პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
სამართალი
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ინტელექტით რომ აიღოთ, მარტო ჩვენი ეკონომიკური გუნდი მთელ ოპოზიციას ერთად გადააჭარბებს" - რა თქვა პრემიერმა "ქართული ოცნების" საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციაზე? მთავარი აქცენტები
"ინტელექტით რომ აიღოთ, მარტო ჩვენი ეკონომიკური გუნდი მთელ ოპოზიციას ერთად გადააჭარბებს" - რა თქვა პრემიერმა "ქართული ოცნების" საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციაზე? მთავარი აქცენტები

"2024 წლის პირ­ვე­ლი რვა თვის მო­ნა­ცე­მე­ბით, ეკო­ნო­მი­კის ზრდამ 10% შე­ად­გი­ნა, 2021-2023 წლებ­ში ეკო­ნო­მი­კის ზრდის სა­შუ­ა­ლო მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი იყო 9,7%, რა­მაც მოგ­ვცა სა­შუ­ა­ლე­ბა, 4 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ეკო­ნო­მი­კა და­ახ­ლო­ე­ბით 40 მი­ლი­არ­დით გაგ­ვე­ზარ­და და ამ წლის ბო­ლოს­თვის ჩვე­ნი ეკო­ნო­მი­კა უკვე 90 მი­ლი­არ­დი ლარი იქ­ნე­ბა", - ამის შე­სა­ხებ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ სა­არ­ჩევ­ნო შტა­ბის ხელ­მძღვა­ნელ­მა, პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ სა­არ­ჩევ­ნო პროგ­რა­მის პრე­ზენ­ტა­ცი­ი­სას გა­ნა­ცხა­და.

  • მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის სა­არ­ჩევ­ნო შტა­ბის ხელ­მძღვა­ნელ­მა "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მოს­ვლი­სას არ­სე­ბულ ეკო­ნო­მი­კურ ვი­თა­რე­ბა­ზე ისა­უბ­რა და აღ­ნიშ­ნა, რომ მა­შინ ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კა 28 მი­ლი­არდ ლარ­ზე ნაკ­ლე­ბი იყო.

"ჩვენ საკ­მა­ოდ რთუ­ლი ვი­თა­რე­ბა დაგ­ვხვდა 2012 წელს. იმ დროს, რო­დე­საც "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ მო­ვი­და ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში, ჩვე­ნი ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კა 28 მი­ლი­არდ ლარ­ზე ნაკ­ლე­ბი იყო. ჩვენ მო­ვა­ხერ­ხეთ და 2020 წლის­თვის ეკო­ნო­მი­კა გავ­ზარ­დეთ და­ახ­ლო­ე­ბით 50 მი­ლი­არდ ლა­რამ­დე. თან ეს ის პე­რი­ო­დია, როცა ჩვენ მოგ­ვი­წია ორი რე­გი­ო­ნუ­ლი და გლო­ბა­ლუ­რი კრი­ზი­სის გა­მოვ­ლა. პირ­ვე­ლი კრი­ზი­სი უკავ­შირ­დე­ბო­და უკ­რა­ი­ნის პირ­ველ ომს 2015-2016 წლებ­ში, მა­შინ იყო ეკო­ნო­მი­კუ­რი სირ­თუ­ლე­ე­ბი და სა­ვა­ლუ­ტო კრი­ზი­სი; მე­ო­რე კრი­ზი­სი უკვე უშუ­ა­ლოდ 2020 წელს კო­ვიდ-პან­დე­მი­ას უკავ­შირ­დე­ბო­და. ამის მი­უ­ხე­და­ვად, ჩვენ შევ­ძე­ლით ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კის ზრდა 28 მი­ლი­არ­დი­დან 50 მი­ლი­არ­დამ­დე. რაც შე­ე­ხე­ბა ბოლო ოთხ წე­ლი­წადს, ამ ოთხი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ჩვენ გვქონ­და გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი შთამ­ბეჭ­და­ვი ეკო­ნო­მი­კუ­რი წინსვლა. ჩვენ გვქონ­და 9,7% ეკო­ნო­მი­კუ­რი ზრდა 2021-2022-2023 წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, ეს იყო სა­შუ­ა­ლო მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი და წელ­საც გვაქვს ძა­ლი­ან მა­ღა­ლი, ორ­ნიშ­ნა ეკო­ნო­მი­კუ­რი ზრდა. პირ­ვე­ლი რვა თვის მო­ნა­ცე­მე­ბით, ეკო­ნო­მი­კის ზრდამ 10% შე­ად­გი­ნა. ამ ყვე­ლა­ფერ­მა მოგ­ვცა იმის სა­შუ­ა­ლე­ბა, რომ ეკო­ნო­მი­კა, 50 მი­ლი­არ­დი ლა­რი­დან, ამ ოთხი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში და­ახ­ლო­ე­ბით 40 მი­ლი­არ­დით გაგ­ვე­ზარ­და და ამ წლის ბო­ლოს­თვის ჩვე­ნი ეკო­ნო­მი­კა იქ­ნე­ბა უკვე 90 მი­ლი­არ­დი ლარი“, - აღ­ნიშ­ნა კო­ბა­ხი­ძემ.

  • 8.5 მლრდ ლარი იყო ქვეყ­ნის ბი­უ­ჯე­ტი 2012 წელს, გვქონ­და საკ­მა­ოდ რთუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა, თუმ­ცა ჩვენ შევ­ძე­ლით და ეკო­ნო­მი­კუ­რი ზრდის კვალ­დაკ­ვალ, 2024 წლის­თვის თით­ქმის 28 მლრდ ლა­რამ­დე გავ­ზარ­დეთ ბი­უ­ჯე­ტი, - აცხა­დებს პრე­მი­ე­რი.

მისი თქმით, 2028 წლის­თვის ქვეყ­ნის ბი­უ­ჯე­ტი 50 მლრდ ლარს გა­და­ა­ჭარ­ბებს.

"მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ეკო­ნო­მი­კურ ზრდას მიჰ­ყვე­ბა ქვეყ­ნის ბი­უ­ჯე­ტის ზრდა და პირ­და­პირპრო­პორ­ცი­უ­ლად, რო­გორც იზ­რდე­ბო­და ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კა, ასე­ვე, იზ­რდე­ბო­და ქვეყ­ნის ბი­უ­ჯე­ტიც. 8.5 მლრდ ლარი იყო ქვეყ­ნის ბი­უ­ჯე­ტი 2012 წელს. რო­გორც ხე­დავთ, აქაც გვქონ­და საკ­მა­ოდ რთუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა. ჩვენ შევ­ძე­ლით და ეკო­ნო­მი­კუ­რი ზრდის კვალ­დაკ­ვალ გავ­ზარ­დეთ ბი­უ­ჯე­ტი - 2024 წლის­თვის უკვე თით­ქმის 28 მლრდ ლა­რამ­დე. აქაც, გა­მომ­დი­ნა­რე ეკო­ნო­მი­კუ­რი ზრდის პროგ­ნო­ზი­დან, გვაქვს ძა­ლი­ან ამ­ბი­ცი­უ­რი ამო­ცა­ნა, 50 მლრდ ლარს გა­და­ა­ჭარ­ბებს 2028 წლის­თვის ქვეყ­ნის ბი­უ­ჯე­ტი, რაც მოგ­ვცემს ბევ­რად მეტი პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას, სო­ცი­ა­ლუ­რი უზ­რუნ­ველ­ყო­ფის პა­კე­ტის გა­ფარ­თო­ე­ბას და ა.შ.“, - გა­ნა­ცხა­და ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ.

  • მი­სი­ვე თქმით, 2012 წელს 26.7% იყო უმუ­შევ­რო­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი ქვე­ყა­ნა­ში, ახლა კი ეს მო­ნა­ცე­მე­ბი გა­ნა­ხევ­რე­ბუ­ლია და დღე­ის მდგო­მა­რე­ო­ბით 13.7 %-ს შე­ად­გენს.

"რაც შე­ე­ხე­ბა უმუ­შევ­რო­ბას, სა­ინ­ტე­რე­სო მო­ნა­ცე­მე­ბია - ძა­ლი­ან ხში­რად სა­უბ­რო­ბენ იმა­ზე, რომ იზ­რდე­ბა ეკო­ნო­მი­კა, მაგ­რამ ეს არ აი­სა­ხე­ბა მო­სახ­ლე­ო­ბა­ზე, მთე­ლი ეკო­ნო­მი­კა მი­დის 20-25 ოჯა­ხის ჯი­ბე­ში, ეს არის ის მე­სი­ჯი, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან უყ­ვარს ოპო­ზი­ცი­ას. სი­ნამ­დვი­ლე­ში, ყვე­ლამ ვი­ცით, რომ ეკო­ნო­მი­კა არ არის ნაღ­დი ფული, რო­მე­ლიც შე­იძ­ლე­ბა ვინ­მემ სახ­ლში წა­ი­ღოს, ეკო­ნო­მი­კის ზრდა ნიშ­ნავს, რომ იზ­რდე­ბა მომ­სა­ხუ­რე­ბა, იზ­რდე­ბა პრო­დუქ­ცია, რომ­ლის გა­მოშ­ვე­ბაც ხდე­ბა ქვე­ყა­ნა­ში და ამა­ში უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნია ჩარ­თუ­ლი. ამის დას­ტუ­რია ის მო­ნა­ცე­მე­ბი, რო­მე­ლიც მინ­და წარ­მო­გიდ­გი­ნოთ - უმუ­შევ­რო­ბის კუ­თხით გვქონ­და უმ­ძი­მე­სი მდგო­მა­რე­ო­ბა 2012 წელს. 26.7 % იყო უმუ­შევ­რო­ბა ქვე­ყა­ნა­ში. აქ ჩვენ მო­ვა­ხერ­ხეთ და, დღე­ვან­დე­ლი მდგო­მა­რე­ო­ბით, გა­ვა­ნა­ხევ­რეთ უმუ­შევ­რო­ბა 2012 წლის შემ­დეგ. 13.7 % არის უმუ­შევ­რო­ბა, დღე­ის მო­ნა­ცე­მე­ბით. ამო­ცა­ნა გვაქვს ძა­ლი­ან ამ­ბი­ცი­უ­რი და ამავდრო­უ­ლად რე­ა­ლის­ტუ­რი, 4 %-მდე უმუ­შევ­რო­ბის შემ­ცი­რე­ბა, ეს არის ჩვე­ნი ამო­ცა­ნა. 4 % არის სა­შუ­ა­ლო ევ­რო­პულ მაჩ­ვე­ნე­ბელ­ზე და­ბა­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი. სა­შუ­ა­ლო ევ­რო­პუ­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი, უმუ­შევ­რო­ბის კუ­თხით არის 6%. ჩვე­ნი ამ­ბი­ცი­უ­რი ამო­ცა­ნაა, რომ 6%-იან მაჩ­ვე­ნე­ბელ­ზე დაბ­ლა გან­ვსა­ზღვროთ უმუ­შევ­რო­ბა ქვე­ყა­ნა­ში, ეს არის აბ­სო­ლუ­ტუ­რად რე­ა­ლის­ტუ­რი ჩვე­ნი პროგ­რა­მი­დან და გეგ­მე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე. რაც შე­ე­ხე­ბა და­საქ­მე­ბას, ამ კუ­თხი­თაც გვქონ­და ანა­ლო­გი­უ­რი პროგ­რე­სი. 1 217 000 ადა­მი­ა­ნი იყო და­საქ­მე­ბუ­ლი 2021 წელს და მხო­ლოდ ბოლო 2.5 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, 170 000-ით გა­ი­ზარ­და და­საქ­მე­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი ქვე­ყა­ნა­ში. შე­იქ­მნა 170 000 ახა­ლი სა­მუ­შაო ად­გი­ლი. ამ ტემ­პის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის პი­რო­ბებ­ში, რაც აუ­ცი­ლებ­ლად ასე იქ­ნე­ბა, შეგ­ვიძ­ლია, თა­მა­მად გავ­ცეთ და­პი­რე­ბა, რომ 2028 წლის­თვის 200 000 სა­მუ­შაო ად­გი­ლი, მი­ნი­მუმ, და­ე­მა­ტე­ბა ჩვენს ქვე­ყა­ნას“, - გა­ნა­ცხა­და პრე­მი­ერ­მა.

მხო­ლოდ პო­ლი­ტი­კა, მხო­ლოდ თა­ვი­სუფ­ლე­ბა არ არის საკ­მა­რი­სი იმი­სათ­ვის, რომ ეკო­ნო­მი­კა გან­ვი­თარ­დეს, არც მხო­ლოდ მშვი­დო­ბა არ არის ამი­სათ­ვის საკ­მა­რი­სი, ჩვენ გვყავს ძა­ლი­ან ძლი­ე­რი გუნ­დი და ეს არის მთა­ვა­რი გა­რან­ტი იმი­სა, რომ მუდ­მივ რე­ჟიმ­ში გრძელ­დე­ბა ზრუნ­ვა ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე, - ამის შე­სა­ხებ „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ სა­არ­ჩევ­ნო შტა­ბის ხელ­მძღვა­ნელ­მა, პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ სა­არ­ჩევ­ნო პროგ­რა­მის პრე­ზენ­ტა­ცი­ი­სას გა­ნა­ცხა­და.

  • რო­გორც ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ აღ­ნიშ­ნა, ეკო­ნო­მი­კუ­რი ზრდის ძი­რი­თად ფაქ­ტო­რია ეფექ­ტი­ა­ნი ეკო­ნო­მი­კუ­რი პო­ლი­ტი­კა, ეფექ­ტი­ა­ნი კა­ნონ­მდებ­ლო­ბა, რო­მე­ლიც ხელს უწყობს ბიზ­ნე­სის გან­ვი­თა­რე­ბას და მხარს უჭერს ბიზ­ნესს.

"კი­დევ ერთი ფაქ­ტო­რი ეს არის ბიზ­ნე­სის თა­ვი­სუფ­ლე­ბა - თქვენ გახ­სოვთ, რა ვი­თა­რე­ბა იყო ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში ბიზ­ნე­სის კუ­თხით 2012 წლამ­დე - ბიზ­ნე­სის რე­კე­ტი, ტე­რო­რი, იყო ერთ-ერთი მთა­ვა­რი შტრი­ხი წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ხელ­წე­რა­ში და ეს ვი­თა­რე­ბა რა­დი­კა­ლუ­რად შე­იც­ვა­ლა. დღეს ბიზ­ნე­სი არის სრუ­ლად თა­ვი­სუ­ფა­ლი, რაც რა თქმა უნდა, აი­სა­ხე­ბა ეკო­ნო­მი­კის ზრდა­ზე. მშვი­დო­ბა და სტა­ბი­ლუ­რო­ბა - ეს არის კი­დევ ერთი ფაქ­ტო­რი. ის ფაქ­ტი, რომ ჩვენ მო­ვა­ხერ­ხეთ მშვი­დო­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა, არის, რა თქმა უნდა, წამ­ყვა­ნი ფაქ­ტო­რი ეკო­ნო­მი­კუ­რი ზრდის უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­სათ­ვის.

რაც შე­ე­ხე­ბა პო­ლი­ტი­კურ სტა­ბი­ლუ­რო­ბას, თქვენ გახ­სოვთ, რომ გვქონ­და გარ­კვე­უ­ლი სირ­თუ­ლე­ე­ბი, თუმ­ცა ამ სირ­თუ­ლე­ე­ბის ფონ­ზეც კი ჩვენ მო­ვა­ხერ­ხეთ სე­რი­ო­ზუ­ლად ეკო­ნო­მი­კის გაძ­ლი­ე­რე­ბა და მომ­დევ­ნო წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, მას შემ­დეგ, რაც კი­დევ უფრო მე­ტად და­ვას­ტა­ბი­ლუ­რებთ პო­ლი­ტი­კურ ვი­თა­რე­ბას ჩვენ ქვე­ყა­ნა­ში, კი­დევ უფრო მე­ტად და სწრა­ფად გავზრდით ჩვენს ეკო­ნო­მი­კას.

ეფექ­ტი­ა­ნი მე­ნე­ჯმენ­ტი კი­დევ ერთი ფაქ­ტო­რი - რა თქმა უნდა, მხო­ლოდ პო­ლი­ტი­კა, მხო­ლოდ თა­ვი­სუფ­ლე­ბა არ არის საკ­მა­რი­სი იმი­სათ­ვის, რომ ეკო­ნო­მი­კა გან­ვი­თარ­დეს, არც მხო­ლოდ მშვი­დო­ბა არ არის ამი­სათ­ვის საკ­მა­რი­სი. ჩვენ გვყავს ძა­ლი­ან ძლი­ე­რი გუნ­დი, ჩვენს მმარ­თველ გუნდს მის ეკო­ნო­მი­კურ გუნდს ვგუ­ლის­ხმობ, პირ­ვე­ლი ვიცე-პრე­მი­ე­რის ლე­ვან და­ვი­თაშ­ვი­ლის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით. ეს გუნ­დი არის მთა­ვა­რი გა­რან­ტი იმი­სა, რომ მუდ­მივ რე­ჟიმ­ში გრძელ­დე­ბა ზრუნ­ვა ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე და მო­მა­ვალ­შიც გა­აგ­რძე­ლებს აქ­ტი­უ­რად მუ­შა­ო­ბას იმი­სათ­ვის, რომ ჩვენ შე­ვი­ნარ­ჩუ­ნოთ სწრა­ფი ეკო­ნო­მი­კუ­რი წინსვლა. მარ­ტი­ვად შე­მიძ­ლია გი­თხრათ, ინ­ტე­ლექ­ტით რომ აი­ღოთ, მარ­ტო ჩვე­ნი ეკო­ნო­მი­კუ­რი გუნ­დი მთელ ოპო­ზი­ცი­ას ერ­თად გა­და­ა­ჭარ­ბებს“, - გა­ნა­ცხა­და ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ.

  • მან ასე­ვე ისა­უბ­რა თბი­ლი­სის ახა­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო აე­რო­პორ­ტის შე­სა­ხებ. რო­გორც კო­ბა­ხი­ძემ აღ­ნიშ­ნა, აე­რო­პორ­ტი 18 მლნ მგზავრს მი­ი­ღებს

პრე­მი­ე­რის თქმით, თბი­ლი­სის ახა­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო აე­რო­პორ­ტის მე­გაპ­რო­ექ­ტი ქვეყ­ნის­თვის საკ­ვან­ძო მნიშ­ვნე­ლო­ბი­საა.

"უნდა გა­მოვ­ყოთ თბი­ლი­სი­სა და ქუ­თა­ი­სის აე­რო­პორ­ტე­ბი. დღე­ი­სათ­ვის, ქუ­თა­ი­სის აე­რო­პორ­ტის გამ­ტა­რუ­ნა­რი­ა­ნო­ბა, მგზავ­რთნა­კა­დი არის 1 700 000 და მას შემ­დეგ, რაც გა­ფარ­თოვ­დე­ბა აე­რო­პორ­ტი, ტერ­მი­ნა­ლი 5 მლნ-მდე მგზავრს უმას­პინ­ძლებს.

რაც შე­ე­ხე­ბა თბი­ლისს, და­გეგ­მი­ლია მე­გაპ­რო­ექ­ტი, სრუ­ლი­ად ახა­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო აე­რო­პორ­ტის მშე­ნებ­ლო­ბა, ვა­ზი­ა­ნის აე­რო­პორ­ტის მშე­ნებ­ლო­ბა. თუმ­ცა გვაქვს პროგ­ნო­ზი და ნა­კა­დე­ბი წლი­დან წლამ­დე გა­იზ­რდე­ბა, რა­საც უნდა უპა­სუ­ხოს ჩვენ­მა ინფრას­ტრუქ­ტუ­რამ. ახა­ლი აე­რო­პორ­ტი მი­ი­ღებს 18 მლნ მგზავრს. ეს არის საკ­ვან­ძო მნიშ­ვნე­ლო­ბის პრო­ექ­ტი ჩვე­ნი ქვეყ­ნის­თვის,“- გა­ნა­ცხა­და ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

"ინტელექტით რომ აიღოთ, მარტო ჩვენი ეკონომიკური გუნდი მთელ ოპოზიციას ერთად გადააჭარბებს" - რა თქვა პრემიერმა "ქართული ოცნების" საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციაზე? მთავარი აქცენტები

"ინტელექტით რომ აიღოთ, მარტო ჩვენი ეკონომიკური გუნდი მთელ ოპოზიციას ერთად გადააჭარბებს" - რა თქვა პრემიერმა "ქართული ოცნების" საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციაზე? მთავარი აქცენტები

"2024 წლის პირველი რვა თვის მონაცემებით, ეკონომიკის ზრდამ 10% შეადგინა, 2021-2023 წლებში ეკონომიკის ზრდის საშუალო მაჩვენებელი იყო 9,7%, რამაც მოგვცა საშუალება, 4 წლის განმავლობაში ეკონომიკა დაახლოებით 40 მილიარდით გაგვეზარდა და ამ წლის ბოლოსთვის ჩვენი ეკონომიკა უკვე 90 მილიარდი ლარი იქნება", - ამის შესახებ "ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციისას განაცხადა.

  • მმართველი პარტიის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა "ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლისას არსებულ ეკონომიკურ ვითარებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მაშინ ქვეყნის ეკონომიკა 28 მილიარდ ლარზე ნაკლები იყო.

"ჩვენ საკმაოდ რთული ვითარება დაგვხვდა 2012 წელს. იმ დროს, როდესაც "ქართული ოცნება“ მოვიდა ხელისუფლებაში, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა 28 მილიარდ ლარზე ნაკლები იყო. ჩვენ მოვახერხეთ და 2020 წლისთვის ეკონომიკა გავზარდეთ დაახლოებით 50 მილიარდ ლარამდე. თან ეს ის პერიოდია, როცა ჩვენ მოგვიწია ორი რეგიონული და გლობალური კრიზისის გამოვლა. პირველი კრიზისი უკავშირდებოდა უკრაინის პირველ ომს 2015-2016 წლებში, მაშინ იყო ეკონომიკური სირთულეები და სავალუტო კრიზისი; მეორე კრიზისი უკვე უშუალოდ 2020 წელს კოვიდ-პანდემიას უკავშირდებოდა. ამის მიუხედავად, ჩვენ შევძელით ქვეყნის ეკონომიკის ზრდა 28 მილიარდიდან 50 მილიარდამდე. რაც შეეხება ბოლო ოთხ წელიწადს, ამ ოთხი წლის განმავლობაში ჩვენ გვქონდა განსაკუთრებული შთამბეჭდავი ეკონომიკური წინსვლა. ჩვენ გვქონდა 9,7% ეკონომიკური ზრდა 2021-2022-2023 წლების განმავლობაში, ეს იყო საშუალო მაჩვენებელი და წელსაც გვაქვს ძალიან მაღალი, ორნიშნა ეკონომიკური ზრდა. პირველი რვა თვის მონაცემებით, ეკონომიკის ზრდამ 10% შეადგინა. ამ ყველაფერმა მოგვცა იმის საშუალება, რომ ეკონომიკა, 50 მილიარდი ლარიდან, ამ ოთხი წლის განმავლობაში დაახლოებით 40 მილიარდით გაგვეზარდა და ამ წლის ბოლოსთვის ჩვენი ეკონომიკა იქნება უკვე 90 მილიარდი ლარი“, - აღნიშნა კობახიძემ.

  • 8.5 მლრდ ლარი იყო ქვეყნის ბიუჯეტი 2012 წელს, გვქონდა საკმაოდ რთული მდგომარეობა, თუმცა ჩვენ შევძელით და ეკონომიკური ზრდის კვალდაკვალ, 2024 წლისთვის თითქმის 28 მლრდ ლარამდე გავზარდეთ ბიუჯეტი, - აცხადებს პრემიერი.

მისი თქმით, 2028 წლისთვის ქვეყნის ბიუჯეტი 50 მლრდ ლარს გადააჭარბებს.

"მოგეხსენებათ, ეკონომიკურ ზრდას მიჰყვება ქვეყნის ბიუჯეტის ზრდა და პირდაპირპროპორციულად, როგორც იზრდებოდა ქვეყნის ეკონომიკა, ასევე, იზრდებოდა ქვეყნის ბიუჯეტიც. 8.5 მლრდ ლარი იყო ქვეყნის ბიუჯეტი 2012 წელს. როგორც ხედავთ, აქაც გვქონდა საკმაოდ რთული მდგომარეობა. ჩვენ შევძელით და ეკონომიკური ზრდის კვალდაკვალ გავზარდეთ ბიუჯეტი - 2024 წლისთვის უკვე თითქმის 28 მლრდ ლარამდე. აქაც, გამომდინარე ეკონომიკური ზრდის პროგნოზიდან, გვაქვს ძალიან ამბიციური ამოცანა, 50 მლრდ ლარს გადააჭარბებს 2028 წლისთვის ქვეყნის ბიუჯეტი, რაც მოგვცემს ბევრად მეტი პროექტის განხორციელებას, სოციალური უზრუნველყოფის პაკეტის გაფართოებას და ა.შ.“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

  • მისივე თქმით, 2012 წელს 26.7% იყო უმუშევრობის მაჩვენებელი ქვეყანაში, ახლა კი ეს მონაცემები განახევრებულია და დღეის მდგომარეობით 13.7 %-ს შეადგენს.

"რაც შეეხება უმუშევრობას, საინტერესო მონაცემებია - ძალიან ხშირად საუბრობენ იმაზე, რომ იზრდება ეკონომიკა, მაგრამ ეს არ აისახება მოსახლეობაზე, მთელი ეკონომიკა მიდის 20-25 ოჯახის ჯიბეში, ეს არის ის მესიჯი, რომელიც ძალიან უყვარს ოპოზიციას. სინამდვილეში, ყველამ ვიცით, რომ ეკონომიკა არ არის ნაღდი ფული, რომელიც შეიძლება ვინმემ სახლში წაიღოს, ეკონომიკის ზრდა ნიშნავს, რომ იზრდება მომსახურება, იზრდება პროდუქცია, რომლის გამოშვებაც ხდება ქვეყანაში და ამაში უამრავი ადამიანია ჩართული. ამის დასტურია ის მონაცემები, რომელიც მინდა წარმოგიდგინოთ - უმუშევრობის კუთხით გვქონდა უმძიმესი მდგომარეობა 2012 წელს. 26.7 % იყო უმუშევრობა ქვეყანაში. აქ ჩვენ მოვახერხეთ და, დღევანდელი მდგომარეობით, გავანახევრეთ უმუშევრობა 2012 წლის შემდეგ. 13.7 % არის უმუშევრობა, დღეის მონაცემებით. ამოცანა გვაქვს ძალიან ამბიციური და ამავდროულად რეალისტური, 4 %-მდე უმუშევრობის შემცირება, ეს არის ჩვენი ამოცანა. 4 % არის საშუალო ევროპულ მაჩვენებელზე დაბალი მაჩვენებელი. საშუალო ევროპული მაჩვენებელი, უმუშევრობის კუთხით არის 6%. ჩვენი ამბიციური ამოცანაა, რომ 6%-იან მაჩვენებელზე დაბლა განვსაზღვროთ უმუშევრობა ქვეყანაში, ეს არის აბსოლუტურად რეალისტური ჩვენი პროგრამიდან და გეგმებიდან გამომდინარე. რაც შეეხება დასაქმებას, ამ კუთხითაც გვქონდა ანალოგიური პროგრესი. 1 217 000 ადამიანი იყო დასაქმებული 2021 წელს და მხოლოდ ბოლო 2.5 წლის განმავლობაში, 170 000-ით გაიზარდა დასაქმების მაჩვენებელი ქვეყანაში. შეიქმნა 170 000 ახალი სამუშაო ადგილი. ამ ტემპის შენარჩუნების პირობებში, რაც აუცილებლად ასე იქნება, შეგვიძლია, თამამად გავცეთ დაპირება, რომ 2028 წლისთვის 200 000 სამუშაო ადგილი, მინიმუმ, დაემატება ჩვენს ქვეყანას“, - განაცხადა პრემიერმა.

მხოლოდ პოლიტიკა, მხოლოდ თავისუფლება არ არის საკმარისი იმისათვის, რომ ეკონომიკა განვითარდეს, არც მხოლოდ მშვიდობა არ არის ამისათვის საკმარისი, ჩვენ გვყავს ძალიან ძლიერი გუნდი და ეს არის მთავარი გარანტი იმისა, რომ მუდმივ რეჟიმში გრძელდება ზრუნვა ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაზე, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციისას განაცხადა.

  • როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ეკონომიკური ზრდის ძირითად ფაქტორია ეფექტიანი ეკონომიკური პოლიტიკა, ეფექტიანი კანონმდებლობა, რომელიც ხელს უწყობს ბიზნესის განვითარებას და მხარს უჭერს ბიზნესს.

"კიდევ ერთი ფაქტორი ეს არის ბიზნესის თავისუფლება - თქვენ გახსოვთ, რა ვითარება იყო ჩვენს ქვეყანაში ბიზნესის კუთხით 2012 წლამდე - ბიზნესის რეკეტი, ტერორი, იყო ერთ-ერთი მთავარი შტრიხი წინა ხელისუფლების ხელწერაში და ეს ვითარება რადიკალურად შეიცვალა. დღეს ბიზნესი არის სრულად თავისუფალი, რაც რა თქმა უნდა, აისახება ეკონომიკის ზრდაზე. მშვიდობა და სტაბილურობა - ეს არის კიდევ ერთი ფაქტორი. ის ფაქტი, რომ ჩვენ მოვახერხეთ მშვიდობის შენარჩუნება, არის, რა თქმა უნდა, წამყვანი ფაქტორი ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფისათვის.

რაც შეეხება პოლიტიკურ სტაბილურობას, თქვენ გახსოვთ, რომ გვქონდა გარკვეული სირთულეები, თუმცა ამ სირთულეების ფონზეც კი ჩვენ მოვახერხეთ სერიოზულად ეკონომიკის გაძლიერება და მომდევნო წლების განმავლობაში, მას შემდეგ, რაც კიდევ უფრო მეტად დავასტაბილურებთ პოლიტიკურ ვითარებას ჩვენ ქვეყანაში, კიდევ უფრო მეტად და სწრაფად გავზრდით ჩვენს ეკონომიკას.

ეფექტიანი მენეჯმენტი კიდევ ერთი ფაქტორი - რა თქმა უნდა, მხოლოდ პოლიტიკა, მხოლოდ თავისუფლება არ არის საკმარისი იმისათვის, რომ ეკონომიკა განვითარდეს, არც მხოლოდ მშვიდობა არ არის ამისათვის საკმარისი. ჩვენ გვყავს ძალიან ძლიერი გუნდი, ჩვენს მმართველ გუნდს მის ეკონომიკურ გუნდს ვგულისხმობ, პირველი ვიცე-პრემიერის ლევან დავითაშვილის ხელმძღვანელობით. ეს გუნდი არის მთავარი გარანტი იმისა, რომ მუდმივ რეჟიმში გრძელდება ზრუნვა ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაზე და მომავალშიც გააგრძელებს აქტიურად მუშაობას იმისათვის, რომ ჩვენ შევინარჩუნოთ სწრაფი ეკონომიკური წინსვლა. მარტივად შემიძლია გითხრათ, ინტელექტით რომ აიღოთ, მარტო ჩვენი ეკონომიკური გუნდი მთელ ოპოზიციას ერთად გადააჭარბებს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

  • მან ასევე ისაუბრა თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტის შესახებ. როგორც კობახიძემ აღნიშნა, აეროპორტი 18 მლნ მგზავრს მიიღებს

პრემიერის თქმით, თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტის მეგაპროექტი ქვეყნისთვის საკვანძო მნიშვნელობისაა.

"უნდა გამოვყოთ თბილისისა და ქუთაისის აეროპორტები. დღეისათვის, ქუთაისის აეროპორტის გამტარუნარიანობა, მგზავრთნაკადი არის 1 700 000 და მას შემდეგ, რაც გაფართოვდება აეროპორტი, ტერმინალი 5 მლნ-მდე მგზავრს უმასპინძლებს.

რაც შეეხება თბილისს, დაგეგმილია მეგაპროექტი, სრულიად ახალი საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობა, ვაზიანის აეროპორტის მშენებლობა. თუმცა გვაქვს პროგნოზი და ნაკადები წლიდან წლამდე გაიზრდება, რასაც უნდა უპასუხოს ჩვენმა ინფრასტრუქტურამ. ახალი აეროპორტი მიიღებს 18 მლნ მგზავრს. ეს არის საკვანძო მნიშვნელობის პროექტი ჩვენი ქვეყნისთვის,“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.