კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვილი სანიოლი, გივი სიხარულიძე, ზურაბ კახაბრიშვილი და სხვები -  კიდევ ვის მიენიჭა საპატიო თბილისელის წოდება?
ვილი სანიოლი, გივი სიხარულიძე, ზურაბ კახაბრიშვილი და სხვები -  კიდევ ვის მიენიჭა საპატიო თბილისელის წოდება?

სა­პა­ტიო თბი­ლი­სე­ლის წო­დე­ბა 25 მო­ქა­ლა­ქეს მი­ე­ნი­ჭა სა­ხელ­მწი­ფო ცე­რე­მო­ნი­ე­ბის სა­სახ­ლე­ში თბი­ლი­სის სა­პა­ტიო მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის და­ჯილ­დო­ე­ბის ღო­ნის­ძი­ე­ბა გა­ი­მარ­თა.

ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას თბი­ლი­სის მე­რია ავ­რცე­ლებს.

მა­თი­ვე ცნო­ბით, დე­და­ქა­ლა­ქის მერ­მა კახა კა­ლა­ძემ სა­პა­ტიო თბი­ლი­სე­ლის წო­დე­ბა 25 მო­ქა­ლა­ქეს მი­ა­ნი­ჭა.

თბი­ლი­სის მერ­მა, კახა კა­ლა­ძემ შეკ­რე­ბილ სტუმ­რებს თბი­ლი­სო­ბა მი­უ­ლო­ცა.

"კი­დევ ერთი წელი შე­ე­მა­ტა ჩვენს ჭა­ღა­რა და ამა­ვე დროს, უბე­რე­ბელ დე­და­ქა­ლაქს, ჩვენს მრა­ვა­ლ­ჭირ­ნა­ხულ და მა­ინც სი­ცო­ცხლით, სიყ­ვა­რუ­ლით, ხა­ლი­სით, სი­ლა­ღით და ფე­რა­დოვ­ნე­ბით სავ­სე თბი­ლისს. შე­უძ­ლე­ბე­ლია, უყუ­რებ­და მე­ტეხს, ნა­რი­ყა­ლას, აბა­ნო­თუ­ბანს, ხარ­ფუხს და სი­ა­მა­ყე არ გე­უფ­ლე­ბო­დეს, რომ ამ უდი­დე­სი ის­ტო­რი­ის მქო­ნე ქა­ლაქ­მა რამ­დენს გა­უძ­ლო, რამ­დე­ნი ბრძო­ლა გა­და­ი­ტა­ნა, რათა მის ქუ­ჩებ­ში მუდ­მი­ვად ჩქეფ­დეს სი­ცო­ცხლე; რათა ისევ იქ­მნე­ბო­დეს უნი­კა­ლუ­რი ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რა, გა­მარ­ჯვე­ბის ყი­ჟი­ნა ავ­სებ­დეს სტა­დი­ო­ნებ­სა და სპორ­ტულ დარ­ბა­ზებს, თა­ო­ბებს თა­ო­ბე­ბი ცვლი­დეს და ამ ცვა­ლე­ბა­დო­ბა­ში ხელ­შე­უ­ხე­ბე­ლი და უც­ვლე­ლი რჩე­ბო­დეს ის ტრა­დი­ცი­ე­ბი, რაც მხო­ლოდ ამ ქა­ლაქს და მის მცხოვ­რებ­ლებს გა­აჩ­ნია.

ერთ-ერთ ასეთ ტრა­დი­ცი­ად იქცა თბი­ლი­სო­ბა, რო­გორც სი­კე­თის და სიყ­ვა­რუ­ლის დღე­სას­წა­უ­ლი. ოქ­ტომ­ბრის მზით გამთბა­რი ქუ­ჩე­ბი ამ დღეს ყვე­ლა­ზე ფე­რა­დია, რად­გან მას ადა­მი­ა­ნე­ბის გულ­წრფე­ლი ემო­ცი­ე­ბი ავ­სებს. სიყ­ვა­რუ­ლით გა­ლა­ღე­ბუ­ლი თბი­ლი­სი სა­ოც­რად ლა­მა­ზია დღეს. რო­გორც დღე­სას­წა­ულს შეჰ­ფე­რის, სურ­ვი­ლიც უნდა ჩა­ვი­ფიქ­როთ - ვი­ნატ­როთ, რომ აღა­რას­დროს ვი­ხი­ლოთ ნგრე­ვა და სის­ხლი ჩვენს ქუ­ჩებ­ში, ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში. იყოს მშვი­დო­ბა და გან­ვი­თა­რე­ბა. მხო­ლოდ მშვი­დო­ბას შე­უძ­ლია აქ­ცი­ოს ყო­ვე­ლი დღე დღე­სას­წა­უ­ლად, გა­ა­ლა­მა­ზოს ჩვე­ნი ქა­ლა­ქი და მთე­ლი ქვე­ყა­ნა.კი­დევ ერთხელ გი­ლო­ცავთ თბი­ლი­სო­ბას და გი­სურ­ვებთ, მუ­დამ ზე­ი­მის და გა­მარ­ჯვე­ბის სი­ხა­რუ­ლით იყოს სავ­სე ჩვე­ნი ქა­ლა­ქი“, - გა­ნა­ცხა­და კახა კა­ლა­ძემ.

დე­და­ქა­ლა­ქის მერ­მა მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და ყვე­ლა იმ ადა­მი­ანს, ვი­საც ყო­ველ­დღი­უ­რად შე­აქვს წვლი­ლი ქა­ლა­ქის გან­ვი­თა­რე­ბა­ში.

"თბი­ლისს ხომ გა­მორ­ჩე­უ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი ამ­შვე­ნე­ბენ. პირ­ველ რიგ­ში, მინ­და, მთე­ლი გუ­ლით მად­ლო­ბა გა­და­გი­ხა­დოთ ყვე­ლას, ვინც თქვე­ნი მიღ­წე­ვე­ბით თუ ყო­ველ­დღი­უ­რი შრო­მით ერთ აგურს დებთ თბი­ლი­სის გან­ვი­თა­რე­ბა­ში. რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ყვე­ლას­თვის თბი­ლი­სის სა­პა­ტიო მო­ქა­ლა­ქის სტა­ტუ­სის მი­ნი­ჭე­ბას ვერ შევ­ძლებ­დით, მაგ­რამ მი­ი­ღეთ ჩვე­ნი გულ­წრფე­ლი პა­ტი­ვის­ცე­მა და მად­ლი­ე­რე­ბა“, - აღ­ნიშ­ნა დე­და­ქა­ლა­ქის მერ­მა.

თბი­ლი­სის სა­პა­ტიო მო­ქა­ლა­ქე­ებს წელს შე­ე­მატ­ნენ: ზუ­რაბ კა­ხაბ­რიშ­ვი­ლი - მე­დი­ცი­ნის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტო­რი, პრო­ფე­სო­რი და სპორ­ტსმე­ნი; მე­რაბ კი­ლა­ძე - ქი­რურ­გი; გი­ორ­გი ჭუმ­ბუ­რი­ძე - ქი­რურ­გი, ორ­თო­პედ-ტრავ­მა­ტო­ლო­გი; დი­მიტ­რი ბე­ზა­რაშ­ვი­ლი - ალერ­გო­ლო­გი, მე­დი­ცი­ნის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტო­რი, პრო­ფე­სო­რი; გიზო გა­ბეს­კი­რია - რე­ჟი­სო­რი; გვან­ჯი მა­ნია - გე­ოგ­რა­ფი, მეც­ნი­ე­რი, ჟურ­ნა­ლის­ტი; ბი­ძი­ნა სონ­ღუ­ლაშ­ვი­ლი - ინ­ჟი­ნე­რი, მეტ­როს მუ­შა­კი; ნა­თე­ლა ვა­სა­ძე - პე­და­გო­გი­ურ მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტო­რი, პრო­ფე­სო­რი; გელა ფარ­ჩუ­კი­ძე - მუ­სი­კო­სი, დი­რი­ჟო­რი, პე­და­გო­გი; ნელი სა­ლა­ძე - მწვრთნე­ლი, სპორ­ტსმე­ნი; მზია აფ­რი­დო­ნი­ძე - მუ­სი­კო­სი, მხატ­ვა­რი; გუ­რამ ბა­თი­აშ­ვი­ლი - დრა­მა­ტურ­გი, მთარ­გმნე­ლი, მწე­რა­ლი, პუბ­ლი­ცის­ტი; კახა ქო­რი­ძე - არ­ქი­ტექ­ტო­რი, მსა­ხი­ო­ბი; გოგი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი - რე­ჟი­სო­რი, პრო­ფე­სო­რი; თა­მაზ გო­დერ­ძიშ­ვი­ლი - დრა­მა­ტურ­გი, მთარ­გმნე­ლი, მწე­რა­ლი, სცე­ნა­რის­ტი; ნელი კო­ბი­აშ­ვი­ლი - ჟურ­ნა­ლის­ტი, მწე­რა­ლი; გივი სი­ხა­რუ­ლი­ძე - მსა­ხი­ო­ბი, მწე­რა­ლი, მო­ცეკ­ვა­ვე, სპორ­ტსმე­ნი; ვახ­ტანგ ცუ­ხიშ­ვი­ლი - არ­ქი­ტექ­ტო­რი; ზუ­რაბ ყიფ­ში­ძე - მსა­ხი­ო­ბი; გუ­რამ კა­ლან­და­ძე - გე­ო­ლო­გი; ნელი ბე­რა­ია - მხატ­ვა­რი, ჟურ­ნა­ლის­ტი; თენ­გიზ გა­ჩე­ჩი­ლა­ძე - პე­და­გო­გი, ჟურ­ნა­ლის­ტი; თე­ი­მუ­რაზ ლეჟა­ვა - ბი­ო­ლო­გი­ის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტო­რი, პრო­ფე­სო­რი; ოლე­სია თა­ვა­ძე - მხატ­ვა­რი; ვილი სა­ნი­ო­ლი - ფეხ­ბურ­თე­ლი, სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბის მწვრთნე­ლი.

კახა კა­ლა­ძემ და­ჯილ­დო­ე­ბულ პი­რებს, სა­პა­ტიო თბი­ლი­სე­ლის წო­დე­ბის აღმნიშ­ვნელ სი­გელ­თან ერ­თად, დე­და­ქა­ლა­ქის სიმ­ბო­ლუ­რი გა­სა­ღე­ბიც გა­დას­ცა.

ავტორი:

ვილი სანიოლი, გივი სიხარულიძე, ზურაბ კახაბრიშვილი და სხვები -  კიდევ ვის მიენიჭა საპატიო თბილისელის წოდება?

ვილი სანიოლი, გივი სიხარულიძე, ზურაბ კახაბრიშვილი და სხვები -  კიდევ ვის მიენიჭა საპატიო თბილისელის წოდება?

საპატიო თბილისელის წოდება 25 მოქალაქეს მიენიჭა სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში თბილისის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოების ღონისძიება გაიმართა.

ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ საპატიო თბილისელის წოდება 25 მოქალაქეს მიანიჭა.

თბილისის მერმა, კახა კალაძემ შეკრებილ სტუმრებს თბილისობა მიულოცა.

"კიდევ ერთი წელი შეემატა ჩვენს ჭაღარა და ამავე დროს, უბერებელ დედაქალაქს, ჩვენს მრავალჭირნახულ და მაინც სიცოცხლით, სიყვარულით, ხალისით, სილაღით და ფერადოვნებით სავსე თბილისს. შეუძლებელია, უყურებდა მეტეხს, ნარიყალას, აბანოთუბანს, ხარფუხს და სიამაყე არ გეუფლებოდეს, რომ ამ უდიდესი ისტორიის მქონე ქალაქმა რამდენს გაუძლო, რამდენი ბრძოლა გადაიტანა, რათა მის ქუჩებში მუდმივად ჩქეფდეს სიცოცხლე; რათა ისევ იქმნებოდეს უნიკალური ქართული კულტურა, გამარჯვების ყიჟინა ავსებდეს სტადიონებსა და სპორტულ დარბაზებს, თაობებს თაობები ცვლიდეს და ამ ცვალებადობაში ხელშეუხებელი და უცვლელი რჩებოდეს ის ტრადიციები, რაც მხოლოდ ამ ქალაქს და მის მცხოვრებლებს გააჩნია.

ერთ-ერთ ასეთ ტრადიციად იქცა თბილისობა, როგორც სიკეთის და სიყვარულის დღესასწაული. ოქტომბრის მზით გამთბარი ქუჩები ამ დღეს ყველაზე ფერადია, რადგან მას ადამიანების გულწრფელი ემოციები ავსებს. სიყვარულით გალაღებული თბილისი საოცრად ლამაზია დღეს. როგორც დღესასწაულს შეჰფერის, სურვილიც უნდა ჩავიფიქროთ - ვინატროთ, რომ აღარასდროს ვიხილოთ ნგრევა და სისხლი ჩვენს ქუჩებში, ჩვენს ქვეყანაში. იყოს მშვიდობა და განვითარება. მხოლოდ მშვიდობას შეუძლია აქციოს ყოველი დღე დღესასწაულად, გაალამაზოს ჩვენი ქალაქი და მთელი ქვეყანა.კიდევ ერთხელ გილოცავთ თბილისობას და გისურვებთ, მუდამ ზეიმის და გამარჯვების სიხარულით იყოს სავსე ჩვენი ქალაქი“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა მადლობა გადაუხადა ყველა იმ ადამიანს, ვისაც ყოველდღიურად შეაქვს წვლილი ქალაქის განვითარებაში.

"თბილისს ხომ გამორჩეული ადამიანები ამშვენებენ. პირველ რიგში, მინდა, მთელი გულით მადლობა გადაგიხადოთ ყველას, ვინც თქვენი მიღწევებით თუ ყოველდღიური შრომით ერთ აგურს დებთ თბილისის განვითარებაში. რასაკვირველია, ყველასთვის თბილისის საპატიო მოქალაქის სტატუსის მინიჭებას ვერ შევძლებდით, მაგრამ მიიღეთ ჩვენი გულწრფელი პატივისცემა და მადლიერება“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

თბილისის საპატიო მოქალაქეებს წელს შეემატნენ: ზურაბ კახაბრიშვილი - მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი და სპორტსმენი; მერაბ კილაძე - ქირურგი; გიორგი ჭუმბურიძე - ქირურგი, ორთოპედ-ტრავმატოლოგი; დიმიტრი ბეზარაშვილი - ალერგოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი; გიზო გაბესკირია - რეჟისორი; გვანჯი მანია - გეოგრაფი, მეცნიერი, ჟურნალისტი; ბიძინა სონღულაშვილი - ინჟინერი, მეტროს მუშაკი; ნათელა ვასაძე - პედაგოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი; გელა ფარჩუკიძე - მუსიკოსი, დირიჟორი, პედაგოგი; ნელი სალაძე - მწვრთნელი, სპორტსმენი; მზია აფრიდონიძე - მუსიკოსი, მხატვარი; გურამ ბათიაშვილი - დრამატურგი, მთარგმნელი, მწერალი, პუბლიცისტი; კახა ქორიძე - არქიტექტორი, მსახიობი; გოგი მარგველაშვილი - რეჟისორი, პროფესორი; თამაზ გოდერძიშვილი - დრამატურგი, მთარგმნელი, მწერალი, სცენარისტი; ნელი კობიაშვილი - ჟურნალისტი, მწერალი; გივი სიხარულიძე - მსახიობი, მწერალი, მოცეკვავე, სპორტსმენი; ვახტანგ ცუხიშვილი - არქიტექტორი; ზურაბ ყიფშიძე - მსახიობი; გურამ კალანდაძე - გეოლოგი; ნელი ბერაია - მხატვარი, ჟურნალისტი; თენგიზ გაჩეჩილაძე - პედაგოგი, ჟურნალისტი; თეიმურაზ ლეჟავა - ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი; ოლესია თავაძე - მხატვარი; ვილი სანიოლი - ფეხბურთელი, საქართველოს ნაკრების მწვრთნელი.

კახა კალაძემ დაჯილდოებულ პირებს, საპატიო თბილისელის წოდების აღმნიშვნელ სიგელთან ერთად, დედაქალაქის სიმბოლური გასაღებიც გადასცა.