მიუთითებს გეოლოგიური დროის კონკრეტულ მონაკვეთზე, ამიტომ მისი საშუალებით შეიძლება დადგინდეს ნამარხი ადგილის ასაკი.

აღმოჩენილ ხის ტოტს აკრავს 250-ზე მეტი სპირალურად განლაგებული ფოთოლი. მკვლევარებმა ხის ნარჩენები და ტორფის ფენების ნიმუშები ავსტრალიის ახალი სამხრეთ უელსის უნივერსიტეტში, ლაბორატორიული ტესტირებისთვის გადაიტანეს. ისინი ელექტრონული მიკროსკოპით ხის და მისი უჯრედების დეტალებს შეისწავლიან.

  • მათ ასევე გააანალიზეს სხვადასხვა სპორები, რომლებიც დატკეპნილი და დალუქულია ტორფის იმავე ფენებში, სადაც ხე იყო. საბოლოოდ, მივიდნენ დასკვნამდე, რომ ხის ტოტები 15 მილიონიდან 30 მილიონ წლამდე თარიღდება.

კვლევის ავტორებმა ასევე შეძლეს დაედგინათ, თუ რა სახეობის ხეები იზრდებოდნენ კუნძულებზე. ნიმუშები ეკუთვნოდა ტროპიკულ ტყეს, ისეთივეს, როგორიც არის თანამედროვე პატაგონიაში. ეს იმაზე მეტყველებს, რომ ფოლკლენდის კუნძულების კლიმატი მილიონობით წლის წინ უფრო ნოტიო და თბილი უნდა ყოფილიყო, ვიდრე დღეს არის.