პოლიტიკა
სამართალი

21

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხიმიან საკვებს.
Faceამბები
მსოფლიო
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"პულსი არ მესინჯებოდა... მოვკვდი. რაც გამოვცადე, ეს იყო სიცარიელე, სრულიად არაფერი..." - ალ პაჩინოს თქმით, კოვიდის დროს თითქმის გარდაიცვალა
"პულსი არ მესინჯებოდა... მოვკვდი. რაც გამოვცადე, ეს იყო სიცარიელე, სრულიად არაფერი..." - ალ პაჩინოს თქმით, კოვიდის დროს თითქმის გარდაიცვალა

ალ პა­ჩი­ნომ გა­ამ­ხი­ლა, რომ 2020 წელს კო­ვიდ-19-ის­გან კი­ნა­ღამ მოკ­ვდა. მისი თქმით, რამ­დე­ნი­მე წუ­თის გან­მავ­ლო­ბა­ში "პულ­სი არ ჰქონ­და" .

New York Times-სა და People-თან ინ­ტერ­ვი­უ­ებ­ში, რომ­ლე­ბიც უქ­მე­ებ­ზე გა­მოქ­ვეყ­ნდა, "ნათ­ლი­ა­სა" და "ნა­ი­ა­რე­ვი სა­ხის" 84 წლის მსა­ხი­ობ­მა დე­ტა­ლუ­რად აღ­წე­რა რო­გორ მძი­მედ გა­და­ი­ტა­ნა ვირუ­სი. ალ პა­ჩი­ნოს კო­რო­ნა­ვირუ­სი 2020 წელს და­უ­დას­ტურ­და, მა­ნამ, ვიდ­რე ვაქ­ცი­ნე­ბი იქ­ნე­ბო­და ხელ­მი­საწ­ვდო­მი.

"თქვეს, რომ პულ­სი გა­მიქ­რა. ასე იყო - აქ ხარ, უცებ კი არ ხარ. გა­ვი­ფიქ­რე: ვაუ, მო­გო­ნე­ბე­ბიც კი აღარ გაქვს. შენ არა­ფე­რი გაქვს," - უთხრა პა­ჩი­ნომ NYT-ს.

მსა­ხი­ობ­მა თქვა, რომ "თავს ცუ­დად კი არა, უჩ­ვე­უ­ლოდ ცუ­დად გრძნობ­და" და გა­იხ­სე­ნა, რომ გო­ნე­ბის და­კარ­გვამ­დე სი­ცხე და დე­ჰიდ­რა­ტა­ცია ჰქონ­და.

სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბა მო­ვი­და და როცა პა­ჩი­ნო გა­მო­ფხიზ­ლდა, სა­მე­დი­ცი­ნო გუნ­დი თა­ვის სას­ტუმ­რო ოთახ­ში და­ი­ნა­ხა, მათ შო­რის: ექ­ვსი პა­რა­მე­დი­კო­სი და ორი ექი­მი. "ისე­თი კოს­ტი­უ­მე­ბი ეც­ვათ, თით­ქოს კოს­მო­სი­დან იყ­ვნენ ან რა­ღაც ასე­თი... თვა­ლის გა­ხე­ლა და ამის და­ნახ­ვა შო­კის­მომ­გვრე­ლი იყო. ყვე­ლა ჩემს გარ­შე­მო იყო და თქვეს, "ის დაბ­რუნ­და. აქ არი­სო..." - გა­იხ­სე­ნა ლე­გენ­და­რულ­მა მსა­ხი­ობ­მა.

ოს­კა­რის მფლო­ბელ­მა NYT-სთან აღ­ნიშ­ნა, რომ ის თით­ქმის მოკ­ვდა, თუმ­ცა "არ უნა­ხავს თეთ­რი შუქი ან რამე მსგავ­სი" და რომ "იქ არა­ფე­რია" სიკ­ვდი­ლის შემ­დეგ, მისი თქმით, ამ გა­მოც­დი­ლე­ბამ მას­ში გარ­კვე­უ­ლი ეგ­ზის­ტენ­ცი­ა­ლუ­რი რეფ­ლექ­სია გა­მო­იწ­ვია.

"რო­გორც ჰამ­ლე­ტი ამ­ბობს, "ყოფ­ნა - არ­ყოფ­ნა" - სიკ­ვდი­ლი აღ­მო­უ­ჩე­ნე­ლი ქვე­ყა­ნაა, რომ­ლის სა­ზღვრე­ბი­და­ნაც არ­ცერ­თი მოგ­ზა­უ­რი არ ბრუნ­დე­ბა... რაც გა­მოვ­ცა­დე, ეს იყო სი­ცა­რი­ე­ლე, სრუ­ლი­ად არა­ფე­რი..."

რო­დე­საც People-მა ჰკი­თხა, შეც­ვა­ლა თუ არა სიკ­ვდილ­თან მის­მა შე­ხე­ბამ ის, თუ რო­გორ ცხოვ­რობს, ლე­გენ­და­რულ­მა მსა­ხი­ობ­მა უპა­სუ­ხა: "სა­ერ­თოდ არა."

პა­ჩი­ნო დე­ტა­ლუ­რად აღ­წერს ამ გა­მოც­დი­ლე­ბას თა­ვის მო­მა­ვალ მე­მუ­ა­რებ­ში, Sunny Boy. მისი უახ­ლე­სი ფილ­მის "Modì, Three Days on the Wing of Madness" პრე­მი­ე­რა სან-სე­ბას­ტი­ა­ნის 72-ე კი­ნო­ფეს­ტი­ვალ­ზე გა­სულ კვი­რას შედ­გა.

წყა­რო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს
ავტორი:

"პულსი არ მესინჯებოდა... მოვკვდი. რაც გამოვცადე, ეს იყო სიცარიელე, სრულიად არაფერი..." - ალ პაჩინოს თქმით, კოვიდის დროს თითქმის გარდაიცვალა

"პულსი არ მესინჯებოდა... მოვკვდი. რაც გამოვცადე, ეს იყო სიცარიელე, სრულიად არაფერი..." - ალ პაჩინოს თქმით, კოვიდის დროს თითქმის გარდაიცვალა

ალ პაჩინომ გაამხილა, რომ 2020 წელს კოვიდ-19-ისგან კინაღამ მოკვდა. მისი თქმით, რამდენიმე წუთის განმავლობაში "პულსი არ ჰქონდა" .

New York Times-სა და People-თან ინტერვიუებში, რომლებიც უქმეებზე გამოქვეყნდა, "ნათლიასა" და "ნაიარევი სახის" 84 წლის მსახიობმა დეტალურად აღწერა როგორ მძიმედ გადაიტანა ვირუსი. ალ პაჩინოს კორონავირუსი 2020 წელს დაუდასტურდა, მანამ, ვიდრე ვაქცინები იქნებოდა ხელმისაწვდომი.

"თქვეს, რომ პულსი გამიქრა. ასე იყო - აქ ხარ, უცებ კი არ ხარ. გავიფიქრე: ვაუ, მოგონებებიც კი აღარ გაქვს. შენ არაფერი გაქვს," - უთხრა პაჩინომ NYT-ს.

მსახიობმა თქვა, რომ "თავს ცუდად კი არა, უჩვეულოდ ცუდად გრძნობდა" და გაიხსენა, რომ გონების დაკარგვამდე სიცხე და დეჰიდრატაცია ჰქონდა.

სასწრაფო დახმარება მოვიდა და როცა პაჩინო გამოფხიზლდა, სამედიცინო გუნდი თავის სასტუმრო ოთახში დაინახა, მათ შორის: ექვსი პარამედიკოსი და ორი ექიმი. "ისეთი კოსტიუმები ეცვათ, თითქოს კოსმოსიდან იყვნენ ან რაღაც ასეთი... თვალის გახელა და ამის დანახვა შოკისმომგვრელი იყო. ყველა ჩემს გარშემო იყო და თქვეს, "ის დაბრუნდა. აქ არისო..." - გაიხსენა ლეგენდარულმა მსახიობმა.

ოსკარის მფლობელმა NYT-სთან აღნიშნა, რომ ის თითქმის მოკვდა, თუმცა "არ უნახავს თეთრი შუქი ან რამე მსგავსი" და რომ "იქ არაფერია" სიკვდილის შემდეგ, მისი თქმით, ამ გამოცდილებამ მასში გარკვეული ეგზისტენციალური რეფლექსია გამოიწვია.

"როგორც ჰამლეტი ამბობს, "ყოფნა - არყოფნა" - სიკვდილი აღმოუჩენელი ქვეყანაა, რომლის საზღვრებიდანაც არცერთი მოგზაური არ ბრუნდება... რაც გამოვცადე, ეს იყო სიცარიელე, სრულიად არაფერი..."

როდესაც People-მა ჰკითხა, შეცვალა თუ არა სიკვდილთან მისმა შეხებამ ის, თუ როგორ ცხოვრობს, ლეგენდარულმა მსახიობმა უპასუხა: "საერთოდ არა."

პაჩინო დეტალურად აღწერს ამ გამოცდილებას თავის მომავალ მემუარებში, Sunny Boy. მისი უახლესი ფილმის "Modì, Three Days on the Wing of Madness" პრემიერა სან-სებასტიანის 72-ე კინოფესტივალზე გასულ კვირას შედგა.

წყარო

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"