მსოფლიო
სამხედრო

14

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 19:51-ზე, მთვარე სასწორს ესტუმრება 22:58-ზე მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
საზოგადოება
სამართალი
სპორტი
მეცნიერება
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნეთანიაჰუ სამაგიეროს მიზღვით იმუქრება, ირანი კი აცხადებს, რომ ასეთ შემთხვევაში, მათი მორიგი სამიზნე ისრაელის მთელი ინფრასტრუქტურა იქნება - უახლესი ცნობები მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ცხელი წერტილიდან
ნეთანიაჰუ სამაგიეროს მიზღვით იმუქრება, ირანი კი აცხადებს, რომ ასეთ შემთხვევაში, მათი მორიგი სამიზნე ისრაელის მთელი ინფრასტრუქტურა იქნება - უახლესი ცნობები მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ცხელი წერტილიდან

მას შემ­დეგ, რაც ირან­სა და ის­რა­ელს შო­რის ვი­თა­რე­ბა გამ­წვავ­და, reuters -ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ირან­მა ოფი­ცი­ა­ლუ­რად გა­ნა­ცხა­და, რომ კონ­ფლიქ­ტის გამ­წვა­ვე­ბის სა­შიშ­რო­ე­ბის ფონ­ზე, ის­რა­ელ­ზე სა­რა­კე­ტო თავ­დას­ხმა და­ას­რუ­ლა.

ამას­თა­ნა­ვე, ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში ის­რა­ე­ლის შე­ი­ა­რა­ღე­ბულ­მა ძა­ლებ­მა ბე­ი­რუთ­ში “ჰეზ­ბო­ლას“ სა­მიზ­ნე­ებს და­არ­ტყეს. მე­დი­ის ცნო­ბით, ის­რა­ე­ლის არ­მია თავს და­ეს­ხა ია­რა­ღის წარ­მო­ე­ბის ობი­ექ­ტებ­სა და ინფრას­ტრუქ­ტუ­რას.

ირა­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის შტა­ბის უფ­რო­სის თქმით, “თუ ის­რა­ე­ლი მათ წი­ნა­აღ­მდეგ სა­პა­სუ­ხო ქმე­დე­ბას გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებს, ირა­ნის მო­რი­გი სა­მიზ­ნე მთე­ლი მათი ინფრას­ტრუქ­ტუ­რა იქ­ნე­ბა“.

რო­გორც გე­ნე­რალ-მა­ი­ო­რი მო­ჰა­მად ბა­გე­რი აცხა­დებს, “თუკი ის­რა­ელს სურს გა­აგ­რძე­ლოს და­ნა­შა­უ­ლე­ბი ან სურს რა­ი­მე გა­ა­კე­თოს ირა­ნის სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტი­სა და ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბის წი­ნა­აღ­მდეგ, თე­ი­რა­ნი ოპე­რა­ცი­ას რამ­დენ­ჯერ­მე გაძ­ლი­ე­რე­ბუ­ლი ძა­ლე­ბით გა­ი­მე­ო­რებს“.

მისი თქმით, ირა­ნის რე­ვო­ლუ­ცი­უ­რი გვარ­დი­ის კორ­პუ­სი სა­თა­ნა­დოდ მომ­ზა­დე­ბუ­ლია იმის­თვის, რომ გა­ი­მე­ო­როს ის­რა­ე­ლის წი­ნა­აღ­მდეგ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი სა­რა­კე­ტო შე­ტე­ვა გაძ­ლი­ე­რე­ბუ­ლი ინ­ტენ­სი­ვო­ბით.

თუმ­ცა მა­ნამ­დე, ის­რა­ე­ლის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ბე­ნი­ა­მინ ნე­თა­ნი­აჰუმ გა­ნა­ცხა­და, რომ ირან­მა დიდი შეც­დო­მა და­უშ­ვა და ამის­თვის გა­და­იხ­დის.

  • “ირან­მა დიდი შეც­დო­მა და­უშ­ვა და ამის­თვის გა­და­იხ­დის, ის­რა­ელ­ზე დარ­ტყმა ჩა­ი­შა­ლა და ჩა­ი­შა­ლა ის­რა­ე­ლის სა­ჰა­ე­რო თავ­დაც­ვის სის­ტე­მის წყა­ლო­ბით, რო­მე­ლიც ყვე­ლა­ზე მო­წი­ნა­ვეა მსოფ­ლი­ო­ში. ირა­ნის რე­ჟიმს არ ეს­მის ჩვე­ნი სიმ­ტკი­ცე, და­ვიც­ვათ ჩვე­ნი თავი და ჩვე­ნი სიმ­ტკი­ცე, რომ სა­მა­გი­ე­რო მი­ვუ­ზღოთ ჩვენს მტრებს. გა­ი­გე­ბენ ამას“, - აღ­ნიშ­ნა ნე­თა­ნი­აჰუმ.

ამას­თა­ნა­ვე, მან მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და აშშ-ს მხარ­და­ჭე­რის­თვის და ხაზი გა­უს­ვა, რომ “მსოფ­ლი­ოს ნა­თე­ლი ძა­ლე­ბი“ თე­ი­რა­ნის წი­ნა­აღ­მდეგ უნდა გა­ერ­თი­ან­დნენ.

”არ­ჩე­ვა­ნი არა­სო­დეს ყო­ფი­ლა ასე­თი მკა­ფიო ტი­რა­ნი­ა­სა და თა­ვი­სუფ­ლე­ბას შო­რის, კურ­თხე­ვა­სა და წყევ­ლას შო­რის”, - აღ­ნიშ­ნა ნე­თა­ნი­აჰუმ.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ გუ­შინ, ღა­მის სა­ა­თებ­ში, ირან­მა ის­რა­ე­ლის მი­მარ­თუ­ლე­ბით ბა­ლის­ტი­კუ­რი რა­კე­ტე­ბი გა­უშ­ვა.

გან­ცხა­დე­ბის თა­ნახ­მად, სა­ჰა­ე­რო თავ­დას­ხმის გან­გა­შის ხმა ის­რა­ე­ლის ცენ­ტრა­ლურ და სამ­ხრეთ ნა­წი­ლებ­ში ის­მის. ირა­ნის რე­ვო­ლუ­ცი­ურ­მა გვარ­დი­ამ გა­ნა­ცხა­და, რომ ის­რა­ელ­ზე გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი სა­რა­კე­ტო თავ­დას­ხმა გა­სულ კვი­რას "ჰეზ­ბო­ლას" მე­თა­უ­რის ჰა­სან ნას­რა­ლას, ისე­ვე რო­გორც ჰა­მა­სის ლი­დე­რის ის­მა­ილ ჰა­ნი­ეს მკვლე­ლო­ბის სა­პა­სუ­ხოდ იყო.

  • "ტე­ლეგ­რა­მარ­ხებ­ზე" ვრცელ­დე­ბა კად­რე­ბი, სა­დაც ჩანს, რომ ის­რა­ელ­ზე გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი სა­რა­კე­ტო თავ­დას­ხმა ირა­ნის ქუ­ჩებ­ში დიდ ეკ­რა­ნებ­ზე, პირ­და­პირ რე­ჟიმ­ში შუქ­დე­ბო­და.

ამას­თან, ვრცელ­დე­ბა ვი­დეო, სა­დაც ჩანს, თუ რო­გორ და­ე­ცა ირა­ნუ­ლი რა­კე­ტის ფრაგ­მენ­ტი პა­ლეს­ტი­ნელს. მა­მა­კა­ცი ად­გილ­ზე და­ი­ღუ­პა.

ჯამ­ში, ირან­მა ის­რა­ე­ლის­კენ და­ახ­ლო­ე­ბით 181 ბა­ლის­ტი­კუ­რი რა­კე­ტა გა­უშ­ვა. ქვეყ­ნის მას­შტა­ბით 1800 სა­რა­კე­ტო გან­გა­შის სიგ­ნა­ლი და­ფიქ­სირ­და.

Magen David Adom-ის აღ­მას­რუ­ლე­ბელ­მა დი­რექ­ტორ­მა ელი ბინ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ სა­რა­კე­ტო თავ­დას­ხმი­სას პირ­და­პი­რი დარ­ტყმა მოხ­და ერთ-ერთ შე­ნო­ბა­ზე, ჩრდი­ლო­ეთ თელ-ავივ­ში.

  • ის­რა­ელ­ში ტე­რო­რის­ტულ თავ­დას­ხმას სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე ემსხვერ­პლა

ის­რა­ელ­ში, ტე­რო­რის­ტუ­ლი თავ­დას­ხმის შე­დე­გად დაჭ­რი­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე კლი­ნი­კა­ში გარ­და­იც­ვა­ლა. ტე­რო­რის­ტე­ბის თავ­დას­ხმას 6 ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე შე­ე­წი­რა, კი­დევ 9 და­შავ­და. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას გა­მო­ცე­მა The Times of Israel ავ­რცე­ლებს.

მათი ცნო­ბით, ერთ-ერთი ტე­რო­რის­ტი ავ­ტო­მა­ტით იყო შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი, ხოლო მე­ო­რეს დანა ჰქონ­და. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ორი ტე­რო­რის­ტი ტრამ­ვა­ი­დან გად­მო­ვი­და და ცე­ცხლი გახ­სნა. ისი­ნი უშიშ­რო­ე­ბის ძა­ლებ­მა რამ­დე­ნი­მე წუთ­ში გა­ა­ნად­გუ­რეს. ტე­რაქ­ტი ირა­ნი­დან სა­რა­კე­ტო თავ­დას­ხმამ­დე რამ­დე­ნი­მე წუ­თით ადრე მოხ­და.

სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ტე­რო­რის­ტუ­ლი თავ­დას­ხმის შე­დე­გად, ის­რა­ელ­ში გარ­დაც­ვლი­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქის სამ­შობ­ლო­ში გად­მოს­ვე­ნე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა­ზე სა­ელ­ჩო ის­რა­ე­ლის შე­სა­ბა­მის სტრუქ­ტუ­რებ­თან მუ­შა­ობს, რაც მისი და­ღუპ­ვის გა­რე­მო­ე­ბე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, გარ­კვე­ულ დროს მო­ი­თხოვს. ამის შე­სა­ხებ “ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ უწყე­ბა­ში გა­ნუ­ცხა­დეს.

“ის­რა­ელ­ში სა­ქარ­თვე­ლოს სა­ელ­ჩო 1-ელ ოქ­ტომ­ბერს მომ­ხდა­რი ტე­რაქ­ტის შე­დე­გად სა­ქარ­თვე­ლოს ერთი მო­ქა­ლა­ქის გარ­დაც­ვა­ლე­ბას ადას­ტუ­რებს. სა­ელ­ჩო გარ­დაც­ვლი­ლი თა­ნა­მე­მა­მუ­ლის სა­ქარ­თვე­ლო­ში გად­მოს­ვე­ნე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა­ზე ის­რა­ე­ლის შე­სა­ბა­მის სტრუქ­ტუ­რებ­თან მუ­შა­ობს, რაც ბუ­ნებ­რი­ვია, მო­ი­თხოვს გარ­კვე­ულ დროს, მისი და­ღუპ­ვის გა­რე­მო­ე­ბე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით.

სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო უსამ­ძიმ­რებს გარ­დაც­ვლი­ლის ოჯახს ამ მძი­მე ტრა­გე­დი­ას, ასე­ვე მომ­ხდა­რის გამო ის­რა­ე­ლის მთავ­რო­ბას და ის­რა­ე­ლის ხალ­ხს, სა­ქარ­თვე­ლო ტე­რო­რიზ­მის ნე­ბის­მი­ერ გა­მოვ­ლი­ნე­ბას გმობს,“ - აღ­ნიშ­ნუ­ლია გან­ცხა­დე­ბა­ში.

იხი­ლეთ ასე­ვე:

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს
ავტორი:

ნეთანიაჰუ სამაგიეროს მიზღვით იმუქრება, ირანი კი აცხადებს, რომ ასეთ შემთხვევაში, მათი მორიგი სამიზნე ისრაელის მთელი ინფრასტრუქტურა იქნება - უახლესი ცნობები მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ცხელი წერტილიდან

ნეთანიაჰუ სამაგიეროს მიზღვით იმუქრება, ირანი კი აცხადებს, რომ ასეთ შემთხვევაში, მათი მორიგი სამიზნე ისრაელის მთელი ინფრასტრუქტურა იქნება - უახლესი ცნობები მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ცხელი წერტილიდან

მას შემდეგ, რაც ირანსა და ისრაელს შორის ვითარება გამწვავდა, reuters -ის ინფორმაციით, ირანმა ოფიციალურად განაცხადა, რომ კონფლიქტის გამწვავების საშიშროების ფონზე, ისრაელზე სარაკეტო თავდასხმა დაასრულა.

ამასთანავე, ღამის განმავლობაში ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა ბეირუთში “ჰეზბოლას“ სამიზნეებს დაარტყეს. მედიის ცნობით, ისრაელის არმია თავს დაესხა იარაღის წარმოების ობიექტებსა და ინფრასტრუქტურას.

ირანის შეიარაღებული ძალების შტაბის უფროსის თქმით, “თუ ისრაელი მათ წინააღმდეგ საპასუხო ქმედებას განახორციელებს, ირანის მორიგი სამიზნე მთელი მათი ინფრასტრუქტურა იქნება“.

როგორც გენერალ-მაიორი მოჰამად ბაგერი აცხადებს, “თუკი ისრაელს სურს გააგრძელოს დანაშაულები ან სურს რაიმე გააკეთოს ირანის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ, თეირანი ოპერაციას რამდენჯერმე გაძლიერებული ძალებით გაიმეორებს“.

მისი თქმით, ირანის რევოლუციური გვარდიის კორპუსი სათანადოდ მომზადებულია იმისთვის, რომ გაიმეოროს ისრაელის წინააღმდეგ განხორციელებული სარაკეტო შეტევა გაძლიერებული ინტენსივობით.

თუმცა მანამდე, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ირანმა დიდი შეცდომა დაუშვა და ამისთვის გადაიხდის.

  • “ირანმა დიდი შეცდომა დაუშვა და ამისთვის გადაიხდის, ისრაელზე დარტყმა ჩაიშალა და ჩაიშალა ისრაელის საჰაერო თავდაცვის სისტემის წყალობით, რომელიც ყველაზე მოწინავეა მსოფლიოში. ირანის რეჟიმს არ ესმის ჩვენი სიმტკიცე, დავიცვათ ჩვენი თავი და ჩვენი სიმტკიცე, რომ სამაგიერო მივუზღოთ ჩვენს მტრებს. გაიგებენ ამას“, - აღნიშნა ნეთანიაჰუმ.

ამასთანავე, მან მადლობა გადაუხადა აშშ-ს მხარდაჭერისთვის და ხაზი გაუსვა, რომ “მსოფლიოს ნათელი ძალები“ თეირანის წინააღმდეგ უნდა გაერთიანდნენ.

”არჩევანი არასოდეს ყოფილა ასეთი მკაფიო ტირანიასა და თავისუფლებას შორის, კურთხევასა და წყევლას შორის”, - აღნიშნა ნეთანიაჰუმ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, ღამის საათებში, ირანმა ისრაელის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტები გაუშვა.

განცხადების თანახმად, საჰაერო თავდასხმის განგაშის ხმა ისრაელის ცენტრალურ და სამხრეთ ნაწილებში ისმის. ირანის რევოლუციურმა გვარდიამ განაცხადა, რომ ისრაელზე განხორციელებული სარაკეტო თავდასხმა გასულ კვირას "ჰეზბოლას" მეთაურის ჰასან ნასრალას, ისევე როგორც ჰამასის ლიდერის ისმაილ ჰანიეს მკვლელობის საპასუხოდ იყო.

  • "ტელეგრამარხებზე" ვრცელდება კადრები, სადაც ჩანს, რომ ისრაელზე განხორციელებული სარაკეტო თავდასხმა ირანის ქუჩებში დიდ ეკრანებზე, პირდაპირ რეჟიმში შუქდებოდა.

ამასთან, ვრცელდება ვიდეო, სადაც ჩანს, თუ როგორ დაეცა ირანული რაკეტის ფრაგმენტი პალესტინელს. მამაკაცი ადგილზე დაიღუპა.

ჯამში, ირანმა ისრაელისკენ დაახლოებით 181 ბალისტიკური რაკეტა გაუშვა. ქვეყნის მასშტაბით 1800 სარაკეტო განგაშის სიგნალი დაფიქსირდა.

Magen David Adom-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ელი ბინმა განაცხადა, რომ სარაკეტო თავდასხმისას პირდაპირი დარტყმა მოხდა ერთ-ერთ შენობაზე, ჩრდილოეთ თელ-ავივში.

  • ისრაელში ტერორისტულ თავდასხმას საქართველოს მოქალაქე ემსხვერპლა

ისრაელში, ტერორისტული თავდასხმის შედეგად დაჭრილი საქართველოს მოქალაქე კლინიკაში გარდაიცვალა. ტერორისტების თავდასხმას 6 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, კიდევ 9 დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა The Times of Israel ავრცელებს.

მათი ცნობით, ერთ-ერთი ტერორისტი ავტომატით იყო შეიარაღებული, ხოლო მეორეს დანა ჰქონდა. არსებული ინფორმაციით, ორი ტერორისტი ტრამვაიდან გადმოვიდა და ცეცხლი გახსნა. ისინი უშიშროების ძალებმა რამდენიმე წუთში გაანადგურეს. ტერაქტი ირანიდან სარაკეტო თავდასხმამდე რამდენიმე წუთით ადრე მოხდა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ტერორისტული თავდასხმის შედეგად, ისრაელში გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქის სამშობლოში გადმოსვენების შესაძლებლობაზე საელჩო ისრაელის შესაბამის სტრუქტურებთან მუშაობს, რაც მისი დაღუპვის გარემოებების გათვალისწინებით, გარკვეულ დროს მოითხოვს. ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს“ უწყებაში განუცხადეს.

“ისრაელში საქართველოს საელჩო 1-ელ ოქტომბერს მომხდარი ტერაქტის შედეგად საქართველოს ერთი მოქალაქის გარდაცვალებას ადასტურებს. საელჩო გარდაცვლილი თანამემამულის საქართველოში გადმოსვენების შესაძლებლობაზე ისრაელის შესაბამის სტრუქტურებთან მუშაობს, რაც ბუნებრივია, მოითხოვს გარკვეულ დროს, მისი დაღუპვის გარემოებების გათვალისწინებით.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს ამ მძიმე ტრაგედიას, ასევე მომხდარის გამო ისრაელის მთავრობას და ისრაელის ხალხს, საქართველო ტერორიზმის ნებისმიერ გამოვლინებას გმობს,“ - აღნიშნულია განცხადებაში.

იხილეთ ასევე: