პოლიტიკა
მოზაიკა

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
თვის კითხვადი სტატიები
“სამშობლო უნდა გადავარჩინოთ - იმედი მაქვს გავიმარჯვებთ და 1000-ლარიანი პენსია ექნება ყველას“ - გიორგი მარგველაშვილი
“სამშობლო უნდა გადავარჩინოთ - იმედი მაქვს გავიმარჯვებთ და 1000-ლარიანი პენსია ექნება ყველას“ - გიორგი მარგველაშვილი

“იმე­დი მაქვს გა­ვი­მარ­ჯვებთ და 1000-ლა­რი­ა­ნი პენ­სია ექ­ნე­ბა ყვე­ლას“, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს მე­ო­თხე პრე­ზი­დენ­ტმა, კო­ა­ლი­ცია “ძლი­ე­რი სა­ქარ­თვე­ლოს” ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა წა­ლენ­ჯი­ხა­ში, მო­სახ­ლე­ო­ბას­თან შეხ­ვედ­რა­ზე გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, “ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ“ მო­ქა­ლა­ქე­ებს უთხრა, რომ ქვე­ყა­ნა და­ტო­ვონ და შვი­ლე­ბი “სკა­ი­პით“ ზარ­დონ.

“ფარ­ნა­ვაზ­მა და ქუჯი ერის­თავ­მა ერ­თი­ა­ნი სა­ქარ­თვე­ლო შექ­მნეს თან­ხმო­ბით. ვერ წარ­მო­ვიდ­გენ­დი, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში იქ­ნე­ბო­და და­ქუც­მა­ცე­ბუ­ლი, და­ყო­ფი­ლი, ერ­თმა­ნე­თის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ და­გე­ში­ლი, მუდ­მი­ვად ერ­თმა­ნე­თის ჩა­ძირ­ვა­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო სის­ტე­მა. ვერ წარ­მო­მედ­გი­ნა, რომ ქვეყ­ნის მშე­ნებ­ლო­ბის ნაც­ვლად და­ვი­წყებ­დით ერ­თმა­ნე­თის მტრო­ბას, ბო­ლოს მი­ვი­დო­დით იმ კა­ტას­ტრო­ფამ­დე, რა­საც ჰქვია ოკუ­პან­ტის­თვის ბო­დი­შის მოხ­და. ეს ვერ წარ­მო­მედ­გი­ნა!

ამის სა­პი­რის­პი­როდ ვხე­დავ, რომ ჩვენ ვერ­თი­ან­დე­ბით, ეს კო­ა­ლი­ცია, სა­დაც გა­მარ­ჯვე­ბის იმე­დით ვიბ­რძვი, ეს ჯგუ­ფი თან­ხმო­ბით შე­იქ­მნა, მიზ­ნე­ბის გა­აზ­რე­ბით, რის გა­მოც სრუ­ლი­ად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ემო­ცი­ის ხალ­ხი გა­ვერ­თი­ან­დით, რათა სამ­შობ­ლო უნდა გა­და­ვარ­ჩი­ნოთ. რე­ა­ლუ­რად უნდა მივ­ცეთ ახა­ლი არ­ჩე­ვა­ნი იმ ხალ­ხს, ვი­საც 12 წელი, ყვე­ლა­ფერ­ზე უჩი­ჩი­ნე­ბენ: 'ხმა არ ამო­ი­ღო“, “ხმა ჩა­იკ­მინ­დე“, "თუ რუ­სის ჩექ­მას არ ალო­კავ ქვეყ­ნის მტე­რი ხარ".

შე­ვა­და­როთ, რას აკე­თებ­და ბად­რი ჯა­ფა­რი­ძე და მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძე და რა გა­ა­კე­თა ბი­ძი­ნამ. ანაკ­ლი­ის პორ­ტის გა­ქაჩ­ვა სა­ქარ­თვე­ლოს­თვის გე­ო­პო­ლი­ტი­კუ­რად ნიშ­ნავს რე­ა­ლურ გა­რან­ტი­ებს, უსაფრ­თხო­ე­ბი­სა­საც. აკე­თებ­დნენ ბად­რი და მა­მუ­კა და ბი­ძი­ნამ გა­ა­ჩე­რა ეს. “ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ“ გვი­თხრა, წა­დით სა­ქარ­თვე­ლო­და­ნო, იშ­რო­მეთ პო­ლო­ნეთ­ში და ასე შემ­დეგ, შვი­ლე­ბი ზარ­დეთ “სკა­ი­პით“. “ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ“ რა გა­ა­კე­თა და პრე­ზი­დენტს პენ­სია მო­უხ­სნა, იმე­დი მაქვს გა­ვი­მარ­ჯვებთ და 1000-ლა­რი­ა­ნი პენ­სია ექ­ნე­ბა ყვე­ლას. ეს არის რას აკე­თებს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა - დაშ­ლა, და­ქუც­მა­ცე­ბა, ჩა­ძირ­ვა, გა­ღა­ტა­კე­ბა. მე­ო­რეა რაც ჩვენს კო­ა­ლი­ცი­ა­ში გან­ხორ­ცი­ელ­და - გა­ერ­თი­ა­ნე­ბა, ერთი ძა­ლით, ერთ მუშ­ტად ყოფ­ნა. ამას ბო­ლომ­დე გა­ვი­ტანთ!- აღ­ნიშ­ნა მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა.

ავტორი:

“სამშობლო უნდა გადავარჩინოთ - იმედი მაქვს გავიმარჯვებთ და 1000-ლარიანი პენსია ექნება ყველას“ - გიორგი მარგველაშვილი

“სამშობლო უნდა გადავარჩინოთ - იმედი მაქვს გავიმარჯვებთ და 1000-ლარიანი პენსია ექნება ყველას“ - გიორგი მარგველაშვილი

“იმედი მაქვს გავიმარჯვებთ და 1000-ლარიანი პენსია ექნება ყველას“, - ამის შესახებ საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა, კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი მარგველაშვილმა წალენჯიხაში, მოსახლეობასთან შეხვედრაზე განაცხადა.

როგორც მარგველაშვილმა აღნიშნა, “ქართულმა ოცნებამ“ მოქალაქეებს უთხრა, რომ ქვეყანა დატოვონ და შვილები “სკაიპით“ ზარდონ.

“ფარნავაზმა და ქუჯი ერისთავმა ერთიანი საქართველო შექმნეს თანხმობით. ვერ წარმოვიდგენდი, რომ საქართველოში იქნებოდა დაქუცმაცებული, დაყოფილი, ერთმანეთის საწინააღმდეგოდ დაგეშილი, მუდმივად ერთმანეთის ჩაძირვაზე ორიენტირებული სახელმწიფო სისტემა. ვერ წარმომედგინა, რომ ქვეყნის მშენებლობის ნაცვლად დავიწყებდით ერთმანეთის მტრობას, ბოლოს მივიდოდით იმ კატასტროფამდე, რასაც ჰქვია ოკუპანტისთვის ბოდიშის მოხდა. ეს ვერ წარმომედგინა!

ამის საპირისპიროდ ვხედავ, რომ ჩვენ ვერთიანდებით, ეს კოალიცია, სადაც გამარჯვების იმედით ვიბრძვი, ეს ჯგუფი თანხმობით შეიქმნა, მიზნების გააზრებით, რის გამოც სრულიად განსხვავებული ემოციის ხალხი გავერთიანდით, რათა სამშობლო უნდა გადავარჩინოთ. რეალურად უნდა მივცეთ ახალი არჩევანი იმ ხალხს, ვისაც 12 წელი, ყველაფერზე უჩიჩინებენ: 'ხმა არ ამოიღო“, “ხმა ჩაიკმინდე“, "თუ რუსის ჩექმას არ ალოკავ ქვეყნის მტერი ხარ".

შევადაროთ, რას აკეთებდა ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე და რა გააკეთა ბიძინამ. ანაკლიის პორტის გაქაჩვა საქართველოსთვის გეოპოლიტიკურად ნიშნავს რეალურ გარანტიებს, უსაფრთხოებისასაც. აკეთებდნენ ბადრი და მამუკა და ბიძინამ გააჩერა ეს. “ქართულმა ოცნებამ“ გვითხრა, წადით საქართველოდანო, იშრომეთ პოლონეთში და ასე შემდეგ, შვილები ზარდეთ “სკაიპით“. “ქართულმა ოცნებამ“ რა გააკეთა და პრეზიდენტს პენსია მოუხსნა, იმედი მაქვს გავიმარჯვებთ და 1000-ლარიანი პენსია ექნება ყველას. ეს არის რას აკეთებს ხელისუფლება - დაშლა, დაქუცმაცება, ჩაძირვა, გაღატაკება. მეორეა რაც ჩვენს კოალიციაში განხორციელდა - გაერთიანება, ერთი ძალით, ერთ მუშტად ყოფნა. ამას ბოლომდე გავიტანთ!- აღნიშნა მარგველაშვილმა.