სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
მსოფლიო
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“ავღანეთში ციყვს უფრო მეტი უფლებები აქვს, ვიდრე ქალს!“ - მერილ სტრიპის შთამბეჭდავი გამოსვლა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე
“ავღანეთში ციყვს უფრო მეტი უფლებები აქვს, ვიდრე ქალს!“ - მერილ სტრიპის შთამბეჭდავი გამოსვლა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე

მსა­ხი­ობ­მა და აქ­ტი­ვის­ტმა მე­რილ სტრიპ­მა გა­ე­როს გე­ნე­რა­ლუ­რი ასამ­ბლე­ის სხდო­მა­ზე, ქალ­თა უფ­ლე­ბე­ბის მხრივ, ავ­ღა­ნეთ­ში არ­სე­ბუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა გა­აკ­რი­ტი­კა. მისი თქმით, ავ­ღა­ნეთ­ში კა­ტებს, ციყ­ვებ­სა და ფრინ­ვე­ლებს უფრო მეტი უფ­ლე­ბე­ბი აქვთ, ვიდ­რე ქა­ლებს.

  • ”კა­ტამ შე­იძ­ლე­ბა იგ­რძნოს მზე მის სა­ხე­ზე, შე­უძ­ლია ციყვს პარკში გა­მო­ე­დევ­ნოს... ჩიტს შე­უძ­ლია იჭი­კ­ჭი­კოს ქა­ბულ­ში, მაგ­რამ არა ქალს. ქალს თით­ქმის არაფ­რის უფ­ლე­ბა არ აქვს, წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია. ეს არის ბუ­ნე­ბის კა­ნო­ნე­ბის უგუ­ლე­ბელ­ყო­ფა“, - გა­ნა­ცხა­და სტრიპ­მა.
ფოტო ჯუ­ლია დე­მა­რი ნიქ­სინ­სო­ნი/AP

მე­რილ სტრი­პი გა­ე­როს პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ას - “ქა­ლე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბა ავ­ღა­ნე­თის მო­მავ­ლის­თვის“, 23 სექ­ტემ­ბერს და­ეს­წრო და ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბუ­ლი ვი­თა­რე­ბა კრი­ტი­კუ­ლად შე­ა­ფა­სა.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მოს­ვლის შემ­დეგ, თა­ლი­ბებ­მა თან­და­თან გა­ამ­კაც­რეს შე­ზღუდ­ვე­ბი ქა­ლებ­სა და გო­გო­ებ­ზე.

  • “გენ­დე­რის წაშ­ლა"

რო­გორც მე­რილ სტრიპ­მა CNN-ის კო­რეს­პონ­დენტს, კრის­ტი­ან ამან­პურს გა­ნუ­ცხა­და, ის ავ­ღა­ნე­ლი ქა­ლე­ბი­სა და გო­გო­ნე­ბის სა­ხე­ლით ლა­პა­რა­კობს, რად­გან თა­ლი­ბა­ნის ქმე­დე­ბე­ბი “მთლი­ა­ნი გენ­დე­რის წაშ­ლას ჰგავს“.

ცოტა ხნის წინ თა­ლი­ბან­მა ავ­ღა­ნეთ­ში ახა­ლი კა­ნო­ნე­ბი მი­ი­ღო, რაც, მათი თქმით, მიზ­ნად ისა­ხავს "სათ­ნო­ე­ბის ხელ­შე­წყო­ბას და მან­კი­ე­რე­ბის აღ­მო­ფხვრას". სხვა სა­კი­თხებ­თან ერ­თად, ამი­ე­რი­დან ქა­ლებს ეკ­რძა­ლე­ბათ სა­ჯა­როდ ხმა­მაღ­ლა ლა­პა­რა­კი და სახ­ლის გა­რეთ სა­კუ­თა­რი სა­ხის ჩვე­ნე­ბა.

გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი ერე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ დაგ­მო ახა­ლი ე.წ. მან­კი­ე­რე­ბი­სა და სათ­ნო­ე­ბის შე­ზღუდ­ვე­ბი და შეშ­ფო­თე­ბა გა­მოთ­ქვა მათი მი­ღე­ბის გამო.

კა­ნო­ნი თა­ლი­ბა­ნის უზე­ნა­ეს­მა ლი­დერ­მა ჰა­ი­ბა­თუ­ლა ახუნ­ძა­დამ და­ამ­ტკი­ცა.

მო­რა­ლის სა­მი­ნის­ტრომ, რო­მე­ლიც ოფი­ცი­ა­ლუ­რად ცნო­ბი­ლია, რო­გორც სათ­ნო­ე­ბის ხელ­შე­წყო­ბი­სა და მან­კი­ე­რე­ბის აღ­კვე­თის სა­მი­ნის­ტრო, ხაზ­გას­მით აღ­ნიშ­ნა, რომ ქვე­ყა­ნა­ში არა­ვინ არ არის თა­ვი­სუ­ფა­ლი ამ კა­ნო­ნე­ბის­გან.

კა­ნო­ნის ნაკ­რე­ბი Mohtasabeen-ს (თა­ლი­ბა­ნის ზნე­ო­ბის პო­ლი­ცია) სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს ჩა­ე­რი­ოს ავ­ღა­ნე­ლე­ბის სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ცხოვ­რე­ბა­ში - და­წყე­ბუ­ლი იმით, თუ რა აც­ვი­ათ და რო­გორ ჩნდე­ბი­ან სა­ჯა­რო ად­გი­ლებ­ში, რას ჭა­მენ და სვა­მენ მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი.

ახალ შე­ზღუდ­ვებ­ში ნათ­ქვა­მია: "რო­დე­საც ზრდას­რუ­ლი ქალი ტო­ვებს სახ­ლს აუ­ცი­ლებ­ლო­ბის გამო, მან უნდა და­მა­ლოს ხმა, სახე და სხე­უ­ლი“.

  • რას ამ­ბობს კა­ნო­ნი ქა­ლებ­ზე?

კა­ნონ­ში ნათ­ქვა­მია, რომ ქა­ლებ­მა უნდა და­ი­ფა­რონ მთე­ლი სხე­უ­ლი, მათ შო­რის სახე, "რათა არ აც­დუ­ნონ კა­ცე­ბი და მან­კი­ე­რე­ბა­ში არ ჩა­აგ­დონ “:

ქა­ლებ­მა ასე­ვე არ უნდა იმ­ღე­რონ და ხმა­მაღ­ლა არ უნდა ისა­უბ­რონ, ისე, რომ მათი ხმა ქუ­ჩამ­დე აღ­წევ­დეს, მა­ში­ნაც კი, როცა სა­კუ­თარ სახ­ლში არი­ან.

ქა­ლის ტან­საც­მე­ლი არ უნდა იყოს თხე­ლი, მოკ­ლე ან მჭიდ­რო.

ქა­ლებ­მა უნდა და­მა­ლონ თა­ვი­ან­თი სხე­უ­ლი და სახე კა­ცე­ბის­გან, რომ­ლებ­თა­ნაც სის­ხლით ან ქორ­წი­ნე­ბით ნა­თე­სა­ვე­ბი არ არი­ან.

კა­ცებს ეკ­რძა­ლე­ბათ ქა­ლის სხე­უ­ლი­სა და სა­ხის ყუ­რე­ბა, ქა­ლებს ასე­ვე ეკ­რძა­ლე­ბათ კა­ცის­თვის შე­ხედ­ვა.

წყა­რო

იხი­ლეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

“ავღანეთში ციყვს უფრო მეტი უფლებები აქვს, ვიდრე ქალს!“ - მერილ სტრიპის შთამბეჭდავი გამოსვლა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე

“ავღანეთში ციყვს უფრო მეტი უფლებები აქვს, ვიდრე ქალს!“ - მერილ სტრიპის შთამბეჭდავი გამოსვლა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე

მსახიობმა და აქტივისტმა მერილ სტრიპმა გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომაზე, ქალთა უფლებების მხრივ, ავღანეთში არსებული მდგომარეობა გააკრიტიკა. მისი თქმით, ავღანეთში კატებს, ციყვებსა და ფრინველებს უფრო მეტი უფლებები აქვთ, ვიდრე ქალებს.

  • ”კატამ შეიძლება იგრძნოს მზე მის სახეზე, შეუძლია ციყვს პარკში გამოედევნოს... ჩიტს შეუძლია იჭიკჭიკოს ქაბულში, მაგრამ არა ქალს. ქალს თითქმის არაფრის უფლება არ აქვს, წარმოუდგენელია. ეს არის ბუნების კანონების უგულებელყოფა“, - განაცხადა სტრიპმა.
ფოტო ჯულია დემარი ნიქსინსონი/AP

მერილ სტრიპი გაეროს პრესკონფერენციას - “ქალების ჩართულობა ავღანეთის მომავლისთვის“, 23 სექტემბერს დაესწრო და ქვეყანაში არსებული ვითარება კრიტიკულად შეაფასა.

აღსანიშნავია, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, თალიბებმა თანდათან გაამკაცრეს შეზღუდვები ქალებსა და გოგოებზე.

  • “გენდერის წაშლა"

როგორც მერილ სტრიპმა CNN-ის კორესპონდენტს, კრისტიან ამანპურს განუცხადა, ის ავღანელი ქალებისა და გოგონების სახელით ლაპარაკობს, რადგან თალიბანის ქმედებები “მთლიანი გენდერის წაშლას ჰგავს“.

ცოტა ხნის წინ თალიბანმა ავღანეთში ახალი კანონები მიიღო, რაც, მათი თქმით, მიზნად ისახავს "სათნოების ხელშეწყობას და მანკიერების აღმოფხვრას". სხვა საკითხებთან ერთად, ამიერიდან ქალებს ეკრძალებათ საჯაროდ ხმამაღლა ლაპარაკი და სახლის გარეთ საკუთარი სახის ჩვენება.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ დაგმო ახალი ე.წ. მანკიერებისა და სათნოების შეზღუდვები და შეშფოთება გამოთქვა მათი მიღების გამო.

კანონი თალიბანის უზენაესმა ლიდერმა ჰაიბათულა ახუნძადამ დაამტკიცა.

მორალის სამინისტრომ, რომელიც ოფიციალურად ცნობილია, როგორც სათნოების ხელშეწყობისა და მანკიერების აღკვეთის სამინისტრო, ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქვეყანაში არავინ არ არის თავისუფალი ამ კანონებისგან.

კანონის ნაკრები Mohtasabeen-ს (თალიბანის ზნეობის პოლიცია) საშუალებას აძლევს ჩაერიოს ავღანელების საზოგადოებრივ ცხოვრებაში - დაწყებული იმით, თუ რა აცვიათ და როგორ ჩნდებიან საჯარო ადგილებში, რას ჭამენ და სვამენ მოქალაქეები.

ახალ შეზღუდვებში ნათქვამია: "როდესაც ზრდასრული ქალი ტოვებს სახლს აუცილებლობის გამო, მან უნდა დამალოს ხმა, სახე და სხეული“.

  • რას ამბობს კანონი ქალებზე?

კანონში ნათქვამია, რომ ქალებმა უნდა დაიფარონ მთელი სხეული, მათ შორის სახე, "რათა არ აცდუნონ კაცები და მანკიერებაში არ ჩააგდონ “:

ქალებმა ასევე არ უნდა იმღერონ და ხმამაღლა არ უნდა ისაუბრონ, ისე, რომ მათი ხმა ქუჩამდე აღწევდეს, მაშინაც კი, როცა საკუთარ სახლში არიან.

ქალის ტანსაცმელი არ უნდა იყოს თხელი, მოკლე ან მჭიდრო.

ქალებმა უნდა დამალონ თავიანთი სხეული და სახე კაცებისგან, რომლებთანაც სისხლით ან ქორწინებით ნათესავები არ არიან.

კაცებს ეკრძალებათ ქალის სხეულისა და სახის ყურება, ქალებს ასევე ეკრძალებათ კაცისთვის შეხედვა.

წყარო

იხილეთ ასევე: