სამართალი
პოლიტიკა

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კობახიძე ანტიკორუფციულ ბიუროს მოუწოდებს, "საერთაშორისო გამჭვირვალობასა" და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან დაკავშირებული გადაწყვეტილება შეცვალოს
კობახიძე ანტიკორუფციულ ბიუროს მოუწოდებს, "საერთაშორისო გამჭვირვალობასა" და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან დაკავშირებული გადაწყვეტილება შეცვალოს

"სა­ხელ­მწი­ფო ინ­ტე­რე­სე­ბი­სათ­ვის და პირ­ველ რიგ­ში, სა­არ­ჩევ­ნო პრო­ცეს­ში გარე მა­ნი­პუ­ლა­ცი­ის თა­ვი­დან ასა­რი­დებ­ლად მი­ზან­შე­წო­ნი­ლად მი­მაჩ­ნია, "სა­ერ­თა­შო­რი­სო გამჭვირ­ვა­ლო­ბა - სა­ქარ­თვე­ლოს“ გან­ცხა­დე­ბუ­ლი სა­არ­ჩევ­ნო მიზ­ნის მქო­ნე ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის სტა­ტუ­სი მო­ეხ­სნას - მო­ვუ­წო­დებ სა­ქარ­თვე­ლოს ან­ტი­კო­რუფ­ცი­ულ ბი­უ­როს გა­და­ხე­დოს თა­ვის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას აღ­ნიშ­ნუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის და სხვა შე­სა­ბა­მი­სი სუ­ბი­ექ­ტე­ბის­თვის გან­ცხა­დე­ბუ­ლი სა­არ­ჩევ­ნო მიზ­ნის მქო­ნე ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის სტა­ტუ­სის შე­ფარ­დე­ბის შე­სა­ხებ", - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის, ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძე­ის გან­ცხა­დე­ბა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, რო­მე­ლიც სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­მოქ­ვეყ­ნდა.

  • პრე­მი­ე­რი ან­ტი­კო­რუფ­ცი­ულ ბი­უ­როს ასე­ვე მო­უ­წო­დებს, ისარ­გებ­ლოს სა­მარ­თლებ­რი­ვი დის­კრე­ცი­ით და სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბამ­დე თავი შე­ი­კა­ვოს სხვა შე­სა­ბა­მი­სი სუ­ბი­ექ­ტე­ბის­თვის გან­ცხა­დე­ბუ­ლი სა­არ­ჩევ­ნო მიზ­ნის მქო­ნე ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის სტა­ტუ­სის შე­ფარ­დე­ბის­გან.

"რო­გორც სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ცნო­ბი­ლია, სა­ქარ­თვე­ლოს ან­ტი­კო­რუფ­ცი­ულ­მა ბი­უ­რომ მი­ი­ღო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა რამ­დე­ნი­მე ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის­თვის, მათ შო­რის, "სა­ერ­თა­შო­რი­სო გამჭვირ­ვა­ლო­ბა - სა­ქარ­თვე­ლოს­თვის“ გან­ცხა­დე­ბუ­ლი სა­არ­ჩევ­ნო მიზ­ნის მქო­ნე ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის სტა­ტუ­სის შე­ფარ­დე­ბის თა­ო­ბა­ზე.

ის ფაქ­ტი, რომ "სა­ერ­თა­შო­რი­სო გამჭვირ­ვა­ლო­ბა - სა­ქარ­თვე­ლოს“ აქვს გან­ცხა­დე­ბუ­ლი სა­არ­ჩევ­ნო მი­ზა­ნი და ის მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის წი­ნა­აღ­მდეგ ღია სა­არ­ჩევ­ნო აგი­ტა­ცია-პრო­პა­გან­დას აწარ­მო­ებს, რის­თვი­საც შე­სა­ბა­მის ფი­ნან­სურ და სხვა მა­ტე­რი­ა­ლურ რე­სურ­სებ­საც იყე­ნებს, ნე­ბის­მი­ე­რი ობი­ექ­ტუ­რი დამ­კვირ­ვებ­ლის­თვის ცხა­დია. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ან­ტი­კო­რუფ­ცი­უ­ლი ბი­უ­როს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, სა­მარ­თლებ­რი­ვი თვალ­საზ­რი­სით, უტყუ­ა­რო­ბის უმაღ­ლე­სი სტან­დარ­ტით არის და­სა­ბუ­თე­ბუ­ლი და სრუ­ლად შე­ე­სა­ტყვი­სე­ბა "მო­ქა­ლა­ქე­თა პო­ლი­ტი­კუ­რი გა­ერ­თი­ა­ნე­ბე­ბის შე­სა­ხებ“ სა­ქარ­თვე­ლოს ორ­გა­ნუ­ლი კა­ნო­ნის მო­თხოვ­ნებს. შე­სა­ბა­მი­სად, გა­საკ­ვი­რი არაა, რომ ან­ტი­კო­რუფ­ცი­უ­ლი ბი­უ­როს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მარ­თე­ბუ­ლო­ბა პირ­ვე­ლი ინ­სტან­ცი­ის სა­სა­მარ­თლო­მაც და­ა­დას­ტუ­რა.

თუმ­ცა, სა­ხელ­მწი­ფო ინ­ტე­რე­სე­ბი­სათ­ვის და პირ­ველ რიგ­ში, სა­არ­ჩევ­ნო პრო­ცეს­ში გარე მა­ნი­პუ­ლა­ცი­ის თა­ვი­დან ასა­რი­დებ­ლად, რისი პირ­ვე­ლი ნიშ­ნე­ბიც უკვე გა­მო­იკ­ვე­თა, მი­ზან­შე­წო­ნი­ლად მი­მაჩ­ნია, "სა­ერ­თა­შო­რი­სო გამჭვირ­ვა­ლო­ბა - სა­ქარ­თვე­ლოს“ გან­ცხა­დე­ბუ­ლი სა­არ­ჩევ­ნო მიზ­ნის მქო­ნე ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის სტა­ტუ­სი მო­ეხ­სნას. ამას­თან, სა­სურ­ვე­ლია, იგი­ვე მიდ­გო­მა გავ­რცელ­დეს გან­ცხა­დე­ბუ­ლი სა­არ­ჩევ­ნო მიზ­ნის მქო­ნე ორ­გა­ნი­ზა­ცი­ად აღი­ა­რე­ბულ სხვა სუ­ბი­ექ­ტებ­ზეც, მი­უ­ხე­და­ვად, იმი­სა, რომ ან­ტი­კო­რუფ­ცი­უ­ლი ბი­უ­როს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას და­უ­მორ­ჩი­ლებ­ლო­ბა მხო­ლოდ "სა­ერ­თა­შო­რი­სო გამჭვირ­ვა­ლო­ბა - სა­ქარ­თვე­ლომ“ გა­მო­უ­ცხა­და.

"სა­ერ­თა­შო­რი­სო გამჭვირ­ვა­ლო­ბა - სა­ქარ­თვე­ლოს“ გან­ცხა­დე­ბუ­ლი სა­არ­ჩევ­ნო მიზ­ნი­სა და მისი მრა­ვალ­წლი­ა­ნი რა­დი­კა­ლუ­რი და მა­პო­ლა­რი­ზე­ბე­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი დღის წეს­რი­გის შე­სა­ხებ ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის უკვე დიდი ხა­ნია ცნო­ბი­ლია. შე­სა­ბა­მი­სად, სა­ზო­გა­დო­ე­ბის მიერ სა­თა­ნა­დო დას­კვნე­ბის გა­მო­სა­ტა­ნად, ამ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის­თვის არა­ვი­თა­რი სა­მარ­თლებ­რი­ვი სტა­ტუ­სის შე­ფარ­დე­ბა არ არის აუ­ცი­ლე­ბე­ლი.

"სა­ერ­თა­შო­რი­სო გამჭვირ­ვა­ლო­ბა - სა­ქარ­თვე­ლო“ 2020 წელს უშუ­ა­ლოდ მო­ნა­წი­ლე­ობ­და პა­რა­ლე­ლუ­რი ხმის დათ­ვლის ყალ­ბი შე­დე­გე­ბის ტი­რა­ჟი­რე­ბა­ში. მან­ვე მო­ა­წე­რა ხელი ყალბ დას­კვნას სა­არ­ჩევ­ნო ოქ­მებ­ში 8-პრო­ცენ­ტი­ა­ნი ზედ­მე­ტო­ბე­ბი­სა და ცეს­კოს მიერ არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გე­ბის თით­ქოს­და დაგ­ვი­ა­ნე­ბით გა­მოქ­ვეყ­ნე­ბის შე­სა­ხებ. შე­სა­ბა­მი­სად, "სა­ერ­თა­შო­რი­სო გამჭვირ­ვა­ლო­ბა - სა­ქარ­თვე­ლომ“, სხვა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­თან ერ­თად, მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად შე­უქ­მნა ხე­ლოვ­ნუ­რი სა­ბა­ბი რა­დი­კა­ლურ ოპო­ზი­ცი­ას, რათა დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გე­ბი არ ეღი­ა­რე­ბი­ნა და რიგ­გა­რე­შე სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის და­ნიშ­ვნა მო­ე­თხო­ვა. ეს პრო­ცე­სე­ბი, ერ­თმნიშ­ვნე­ლოვ­ნად უნდა შე­ფას­დეს, რო­გორც ხალ­ხის ნე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის შეც­ვლის მცდე­ლო­ბა, რო­მელ­შიც "სა­ერ­თა­შო­რი­სო გამჭვირ­ვა­ლო­ბა - სა­ქარ­თვე­ლო“ ერთ-ერთ საკ­ვან­ძო როლს ას­რუ­ლებ­და. "სა­ერ­თა­შო­რი­სო გამჭვირ­ვა­ლო­ბა - სა­ქარ­თვე­ლო“ აქ­ტი­უ­რად მო­ნა­წი­ლე­ობ­და რე­ვო­ლუ­ცი­ის მე­ო­რე მცდე­ლო­ბა­შიც, რო­დე­საც 2022 წელს, სხვა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­თან ერ­თად, სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის შე­ნო­ბის წინ, პო­ლი­ტი­კურ სცე­ნა­ზე ავი­და და მთავ­რო­ბის გა­დად­გო­მა და არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით ე.წ. ტექ­ნი­კუ­რი მთავ­რო­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა მო­ი­თხო­ვა.

დღეს, "სა­ერ­თა­შო­რი­სო გამჭვირ­ვა­ლო­ბა - სა­ქარ­თვე­ლო“ მოქ­მე­დებს გან­ცხა­დე­ბუ­ლი სა­არ­ჩევ­ნო მიზ­ნით, ღიად არის ჩარ­თუ­ლი სა­არ­ჩევ­ნო აგი­ტა­ცია-პრო­პა­გან­და­ში და აგ­რე­სი­უ­ლად ცდი­ლობს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში და­აბ­რუ­ნოს პო­ლი­ტი­კუ­რი ძა­ლე­ბი, რომ­ლებ­მაც სა­ხელ­მწი­ფოს მი­ტა­ცე­ბი­თა და ავ­ტო­რი­ტა­რიზ­მის დამ­ყა­რე­ბით, არ­ჩევ­ნე­ბის ტო­ტა­ლუ­რი გა­ყალ­ბე­ბით, ადა­მი­ა­ნე­ბის მკვლე­ლო­ბი­თა და წა­მე­ბით, ბიზ­ნე­სის რე­კე­ტით, ტე­ლე­ვი­ზი­ე­ბის მი­ტა­ცე­ბით, ომით და სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ე­ბის 20 პრო­ცენ­ტის და­კარ­გვით დაგ­ვა­მახ­სოვ­რეს თავი.

ყო­ვე­ლი­ვე ზე­მო­აღ­ნიშ­ნუ­ლი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, კი­დევ ერთხელ ვი­მე­ო­რებ, რომ ქარ­თულ სა­ზო­გა­დო­ე­ბას სა­თა­ნა­დო დას­კვნე­ბის გა­მო­სა­ტა­ნად და სიფრ­თხი­ლის გა­მო­სა­ჩე­ნად "სა­ერ­თა­შო­რი­სო გამჭვირ­ვა­ლო­ბა - სა­ქარ­თვე­ლოს­თვის“ რა­ი­მე სა­მარ­თლებ­რი­ვი სტა­ტუ­სის შე­ფარ­დე­ბა არ სჭირ­დე­ბა.

აქვე ისიც არის გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლი, რომ "სა­ერ­თა­შო­რი­სო გამჭვირ­ვა­ლო­ბა - სა­ქარ­თვე­ლოს­თან“ ერ­თად, გან­ცხა­დე­ბუ­ლი სა­არ­ჩევ­ნო მიზ­ნით მას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სხვა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბიც მოქ­მე­დე­ბენ, რომ­ლე­ბიც ცეს­კო­ში ასე­ვე ად­გი­ლობ­რივ სა­დამ­კვირ­ვებ­ლო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბად არი­ან რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი. წმინ­და სა­მარ­თლებ­რი­ვი მიდ­გო­მით მოქ­მე­დე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, ან­ტი­კო­რუფ­ცი­ულ ბი­უ­როს გან­ცხა­დე­ბუ­ლი სა­არ­ჩევ­ნო მიზ­ნის მქო­ნე ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის სტა­ტუ­სის შე­ფარ­დე­ბა შე­იძ­ლე­ბა მო­უხ­დეს ცეს­კო­ში ად­გი­ლობ­რივ სა­დამ­კვირ­ვებ­ლო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ად რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი თით­ქმის ყვე­ლა ფი­ნან­სუ­რად შეძ­ლე­ბუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის­თვის, რაც გარე მა­ნი­პუ­ლა­ცი­ის­თვის კი­დევ უფრო აქ­ტი­უ­რად შე­იძ­ლე­ბა იქ­ნეს გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი.

ყო­ვე­ლი­ვე ზე­მო­აღ­ნიშ­ნუ­ლი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მო­ვუ­წო­დებ სა­ქარ­თვე­ლოს ან­ტი­კო­რუფ­ცი­ულ ბი­უ­როს ისარ­გებ­ლოს სა­მარ­თლებ­რი­ვი დის­კრე­ცი­ით და გა­და­ხე­დოს თა­ვის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას "სა­ერ­თა­შო­რი­სო გამჭვირ­ვა­ლო­ბა - სა­ქარ­თვე­ლოს­თვის“ და სხვა შე­სა­ბა­მი­სი სუ­ბი­ექ­ტე­ბის­თვის გან­ცხა­დე­ბუ­ლი სა­არ­ჩევ­ნო მიზ­ნის მქო­ნე ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის სტა­ტუ­სის შე­ფარ­დე­ბის შე­სა­ხებ. ასე­ვე, ანა­ლო­გი­უ­რი მო­საზ­რე­ბე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მო­ვუ­წო­დებ ან­ტი­კო­რუფ­ცი­ულ ბი­უ­როს, ისარ­გებ­ლოს სა­მარ­თლებ­რი­ვი დის­კრე­ცი­ით და სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბამ­დე თავი შე­ი­კა­ვოს სხვა შე­სა­ბა­მი­სი სუ­ბი­ექ­ტე­ბის­თვის გან­ცხა­დე­ბუ­ლი სა­არ­ჩევ­ნო მიზ­ნის მქო­ნე ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის სტა­ტუ­სის შე­ფარ­დე­ბის­გან.

მარ­თა­ლია, უცხო­უ­რი და­ფი­ნან­სე­ბით მოქ­მე­დი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის მიერ სა­არ­ჩევ­ნო აგი­ტა­ცია-პრო­პა­გან­დის წარ­მო­ე­ბა უხე­შად ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­ის დე­ბუ­ლე­ბებს, სა­ხელ­მწი­ფო სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტის პრინ­ციპს და დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი არ­ჩევ­ნე­ბის პრინ­ცი­პებს, მაგ­რამ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში "სა­ერ­თა­შო­რი­სო გამჭვირ­ვა­ლო­ბა - სა­ქარ­თვე­ლოს“ და სხვა შე­სა­ბა­მი­სი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის შე­ლა­ხუ­ლი რე­პუ­ტა­ცი­ი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ამ დარ­ღვე­ვას, პრაქ­ტი­კუ­ლი თვალ­საზ­რი­სით, 26 ოქ­ტომ­ბრის სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გებ­ზე ვე­რა­ვი­თა­რი გავ­ლე­ნა ვერ ექ­ნე­ბა,“ - აცხა­დებს კო­ბა­ხი­ძე.

ავტორი:

კობახიძე ანტიკორუფციულ ბიუროს მოუწოდებს, "საერთაშორისო გამჭვირვალობასა" და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან დაკავშირებული გადაწყვეტილება შეცვალოს

კობახიძე ანტიკორუფციულ ბიუროს მოუწოდებს, "საერთაშორისო გამჭვირვალობასა" და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან დაკავშირებული გადაწყვეტილება შეცვალოს

"სახელმწიფო ინტერესებისათვის და პირველ რიგში, საარჩევნო პროცესში გარე მანიპულაციის თავიდან ასარიდებლად მიზანშეწონილად მიმაჩნია, "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე ორგანიზაციის სტატუსი მოეხსნას - მოვუწოდებ საქართველოს ანტიკორუფციულ ბიუროს გადახედოს თავის გადაწყვეტილებას აღნიშნული ორგანიზაციის და სხვა შესაბამისი სუბიექტებისთვის განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე ორგანიზაციის სტატუსის შეფარდების შესახებ", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძეის განცხადებაშია აღნიშნული, რომელიც სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა.

  • პრემიერი ანტიკორუფციულ ბიუროს ასევე მოუწოდებს, ისარგებლოს სამართლებრივი დისკრეციით და საპარლამენტო არჩევნებამდე თავი შეიკავოს სხვა შესაბამისი სუბიექტებისთვის განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე ორგანიზაციის სტატუსის შეფარდებისგან.

"როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, საქართველოს ანტიკორუფციულმა ბიურომ მიიღო გადაწყვეტილება რამდენიმე ორგანიზაციისთვის, მათ შორის, "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოსთვის“ განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე ორგანიზაციის სტატუსის შეფარდების თაობაზე.

ის ფაქტი, რომ "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აქვს განცხადებული საარჩევნო მიზანი და ის მმართველი პარტიის წინააღმდეგ ღია საარჩევნო აგიტაცია-პროპაგანდას აწარმოებს, რისთვისაც შესაბამის ფინანსურ და სხვა მატერიალურ რესურსებსაც იყენებს, ნებისმიერი ობიექტური დამკვირვებლისთვის ცხადია. აქედან გამომდინარე, ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილება, სამართლებრივი თვალსაზრისით, უტყუარობის უმაღლესი სტანდარტით არის დასაბუთებული და სრულად შეესატყვისება "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მოთხოვნებს. შესაბამისად, გასაკვირი არაა, რომ ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილების მართებულობა პირველი ინსტანციის სასამართლომაც დაადასტურა.

თუმცა, სახელმწიფო ინტერესებისათვის და პირველ რიგში, საარჩევნო პროცესში გარე მანიპულაციის თავიდან ასარიდებლად, რისი პირველი ნიშნებიც უკვე გამოიკვეთა, მიზანშეწონილად მიმაჩნია, "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე ორგანიზაციის სტატუსი მოეხსნას. ამასთან, სასურველია, იგივე მიდგომა გავრცელდეს განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე ორგანიზაციად აღიარებულ სხვა სუბიექტებზეც, მიუხედავად, იმისა, რომ ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილებას დაუმორჩილებლობა მხოლოდ "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ გამოუცხადა.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ განცხადებული საარჩევნო მიზნისა და მისი მრავალწლიანი რადიკალური და მაპოლარიზებელი პოლიტიკური დღის წესრიგის შესახებ ქართული საზოგადოებისთვის უკვე დიდი ხანია ცნობილია. შესაბამისად, საზოგადოების მიერ სათანადო დასკვნების გამოსატანად, ამ ორგანიზაციისთვის არავითარი სამართლებრივი სტატუსის შეფარდება არ არის აუცილებელი.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ 2020 წელს უშუალოდ მონაწილეობდა პარალელური ხმის დათვლის ყალბი შედეგების ტირაჟირებაში. მანვე მოაწერა ხელი ყალბ დასკვნას საარჩევნო ოქმებში 8-პროცენტიანი ზედმეტობებისა და ცესკოს მიერ არჩევნების შედეგების თითქოსდა დაგვიანებით გამოქვეყნების შესახებ. შესაბამისად, "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“, სხვა ორგანიზაციებთან ერთად, მიზანმიმართულად შეუქმნა ხელოვნური საბაბი რადიკალურ ოპოზიციას, რათა დემოკრატიული არჩევნების შედეგები არ ეღიარებინა და რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა მოეთხოვა. ეს პროცესები, ერთმნიშვნელოვნად უნდა შეფასდეს, როგორც ხალხის ნების წინააღმდეგ ხელისუფლების შეცვლის მცდელობა, რომელშიც "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ ერთ-ერთ საკვანძო როლს ასრულებდა. "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ აქტიურად მონაწილეობდა რევოლუციის მეორე მცდელობაშიც, როდესაც 2022 წელს, სხვა ორგანიზაციებთან ერთად, საქართველოს პარლამენტის შენობის წინ, პოლიტიკურ სცენაზე ავიდა და მთავრობის გადადგომა და არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობით ე.წ. ტექნიკური მთავრობის ჩამოყალიბება მოითხოვა.

დღეს, "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ მოქმედებს განცხადებული საარჩევნო მიზნით, ღიად არის ჩართული საარჩევნო აგიტაცია-პროპაგანდაში და აგრესიულად ცდილობს ხელისუფლებაში დააბრუნოს პოლიტიკური ძალები, რომლებმაც სახელმწიფოს მიტაცებითა და ავტორიტარიზმის დამყარებით, არჩევნების ტოტალური გაყალბებით, ადამიანების მკვლელობითა და წამებით, ბიზნესის რეკეტით, ტელევიზიების მიტაცებით, ომით და საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტის დაკარგვით დაგვამახსოვრეს თავი.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ქართულ საზოგადოებას სათანადო დასკვნების გამოსატანად და სიფრთხილის გამოსაჩენად "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოსთვის“ რაიმე სამართლებრივი სტატუსის შეფარდება არ სჭირდება.

აქვე ისიც არის გასათვალისწინებელი, რომ "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოსთან“ ერთად, განცხადებული საარჩევნო მიზნით მასთან დაკავშირებული სხვა ორგანიზაციებიც მოქმედებენ, რომლებიც ცესკოში ასევე ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებად არიან რეგისტრირებული. წმინდა სამართლებრივი მიდგომით მოქმედების შემთხვევაში, ანტიკორუფციულ ბიუროს განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე ორგანიზაციის სტატუსის შეფარდება შეიძლება მოუხდეს ცესკოში ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციად რეგისტრირებული თითქმის ყველა ფინანსურად შეძლებული ორგანიზაციისთვის, რაც გარე მანიპულაციისთვის კიდევ უფრო აქტიურად შეიძლება იქნეს გამოყენებული.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოვუწოდებ საქართველოს ანტიკორუფციულ ბიუროს ისარგებლოს სამართლებრივი დისკრეციით და გადახედოს თავის გადაწყვეტილებას "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოსთვის“ და სხვა შესაბამისი სუბიექტებისთვის განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე ორგანიზაციის სტატუსის შეფარდების შესახებ. ასევე, ანალოგიური მოსაზრებებიდან გამომდინარე, მოვუწოდებ ანტიკორუფციულ ბიუროს, ისარგებლოს სამართლებრივი დისკრეციით და საპარლამენტო არჩევნებამდე თავი შეიკავოს სხვა შესაბამისი სუბიექტებისთვის განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე ორგანიზაციის სტატუსის შეფარდებისგან.

მართალია, უცხოური დაფინანსებით მოქმედი ორგანიზაციების მიერ საარჩევნო აგიტაცია-პროპაგანდის წარმოება უხეშად ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის დებულებებს, სახელმწიფო სუვერენიტეტის პრინციპს და დემოკრატიული არჩევნების პრინციპებს, მაგრამ საზოგადოებაში "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ და სხვა შესაბამისი ორგანიზაციების შელახული რეპუტაციიდან გამომდინარე, ამ დარღვევას, პრაქტიკული თვალსაზრისით, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებზე ვერავითარი გავლენა ვერ ექნება,“ - აცხადებს კობახიძე.