სამართალი
პოლიტიკა

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში იწვის ნავთობბაზა, რომელიც ნახევარკუნძულზე ყველაზე დიდია - რას აცხადებს უკრაინა?
რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში იწვის ნავთობბაზა, რომელიც ნახევარკუნძულზე ყველაზე დიდია - რას აცხადებს უკრაინა?

7 ოქ­ტომ­ბერს, გამ­თე­ნი­ი­სას, აფეთ­ქე­ბე­ბის ხმა ის­მო­და რუ­სე­თის მიერ ანექ­სი­რე­ბუ­ლი ყი­რი­მის სა­პორ­ტო ქა­ლაქ ფე­ო­დო­სი­ა­ში. უკ­რა­ი­ნუ­ლი უპი­ლო­ტო საფ­რე­ნი აპა­რა­ტე­ბის დარ­ტყმის შე­დე­გად, ნავ­თო­ბის დიდ სა­ცავს ცე­ცხლი გა­უჩ­ნდა.

ყი­რი­მის რეს­პუბ­ლი­კის ე.წ. მე­თა­უ­რის მრჩე­ველ­მა ოლეგ კრი­უ­ჩკოვ­მა ნავ­თო­ბის ბა­ზა­ზე ხან­ძა­რი და­ა­დას­ტუ­რა, თუმ­ცა გა­მომ­წვე­ვი მი­ზე­ზი არ და­უ­სა­ხე­ლე­ბია.

"დრო­ე­ბით ოკუ­პი­რე­ბულ ფე­ო­დო­სი­ა­ში მტრის ნავ­თო­ბტერ­მი­ნალ­ზე წარ­მა­ტე­ბუ­ლი დარ­ტყმა გან­ხორ­ცი­ელ­და", - ამის შე­სა­ხებ უკ­რა­ი­ნის გე­ნე­რა­ლუ­რი შტა­ბი იუ­წყე­ბა.

"ობი­ექ­ტის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ხან­ძა­რი და­ფიქ­სირ­და, ზა­რა­ლის შე­დე­გე­ბი ზუს­ტდე­ბა“, - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

გე­ნე­რა­ლუ­რი შტა­ბის ცნო­ბით, აღ­ნიშ­ნუ­ლი ნავ­თო­ბტერ­მი­ნა­ლი ყი­რიმ­ში ყვე­ლა­ზე დი­დია ნავ­თო­ბპ­რო­დუქ­ტე­ბის გა­და­ზიდ­ვის მო­ცუ­ლო­ბით, რო­მე­ლიც, სხვა და­ნიშ­ნუ­ლე­ბას­თან ერ­თად, სა­ო­კუ­პა­ციო არ­მი­ის სა­ჭი­რო­ე­ბე­ბის და­საკ­მა­ყო­ფი­ლებ­ლად გა­მო­ი­ყე­ნე­ბო­და.

"და­ვა­ლე­ბა შე­ას­რუ­ლეს უკ­რა­ი­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის სა­რა­კე­ტო ძა­ლე­ბის ნა­წი­ლებ­მა უკ­რა­ი­ნის თავ­დაც­ვის ძა­ლე­ბის სხვა კომ­პო­ნენ­ტებ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბით“, - გან­მარ­ტა­ვენ გე­ნე­რა­ლურ შტაბ­ში.

მათი მტკი­ცე­ბით, რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის სამ­ხედ­რო-ეკო­ნო­მი­კუ­რი პო­ტენ­ცი­ა­ლის შერ­ყე­ვის ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი გრძელ­დე­ბა და შემ­დგომ­შიც გაგ­რძელ­დე­ბა.

შე­გახ­სე­ნებთ, მა­ნამ­დე, რუ­სულ­მა "ტე­ლეგ­რა­მარ­ხებ­მა" გა­ავ­რცე­ლეს ინ­ფორ­მა­ცია, რომ დრო­ე­ბით ოკუ­პი­რე­ბულ ყი­რიმ­ში, ფე­ო­დო­სი­ა­ში ნავ­თობ­სა­ცავ­ზე დრო­ნე­ბით დარ­ტყმა გან­ხორ­ცი­ელ­და, რის შე­დე­გა­დაც ხან­ძა­რი გაჩ­ნდა.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს - დუშეთში, ერთ-ერთ სასტუმროში სავარაუდოდ, მოწყობილი იყო ე.წ. ქოლცენტრი
ავტორი:

რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში იწვის ნავთობბაზა, რომელიც ნახევარკუნძულზე ყველაზე დიდია - რას აცხადებს უკრაინა?

რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში იწვის ნავთობბაზა, რომელიც ნახევარკუნძულზე ყველაზე დიდია - რას აცხადებს უკრაინა?

7 ოქტომბერს, გამთენიისას, აფეთქებების ხმა ისმოდა რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის საპორტო ქალაქ ფეოდოსიაში. უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატების დარტყმის შედეგად, ნავთობის დიდ საცავს ცეცხლი გაუჩნდა.

ყირიმის რესპუბლიკის ე.წ. მეთაურის მრჩეველმა ოლეგ კრიუჩკოვმა ნავთობის ბაზაზე ხანძარი დაადასტურა, თუმცა გამომწვევი მიზეზი არ დაუსახელებია.

"დროებით ოკუპირებულ ფეოდოსიაში მტრის ნავთობტერმინალზე წარმატებული დარტყმა განხორციელდა", - ამის შესახებ უკრაინის გენერალური შტაბი იუწყება.

"ობიექტის ტერიტორიაზე ხანძარი დაფიქსირდა, ზარალის შედეგები ზუსტდება“, - ნათქვამია განცხადებაში.

გენერალური შტაბის ცნობით, აღნიშნული ნავთობტერმინალი ყირიმში ყველაზე დიდია ნავთობპროდუქტების გადაზიდვის მოცულობით, რომელიც, სხვა დანიშნულებასთან ერთად, საოკუპაციო არმიის საჭიროებების დასაკმაყოფილებლად გამოიყენებოდა.

"დავალება შეასრულეს უკრაინის შეიარაღებული ძალების სარაკეტო ძალების ნაწილებმა უკრაინის თავდაცვის ძალების სხვა კომპონენტებთან თანამშრომლობით“, - განმარტავენ გენერალურ შტაბში.

მათი მტკიცებით, რუსეთის ფედერაციის სამხედრო-ეკონომიკური პოტენციალის შერყევის ღონისძიებები გრძელდება და შემდგომშიც გაგრძელდება.

შეგახსენებთ, მანამდე, რუსულმა "ტელეგრამარხებმა" გაავრცელეს ინფორმაცია, რომ დროებით ოკუპირებულ ყირიმში, ფეოდოსიაში ნავთობსაცავზე დრონებით დარტყმა განხორციელდა, რის შედეგადაც ხანძარი გაჩნდა.