კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მახსოვს, უკრაინელები აქტიურად იყენებდნენ აფხაზეთის ომის კადრებს მათ შორის იუმორისტული მიზნებისთვის" - კობახიძე
"მახსოვს, უკრაინელები აქტიურად იყენებდნენ აფხაზეთის ომის კადრებს მათ შორის იუმორისტული მიზნებისთვის" - კობახიძე

მე მახ­სოვს, უკ­რა­ი­ნე­ლე­ბი აქ­ტი­უ­რად იყე­ნებ­დნენ ამ [ომის] კად­რებს სხვა­დას­ხვა მიზ­ნე­ბის­თვის, მათ შო­რის იუ­მო­რის­ტუ­ლი მიზ­ნე­ბის­თვის, მაგ­რამ ეს სხვა სა­კი­თხია. დღეს ჩვენ სა­ზო­გა­დო­ე­ბას ვახ­სე­ნებთ იმას, თუ რა შე­დე­გე­ბი მოჰ­ყვე­ბა ომს ზო­გა­დად და რა ავი­ცი­ლეთ თა­ვი­დან ჩვე­ნი ქვეყ­ნის­თვის 2022 წელს, 2023 წელს და რა უნდა ავი­ცი­ლოთ თა­ვი­დან ამ სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე და ამ სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ,- ასე უპა­სუ­ხა სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ ქა­ლა­ქის ქუ­ჩებ­ში გა­მო­ჩე­ნილ ბა­ნე­რებ­თან და­კავ­ში­რე­ბით დას­მულ კი­თხვას, რომ­ლებ­ზეც ომში მყო­ფი უკ­რა­ი­ნის კად­რე­ბის სა­პირ­წო­ნედ, სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­და­ღე­ბუ­ლი კად­რე­ბია აღე­ბუ­ლი.

  • ამას­თან, პრე­მი­ერ­მა უარი თქვა გა­მოხ­მა­უ­რე­ბო­და უკ­რა­ი­ნის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბას, სა­დაც უკ­რა­ი­ნის სა­გა­რეო უწყე­ბამ ომის კად­რე­ბის სა­არ­ჩევ­ნო რეკ­ლა­მად გა­მო­ყე­ნე­ბის ფაქ­ტი დაგ­მო და აღ­ნიშ­ნა, რომ ომი­სა და მშვი­დო­ბის შე­და­რე­ბა პრინ­ცი­პუ­ლია, რათა სა­ზო­გა­დო­ე­ბამ სწო­რი არ­ჩე­ვა­ნი გა­ა­კე­თოს.

"მი­უ­ღე­ბე­ლი არის ის, რაც ხდე­ბა უკ­რა­ი­ნა­ში, რაც შე­ე­ხე­ბა ამ გან­ცხა­დე­ბას, ამა­ზე კო­მენ­ტარს არ გა­ვა­კე­თებ. რაც შე­ე­ხე­ბა ომი­სა და მშვი­დო­ბის შე­და­რე­ბას, ეს არის პრინ­ცი­პუ­ლი იმის­თვის, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბამ გა­ა­კე­თოს სწო­რი არ­ჩე­ვა­ნი, იმი­ტომ, რომ რაც არის გა­მო­სა­ხუ­ლი ამ სუ­რა­თებ­ზე, არის ის, რაც თა­ვი­დან ავი­რი­დეთ ძა­ლი­ან დიდი ბრძო­ლის ფა­სად. 2022-2023 წლებ­ში ჩვენს ქვე­ყა­ნას ელო­დე­ბა იმა­ვე ბე­დის გა­ზი­ა­რე­ბა, ჩვენ რომ სწო­რი ნა­ბი­ჯე­ბი არ გა­დაგ­ვედ­გა და იმა­ვეს აპი­რე­ბენ ვი­ღაც- ვი­ღა­ცე­ბი ამ სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დე­გაც, თუ, ღმერ­თმა არ ქნას და სა­ზო­გა­დო­ე­ბამ მი­ი­ღოს არას­წო­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა. სა­ზო­გა­დო­ე­ბამ კარ­გად უნდა გა­ი­აზ­როს, რა არის ომის ფასი იმი­ტომ, რომ ძა­ლი­ან ხში­რად მათ შო­რის თქვე­ნი ტე­ლე­ვი­ზი­ე­ბი, თქვე­ნი პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ე­ბი, თქვე­ნი NGO-ები იმას, რაც ხდე­ბა უკ­რა­ი­ნა­ში, წარ­მო­ა­ჩე­ნენ რო­მან­ტი­კუ­ლად, ეს არის კა­ტე­გო­რი­უ­ლად მი­უ­ღე­ბე­ლი და ამა­საც აკე­თებთ იმის­თვის, რომ სა­ქარ­თვე­ლო და ქარ­თვე­ლი ხალ­ხი შე­ა­გუ­ოთ ომის იდე­ას, მაგ­რამ სა­ქარ­თვე­ლო­ში ომს და უკ­რა­ი­ნუ­ლი სცე­ნა­რის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას ვერ ეღირ­სე­ბით ვერც თქვე­ნი მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი, ვერც თქვე­ნი პარ­ტი­ე­ბი და ვერც თქვე­ნი NGO-ები,“ - მი­მარ­თა პრე­მი­ერ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებს.

კი­თხვა­ზე, რამ­დე­ნად მო­რა­ლუ­რია უკ­რა­ი­ნის ომის კად­რე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა, კო­ბა­ხი­ძემ უპა­სუ­ხა: „აბ­სო­ლუ­ტუ­რად“.

"აბ­სო­ლუ­ტუ­რად, სა­ზო­გა­დო­ე­ბას უნდა შე­ვახ­სე­ნოთ, რა არის ომის შე­დე­გე­ბი და რა არის ომის ფასი იმის­თვის, რომ არ იმუ­შა­ოს თქვენ­მა პრო­პა­გან­დამ“, - გა­ნა­ცხა­და კო­ბა­ხი­ძემ.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

00:00 / 00:00
sponsored by ContentRoom
ავტორი:

"მახსოვს, უკრაინელები აქტიურად იყენებდნენ აფხაზეთის ომის კადრებს მათ შორის იუმორისტული მიზნებისთვის" - კობახიძე

"მახსოვს, უკრაინელები აქტიურად იყენებდნენ აფხაზეთის ომის კადრებს მათ შორის იუმორისტული მიზნებისთვის" - კობახიძე

მე მახსოვს, უკრაინელები აქტიურად იყენებდნენ ამ [ომის] კადრებს სხვადასხვა მიზნებისთვის, მათ შორის იუმორისტული მიზნებისთვის, მაგრამ ეს სხვა საკითხია. დღეს ჩვენ საზოგადოებას ვახსენებთ იმას, თუ რა შედეგები მოჰყვება ომს ზოგადად და რა ავიცილეთ თავიდან ჩვენი ქვეყნისთვის 2022 წელს, 2023 წელს და რა უნდა ავიცილოთ თავიდან ამ საპარლამენტო არჩევნების საფუძველზე და ამ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ,- ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ქალაქის ქუჩებში გამოჩენილ ბანერებთან დაკავშირებით დასმულ კითხვას, რომლებზეც ომში მყოფი უკრაინის კადრების საპირწონედ, საქართველოში გადაღებული კადრებია აღებული.

  • ამასთან, პრემიერმა უარი თქვა გამოხმაურებოდა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებას, სადაც უკრაინის საგარეო უწყებამ ომის კადრების საარჩევნო რეკლამად გამოყენების ფაქტი დაგმო და აღნიშნა, რომ ომისა და მშვიდობის შედარება პრინციპულია, რათა საზოგადოებამ სწორი არჩევანი გააკეთოს.

"მიუღებელი არის ის, რაც ხდება უკრაინაში, რაც შეეხება ამ განცხადებას, ამაზე კომენტარს არ გავაკეთებ. რაც შეეხება ომისა და მშვიდობის შედარებას, ეს არის პრინციპული იმისთვის, რომ საზოგადოებამ გააკეთოს სწორი არჩევანი, იმიტომ, რომ რაც არის გამოსახული ამ სურათებზე, არის ის, რაც თავიდან ავირიდეთ ძალიან დიდი ბრძოლის ფასად. 2022-2023 წლებში ჩვენს ქვეყანას ელოდება იმავე ბედის გაზიარება, ჩვენ რომ სწორი ნაბიჯები არ გადაგვედგა და იმავეს აპირებენ ვიღაც- ვიღაცები ამ საპარლამენტო არჩევნების შემდეგაც, თუ, ღმერთმა არ ქნას და საზოგადოებამ მიიღოს არასწორი გადაწყვეტილება. საზოგადოებამ კარგად უნდა გაიაზროს, რა არის ომის ფასი იმიტომ, რომ ძალიან ხშირად მათ შორის თქვენი ტელევიზიები, თქვენი პოლიტიკური პარტიები, თქვენი NGO-ები იმას, რაც ხდება უკრაინაში, წარმოაჩენენ რომანტიკულად, ეს არის კატეგორიულად მიუღებელი და ამასაც აკეთებთ იმისთვის, რომ საქართველო და ქართველი ხალხი შეაგუოთ ომის იდეას, მაგრამ საქართველოში ომს და უკრაინული სცენარის განხორციელებას ვერ ეღირსებით ვერც თქვენი მედიასაშუალებები, ვერც თქვენი პარტიები და ვერც თქვენი NGO-ები,“ - მიმართა პრემიერმა ჟურნალისტებს.

კითხვაზე, რამდენად მორალურია უკრაინის ომის კადრების გამოყენება, კობახიძემ უპასუხა: „აბსოლუტურად“.

"აბსოლუტურად, საზოგადოებას უნდა შევახსენოთ, რა არის ომის შედეგები და რა არის ომის ფასი იმისთვის, რომ არ იმუშაოს თქვენმა პროპაგანდამ“, - განაცხადა კობახიძემ.

წაიკითხეთ ასევე: