კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სანქციების მიუხედავად ძვირადღირებული მანქანები რუსეთში საქართველოს გავლით შედის" - რას წერს Sky News-ი?
"სანქციების მიუხედავად ძვირადღირებული მანქანები რუსეთში საქართველოს გავლით შედის" - რას წერს Sky News-ი?

სან­ქცი­ე­ბის მი­უ­ხე­და­ვად ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი მან­ქა­ნე­ბი რუ­სეთ­ში სა­ქარ­თვე­ლოს გავ­ლით შე­დის. ამის შე­სა­ხებ გა­მო­ძი­ე­ბას ბრი­ტა­ნუ­ლი ტე­ლე­არ­ხი Sky News-ი ავ­რცე­ლებს.

  • Sky News-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მათ სა­ქარ­თვე­ლო­ში ბრი­ტა­ნუ­ლი და ევ­რო­კავ­ში­რის სან­ქცი­ე­ბით აკ­რძა­ლუ­ლი მან­ქა­ნე­ბის რუ­სეთ­ში სა­ქარ­თვე­ლოს გავ­ლით შეყ­ვა­ნის „რთუ­ლი, მაგ­რამ დახ­ვე­წი­ლი სქე­მა“ აღ­მო­ა­ჩი­ნეს.

Sky News -ის გა­მო­ძი­ე­ბის თა­ნახ­მად, ადა­მი­ა­ნე­ბის ერთ ჯგუფს მან­ქა­ნე­ბის თბი­ლი­სის შო­უ­რუ­მე­ბი­დან, ფო­თის ან ბა­თუ­მის პორ­ტე­ბი­დან რუ­სე­თის სა­ზღვრამ­დე, კერ­ძოდ, ლარ­სის გამ­შვებ პუნ­ქტთან მიყ­ვა­ნა ევა­ლე­ბა.

"მან­ქა­ნე­ბის სა­სა­ზღვრო პუნ­ქტთან მიყ­ვა­ნის შემ­დეგ, მათ იქ რამ­დე­ნი­მე დღით ტო­ვე­ბენ, ვიდ­რე შე­სა­ბა­მი­სი დო­კუ­მენ­ტა­ცია მზად­დე­ბა. დო­კუ­მენ­ტა­ცი­ას თა­ვი­სი პრობ­ლე­მე­ბი აქვს: ევ­რო­პუ­ლი ქვეყ­ნე­ბის მიერ რუ­სე­თის წი­ნა­აღ­მდეგ სან­ქცი­ე­ბის შე­მო­ღე­ბის შემ­დეგ, სა­ქარ­თვე­ლომ რუ­სეთ­ში მან­ქა­ნე­ბის გაგ­ზავ­ნა­ზე სა­კუ­თა­რი აკ­რძალ­ვე­ბიც შე­მო­ი­ღო, თუმ­ცა, მან­ქა­ნე­ბის სა­ზღვარ­ზე გა­და­საყ­ვა­ნად რამ­დე­ნი­მე სა­შუ­ა­ლე­ბა მა­ინც არ­სე­ბობს.

ერთ-ერთი გზაა მან­ქა­ნე­ბის სომ­ხეთ­ში რე­გის­ტრი­რე­ბა და გან­ბა­ჟე­ბა, სა­დაც მათ სატ­რან­ზი­ტო სა­რე­გის­ტრა­ციო ნომ­რე­ბი ეძ­ლე­ვათ, რის შემ­დე­გად ისი­ნი ლარ­სის გამ­შვებ პუნ­ქტთან მიჰ­ყავთ. ვი­ნა­ი­დან, სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ებს რუ­სეთ­ში შეს­ვლა უვი­ზოდ შე­უძ­ლი­ათ (და პი­რი­ქით), მან­ქა­ნის სა­ზღვარ­ზე გა­დაყ­ვა­ნა ძა­ლი­ან მარ­ტივ­დე­ბა.

გა­მო­ცე­მა აღ­ნიშ­ნავს, რომ ამ მე­თო­დით, პი­როვ­ნე­ბას, რო­მელ­საც მან­ქა­ნა რუ­სეთ­ში გა­დაჰ­ყავს, რა­ი­მე კონ­კრე­ტუ­ლი და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნა­ში ვერ და­ა­და­ნა­შა­უ­ლებ, თუმ­ცა მთლი­ა­ნი სქე­მა სან­ქცი­ე­ბის­თვის გვერ­დის ავ­ლას წარ­მო­ად­გენს. ასე­ვე, ამ გზით რუ­სეთ­ში გა­დაყ­ვა­ნი­ლი მან­ქა­ნე­ბი სა­ბა­ჟო მო­ნა­ცე­მებ­ში არ ჩანს”, - ნათ­ქვა­მია რე­პორ­ტაჟ­ში.

აღი­ნიშ­ნე­ბა, რომ ამ გზით რუ­სეთ­ში BMW-ს, Lexus-ის, Mercedes-ის, Range Rover-ის, Porsche-ს და Lamborghini-ის ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი მო­დე­ლე­ბი შე­დის.

ავტორი:

"სანქციების მიუხედავად ძვირადღირებული მანქანები რუსეთში საქართველოს გავლით შედის" - რას წერს Sky News-ი?

"სანქციების მიუხედავად ძვირადღირებული მანქანები რუსეთში საქართველოს გავლით შედის" - რას წერს Sky News-ი?

სანქციების მიუხედავად ძვირადღირებული მანქანები რუსეთში საქართველოს გავლით შედის. ამის შესახებ გამოძიებას ბრიტანული ტელეარხი Sky News-ი ავრცელებს.

  • Sky News-ის ინფორმაციით, მათ საქართველოში ბრიტანული და ევროკავშირის სანქციებით აკრძალული მანქანების რუსეთში საქართველოს გავლით შეყვანის „რთული, მაგრამ დახვეწილი სქემა“ აღმოაჩინეს.

Sky News -ის გამოძიების თანახმად, ადამიანების ერთ ჯგუფს მანქანების თბილისის შოურუმებიდან, ფოთის ან ბათუმის პორტებიდან რუსეთის საზღვრამდე, კერძოდ, ლარსის გამშვებ პუნქტთან მიყვანა ევალება.

"მანქანების სასაზღვრო პუნქტთან მიყვანის შემდეგ, მათ იქ რამდენიმე დღით ტოვებენ, ვიდრე შესაბამისი დოკუმენტაცია მზადდება. დოკუმენტაციას თავისი პრობლემები აქვს: ევროპული ქვეყნების მიერ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემოღების შემდეგ, საქართველომ რუსეთში მანქანების გაგზავნაზე საკუთარი აკრძალვებიც შემოიღო, თუმცა, მანქანების საზღვარზე გადასაყვანად რამდენიმე საშუალება მაინც არსებობს.

ერთ-ერთი გზაა მანქანების სომხეთში რეგისტრირება და განბაჟება, სადაც მათ სატრანზიტო სარეგისტრაციო ნომრები ეძლევათ, რის შემდეგად ისინი ლარსის გამშვებ პუნქტთან მიჰყავთ. ვინაიდან, საქართველოს მოქალაქეებს რუსეთში შესვლა უვიზოდ შეუძლიათ (და პირიქით), მანქანის საზღვარზე გადაყვანა ძალიან მარტივდება.

გამოცემა აღნიშნავს, რომ ამ მეთოდით, პიროვნებას, რომელსაც მანქანა რუსეთში გადაჰყავს, რაიმე კონკრეტული დანაშაულის ჩადენაში ვერ დაადანაშაულებ, თუმცა მთლიანი სქემა სანქციებისთვის გვერდის ავლას წარმოადგენს. ასევე, ამ გზით რუსეთში გადაყვანილი მანქანები საბაჟო მონაცემებში არ ჩანს”, - ნათქვამია რეპორტაჟში.

აღინიშნება, რომ ამ გზით რუსეთში BMW-ს, Lexus-ის, Mercedes-ის, Range Rover-ის, Porsche-ს და Lamborghini-ის ძვირადღირებული მოდელები შედის.