კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
„თბილისობისადმი“ მიძღვნილი ღონისძიებების გამო დედაქალაქის ზოგიერთ ქუჩაზე გადაადგილება ეტაპობრივად შეიზღუდება
„თბილისობისადმი“ მიძღვნილი ღონისძიებების გამო დედაქალაქის ზოგიერთ ქუჩაზე გადაადგილება ეტაპობრივად შეიზღუდება

„თბი­ლი­სო­ბი­სად­მი“ მი­ძღვნი­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის მო­სამ­ზა­დე­ბე­ლი სა­მუ­შა­ო­ე­ბი­სა და მათი მიმ­დი­ნა­რე­ო­ბის პე­რი­ოდ­ში, დე­და­ქა­ლა­ქის ზო­გი­ერთ ქუ­ჩა­ზე ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის გა­და­ად­გი­ლე­ბა ეტა­პობ­რი­ვად შე­ი­ზღუ­დე­ბა. შე­ზღუდ­ვა 30 სექ­ტემ­ბრის 23:00 სა­ა­თი­დან 8 ოქ­ტომ­ბრის 08:00 სა­ა­თამ­დე იმოქ­მე­დებს. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას თბი­ლი­სის მე­რია ავ­რცე­ლებს.

30 სექ­ტემ­ბრის 23:00 სა­ა­თი­დან 2 ოქ­ტომ­ბრის 00:00 სა­ა­თამ­დე ნა­წი­ლობ­რივ გა­და­ი­კე­ტე­ბა გრი­გოლ ორ­ბე­ლი­ა­ნის მო­ედ­ნის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რია - გი­ორ­გი ათო­ნე­ლის ქუ­ჩი­დან ვახ­ტანგ ორ­ბე­ლი­ა­ნის შე­სახ­ვე­ვის N13-მდე არ­სე­ბუ­ლი საგ­ზაო მო­ნაკ­ვე­თი; 2 ოქ­ტომ­ბრის 00:00 სა­ა­თი­დან 8 ოქ­ტომ­ბრის 23:00 სა­ა­თამ­დე მოძ­რა­ო­ბა სრუ­ლად აიკ­რძა­ლე­ბა მშრა­ლი ხი­დის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე. კერ­ძოდ, იტა­ლი­ის ქუ­ჩა­ზე, ორ­ბე­ლი­ა­ნის მო­ედ­ნის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე და ათო­ნე­ლის ქუ­ჩი­დან ორ­ბე­ლი­ა­ნის შე­სახ­ვე­ვის N13-მდე არ­სე­ბულ საგ­ზაო მო­ნაკ­ვეთ­ში.

„შე­ზღუდ­ვის პე­რი­ოდ­ში ზა­არბრი­უ­კე­ნის მო­ედ­ნი­დან ათო­ნე­ლის ქუ­ჩის მი­მარ­თუ­ლე­ბით მოძ­რა­ვი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბი გა­და­ად­გი­ლე­ბას შეძ­ლე­ბენ მშრა­ლი ხი­დი­დან მტკვრის მარ­ჯვე­ნა სა­ნა­პი­როს მი­მარ­თუ­ლე­ბით. მტკვრის მარ­ჯვე­ნა სა­ნა­პი­რო­დან ვირ­სა­ლა­ძის ქუ­ჩის­კენ მი­მა­ვა­ლი მძღო­ლე­ბი კი იმოძ­რა­ვე­ბენ ათო­ნე­ლის ქუ­ჩამ­დე, შემ­დეგ კი მარ­ჯვნივ მოხ­ვე­ვით და­უ­კავ­შირ­დე­ბი­ან ჭან­ტუ­რი­ას ქუ­ჩას.

3 ოქ­ტომ­ბრის 23:00 სა­ა­თი­დან 8 ოქ­ტომ­ბრის 08:00 სა­ა­თამ­დე მოძ­რა­ო­ბა შე­ი­ზღუ­დე­ბა აბა­ნოს ქუ­ჩის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე - აბა­ნოს ქუ­ჩი­დან იო­სებ გრი­შაშ­ვი­ლის ქუ­ჩის მი­მარ­თუ­ლე­ბით. შე­სა­ბა­მი­სად, გრი­შაშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე მოხ­ვედ­რა შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა ფირ­დო­უ­სის, მირ­ზა ფა­თა­ლი ახუნ­დო­ვი­სა და ის­მა­ილ ის­ფა­ჰან­ლის ქუ­ჩე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით.

გარ­და ამი­სა, 4 ოქ­ტომ­ბრის 12:00 სა­ა­თი­დან 7 ოქ­ტომ­ბრის 02:00 სა­ა­თამ­დე, ტრან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბა შე­ი­ზღუ­დე­ბა კოს­ტა ხე­თა­გუ­რო­ვის ქუ­ჩა­ზე, ხე­თა­გუ­რო­ვის სკვე­რის მიმ­დე­ბა­რედ არ­სე­ბუ­ლი ბენ­ზინ­გა­სა­მარ­თი სად­გუ­რი­დან ხე­თა­გუ­რო­ვი­სა და გუ­რამ სა­ღა­რა­ძის ქუ­ჩე­ბის კვე­თამ­დე არ­სე­ბულ საგ­ზაო მო­ნაკ­ვეთ­ში.

ამა­ვე პე­რი­ოდ­ში, ბა­რა­თაშ­ვი­ლის ხი­დის მი­მარ­თუ­ლე­ბით და პი­რი­ქით მოძ­რა­ვი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის გა­და­ად­გი­ლე­ბა დარ­ჩე­ბა არ­სე­ბუ­ლი ვი­თა­რე­ბის შე­სა­ბა­მი­სად. შოთა გამ­ცემ­ლი­ძის ქუ­ჩი­დან ხე­თა­გუ­რო­ვის ქუ­ჩის მი­მარ­თუ­ლე­ბით კი გა­და­ად­გი­ლე­ბა შე­ი­ზღუ­დე­ბა. ავ­ტო­სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი იმოძ­რა­ვე­ბენ ნინო ჩხე­ი­ძის ქუ­ჩის გა­მო­ყე­ნე­ბით.

შე­ზღუდ­ვე­ბის პე­რი­ოდ­ში მოძ­რა­ო­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბა შე­ეც­ვლე­ბა სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ტრან­სპორ­ტსაც”, - ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

კერ­ძოდ, ავ­ტო­ბუ­სე­ბი: N326, N331, N342, N352 და N397 რუს­თა­ვე­ლის გამ­ზი­რი­დან ბა­რა­თაშ­ვი­ლის ქუ­ჩის მი­მარ­თუ­ლე­ბით მოძ­რა­ო­ბი­სას, მტკვრის მარ­ჯვე­ნა სა­ნა­პი­როს ნაც­ვლად, გა­და­ად­გილ­დე­ბი­ან ალექ­სან­დრე პუშ­კი­ნის ქუ­ჩის მი­მარ­თუ­ლე­ბით, ხოლო ბა­რა­თაშ­ვი­ლის ქუ­ჩი­დან იმოძ­რა­ვე­ბენ დად­გე­ნი­ლი სქე­მით.

ავ­ტო­ბუ­სე­ბი: N320 და N323 ზა­არბრი­უ­კე­ნის მო­ედ­ნი­დან და­უ­კავ­შირ­დე­ბი­ან ლევ ტოლსტო­ის ქუ­ჩას, რის შემ­დე­გაც გა­და­ად­გილ­დე­ბი­ან კოს­ტა ხე­თა­გუ­რო­ვის ქუ­ჩის, მტკვრის მარ­ჯვე­ნა სა­ნა­პი­როს, ბა­რა­თაშ­ვი­ლის ხი­დის გავ­ლით და მოძ­რა­ო­ბას ბა­რა­თაშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე და­ას­რუ­ლე­ბენ. უკუ­მი­მარ­თუ­ლე­ბით მოძ­რა­ო­ბი­სას, აღ­ნიშ­ნუ­ლი ავ­ტო­ბუ­სე­ბი ბა­რა­თაშ­ვი­ლის ქუ­ჩი­დან და­უ­კავ­შირ­დე­ბი­ან ბა­რა­თაშ­ვი­ლის ხიდს, მტკვრის მარ­ცხე­ნა სა­ნა­პი­როს, კოს­ტა ხე­თა­გუ­რო­ვის ქუ­ჩი­დან კი, N320 იმოძ­რა­ვებს ზა­არბრი­უ­კე­ნის მო­ედ­ნის­კენ, N323 ავ­ტო­ბუ­სი - ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის ქუ­ჩის­კენ და შემ­დეგ გა­და­ად­გილ­დე­ბა დად­გე­ნი­ლი სქე­მით.

რაც შე­ე­ხე­ბა მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სებს, N536 და N550 მშრა­ლი ხი­დის მი­მარ­თუ­ლე­ბით მოძ­რა­ო­ბი­სას, ზა­არბრი­უ­კე­ნის მო­ე­ნი­დან გა­და­ად­გილ­დე­ბი­ან ლევ ტოლსტო­ის ქუ­ჩის­კენ, კოს­ტა ხე­თა­გუ­რო­ვის ქუ­ჩის, მტკვრის მარ­ჯვე­ნა სა­ნა­პი­როს და ბა­რა­თაშ­ვი­ლის ხი­დის გავ­ლით და­უ­კავ­შირ­დე­ბი­ან ბა­რა­თაშ­ვი­ლის ქუ­ჩას, სა­ი­და­ნაც იმოძ­რა­ვე­ბენ დად­გე­ნი­ლი სქე­მით. N536 მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სი უკუ­მი­მარ­თუ­ლე­ბით მოძ­რა­ო­ბი­სას, ბა­რა­თაშ­ვი­ლის ქუ­ჩი­დან და­უ­კავ­შირ­დე­ბა ბა­რა­თაშ­ვი­ლის ხიდს, მტკვრის მარ­ცხე­ნა სა­ნა­პი­როს იმოძ­რა­ვებს ზა­არბრი­უ­კე­ნის მო­ედ­ნის­კენ და მგზავ­რთა მომ­სა­ხუ­რე­ბას დად­გე­ნი­ლი სქე­მით გა­ნაგ­რძობს.

თბი­ლი­სის მე­რია ბო­დიშს გიხ­დით შექ­მნი­ლი დის­კომ­ფორ­ტის გამო!

რუბრიკის სხვა სიახლეები
ავტორი:

„თბილისობისადმი“ მიძღვნილი ღონისძიებების გამო დედაქალაქის ზოგიერთ ქუჩაზე გადაადგილება ეტაპობრივად შეიზღუდება

„თბილისობისადმი“ მიძღვნილი ღონისძიებების გამო დედაქალაქის ზოგიერთ ქუჩაზე გადაადგილება ეტაპობრივად შეიზღუდება

„თბილისობისადმი“ მიძღვნილი ღონისძიებების მოსამზადებელი სამუშაოებისა და მათი მიმდინარეობის პერიოდში, დედაქალაქის ზოგიერთ ქუჩაზე ავტომობილების გადაადგილება ეტაპობრივად შეიზღუდება. შეზღუდვა 30 სექტემბრის 23:00 საათიდან 8 ოქტომბრის 08:00 საათამდე იმოქმედებს. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

30 სექტემბრის 23:00 საათიდან 2 ოქტომბრის 00:00 საათამდე ნაწილობრივ გადაიკეტება გრიგოლ ორბელიანის მოედნის მიმდებარე ტერიტორია - გიორგი ათონელის ქუჩიდან ვახტანგ ორბელიანის შესახვევის N13-მდე არსებული საგზაო მონაკვეთი; 2 ოქტომბრის 00:00 საათიდან 8 ოქტომბრის 23:00 საათამდე მოძრაობა სრულად აიკრძალება მშრალი ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე. კერძოდ, იტალიის ქუჩაზე, ორბელიანის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე და ათონელის ქუჩიდან ორბელიანის შესახვევის N13-მდე არსებულ საგზაო მონაკვეთში.

„შეზღუდვის პერიოდში ზაარბრიუკენის მოედნიდან ათონელის ქუჩის მიმართულებით მოძრავი ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ მშრალი ხიდიდან მტკვრის მარჯვენა სანაპიროს მიმართულებით. მტკვრის მარჯვენა სანაპიროდან ვირსალაძის ქუჩისკენ მიმავალი მძღოლები კი იმოძრავებენ ათონელის ქუჩამდე, შემდეგ კი მარჯვნივ მოხვევით დაუკავშირდებიან ჭანტურიას ქუჩას.

3 ოქტომბრის 23:00 საათიდან 8 ოქტომბრის 08:00 საათამდე მოძრაობა შეიზღუდება აბანოს ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე - აბანოს ქუჩიდან იოსებ გრიშაშვილის ქუჩის მიმართულებით. შესაბამისად, გრიშაშვილის ქუჩაზე მოხვედრა შესაძლებელი იქნება ფირდოუსის, მირზა ფათალი ახუნდოვისა და ისმაილ ისფაჰანლის ქუჩების გამოყენებით.

გარდა ამისა, 4 ოქტომბრის 12:00 საათიდან 7 ოქტომბრის 02:00 საათამდე, ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება კოსტა ხეთაგუროვის ქუჩაზე, ხეთაგუროვის სკვერის მიმდებარედ არსებული ბენზინგასამართი სადგურიდან ხეთაგუროვისა და გურამ საღარაძის ქუჩების კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში.

ამავე პერიოდში, ბარათაშვილის ხიდის მიმართულებით და პირიქით მოძრავი ავტომობილების გადაადგილება დარჩება არსებული ვითარების შესაბამისად. შოთა გამცემლიძის ქუჩიდან ხეთაგუროვის ქუჩის მიმართულებით კი გადაადგილება შეიზღუდება. ავტოსატრანსპორტო საშუალებები იმოძრავებენ ნინო ჩხეიძის ქუჩის გამოყენებით.

შეზღუდვების პერიოდში მოძრაობის მიმართულება შეეცვლება საზოგადოებრივ ტრანსპორტსაც”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

კერძოდ, ავტობუსები: N326, N331, N342, N352 და N397 რუსთაველის გამზირიდან ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით მოძრაობისას, მტკვრის მარჯვენა სანაპიროს ნაცვლად, გადაადგილდებიან ალექსანდრე პუშკინის ქუჩის მიმართულებით, ხოლო ბარათაშვილის ქუჩიდან იმოძრავებენ დადგენილი სქემით.

ავტობუსები: N320 და N323 ზაარბრიუკენის მოედნიდან დაუკავშირდებიან ლევ ტოლსტოის ქუჩას, რის შემდეგაც გადაადგილდებიან კოსტა ხეთაგუროვის ქუჩის, მტკვრის მარჯვენა სანაპიროს, ბარათაშვილის ხიდის გავლით და მოძრაობას ბარათაშვილის ქუჩაზე დაასრულებენ. უკუმიმართულებით მოძრაობისას, აღნიშნული ავტობუსები ბარათაშვილის ქუჩიდან დაუკავშირდებიან ბარათაშვილის ხიდს, მტკვრის მარცხენა სანაპიროს, კოსტა ხეთაგუროვის ქუჩიდან კი, N320 იმოძრავებს ზაარბრიუკენის მოედნისკენ, N323 ავტობუსი - ჯავახიშვილის ქუჩისკენ და შემდეგ გადაადგილდება დადგენილი სქემით.

რაც შეეხება მიკროავტობუსებს, N536 და N550 მშრალი ხიდის მიმართულებით მოძრაობისას, ზაარბრიუკენის მოენიდან გადაადგილდებიან ლევ ტოლსტოის ქუჩისკენ, კოსტა ხეთაგუროვის ქუჩის, მტკვრის მარჯვენა სანაპიროს და ბარათაშვილის ხიდის გავლით დაუკავშირდებიან ბარათაშვილის ქუჩას, საიდანაც იმოძრავებენ დადგენილი სქემით. N536 მიკროავტობუსი უკუმიმართულებით მოძრაობისას, ბარათაშვილის ქუჩიდან დაუკავშირდება ბარათაშვილის ხიდს, მტკვრის მარცხენა სანაპიროს იმოძრავებს ზაარბრიუკენის მოედნისკენ და მგზავრთა მომსახურებას დადგენილი სქემით განაგრძობს.

თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო!