საზოგადოება
სამართალი

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
მსოფლიო
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“თქვენს ხელშია მომავალი; უნდა გადავწყვიტოთ საქართველო იქნება დამოუკიდებელი, ევროპული ქვეყანა თუ დაუბრუნდება რუსეთს, სადაც ალბათ, არ ჩამოხვალთ“ - პრეზიდენტი ემიგრანტებს
“თქვენს ხელშია მომავალი; უნდა გადავწყვიტოთ საქართველო იქნება დამოუკიდებელი, ევროპული ქვეყანა თუ დაუბრუნდება რუსეთს, სადაც ალბათ, არ ჩამოხვალთ“ - პრეზიდენტი ემიგრანტებს

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი უცხო­ეთ­ში მცხოვ­რებ ქარ­თველ ემიგ­რან­ტებს მი­მარ­თავს და მათ არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის­კენ მო­უ­წო­დებს. რო­გორც ვი­დეო მი­მარ­თვა­ში აღ­ნიშ­ნავს, 26 ოქ­ტომ­ბრის არ­ჩევ­ნე­ბი გა­დამ­წყვე­ტია და ამი­ტომ მას­ში დი­ას­პო­რის მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია.

“მოგ­მარ­თავთ თქვენ, დი­ას­პო­რის წევ­რე­ბო, ჩემო თა­ნა­მე­მა­მუ­ლე­ე­ბო. მინ­და გი­თხრათ, რომ თქვენს ხელ­შია სა­ქარ­თვე­ლოს ხვა­ლინ­დე­ლი მო­მა­ვა­ლი. თქვენს ხელ­ში, ჩემს ხელ­ში, ჩვენს ხელ­ში.

ჩვენ უნდა გა­დავ­წყვი­ტოთ სა­ქარ­თვე­ლო იქ­ნე­ბა ნამ­დვი­ლად და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი, ევ­რო­პუ­ლი, თა­ვი­სუ­ფა­ლი და დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ქვე­ყა­ნა თუ და­უბ­რუნ­დე­ბა გა­ურ­კვე­ველ წარ­სულს, რუ­სეთ­სა და მის გავ­ლე­ნას, სა­დაც თქვენ და თქვე­ნი შვი­ლე­ბი ალ­ბათ, არ ჩა­მოხ­ვალთ, არ დაბ­რუნ­დე­ბით და არც სურ­ვი­ლი გექ­ნე­ბათ დაბ­რუ­ნე­ბის. ეს არ­ჩევ­ნე­ბი გა­დამ­წყვე­ტია და თქვენ უნდა მი­ი­ღოთ მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. ვიცი, რამ­დე­ნად გარ­თულ­და მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­ღე­ბა, სამ­წუ­ხა­როდ, უბ­ნე­ბი არ გაგ­ვიხ­სნეს, მაგ­რამ ამის მი­უ­ხე­და­ვად ვიცი, რომ თქვენ მზად ხართ, აქ­ტი­უ­რად მი­ი­ღოთ მო­ნა­წი­ლე­ო­ბა.

რო­გორც გუ­შინ გა­მოხ­ვე­დით და გულ­შე­მატ­კივ­რობ­დით ჩვენს ფეხ­ბურ­თე­ლებს, გა­და­ლა­ხეთ სა­ზღვრე­ბი, ჩახ­ვე­დით იმის­თვის, რომ ქარ­თუ­ლი დრო­შა გა­მო­გე­ჩი­ნათ, ასე­ვე, ვიცი, რომ 26 ოქ­ტომ­ბერს წახ­ვალთ, სა­დაც არ უნდა იყოს, თუნ­დაც შორს იყოს [სა­არ­ჩევ­ნო უბა­ნი], ერ­თმა­ნეთს გა­მო­უ­ჩენთ სო­ლი­და­რო­ბას და ყვე­ლა­ნი ერ­თად დავ­დგე­ბით იქ, სა­დაც დგას სა­ქარ­თვე­ლოს მო­მა­ვა­ლი!“, - გა­ნა­ცხა­და პრე­ზი­დენ­ტმა მი­მარ­თვი­სას.

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

“თქვენს ხელშია მომავალი; უნდა გადავწყვიტოთ საქართველო იქნება დამოუკიდებელი, ევროპული ქვეყანა თუ დაუბრუნდება რუსეთს, სადაც ალბათ, არ ჩამოხვალთ“ - პრეზიდენტი ემიგრანტებს

“თქვენს ხელშია მომავალი; უნდა გადავწყვიტოთ საქართველო იქნება დამოუკიდებელი, ევროპული ქვეყანა თუ დაუბრუნდება რუსეთს, სადაც ალბათ, არ ჩამოხვალთ“ - პრეზიდენტი ემიგრანტებს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უცხოეთში მცხოვრებ ქართველ ემიგრანტებს მიმართავს და მათ არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდებს. როგორც ვიდეო მიმართვაში აღნიშნავს, 26 ოქტომბრის არჩევნები გადამწყვეტია და ამიტომ მასში დიასპორის მონაწილეობა მნიშვნელოვანია.

“მოგმართავთ თქვენ, დიასპორის წევრებო, ჩემო თანამემამულეებო. მინდა გითხრათ, რომ თქვენს ხელშია საქართველოს ხვალინდელი მომავალი. თქვენს ხელში, ჩემს ხელში, ჩვენს ხელში.

ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ საქართველო იქნება ნამდვილად დამოუკიდებელი, ევროპული, თავისუფალი და დემოკრატიული ქვეყანა თუ დაუბრუნდება გაურკვეველ წარსულს, რუსეთსა და მის გავლენას, სადაც თქვენ და თქვენი შვილები ალბათ, არ ჩამოხვალთ, არ დაბრუნდებით და არც სურვილი გექნებათ დაბრუნების. ეს არჩევნები გადამწყვეტია და თქვენ უნდა მიიღოთ მონაწილეობა. ვიცი, რამდენად გართულდა მონაწილეობის მიღება, სამწუხაროდ, უბნები არ გაგვიხსნეს, მაგრამ ამის მიუხედავად ვიცი, რომ თქვენ მზად ხართ, აქტიურად მიიღოთ მონაწილეობა.

როგორც გუშინ გამოხვედით და გულშემატკივრობდით ჩვენს ფეხბურთელებს, გადალახეთ საზღვრები, ჩახვედით იმისთვის, რომ ქართული დროშა გამოგეჩინათ, ასევე, ვიცი, რომ 26 ოქტომბერს წახვალთ, სადაც არ უნდა იყოს, თუნდაც შორს იყოს [საარჩევნო უბანი], ერთმანეთს გამოუჩენთ სოლიდარობას და ყველანი ერთად დავდგებით იქ, სადაც დგას საქართველოს მომავალი!“, - განაცხადა პრეზიდენტმა მიმართვისას.