პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
სამართალი
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“ფედერალისტები” 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას არ ვიღებთ" - გიგა ბოკერია
“ფედერალისტები” 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას არ ვიღებთ" - გიგა ბოკერია

“ფე­დე­რა­ლის­ტე­ბი” 2024 წლის სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას არ ვი­ღებთ", - ამის შე­სა­ხებ გან­ცხა­დე­ბა პარ­ტი­ის ლი­დერ­მა გიგა ბო­კე­რი­ამ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­ავ­რცე­ლა.

  • რო­გორც ბო­კე­რია წერს, ამის არა ერთი მი­ზე­ზი და გა­რე­მო­ე­ბა არ­სე­ბობს.

მან სა­კუ­თარ ამომ­რჩე­ველს არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის­კენ და იმ პარ­ტი­ე­ბის მხარ­და­ჭე­რის­კენ მო­უ­წო­და, რო­მე­ლიც არც ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­თან და არც მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი­სა და და­ვით კე­ზე­რაშ­ვი­ლის პარ­ტი­ებ­თან არ არი­ან კავ­შირ­ში.

“ფე­დე­რა­ლის­ტე­ბი” 2024 წლის სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას არ ვი­ღებთ - სა­არ­ჩევ­ნო ვა­დე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, ახა­ლი სუ­ბი­ექ­ტის რე­გის­ტრა­ცი­ის შე­საძ­ლებ­ლო­ბა ტექ­ნი­კუ­რა­დაც არ გვქონ­და, რაც თა­ვის­თა­ვად სე­რი­ო­ზუ­ლი დაბ­რკო­ლე­ბა იყო, მაგ­რამ ეს არ გახ­ლავთ ერ­თა­დერ­თი და მთა­ვა­რი მი­ზე­ზი.

ჩვენ გვქონ­და შე­მო­თა­ვა­ზე­ბა ერთ-ერთი სა­არ­ჩევ­ნოდ რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ის­გან, რომ მათ­თან ერ­თად და მათი სა­ხე­ლით მიგ­ვე­ღო არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, რის­თვი­საც მათი მად­ლო­ბე­ლი ვართ.

  • თუმ­ცა იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რაც “ევ­რო­პულ სა­ქარ­თვე­ლო­ში” მოხ­და და იმ კამ­პა­ნი­ის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რაც ხმე­ბის გაფ­ლან­გვას­თან და­კავ­ში­რე­ბით გვეს­მის მთე­ლი წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში ოპო­ზი­ცი­უ­რი პო­ლი­ტი­კუ­რი სპექტრი­სა და მე­დი­ის უმ­რავ­ლე­სო­ბის­გან, სხვა სუ­ბი­ექ­ტის სა­ხე­ლით არ­ჩევ­ნებ­ში ორი თვით ადრე ჩარ­თვა მხო­ლოდ კონ­ტრპრო­დუქ­ტი­უ­ლი იქ­ნე­ბო­და.

ამას­თან, ჩვენ კარ­გად გვეს­მის სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წი­ლის გაწ­ბი­ლე­ბის, რო­მე­ლიც გა­მოწ­ვე­უ­ლია პო­ლი­ტი­კურ სპექტრის უდი­დე­სი ნა­წი­ლის არა­თან­მიმ­დევ­რუ­ლო­ბით, პო­პუ­ლიზ­მით, უპ­რინ­ცი­პო­ბი­თა და არა­კომ­პე­ტენ­ტუ­რო­ბით - არა­ერ­თი ჩვე­ნი მომ­ხრე და ზო­გა­დად, მო­ქა­ლა­ქე სა­ჯა­რო თუ კერ­ძო კო­მუ­ნი­კა­ცი­ი­სას არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბი­თაც კი ყოყ­მა­ნობს, რად­გან მათ, რბი­ლად რომ ვთქვა, არ აქვთ რწმე­ნა, რომ არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე ოპო­ზი­ცი­უ­რი სპექტრი თავს გა­არ­თმევს ქვეყ­ნის წი­ნა­შე მდგარ უმწვა­ვეს გა­მოწ­ვე­ვებს.

ეს მარ­თლაც სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მაა, თუმ­ცა, მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, აბ­სო­ლუ­ტუ­რად დარ­წმუ­ნე­ბუ­ლე­ბი ვართ, რომ საფრ­თხე, რო­მელ­საც ივა­ნიშ­ვი­ლის რე­ჟი­მი წარ­მო­ად­გენს ჩვე­ნი ქვეყ­ნის­თვის, იმ მას­შტა­ბი­საა, რომ ყვე­ლა ამ არ­გუ­მენტს გა­და­წო­ნის.

ჩვე­ნი მყა­რი და პრინ­ცი­პუ­ლი პო­ზი­ცი­აა, რომ 2024 წლის სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა უნდა მი­ვი­ღოთ ყვე­ლამ, რათა ქვე­ყა­ნა ფუნ­და­მენ­ტუ­რი საფრ­თხის­გან, ივა­ნიშ­ვი­ლის რუ­სუ­ლი რე­ჟი­მის­გან ვიხ­სნათ.

ივა­ნიშ­ვი­ლის რე­ჟი­მის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში დარ­ჩე­ნა ყო­ველ­დღი­უ­რად ზრდის საფრ­თხეს ჩვე­ნი ქვეყ­ნის სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ო­ბი­სა და ჩვე­ნი თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის და თუ ჩვენ ამ ის­ტო­რი­ულ მო­ნაკ­ვეთ­ში ვერ გა­მო­ვი­ყე­ნებთ შანსს და ვერ გავ­ხდე­ბით თა­ვი­სუ­ფა­ლი სამ­ყა­როს სრულ­ფა­სო­ვა­ნი წევ­რი, ამის უმ­ძი­მეს ფასს შემ­დგო­მი თა­ო­ბე­ბი გა­და­იხ­დი­ან.

დღე­ვან­დე­ლი ოპო­ზი­ცი­უ­რი სპექტრის უპ­რინ­ცი­პო­ბა და არა­კომ­პე­ტენ­ტუ­რო­ბა ნამ­დვი­ლად სე­რი­ო­ზუ­ლი გა­მოწ­ვე­ვაა, თუმ­ცა გვჯე­რა, რომ ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა შეძ­ლებს ივა­ნიშ­ვი­ლის და­მარ­ცხე­ბის შემ­დეგ, მათ შო­რის ამ პრობ­ლე­მას­თან გამ­კლა­ვე­ბას და ჩვე­ნი გუნ­დი ამა­ში მნიშ­ვნე­ლო­ვან წვლილს შე­ი­ტანს.

იმის­თვის, რომ ივა­ნიშ­ვი­ლის რე­ჟი­მის და­მარ­ცხე­ბის შემ­დეგ ეს ამო­ცა­ნა შეს­რულ­დეს, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ძა­ლა­უფ­ლე­ბა კვლავ ერთი პო­ლი­ტი­კუ­რი გუნ­დის, კლა­ნის, ბე­ლა­დი­სა და მას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ოლი­გარ­ქის ხელ­ში არ აღ­მოჩ­ნდეს.

  • ამ ყვე­ლაფ­რის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, ყვე­ლას, ვის­თვი­საც ჩვე­ნი აზრი სა­ინ­ტე­რე­სოა, მო­ვუ­წო­დებთ, მი­ვიდ­ნენ არ­ჩევ­ნებ­ზე და ხმა მის­ცენ:

ივა­ნიშ­ვი­ლის რე­ჟი­მი­სა და მისი სა­ტე­ლი­ტე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ.ოპო­ზი­ცი­ის შიგ­ნით პრო­და­სავ­ლურ ძა­ლას, რომ­ლის სა­გა­რეო-პო­ლი­ტი­კურ ორი­ენ­ტა­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით არ არ­სე­ბობს კი­თხვის ნიშ­ნე­ბი.და რო­მე­ლიც სა­ა­კაშ­ვილ-კე­ზე­რაშ­ვი­ლის პო­ლი­ტი­კუ­რი გავ­ლე­ნის ქვეშ არ იმ­ყო­ფე­ბა.ამას­თან, ჩვე­ნი გუნ­დი არ­ჩევ­ნე­ბამ­დე დარ­ჩე­ნილ პე­რი­ოდ­ში აპი­რებს თა­ვი­სი ენერ­გი­ი­სა და რე­სურ­სის მი­მარ­თვას მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის მო­ტი­ვი­რე­ბა­სა და მო­ბი­ლი­ზე­ბა­ში, ისე­ვე რო­გორც არ­ჩევ­ნებ­ზე ხმე­ბის დაც­ვის პრო­ცეს­ში.

ამას­თან ერ­თად, ივა­ნიშ­ვი­ლის რე­ჟი­მი­სა და რუ­სე­თის ერ­თობ­ლი­ვი ანტი-ქარ­თუ­ლი, ანტი-და­სავ­ლუ­რი პრო­პა­გან­დის ფონ­ზე, კვლავ გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ვნე­ლოვ­ნად მიგ­ვაჩ­ნია ად­გი­ლობ­რი­ვი და სა­ერ­თა­შო­რი­სო კამ­პა­ნი­ის გაგ­რძე­ლე­ბა, რუ­სე­თის სამ­ხედ­რო და­ნა­შა­უ­ლე­ბი­სა და ქარ­თველ­თა მი­მართ ჩა­დე­ნი­ლი გე­ნო­ცი­დის შე­სა­ხებ.

აფხაზ­თა კრე­ბას­თან, თა­ვი­სუფ­ლე­ბის ინ­სტი­ტუტ­სა და ტა­ბუ­ლას­თან ერ­თად ზეგ, 27 სექ­ტემ­ბერს, სო­ხუ­მის და­ცე­მის დღეს “ბუ­ჩამ­დე იყო აფხა­ზე­თის” კამ­პა­ნი­ის ფარ­გლებ­ში გვექ­ნე­ბა ფილ­მის ჩვე­ნე­ბა და დის­კუ­სია საფ­რან­გე­თის უმაღ­ლეს სა­კა­ნონ­მდებ­ლო ორ­გა­ნო­ში, რო­მელ­საც საფ­რან­გე­თის ყო­ფი­ლი და ახა­ლი ევ­რო­პის მი­ნის­ტრე­ბი, ნა­ტა­ლი ლუ­ა­ზო და ბენ ჰა­და­დი გახ­სნი­ან.

19:00 სა­ათ­ზე და­ი­წყე­ბა ჩემი და თა­მუ­ნას ფე­ის­ბუქ­ლა­ი­ვი, სა­დაც უფრო ვრცლად ვი­სა­უბ­რებთ ამ არ­ჩევ­ნე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბა­ზე და ჩვენს ხედ­ვებ­ზე.

26 ოქ­ტომ­ბერს უნდა ვაჩ­ვე­ნოთ, რომ სა­ქარ­თვე­ლო არას­დროს დაბ­რუნ­დე­ბა რუ­სულ წყვდი­ად­ში”, - წე­რია ბო­კე­რი­ას გან­ცხა­დე­ბა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

“ფედერალისტები” 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას არ ვიღებთ" - გიგა ბოკერია

“ფედერალისტები” 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას არ ვიღებთ" - გიგა ბოკერია

“ფედერალისტები” 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას არ ვიღებთ", - ამის შესახებ განცხადება პარტიის ლიდერმა გიგა ბოკერიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

  • როგორც ბოკერია წერს, ამის არა ერთი მიზეზი და გარემოება არსებობს.

მან საკუთარ ამომრჩეველს არჩევნებში მონაწილეობისკენ და იმ პარტიების მხარდაჭერისკენ მოუწოდა, რომელიც არც ბიძინა ივანიშვილთან და არც მიხეილ სააკაშვილისა და დავით კეზერაშვილის პარტიებთან არ არიან კავშირში.

“ფედერალისტები” 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას არ ვიღებთ - საარჩევნო ვადების გათვალისწინებით, ახალი სუბიექტის რეგისტრაციის შესაძლებლობა ტექნიკურადაც არ გვქონდა, რაც თავისთავად სერიოზული დაბრკოლება იყო, მაგრამ ეს არ გახლავთ ერთადერთი და მთავარი მიზეზი.

ჩვენ გვქონდა შემოთავაზება ერთ-ერთი საარჩევნოდ რეგისტრირებული პოლიტიკური პარტიისგან, რომ მათთან ერთად და მათი სახელით მიგვეღო არჩევნებში მონაწილეობა, რისთვისაც მათი მადლობელი ვართ.

  • თუმცა იმის გათვალისწინებით, რაც “ევროპულ საქართველოში” მოხდა და იმ კამპანიის გათვალისწინებით, რაც ხმების გაფლანგვასთან დაკავშირებით გვესმის მთელი წინასაარჩევნო პერიოდის განმავლობაში ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრისა და მედიის უმრავლესობისგან, სხვა სუბიექტის სახელით არჩევნებში ორი თვით ადრე ჩართვა მხოლოდ კონტრპროდუქტიული იქნებოდა.

ამასთან, ჩვენ კარგად გვესმის საზოგადოების ნაწილის გაწბილების, რომელიც გამოწვეულია პოლიტიკურ სპექტრის უდიდესი ნაწილის არათანმიმდევრულობით, პოპულიზმით, უპრინციპობითა და არაკომპეტენტურობით - არაერთი ჩვენი მომხრე და ზოგადად, მოქალაქე საჯარო თუ კერძო კომუნიკაციისას არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებითაც კი ყოყმანობს, რადგან მათ, რბილად რომ ვთქვა, არ აქვთ რწმენა, რომ არჩევნებში მონაწილე ოპოზიციური სპექტრი თავს გაართმევს ქვეყნის წინაშე მდგარ უმწვავეს გამოწვევებს.

ეს მართლაც სერიოზული პრობლემაა, თუმცა, მიუხედავად ამისა, აბსოლუტურად დარწმუნებულები ვართ, რომ საფრთხე, რომელსაც ივანიშვილის რეჟიმი წარმოადგენს ჩვენი ქვეყნისთვის, იმ მასშტაბისაა, რომ ყველა ამ არგუმენტს გადაწონის.

ჩვენი მყარი და პრინციპული პოზიციაა, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა უნდა მივიღოთ ყველამ, რათა ქვეყანა ფუნდამენტური საფრთხისგან, ივანიშვილის რუსული რეჟიმისგან ვიხსნათ.

ივანიშვილის რეჟიმის ხელისუფლებაში დარჩენა ყოველდღიურად ზრდის საფრთხეს ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობისა და ჩვენი თავისუფლებისთვის და თუ ჩვენ ამ ისტორიულ მონაკვეთში ვერ გამოვიყენებთ შანსს და ვერ გავხდებით თავისუფალი სამყაროს სრულფასოვანი წევრი, ამის უმძიმეს ფასს შემდგომი თაობები გადაიხდიან.

დღევანდელი ოპოზიციური სპექტრის უპრინციპობა და არაკომპეტენტურობა ნამდვილად სერიოზული გამოწვევაა, თუმცა გვჯერა, რომ ქართული საზოგადოება შეძლებს ივანიშვილის დამარცხების შემდეგ, მათ შორის ამ პრობლემასთან გამკლავებას და ჩვენი გუნდი ამაში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს.

იმისთვის, რომ ივანიშვილის რეჟიმის დამარცხების შემდეგ ეს ამოცანა შესრულდეს, მნიშვნელოვანია, რომ ძალაუფლება კვლავ ერთი პოლიტიკური გუნდის, კლანის, ბელადისა და მასთან დაკავშირებული ოლიგარქის ხელში არ აღმოჩნდეს.

  • ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ყველას, ვისთვისაც ჩვენი აზრი საინტერესოა, მოვუწოდებთ, მივიდნენ არჩევნებზე და ხმა მისცენ:

ივანიშვილის რეჟიმისა და მისი სატელიტების წინააღმდეგ.ოპოზიციის შიგნით პროდასავლურ ძალას, რომლის საგარეო-პოლიტიკურ ორიენტაციასთან დაკავშირებით არ არსებობს კითხვის ნიშნები.და რომელიც სააკაშვილ-კეზერაშვილის პოლიტიკური გავლენის ქვეშ არ იმყოფება.ამასთან, ჩვენი გუნდი არჩევნებამდე დარჩენილ პერიოდში აპირებს თავისი ენერგიისა და რესურსის მიმართვას მოქალაქეების მოტივირებასა და მობილიზებაში, ისევე როგორც არჩევნებზე ხმების დაცვის პროცესში.

ამასთან ერთად, ივანიშვილის რეჟიმისა და რუსეთის ერთობლივი ანტი-ქართული, ანტი-დასავლური პროპაგანდის ფონზე, კვლავ განსაკუთრებით მნიშვნელოვნად მიგვაჩნია ადგილობრივი და საერთაშორისო კამპანიის გაგრძელება, რუსეთის სამხედრო დანაშაულებისა და ქართველთა მიმართ ჩადენილი გენოციდის შესახებ.

აფხაზთა კრებასთან, თავისუფლების ინსტიტუტსა და ტაბულასთან ერთად ზეგ, 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს “ბუჩამდე იყო აფხაზეთის” კამპანიის ფარგლებში გვექნება ფილმის ჩვენება და დისკუსია საფრანგეთის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში, რომელსაც საფრანგეთის ყოფილი და ახალი ევროპის მინისტრები, ნატალი ლუაზო და ბენ ჰადადი გახსნიან.

19:00 საათზე დაიწყება ჩემი და თამუნას ფეისბუქლაივი, სადაც უფრო ვრცლად ვისაუბრებთ ამ არჩევნების მნიშვნელობაზე და ჩვენს ხედვებზე.

26 ოქტომბერს უნდა ვაჩვენოთ, რომ საქართველო არასდროს დაბრუნდება რუსულ წყვდიადში”, - წერია ბოკერიას განცხადებაში.