კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნიკოლოზ ცისკარიშვილის "აჩრდილები" პრემია "საბას" ფინალისტებს შორის მოხვდა - ინტერვიუ ავტორთან
ნიკოლოზ ცისკარიშვილის "აჩრდილები" პრემია "საბას" ფინალისტებს შორის მოხვდა - ინტერვიუ ავტორთან

თა­ნა­მედ­რო­ვე მწერ­ლის ნი­კო­ლოზ ცის­კა­რიშ­ვი­ლის რო­მა­ნი „აჩ­რდი­ლე­ბი“ ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი პრე­მია „სა­ბას“ ფი­ნა­ლის­ტებს შო­რი­საა ნო­მი­ნა­ცი­ა­ში „წლის სა­უ­კე­თე­სო რო­მა­ნი“.

„აჩ­რდი­ლე­ბი“ 2023 წელს გა­მო­ი­ცა და ავ­ტო­რის რი­გით მე­ო­რე რო­მა­ნია. თავ­და­პირ­ვე­ლად, მკი­თხველ­მა ნი­კო­ლოზ ცის­კა­რიშ­ვი­ლი გა­იც­ნო მო­თხრო­ბე­ბი­თა და რო­მა­ნით „ცე­ცხლის­წამ­კი­დე­ბე­ლი“. მისი შე­მოქ­მე­დე­ბა ყუ­რა­დღე­ბის მიღ­მა არ დარ­ჩე­ნია სხვა­დას­ხვა ლი­ტე­რა­ტუ­რულ ჟურ­ნალ­საც.

„სა­ბას“ ფი­ნა­ლის­ტებს შო­რის მოხ­ვედ­რა მწერ­ლის­თვის და­მა­ტე­ბი­თი აღი­ა­რე­ბა და შე­საძ­ლებ­ლო­ბაა, მისი შე­მოქ­მე­დე­ბა მკი­თხველ­თა უფრო ფარ­თო წრე­ებ­მა გა­იც­ნოს. ნი­კო­ლოზ ცის­კა­რიშ­ვი­ლის რო­მა­ნე­ბი შთა­გო­ნე­ბუ­ლია ადა­მი­ა­ნის მა­რა­დი­უ­ლი დი­ლე­მე­ბი­თა და კი­თხვე­ბით, რო­მელ­თა პა­სუ­ხე­ბის ძი­ე­ბა­ში კვლა­ვაც ვართ.

რას ნიშ­ნავს ავ­ტო­რის­თვის „სა­ბას“ 22-ე და­ჯილ­დო­ე­ბის ფი­ნა­ლის­ტო­ბა და რო­გორ იქ­მნე­ბა მისი რო­მა­ნე­ბი, ამის შე­სა­ხებ თა­ვად ნი­კო­ლოზ ცის­კა­რიშ­ვი­ლი სა­უბ­რობს:

„აჩ­რდი­ლე­ბი“ წლის სა­უ­კე­თე­სო რო­მა­ნის ნო­მი­ნა­ცი­ა­ში და­სა­ხელ­და. რას ნიშ­ნავს თქვენ­თვის ეს აღი­ა­რე­ბა?

პრე­მია „საბა“ ქარ­თულ ლი­ტე­რა­ტუ­რულ პრო­ცე­სებ­ზე დიდ ზე­გავ­ლე­ნას ახ­დენს, ამი­ტომ ფი­ნა­ლის­ტებს შო­რის მოხ­ვედ­რა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, მით უმე­ტეს, რომ მკი­თხველ­თა ფარ­თო წრე­ე­ბის­თვის ჩემი რო­მა­ნე­ბი ნაკ­ლე­ბად ნაც­ნო­ბია. „სა­ბას“ მოკ­ლე სი­ა­ში ჩემი პირ­ვე­ლი რო­მა­ნიც მოხ­ვდა, ოღონდ „დე­ბი­უ­ტის“ ნო­მი­ნა­ცი­ა­ში, რო­მა­ნის კა­ტე­გო­რი­ა­ში ყოფ­ნა კი უფრო სა­სი­ა­მოვ­ნო და სა­პა­სუ­ხის­გებ­ლოა - აქ ჩემ­ზე ბევ­რად უფრო გა­მოც­დი­ლი და ცნო­ბი­ლი ლი­ტე­რა­ტო­რე­ბი არი­ან.

რო­მან „აჩ­რდი­ლებ­ში“ შე­სამ­ჩნე­ვია ბიბ­ლი­უ­რი ალუ­ზი­ე­ბი. სა­ინ­ტე­რე­სოა, სწო­რედ რე­ლი­გი­ით არის თუ არა სი­უ­ჟე­ტი შთა­გო­ნე­ბუ­ლი?

რა თქმა უნდა, ბიბ­ლი­უ­რი ალუ­ზი­ე­ბი არის და ბა­ტონ როს­ტომ ჩხე­ი­ძეს ეს წიგ­ნის წი­ნა­სი­ტყვა­ო­ბა­შიც აქვს აღ­ნიშ­ნუ­ლი. ბიბ­ლი­ას გვახ­სე­ნებს თუნ­დაც მთა­ვა­რი პერ­სო­ნა­ჟის სა­ხე­ლი - აბე­ლი. აგ­რეთ­ვე, მთელ წიგნს ფო­ნად გაჰ­ყვე­ბა და­კარ­გუ­ლი და ვე­ღარ ნა­პოვ­ნი სა­მო­თხის ალუ­ზია.

მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ვერ ვი­ტყო­დი, რომ ბიბ­ლია ამ რო­მა­ნის მთა­ვა­რი წყა­როა. სი­უ­ჟე­ტი უფრო ჩემი პი­რა­დი გა­მოც­დი­ლე­ბით არის შთა­გო­ნე­ბუ­ლი. რო­მან­ში ერთ-ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი თე­მაა თა­ვი­სუფ­ლე­ბა. ვართ თუ არა თა­ვი­სუფ­ლე­ბი, რა­ტომ არის ადა­მი­ა­ნის­თვის ასე­თი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი, იყოს თა­ვი­სუ­ფა­ლი და ასე შემ­დეგ. ეს უფრო ფი­ლო­სო­ფი­უ­რი კი­თხვაა, ვიდ­რე რე­ლი­გი­უ­რი, ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში ჩემი მიდ­გო­მა სა­კი­თხი­სად­მი ნამ­დვი­ლად ფი­ლო­სო­ფი­უ­რია. საქ­მე ისაა, რომ რე­ლი­გი­უ­რი ალუ­ზი­ე­ბი რა­ღა­ცებს ამარ­ტი­ვებს, უფრო ნათ­ლად გად­მო­ცე­მის შე­საძ­ლებ­ლო­ბას გაძ­ლევს. პრინ­ციპ­ში, თა­ვი­სუფ­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი კი­თხვე­ბი, რე­ლი­გი­უ­რი კი­თხვე­ბი­ცაა, მაგ­რამ ამ მხრივ მე შე­სა­ბა­მი­სი კომ­პე­ტენ­ცია არ გა­მაჩ­ნია.

გვი­ამ­ბეთ „აჩ­რდი­ლებ­ზე“ მუ­შა­ო­ბის ის­ტო­რია, რო­გორ იქ­მნე­ბო­და მისი სი­უ­ჟე­ტი?

რო­გორც წესი, მხო­ლოდ ერთ წიგნ­ზე ან მო­თხრო­ბა­ზე არ ვმუ­შა­ობ ხოლ­მე. თან და­მაქვს წიგ­ნა­კი და სა­დაც მო­მი­ხერ­ხდე­ბა იქ ვწერ: სამ­სა­ხუ­რის შეს­ვე­ბე­ბებ­ზე, გზა­ში, სახ­ლში. შე­იძ­ლე­ბა ერთ დღეს დავ­წე­რო რო­მა­ნის ნა­წი­ლი, ხოლო მე­ო­რე დღეს სულ სხვა რამ.

„აჩ­რდი­ლებ­ზე“ რამ­დე­ნი­მე თვის გან­მავ­ლო­ბა­ში ვმუ­შა­ობ­დი. ყვე­ლა­ფერს ხე­ლით ვწერ­დი, დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ კი გა­ვა­ციფ­რუ­ლე. იმ დროს ცნო­ბი­ე­რე­ბის პრობ­ლე­მით ვი­ყა­ვი შე­პყრო­ბი­ლი. ადა­მი­ა­ნი სა­კუ­თარ აზ­როვ­ნე­ბას თუ და­აკ­ვირ­დე­ბა, გარ­კვე­ულ შაბ­ლო­ნებს, წე­სებს, გა­და­უ­ლა­ხავ და უც­ვლელ ფორ­მებს აღ­მო­ა­ჩენს. ისე გა­მო­დის, თით­ქოს აზ­როვ­ნე­ბას თა­ვი­სი მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბი აქვს და ჩვენ მას­ში სა­ერ­თოდ ვერ ვე­რე­ვით. გო­ნე­ბა წრე­ზე და­დის, ერ­თსა და იმა­ვე თე­მებს ამუ­შა­ვებს, სი­ახ­ლე­ებს გა­ურ­ბის, სა­კუ­თარ წე­სებს გვახ­ვევს თავს. ამას რომ იაზ­რებ, ბუ­ნებ­რი­ვად გიჩ­ნდე­ბა კი­თხვა, თუ სად არის მთელ ამ პრო­ცეს­ში შენი პი­როვ­ნე­ბა, შენი თა­ვი­სუფ­ლე­ბა. თით­ქოს ისე­ვე ვერ აკონ­ტრო­ლებ სა­კუ­თარ ცნო­ბი­ე­რე­ბას, რო­გორც ვთქვათ ამინდს.

რო­მელ­მა ავ­ტო­რებ­მა მო­ახ­დი­ნეს თქვენ­ზე გავ­ლე­ნა წიგ­ნის წე­რის დროს?

„აჩ­რდი­ლებ­თან“ და­კავ­ში­რე­ბით პირ­ველ რიგ­ში სახ­სე­ნე­ბე­ლია მე­რაბ მა­მარ­დაშ­ვი­ლის ლექ­ცი­ა­თა ციკ­ლი „ცნო­ბი­ე­რე­ბის ტო­პო­ლო­გია“, რო­მელ­შიც ძა­ლი­ან კარ­გად არის გაშ­ლი­ლი ცნო­ბი­ე­რე­ბის თემა. ჩემი წიგ­ნის ერთ მო­ნაკ­ვეთ­ში აბე­ლი სოფ­ლის გარ­შე­მო სე­ირ­ნობს, ისევ და ისევ უვ­ლის მას წრეს, რო­გორც ღა­მის პე­პე­ლა - ნა­თუ­რას, და ჩვე­ნი ცნო­ბი­ე­რე­ბაც ზუს­ტად ასეა, გა­მუდ­მე­ბით რა­ღა­ცის გარ­შე­მო მოძ­რა­ობს, ერთი და იმა­ვე გზით. ეს პრო­ცე­სი ზოგ­ჯერ ძა­ლი­ან მკივ­ნე­უ­ლია.

ხან­და­ხან, რო­დე­საც სა­კუ­თარ თავს ვკარ­გავთ, რო­დე­საც რა­ღაც ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვანს ვი­ვი­წყებთ, აჩ­რდი­ლე­ბად ვიქ­ცე­ვით, და უკან და­საბ­რუ­ნე­ბე­ლი გზის პოვ­ნა გვი­ჭირს. ეს წიგ­ნი არის დიდ უი­მე­დო­ბა­ზე, სიბ­ნე­ლე­სა და მდუ­მა­რე­ბა­ზე. ზო­გი­ერ­თი ღამე შე­იძ­ლე­ბა სა­ერ­თოდ არ გა­თენ­დეს, ან გა­თენ­დეს ძა­ლი­ან გვი­ან. იქ, წყვდი­ად­ში, აჩ­რდი­ლე­ბი და­ე­ხე­ტე­ბი­ან და და­სახ­მა­რებ­ლად გვიხ­მო­ბენ.

მკი­თხვე­ლი „აჩ­რდი­ლე­ბამ­დეც“ გიც­ნობ­დათ „ცე­ცხლის­წამ­კი­დებ­ლი­თა“ და მო­თხრო­ბე­ბით. სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ „ცე­ცხლის­წამ­კი­დე­ბელ­შიც“ იგ­რძნო­ბა ბიბ­ლი­უ­რი გავ­ლე­ნე­ბი...

ამ რო­მა­ნის შემ­თხვე­ვა­შიც და­ახ­ლო­ე­ბით ასეა. რა თქმა უნდა, არის ბიბ­ლი­უ­რი და რე­ლი­გი­უ­რი ალუ­ზი­ე­ბი, მაგ­რამ არ მი­მაჩ­ნია, რომ ეს მთა­ვა­რია. ჩვენ პრობ­ლე­მებს რე­ლი­გი­უ­რი ტექ­სტე­ბი­დან კი არ ვი­ღებთ, არა­მედ პი­რი­ქით, რაც და­სა­ბა­მი­დან გვა­წუ­ხებს, იმის გა­და­წყვე­ტას ვცდი­ლობთ რწმე­ნის გზით.

ში­ნა­არ­სობ­რი­ვი თვალ­საზ­რი­სით ეს ორი წიგ­ნი თით­ქმის არაფ­რით ჰგავს ერ­თმა­ნეთს. „ცე­ცხლის­წამ­კი­დე­ბე­ლი“ ერთი დიდი, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას უსას­რუ­ლო დევ­ნის ამ­ბა­ვია: მთა­ვა­რი მოქ­მე­დი გმი­რი გარ­ბის, არ­სად ჩერ­დე­ბა, გა­მუდ­მე­ბულ შიშ­ში ცხოვ­რობს, აღარ აქვს თავ­შე­სა­ფა­რი, ერთი წუ­თი­თაც არ შე­უძ­ლია მშვი­დად ყოფ­ნა, რად­გან მდე­ვა­რი მუ­დამ ახ­ლო­საა. „აჩ­რდი­ლებ­ში“ პი­რი­ქით, სა­დღაც ქრე­ბა ეს გა­მუდ­მე­ბუ­ლი მოძ­რა­ო­ბა და ცვა­ლე­ბა­დო­ბა, მთა­ვა­რი გმი­რი ერთ პა­ტა­რა სო­ფელ­ში ჩა­დის და იქვე რჩე­ბა. იქ ყვე­ლა­ფე­რი ნელა და მდო­რედ მიმ­დი­ნა­რე­ობს, დღე­ე­ბი ერ­თმა­ნეთს ჰგავს, არა­ფე­რი ხდე­ბა და ეს უც­ვლე­ლო­ბა აბე­ლის გო­ნე­ბას აჯა­დო­ებს.

ის, რაც ამ ორი­ვე რო­მანს აერ­თი­ა­ნებს, არის ადა­მი­ა­ნის სი­მარ­ტო­ვე და უი­მე­დო­ბა. ადა­მი­ა­ნი გა­დას­რო­ლი­ლია სამ­ყა­რო­ში, მას არ გა­აჩ­ნია საყ­რდე­ნი, მაგ­რამ გა­მუდ­მე­ბით ცდი­ლობს ხელ­ჩა­სა­ჭი­დის პოვ­ნას, რად­გან ამ სი­ცა­რი­ე­ლე­სა და სიბ­ნე­ლე­ში ყოფ­ნა არ შე­უძ­ლია.

რამ­დე­ნად აქ­ტუ­ა­ლუ­რია თა­ნა­მედ­რო­ვე რე­ა­ლო­ბა­ში ის სა­კი­თხე­ბი, რომ­ლე­ბიც თქვენს რო­მა­ნებ­ში გაქვთ ხაზ­გას­მუ­ლი?

გა­აჩ­ნია, რა იგუ­ლის­ხმე­ბა აქ­ტუ­ა­ლუ­რო­ბა­ში. ზო­გი­ერ­თი პრობ­ლე­მა არის ეპო­ქა­ლუ­რი, ზოგი კი მა­რა­დი­უ­ლი. დღეს უმე­ტე­სად იმ პრობ­ლე­მებ­ზე ვწერთ, რაც ჩვენ გარ­შე­მო ხდე­ბა, ხოლო სხვა, უფრო არ­სობ­რივ სა­კი­თხებს ვი­ვი­წყებთ. ამის გამო ზოგ­ჯერ ზე­და­პირ­ზე ვრჩე­ბით. არ­სე­ბობს გა­რე­გა­ნი და ში­ნა­გა­ნი. გა­რე­გა­ნი ეპო­ქე­ბის მი­ხედ­ვით იც­ვლე­ბა, ხოლო ში­ნა­გა­ნი თით­ქმის უც­ვლე­ლი რჩე­ბა. სა­ნამ ადა­მი­ა­ნი იარ­სე­ბებს, მას მუ­დამ შე­ა­წუ­ხებს თა­ვი­სუფ­ლე­ბის, სიკ­ვდი­ლის, რწმე­ნის, აზ­როვ­ნე­ბის სა­კი­თხე­ბი. მეც, რა­ტომ­ღაც, უმე­ტე­სად ამ თე­მებ­ზე ვფიქ­რობ და ვწერ. ადა­მი­ა­ნი და­უს­რუ­ლე­ბე­ლი არ­სე­ბაა, სრულ­ყო­ფის­თვის მას ამ კი­თხვებ­ზე პა­სუ­ხის გა­ცე­მა სჭირ­დე­ბა.

სა­ინ­ტე­რე­სოა, ახალ წიგნ­ზე ხომ არ მუ­შა­ობთ?

გა­მო­სა­ცე­მად თით­ქმის მზა­დაა მო­თხრო­ბე­ბის კრე­ბუ­ლი. ეს მო­თხრო­ბე­ბი სხვა­დას­ხვა დროს იბეჭ­დე­ბო­და ლი­ტე­რა­ტუ­რულ გა­მო­ცე­მებ­ში, ბევ­რი ჯერ კი­დევ გა­მო­უქ­ვეყ­ნე­ბე­ლია, ამი­ტომ მათი ერ­თად შეკ­რე­ბა და ერთი ში­ნა­არ­სის ქვეშ გა­ერ­თი­ა­ნე­ბა გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ინ­ტე­რე­სო იქ­ნე­ბა. ისი­ნი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში იწე­რე­ბო­და სხვა­დას­ხვა ად­გი­ლას, გან­სხვა­ვე­ბუ­ლი გან­წყო­ბით, მაგ­რამ რა­ღაც სა­ერ­თო მა­ინც აქვთ: ძი­ე­ბის, კი­თხვებ­ზე პა­სუ­ხის გა­ცე­მის მცდე­ლო­ბა.

R

ავტორი:

ნიკოლოზ ცისკარიშვილის "აჩრდილები" პრემია "საბას" ფინალისტებს შორის მოხვდა - ინტერვიუ ავტორთან

ნიკოლოზ ცისკარიშვილის "აჩრდილები" პრემია "საბას" ფინალისტებს შორის მოხვდა - ინტერვიუ ავტორთან

თანამედროვე მწერლის ნიკოლოზ ცისკარიშვილის რომანი „აჩრდილები“ ლიტერატურული პრემია „საბას“ ფინალისტებს შორისაა ნომინაციაში „წლის საუკეთესო რომანი“.

„აჩრდილები“ 2023 წელს გამოიცა და ავტორის რიგით მეორე რომანია. თავდაპირველად, მკითხველმა ნიკოლოზ ცისკარიშვილი გაიცნო მოთხრობებითა და რომანით „ცეცხლისწამკიდებელი“. მისი შემოქმედება ყურადღების მიღმა არ დარჩენია სხვადასხვა ლიტერატურულ ჟურნალსაც.

„საბას“ ფინალისტებს შორის მოხვედრა მწერლისთვის დამატებითი აღიარება და შესაძლებლობაა, მისი შემოქმედება მკითხველთა უფრო ფართო წრეებმა გაიცნოს. ნიკოლოზ ცისკარიშვილის რომანები შთაგონებულია ადამიანის მარადიული დილემებითა და კითხვებით, რომელთა პასუხების ძიებაში კვლავაც ვართ.

რას ნიშნავს ავტორისთვის „საბას“ 22-ე დაჯილდოების ფინალისტობა და როგორ იქმნება მისი რომანები, ამის შესახებ თავად ნიკოლოზ ცისკარიშვილი საუბრობს:

„აჩრდილები“ წლის საუკეთესო რომანის ნომინაციაში დასახელდა. რას ნიშნავს თქვენთვის ეს აღიარება?

პრემია „საბა“ ქართულ ლიტერატურულ პროცესებზე დიდ ზეგავლენას ახდენს, ამიტომ ფინალისტებს შორის მოხვედრა მნიშვნელოვანია, მით უმეტეს, რომ მკითხველთა ფართო წრეებისთვის ჩემი რომანები ნაკლებად ნაცნობია. „საბას“ მოკლე სიაში ჩემი პირველი რომანიც მოხვდა, ოღონდ „დებიუტის“ ნომინაციაში, რომანის კატეგორიაში ყოფნა კი უფრო სასიამოვნო და საპასუხისგებლოა - აქ ჩემზე ბევრად უფრო გამოცდილი და ცნობილი ლიტერატორები არიან.

რომან „აჩრდილებში“ შესამჩნევია ბიბლიური ალუზიები. საინტერესოა, სწორედ რელიგიით არის თუ არა სიუჟეტი შთაგონებული?

რა თქმა უნდა, ბიბლიური ალუზიები არის და ბატონ როსტომ ჩხეიძეს ეს წიგნის წინასიტყვაობაშიც აქვს აღნიშნული. ბიბლიას გვახსენებს თუნდაც მთავარი პერსონაჟის სახელი - აბელი. აგრეთვე, მთელ წიგნს ფონად გაჰყვება დაკარგული და ვეღარ ნაპოვნი სამოთხის ალუზია.

მიუხედავად ამისა, ვერ ვიტყოდი, რომ ბიბლია ამ რომანის მთავარი წყაროა. სიუჟეტი უფრო ჩემი პირადი გამოცდილებით არის შთაგონებული. რომანში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემაა თავისუფლება. ვართ თუ არა თავისუფლები, რატომ არის ადამიანისთვის ასეთი მნიშვნელოვანი, იყოს თავისუფალი და ასე შემდეგ. ეს უფრო ფილოსოფიური კითხვაა, ვიდრე რელიგიური, ყოველ შემთხვევაში ჩემი მიდგომა საკითხისადმი ნამდვილად ფილოსოფიურია. საქმე ისაა, რომ რელიგიური ალუზიები რაღაცებს ამარტივებს, უფრო ნათლად გადმოცემის შესაძლებლობას გაძლევს. პრინციპში, თავისუფლებასთან დაკავშირებული კითხვები, რელიგიური კითხვებიცაა, მაგრამ ამ მხრივ მე შესაბამისი კომპეტენცია არ გამაჩნია.

გვიამბეთ „აჩრდილებზე“ მუშაობის ისტორია, როგორ იქმნებოდა მისი სიუჟეტი?

როგორც წესი, მხოლოდ ერთ წიგნზე ან მოთხრობაზე არ ვმუშაობ ხოლმე. თან დამაქვს წიგნაკი და სადაც მომიხერხდება იქ ვწერ: სამსახურის შესვებებებზე, გზაში, სახლში. შეიძლება ერთ დღეს დავწერო რომანის ნაწილი, ხოლო მეორე დღეს სულ სხვა რამ.

„აჩრდილებზე“ რამდენიმე თვის განმავლობაში ვმუშაობდი. ყველაფერს ხელით ვწერდი, დასრულების შემდეგ კი გავაციფრულე. იმ დროს ცნობიერების პრობლემით ვიყავი შეპყრობილი. ადამიანი საკუთარ აზროვნებას თუ დააკვირდება, გარკვეულ შაბლონებს, წესებს, გადაულახავ და უცვლელ ფორმებს აღმოაჩენს. ისე გამოდის, თითქოს აზროვნებას თავისი მიმართულებები აქვს და ჩვენ მასში საერთოდ ვერ ვერევით. გონება წრეზე დადის, ერთსა და იმავე თემებს ამუშავებს, სიახლეებს გაურბის, საკუთარ წესებს გვახვევს თავს. ამას რომ იაზრებ, ბუნებრივად გიჩნდება კითხვა, თუ სად არის მთელ ამ პროცესში შენი პიროვნება, შენი თავისუფლება. თითქოს ისევე ვერ აკონტროლებ საკუთარ ცნობიერებას, როგორც ვთქვათ ამინდს.

რომელმა ავტორებმა მოახდინეს თქვენზე გავლენა წიგნის წერის დროს?

„აჩრდილებთან“ დაკავშირებით პირველ რიგში სახსენებელია მერაბ მამარდაშვილის ლექციათა ციკლი „ცნობიერების ტოპოლოგია“, რომელშიც ძალიან კარგად არის გაშლილი ცნობიერების თემა. ჩემი წიგნის ერთ მონაკვეთში აბელი სოფლის გარშემო სეირნობს, ისევ და ისევ უვლის მას წრეს, როგორც ღამის პეპელა - ნათურას, და ჩვენი ცნობიერებაც ზუსტად ასეა, გამუდმებით რაღაცის გარშემო მოძრაობს, ერთი და იმავე გზით. ეს პროცესი ზოგჯერ ძალიან მკივნეულია.

ხანდახან, როდესაც საკუთარ თავს ვკარგავთ, როდესაც რაღაც ძალიან მნიშვნელოვანს ვივიწყებთ, აჩრდილებად ვიქცევით, და უკან დასაბრუნებელი გზის პოვნა გვიჭირს. ეს წიგნი არის დიდ უიმედობაზე, სიბნელესა და მდუმარებაზე. ზოგიერთი ღამე შეიძლება საერთოდ არ გათენდეს, ან გათენდეს ძალიან გვიან. იქ, წყვდიადში, აჩრდილები დაეხეტებიან და დასახმარებლად გვიხმობენ.

მკითხველი „აჩრდილებამდეც“ გიცნობდათ „ცეცხლისწამკიდებლითა“ და მოთხრობებით. საინტერესოა, რომ „ცეცხლისწამკიდებელშიც“ იგრძნობა ბიბლიური გავლენები...

ამ რომანის შემთხვევაშიც დაახლოებით ასეა. რა თქმა უნდა, არის ბიბლიური და რელიგიური ალუზიები, მაგრამ არ მიმაჩნია, რომ ეს მთავარია. ჩვენ პრობლემებს რელიგიური ტექსტებიდან კი არ ვიღებთ, არამედ პირიქით, რაც დასაბამიდან გვაწუხებს, იმის გადაწყვეტას ვცდილობთ რწმენის გზით.

შინაარსობრივი თვალსაზრისით ეს ორი წიგნი თითქმის არაფრით ჰგავს ერთმანეთს. „ცეცხლისწამკიდებელი“ ერთი დიდი, შეიძლება ითქვას უსასრულო დევნის ამბავია: მთავარი მოქმედი გმირი გარბის, არსად ჩერდება, გამუდმებულ შიშში ცხოვრობს, აღარ აქვს თავშესაფარი, ერთი წუთითაც არ შეუძლია მშვიდად ყოფნა, რადგან მდევარი მუდამ ახლოსაა. „აჩრდილებში“ პირიქით, სადღაც ქრება ეს გამუდმებული მოძრაობა და ცვალებადობა, მთავარი გმირი ერთ პატარა სოფელში ჩადის და იქვე რჩება. იქ ყველაფერი ნელა და მდორედ მიმდინარეობს, დღეები ერთმანეთს ჰგავს, არაფერი ხდება და ეს უცვლელობა აბელის გონებას აჯადოებს.

ის, რაც ამ ორივე რომანს აერთიანებს, არის ადამიანის სიმარტოვე და უიმედობა. ადამიანი გადასროლილია სამყაროში, მას არ გააჩნია საყრდენი, მაგრამ გამუდმებით ცდილობს ხელჩასაჭიდის პოვნას, რადგან ამ სიცარიელესა და სიბნელეში ყოფნა არ შეუძლია.

რამდენად აქტუალურია თანამედროვე რეალობაში ის საკითხები, რომლებიც თქვენს რომანებში გაქვთ ხაზგასმული?

გააჩნია, რა იგულისხმება აქტუალურობაში. ზოგიერთი პრობლემა არის ეპოქალური, ზოგი კი მარადიული. დღეს უმეტესად იმ პრობლემებზე ვწერთ, რაც ჩვენ გარშემო ხდება, ხოლო სხვა, უფრო არსობრივ საკითხებს ვივიწყებთ. ამის გამო ზოგჯერ ზედაპირზე ვრჩებით. არსებობს გარეგანი და შინაგანი. გარეგანი ეპოქების მიხედვით იცვლება, ხოლო შინაგანი თითქმის უცვლელი რჩება. სანამ ადამიანი იარსებებს, მას მუდამ შეაწუხებს თავისუფლების, სიკვდილის, რწმენის, აზროვნების საკითხები. მეც, რატომღაც, უმეტესად ამ თემებზე ვფიქრობ და ვწერ. ადამიანი დაუსრულებელი არსებაა, სრულყოფისთვის მას ამ კითხვებზე პასუხის გაცემა სჭირდება.

საინტერესოა, ახალ წიგნზე ხომ არ მუშაობთ?

გამოსაცემად თითქმის მზადაა მოთხრობების კრებული. ეს მოთხრობები სხვადასხვა დროს იბეჭდებოდა ლიტერატურულ გამოცემებში, ბევრი ჯერ კიდევ გამოუქვეყნებელია, ამიტომ მათი ერთად შეკრება და ერთი შინაარსის ქვეშ გაერთიანება განსაკუთრებით საინტერესო იქნება. ისინი წლების განმავლობაში იწერებოდა სხვადასხვა ადგილას, განსხვავებული განწყობით, მაგრამ რაღაც საერთო მაინც აქვთ: ძიების, კითხვებზე პასუხის გაცემის მცდელობა.

R