სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
მსოფლიო
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
9 თვის ჩვილის დაცვის დროს მოკლული დედა, დაბომბილი ბეირუთი, მოკლული ისრაელელი სამხედროები - რა ვითარებაა ცხელ წერტილში და რა მიმართვას ავრცელებს "დიდი შვიდეული"
9 თვის ჩვილის დაცვის დროს მოკლული დედა, დაბომბილი ბეირუთი, მოკლული ისრაელელი სამხედროები - რა ვითარებაა ცხელ წერტილში და რა მიმართვას ავრცელებს "დიდი შვიდეული"

9 თვის ჩვი­ლის დაც­ვის დროს მოკ­ლუ­ლი დედა, ბე­ი­რუთ­ში ბრძო­ლი­სას გარ­დაც­ვლი­ლი 8 ის­რა­ე­ლე­ლი სამ­ხედ­რო და “დიდი შვი­დე­უ­ლის“ სა­გან­გე­ბო მი­მარ­თვა - რა ვი­თა­რე­ბაა რე­გი­ონ­ში: ბოლო ცნო­ბე­ბი ცხე­ლი წერ­ტი­ლი­დან

ის­რა­ელ­სა და ჰეზ­ბო­ლას შო­რის სამ­ხედ­რო და­პი­რის­პი­რე­ბა გრძელ­დე­ბა. ლი­ბა­ნე­ლი პო­ლი­ტი­კო­სის, მი­შელ ჰე­ლუს გან­ცხა­დე­ბით, რე­გი­ო­ნი ყოვ­ლის­მომ­ცველ ომს უახ­ლოვ­დე­ბა.

New York Times-ი კი ის­რა­ე­ლის მთავ­რო­ბის მა­ღალ­ჩი­ნოს­ნებ­ზე დაყ­რდნო­ბით ავ­რცე­ლებს ინ­ფორ­მა­ცი­ას, რომ თელ-ავივს ჯერ არ მი­უ­ღია გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, თუ რო­გორ უპა­სუ­ხოს ირა­ნის თავ­დას­ხმას. სა­ვა­რა­უ­დოდ, სამ­ხედ­რო პა­სუხზე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა შე­საძ­ლოა პა­რას­კევს სა­ღა­მომ­დე არ იქ­ნეს მი­ღე­ბუ­ლი.

ის­რა­ე­ლის მთავ­რო­ბის მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ჰა­ე­რო ძა­ლე­ბი გეგ­მავს, ნავ­თო­ბის გა­და­მუ­შა­ვე­ბი­სა და ნავ­თო­ბა­ზე­ბის, ასე­ვე სამ­ხედ­რო ბა­ზე­ბის და­ბომბვას, თუმ­ცა არ იგეგ­მე­ბა ირა­ნის ბირ­თვულ ობი­ექ­ტებ­ზე იე­რი­შე­ბის მი­ტა­ნა.

  • ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში ვი­თა­რე­ბა გამ­წვავ­და ბე­ი­რუთ­ში

ის­რა­ელ­მა ლი­ბა­ნის დე­და­ქა­ლაქ ბე­ი­რუ­თის ცენ­ტრა­ლუ­რი ნა­წი­ლი და­ბომ­ბა, რის შე­დე­გა­დაც რვა ის­რა­ე­ლე­ლი სამ­ხედ­რო და­ი­ღუ­პა.

სამ­ხრეთ ლი­ბან­ში სახ­მე­ლე­თო შეჭ­რი­სას, ის­რა­ე­ლის თავ­დაც­ვის ძა­ლებ­მა (IDF) პირ­ვე­ლი სამ­ხედ­რო მსხვერ­პლი გა­ნი­ცა­და. ჰეზ­ბო­ლას წი­ნა­აღ­მდეგ ინ­ტენ­სი­ურ შე­ტა­კე­ბებს რვა ჯა­რის­კა­ცი ემსხვერ­პლა.

ის­რა­ელ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ მან ზუს­ტი სა­ჰა­ე­რო დარ­ტყმა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა ბე­ი­რუთ­ზე. Reuters-ს თვითმხილ­ვე­ლებ­მა გა­ნუ­ცხა­დეს, რომ მა­სი­უ­რი აფეთ­ქე­ბის ხმა გა­ი­გო­ნეს. უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის წყა­რომ კი სა­ა­გენ­ტოს­თან სა­უ­ბარ­ში გა­ნა­ცხა­და, რომ თავ­დას­ხმის სა­მიზ­ნე ბე­ი­რუ­თის ცენ­ტრში, პარ­ლა­მენ­ტთან ახ­ლოს მდე­ბა­რე შე­ნო­ბა იყო.

სამი რა­კე­ტით და­არ­ტყეს ასე­ვე ბე­ი­რუ­თის სამ­ხრეთ ნა­წილს, და­ჰი­ეს გა­რე­უ­ბანს, სა­დაც ძლი­ე­რი აფეთ­ქე­ბე­ბის ხმე­ბი ის­მო­და. ჰეზ­ბო­ლამ და­ა­დას­ტუ­რა, რომ ის მო­ნა­წი­ლე­ობ­და შე­ტა­კე­ბა­ში და ამ­ტკი­ცებს, რომ გა­ა­ნად­გუ­რა ის­რა­ე­ლის სამი ტან­კი.

ლი­ბა­ნის ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრომ გა­ნა­ცხა­და, რომ ბოლო 24 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში ის­რა­ე­ლის სა­ჰა­ე­რო თავ­დას­ხმე­ბის შე­დე­გად 46 ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა.

ლი­ბა­ნის მთავ­რო­ბის სტა­ტის­ტი­კის თა­ნახ­მად, ლი­ბან­ში 1 900-ზე მეტი ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა და 9 000-ზე მეტი და­იჭ­რა სა­ზღვრის­პი­რა ბრძო­ლე­ბის და­წყე­ბის შემ­დეგ, თით­ქმის ერთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, აქე­დან უმე­ტე­სო­ბა ბოლო ორ კვი­რა­ში და­ფიქ­სირ­და. პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­სრუ­ლე­ბელ­მა, ნა­ჯიბ მი­ქათ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ ის­რა­ე­ლის თავ­დას­ხმე­ბის გამო, და­ახ­ლო­ე­ბით 1.2 მი­ლი­ო­ნი ლი­ბა­ნე­ლი იძუ­ლე­ბით გა­და­ად­გილ­და.

  • დრო­ნე­ბით თავ­დას­ხმა გან­ხორ­ცი­ელ­და ის­რა­ელ­ში, ბათ-ია­მი­ზე

ის­რა­ე­ლის თავ­დაც­ვის ძა­ლე­ბის გან­ცხა­დე­ბით, ქა­ლაქ ბათ-ია­მი­ზე ორი დრო­ნის გა­მო­ყე­ნე­ბით იე­რი­ში გან­ხორ­ცი­ელ­და, რის გა­მოც სა­ჰა­ე­რო გან­გა­ში გა­მო­ცხად­და. თავ­დაც­ვის ძა­ლე­ბის ცნო­ბით, ერთი დრო­ნი სა­ჰა­ე­რო ძა­ლებ­მა შე­ა­ჩე­რეს, მე­ო­რე კი ღია ტე­რი­ტო­რი­ა­ზე და­ე­ცა. ამ დრო­ის­თვის არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, თავ­დას­ხმის შე­დე­გად არა­ვინ და­შა­ვე­ბუ­ლა.

თავ­დას­ხმა მა­შინ მოხ­და, რო­დე­საც ებ­რა­ე­ლე­ბი როშ-ჰა­შა­ნას დღე­სას­წა­ულს, ებ­რა­ულ ახალ წელს აღ­ნიშ­ნავ­დნენ.

“რთულ ომში ვართ ირა­ნის ბო­რო­ტე­ბის ღერ­ძის წი­ნა­აღ­მდეგ, რო­მე­ლიც ჩვენს გა­ნად­გუ­რე­ბას ცდი­ლობს, მაგ­რამ ეს არ მოხ­დე­ბა, რად­გან ერ­თად ვიდ­გე­ბით“, - ავ­რცე­ლებს “ტვი­ტე­რის” პი­რად გვერ­დზე ის­რა­ე­ლის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ბე­ნი­ა­მინ ნე­თა­ნი­აჰუ. თუმ­ცა, იქვე აღ­ნიშ­ნავს, რომ ქვე­ყა­ნა და­სა­ხულ მიზ­ნებს არ შეც­ვლის და ის­რა­ე­ლე­ლებს ჩრდი­ლო­ეთ­ში და­აბ­რუ­ნე­ბენ.

ამას­თა­ნა­ვე, ნე­თა­ნი­აჰუმ ლი­ბან­ში ის­რა­ე­ლის გარ­დაც­ვლი­ლი რვა სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რის ოჯა­ხებს მი­უ­სამ­ძიმ­რა.

  • “დიდი შვი­დე­უ­ლი“ რე­გი­ონ­ში მშვი­დი ვი­თა­რე­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის მომ­ხრეა

ქვეყ­ნე­ბი სა­ერ­თო გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლე­ბენ, სა­დაც მკაც­რად დაგ­მეს ირა­ნის სა­რა­კე­ტო თავ­დას­ხმა ის­რა­ელ­ზე და გა­მოთ­ქვეს იმე­დი, რომ ახლო აღ­მო­სავ­ლეთ­ში სი­ტუ­ა­ცი­ის დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის მეშ­ვე­ო­ბით დე­ეს­კა­ლა­ცია მოხ­დე­ბა.

აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტმა, ჯო ბა­ი­დენ­მა “დიდი შვი­დე­უ­ლის“ ლი­დე­რებ­თან სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უბ­რის შემ­დეგ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, რომ ვა­შინგტო­ნი, თა­ვის მო­კავ­ში­რე­ებ­თან ერ­თად, უპი­რო­ბოდ უჭერს მხარს ის­რა­ელს თავ­დაც­ვის­თვის ბრძო­ლა­ში, მაგ­რამ ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა ის­რა­ე­ლის მიერ ირა­ნის ბირ­თვულ ობი­ექ­ტებ­ზე თავ­დას­ხმებს.

ის­რა­ელ­ში ტე­რო­რის­ტულ თავ­დას­ხმა­ზე, რო­მელ­საც 7 ადა­მი­ა­ნის, მათ შო­რის, სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქის სი­ცო­ცხლე ემსხვერ­პლა, პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა “ჰა­მა­სმა“ აიღო.

ამის შე­სა­ხებ გან­ცხა­დე­ბას თა­ვად ტე­რო­რის­ტუ­ლი დაჯ­გუ­ფე­ბა ავ­რცე­ლებს. მათი გან­ცხა­დე­ბით, ტე­რო­რის­ტე­ბი, რომ­ლებ­მაც გუ­შინ­დე­ლი თავ­დას­ხმა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეს, ჰებ­რო­ნის მა­ცხოვ­რებ­ლე­ბი მო­ჰა­მად მე­სე­კი და აჰ­მედ ჰი­მუ­ნი, “ჰა­მა­სის” წევ­რე­ბი იყ­ვნენ.

  • ცნო­ბის­თვის, ქა­ლაქ ია­ფა­ში ტე­რო­რის­ტულ თავ­დას­ხმას 7 ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე შე­ე­წი­რა, ხოლო კი­დევ 16 ადა­მი­ა­ნი და­შავ­და. გარ­დაც­ვლილ­თა შო­რის არის - სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე ილია ნო­ზა­ძე.

Nypost-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, რამ­დე­ნი­მე დღის წინ, თელ-ავივ­ში ტე­რო­რის­ტე­ბის სრო­ლას გმი­რი დედა ემსხვერ­პლა, რო­მე­ლიც თა­ვის 9 თვის ჩვილს იცავ­და.

“გმი­რი დედა ტე­რო­რის­ტებ­მა მოკ­ლეს თელ-ავივ­ში სრო­ლის დროს. ის თა­ვის 9 თვის ჩვილს იცავ­და. ინ­ბარ სე­გევ-ვიგ­დერ­მა შვი­ლის გა­დარ­ჩე­ნა შეძ­ლო“,- წერს მე­დია.

წყა­რო

იხი­ლეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

9 თვის ჩვილის დაცვის დროს მოკლული დედა, დაბომბილი ბეირუთი, მოკლული ისრაელელი სამხედროები - რა ვითარებაა ცხელ წერტილში და რა მიმართვას ავრცელებს "დიდი შვიდეული"

9 თვის ჩვილის დაცვის დროს მოკლული დედა, დაბომბილი ბეირუთი, მოკლული ისრაელელი სამხედროები - რა ვითარებაა ცხელ წერტილში და რა მიმართვას ავრცელებს "დიდი შვიდეული"

9 თვის ჩვილის დაცვის დროს მოკლული დედა, ბეირუთში ბრძოლისას გარდაცვლილი 8 ისრაელელი სამხედრო და “დიდი შვიდეულის“ საგანგებო მიმართვა - რა ვითარებაა რეგიონში: ბოლო ცნობები ცხელი წერტილიდან

ისრაელსა და ჰეზბოლას შორის სამხედრო დაპირისპირება გრძელდება. ლიბანელი პოლიტიკოსის, მიშელ ჰელუს განცხადებით, რეგიონი ყოვლისმომცველ ომს უახლოვდება.

New York Times-ი კი ისრაელის მთავრობის მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ თელ-ავივს ჯერ არ მიუღია გადაწყვეტილება, თუ როგორ უპასუხოს ირანის თავდასხმას. სავარაუდოდ, სამხედრო პასუხზე გადაწყვეტილება შესაძლოა პარასკევს საღამომდე არ იქნეს მიღებული.

ისრაელის მთავრობის მაღალჩინოსნების ინფორმაციით, საჰაერო ძალები გეგმავს, ნავთობის გადამუშავებისა და ნავთობაზების, ასევე სამხედრო ბაზების დაბომბვას, თუმცა არ იგეგმება ირანის ბირთვულ ობიექტებზე იერიშების მიტანა.

  • ღამის განმავლობაში ვითარება გამწვავდა ბეირუთში

ისრაელმა ლიბანის დედაქალაქ ბეირუთის ცენტრალური ნაწილი დაბომბა, რის შედეგადაც რვა ისრაელელი სამხედრო დაიღუპა.

სამხრეთ ლიბანში სახმელეთო შეჭრისას, ისრაელის თავდაცვის ძალებმა (IDF) პირველი სამხედრო მსხვერპლი განიცადა. ჰეზბოლას წინააღმდეგ ინტენსიურ შეტაკებებს რვა ჯარისკაცი ემსხვერპლა.

ისრაელმა განაცხადა, რომ მან ზუსტი საჰაერო დარტყმა განახორციელა ბეირუთზე. Reuters-ს თვითმხილველებმა განუცხადეს, რომ მასიური აფეთქების ხმა გაიგონეს. უსაფრთხოების სამსახურის წყარომ კი სააგენტოსთან საუბარში განაცხადა, რომ თავდასხმის სამიზნე ბეირუთის ცენტრში, პარლამენტთან ახლოს მდებარე შენობა იყო.

სამი რაკეტით დაარტყეს ასევე ბეირუთის სამხრეთ ნაწილს, დაჰიეს გარეუბანს, სადაც ძლიერი აფეთქებების ხმები ისმოდა. ჰეზბოლამ დაადასტურა, რომ ის მონაწილეობდა შეტაკებაში და ამტკიცებს, რომ გაანადგურა ისრაელის სამი ტანკი.

ლიბანის ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში ისრაელის საჰაერო თავდასხმების შედეგად 46 ადამიანი დაიღუპა.

ლიბანის მთავრობის სტატისტიკის თანახმად, ლიბანში 1 900-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა და 9 000-ზე მეტი დაიჭრა საზღვრისპირა ბრძოლების დაწყების შემდეგ, თითქმის ერთი წლის განმავლობაში, აქედან უმეტესობა ბოლო ორ კვირაში დაფიქსირდა. პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ნაჯიბ მიქათმა განაცხადა, რომ ისრაელის თავდასხმების გამო, დაახლოებით 1.2 მილიონი ლიბანელი იძულებით გადაადგილდა.

  • დრონებით თავდასხმა განხორციელდა ისრაელში, ბათ-იამიზე

ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ქალაქ ბათ-იამიზე ორი დრონის გამოყენებით იერიში განხორციელდა, რის გამოც საჰაერო განგაში გამოცხადდა. თავდაცვის ძალების ცნობით, ერთი დრონი საჰაერო ძალებმა შეაჩერეს, მეორე კი ღია ტერიტორიაზე დაეცა. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად არავინ დაშავებულა.

თავდასხმა მაშინ მოხდა, როდესაც ებრაელები როშ-ჰაშანას დღესასწაულს, ებრაულ ახალ წელს აღნიშნავდნენ.

“რთულ ომში ვართ ირანის ბოროტების ღერძის წინააღმდეგ, რომელიც ჩვენს განადგურებას ცდილობს, მაგრამ ეს არ მოხდება, რადგან ერთად ვიდგებით“, - ავრცელებს “ტვიტერის” პირად გვერდზე ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ. თუმცა, იქვე აღნიშნავს, რომ ქვეყანა დასახულ მიზნებს არ შეცვლის და ისრაელელებს ჩრდილოეთში დააბრუნებენ.

ამასთანავე, ნეთანიაჰუმ ლიბანში ისრაელის გარდაცვლილი რვა სამხედრო მოსამსახურის ოჯახებს მიუსამძიმრა.

  • “დიდი შვიდეული“ რეგიონში მშვიდი ვითარების შენარჩუნების მომხრეა

ქვეყნები საერთო განცხადებას ავრცელებენ, სადაც მკაცრად დაგმეს ირანის სარაკეტო თავდასხმა ისრაელზე და გამოთქვეს იმედი, რომ ახლო აღმოსავლეთში სიტუაციის დიპლომატიური გადაწყვეტილებების მეშვეობით დეესკალაცია მოხდება.

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა “დიდი შვიდეულის“ ლიდერებთან სატელეფონო საუბრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ვაშინგტონი, თავის მოკავშირეებთან ერთად, უპირობოდ უჭერს მხარს ისრაელს თავდაცვისთვის ბრძოლაში, მაგრამ ეწინააღმდეგება ისრაელის მიერ ირანის ბირთვულ ობიექტებზე თავდასხმებს.

ისრაელში ტერორისტულ თავდასხმაზე, რომელსაც 7 ადამიანის, მათ შორის, საქართველოს მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა, პასუხისმგებლობა “ჰამასმა“ აიღო.

ამის შესახებ განცხადებას თავად ტერორისტული დაჯგუფება ავრცელებს. მათი განცხადებით, ტერორისტები, რომლებმაც გუშინდელი თავდასხმა განახორციელეს, ჰებრონის მაცხოვრებლები მოჰამად მესეკი და აჰმედ ჰიმუნი, “ჰამასის” წევრები იყვნენ.

  • ცნობისთვის, ქალაქ იაფაში ტერორისტულ თავდასხმას 7 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ხოლო კიდევ 16 ადამიანი დაშავდა. გარდაცვლილთა შორის არის - საქართველოს მოქალაქე ილია ნოზაძე.

Nypost-ის ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ, თელ-ავივში ტერორისტების სროლას გმირი დედა ემსხვერპლა, რომელიც თავის 9 თვის ჩვილს იცავდა.

“გმირი დედა ტერორისტებმა მოკლეს თელ-ავივში სროლის დროს. ის თავის 9 თვის ჩვილს იცავდა. ინბარ სეგევ-ვიგდერმა შვილის გადარჩენა შეძლო“,- წერს მედია.

წყარო

იხილეთ ასევე: