დიზაინერი ვიქტორია ბეკჰემი "ინსტაგრამზე" ქართველი მოდელის, მატილდა გვარლიანის ფოტოებს აქვეყნებს.
მატილდა ერთ-ერთი იყო იმ მოდელებს შორის, რომლებმაც პარიზის მოდის კვირეულზე ვიქტორიას ახალი ნამუშევრები წარადგინეს.
მატილდა გვარლიან მსოფლიო მოდის ინდუსტრიაში კარგად იცნობენ, ის უდავოდ არის ყველაზე წარმატებული ქართველი მოდელი. მიმდინარე პარიზის მოდის კვირეული კი მატილდასთვის განსაკუთრებული იყო, რადგან სხვა ბრენდებთან ერთად გამოვიდა schiaparelli-ს ჩვენებაზე. ეს ბრენდი როგორც წესი მხოლოდ ვარსკვლავ მოდელებს ირჩევს. მატილდასთან ერთად პოდიუმზე ვიხილეთ ადრიანა ლიმა, ვიტორია ჩერეტი, ირინა შეიკი და სხვები
რატომა აქვს ამ გოგოს სულ მოწყენილი და ნაღვლიანი სახე, აიძულებენ მოდელობას?
მგონი სულაც არაა საამაყო. ეგ ვიქტორია იმ კალიფორნიაში ჩასახლებული ორი კლანის დების არ იყოს. მსოფლიო მოდის სამყაროში მისი ანტაგონისტ - გოიმობის სამყაროს შეგზავნილი ტროას ცხენია. რათა მოხდეს ჩვენი რაფინირებულობის ჩანაცვლება გოიმობით. ბრიტანელებს განსხვავებით იტალიელების ან ფრანგებისგან, მოდაში მუდამ დეფიციტი ქონდათ. თუმცა ლეგენდარული თომას ბერბერი, ლილიენ უესტვუდი, ალექსანდრ მქუინი, ჯონი გალიანო მაინც უნარჩუნებენ დღეს სახეს. არ მოვიტყუოთ თავი. ჰაი პროფაილობა და დიდი ფული სულაც არაა დახვეწილობის სინონიმი.